სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ წუთებში, როდესაც გავსინჯე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა" - ლევან რატიანი ექთნის გარდაცვალების დღეს იხსენებს
"იმ წუთებში, როდესაც გავსინჯე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა" - ლევან რატიანი ექთნის გარდაცვალების დღეს იხსენებს

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი, ლე­ვან რა­ტი­ა­ნი კი­დევ ერთხელ იხ­სე­ნებს იმ დღეს, რო­დე­საც მის კლი­ნი­კა­ში ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კით 27 წლის ექთა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში რა­ტი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ექთა­ნი მათ­თან კრი­ტი­კულ და უი­მე­დო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს.

"რო­დე­საც ახალ­გახრდა ქალი შე­მო­იყ­ვა­ნეს ჩვენ­თან, ის იყო კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ცნო­ბი­ლია, რომ ეს სა­ვა­რა­უ­დოდ გა­მო­იწ­ვია აც­რის შემ­დგომ­მა ანა­ფი­ლაქ­სი­ურ­მა რე­აქ­ცი­ამ, რო­მე­ლიც მი­ვი­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბამ­დე. გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა და­ფიქ­სირ­და აღ­ნიშ­ნულ კლი­ნი­კა­ში (ახალ­ცი­ხე­ში), მოხ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ა­ნი­მა­ცია, თუ შე­იძ­ლე­ბა მას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეწო­დოს.

პა­ცი­ენ­ტი ე.წ. პოს­ტრე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბით მოხ­ვდა ჩვენს კლი­ნი­კა­ში. რო­დე­საც შე­მო­ვი­და ჩვენ­თან, მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მძი­მე, სუნ­თქვა იყო ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნურ ვენტვი­ლა­ცი­ა­ზე, წნე­ვა მკვეთ­რად არას­ტა­ბი­ლუ­რი, სა­ჭი­რო­ებ­და მე­გა­დო­ზე­ბით ჰერ­მო­დი­ნა­მი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ცუდ­მა გან­წყო­ბამ და­ი­სად­გუ­რა, როცა პა­ცი­ენ­ტი ვნა­ხე, ეს იყო სამ ბა­ლი­ა­ნი კომა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, იმ წუ­თებ­ში რო­დე­საც გავ­სინ­ჯე, ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემი ბრძო­ლა უე­ფექ­ტო აღ­მოჩ­ნდე­ბო­და" - აღ­ნიშ­ნა რა­ტი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, კო­მა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ექთა­ნი, მეგი ბაქ­რა­ძე 19 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა. 27 წლის ექთანს "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, გვერ­დი­თი რე­აქ­ცია და­უ­ფიქ­სირ­და. მეგი ბაქ­რა­ძე დღეს დაკ­რძა­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
30

თქვი რა სიმართლე, კაცო არა ხარ???? მაინც მოგიწევს სიმართლის თქმა

ვახო
37

ეს რა უბედურებაა რა უვიცია. გემოდინამიკა რა არის და თან რომ.განმარტავს ეგრეთ წოდებული წნევაო

ავტორი:

"იმ წუთებში, როდესაც გავსინჯე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა" - ლევან რატიანი ექთნის გარდაცვალების დღეს იხსენებს

"იმ წუთებში, როდესაც გავსინჯე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა" - ლევან რატიანი ექთნის გარდაცვალების დღეს იხსენებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი კიდევ ერთხელ იხსენებს იმ დღეს, როდესაც მის კლინიკაში ანაფილაქსიური შოკით 27 წლის ექთანი გარდაიცვალა.

როგორც "რუსთავი 2"-ის ეთერში რატიანმა აღნიშნა, ექთანი მათთან კრიტიკულ და უიმედო მდგომარეობაში მიიყვანეს.

"როდესაც ახალგახრდა ქალი შემოიყვანეს ჩვენთან, ის იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ცნობილია, რომ ეს სავარაუდოდ გამოიწვია აცრის შემდგომმა ანაფილაქსიურმა რეაქციამ, რომელიც მივიდა გულის გაჩერებამდე. გულის გაჩერება დაფიქსირდა აღნიშნულ კლინიკაში (ახალციხეში), მოხდა წარმატებული რეანიმაცია, თუ შეიძლება მას წარმატებული ეწოდოს.

პაციენტი ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით მოხვდა ჩვენს კლინიკაში. როდესაც შემოვიდა ჩვენთან, მდგომარეობა იყო მძიმე, სუნთქვა იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტვილაციაზე, წნევა მკვეთრად არასტაბილური, საჭიროებდა მეგადოზებით ჰერმოდინამიკის შენარჩუნებას. ცუდმა განწყობამ დაისადგურა, როცა პაციენტი ვნახე, ეს იყო სამ ბალიანი კომა. სიმართლე გითხრათ, იმ წუთებში როდესაც გავსინჯე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ბრძოლა უეფექტო აღმოჩნდებოდა" - აღნიშნა რატიანმა.

ცნობისთვის, კომაში ჩავარდნილი ექთანი, მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. 27 წლის ექთანს "ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია დაუფიქსირდა. მეგი ბაქრაძე დღეს დაკრძალეს.

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გყავდეს მეგობრად ვერძი

მსვლელობა რუსთაველზე - სამოქალაქო აქტივისტები "კომენდანტის საათისა" და ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ

"კომპანიამ განაახლა მუშაობა, უკან არ დავიხევთ!" - რიონის ხეობაში ხმაური და დაპირისპირება იყო