საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარია ჯინსებითა და ჰუდით - ექსპრემიერის არაოფიციალური "დრეს კოდი" და ოჯახური ფოტოები პირადი ალბომიდან
გიორგი გახარია ჯინსებითა და ჰუდით - ექსპრემიერის არაოფიციალური "დრეს კოდი" და ოჯახური ფოტოები პირადი ალბომიდან

პირ­ვე­ლი რე­კორ­დი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის წინ და­ამ­ყა­რა. თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ ფო­ტოს დღეს უკვე 213 ათა­სი რე­აქ­ცია აქვს. ერთ თვე­ში მე­ო­რე ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და­ა­ა­ნონ­სა. მარ­თა­ლია, პირ­ვე­ლი ფო­ტოს რე­კორ­დი ვერ მოხ­სნა, მაგ­რამ გა­ხა­რი­ას სუ­რათს ამ­ჟა­მად 59 ათა­სი რე­აქ­ცია აქვს.

ექ­სპერ­ტე­ბი რო­დე­საც მისი პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ, ამ­ბო­ბენ, რომ გა­ხა­რი­ას აქვს ქა­რიზ­მა, რი­თაც ხში­რად იგებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კი ქა­ლე­ბის გუ­ლებს... მისი არა­პო­ლი­ტი­კუ­რი დრეს­კო­დი აქამ­დე უც­ნო­ბი იყო, რად­გან რო­დე­საც პო­ლი­ტი­კა­ში პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე პი­ჯა­კი­ა­ნი გა­ხა­რია გა­იც­ნო.

კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე არა­სო­დეს უსა­უბ­რია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე და მისი ოჯა­ხის შე­სა­ხე­ბაც ძა­ლი­ან ცოტა იყო ცნო­ბი­ლი, სა­ნამ ერთ დღეს ტა­ძარ­ში ცოლ-შვილ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა.

პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და, თუმ­ცა რო­გორც ახა­ლი ანონ­სი­დან გა­ი­გო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ისევ ბრუნ­დე­ბა. რო­გო­რი იქ­ნე­ბა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას დაბ­რუ­ნე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ იცის. ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ ის სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტი იქ­ნე­ბა თა­ვი­სი გუნ­დით რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის", ასე­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის"...

მე­ო­რე ნა­წი­ლის აზ­რით კი, გი­ორ­გი გა­ხა­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დებს და მალე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა 2"-ს შექ­მნის. ფაქ­ტია, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ­ჟა­მად ლი­დე­რის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. თა­ლაკ­ვა­ძე-მდი­ნა­რა­ძე-კო­ბა­ხი­ძის სა­მე­უ­ლი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ამინდს ვერ ქმნის. პარ­ტი­ას ვერც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბამ უშ­ვე­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი კახი კა­ლა­ძე­ზე დებ­და ფსონს, ფაქ­ტია, რომ ის არც პარ­ტი­ი­დან წას­ვლას ჩქა­რობს და არც "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ჩქა­რო­ბენ კა­ლა­ძის და­წი­ნა­უ­რე­ბას.

Ambebi.ge-მ ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა ექ­სპრე­მი­ე­რის არა­პო­ლი­ტი­კუ­რი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ის ოჯახ­თან ერ­თა­დაა გა­და­ღე­ბუ­ლი. ირ­კვე­ვა, რომ გა­ხა­რი­ას არა­პო­ლი­ტი­კუ­რი დრეს­კო­დი ჯინ­სე­ბია და არც მო­დურ ჰუდ­ზე ამ­ბობს უარს.

ოჯა­ხურ ფო­ტო­ებ­ზე მშობ­ლი­ურ სო­ფელს, მუ­ხურს სტუმ­რობს... ამ­ბო­ბენ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ მამა-შვილს. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მე­უღ­ლე მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ია ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ექიმ-ლა­ბო­რან­ტად მუ­შა­ობს. წყვილს ერთი შვი­ლი, 10 წლის ანა გა­ხა­რია ჰყავთ.

დედა-შვი­ლი იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სის გვერ­დით... რო­გორ მი­ი­ღებს პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბულ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს, თუმ­ცა, არ­სე­ბობს კი­თხვე­ბი, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­უს­ვა­მენ და რო­გორც მათ გუ­შინ, პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას უთხრა - „დრო­ე­ბით, მალე შევ­ხვდე­ბით. ყვე­ლა კი­თხვას, რო­გორც ყო­ველ­თვის, წარ­სულ­ში, პა­სუ­ხე­ბი გა­ე­ცე­მა...“

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
23

რაო, რაო?!... ჰუდი და ჯინსებიო?!... მოკლეს ეს კაცი ჩვენი გულებისა თუ იმედების პროფესიონალ გამცრუებლად ჩამოყალიბდა... მაინც რატომ გვეგონა, რომ არაოფიციალურ გარემოში უცილობლად ჩოხა-ახალუხი უნდა სცმოდა და ქარიზმატულ თავზე კი ყაბალახი ჰქონოდა შემოხვეული?!...

XXX
213

რას გავს ეს უპატრონო!

ავტორი:

გიორგი გახარია ჯინსებითა და ჰუდით - ექსპრემიერის არაოფიციალური "დრეს კოდი" და ოჯახური ფოტოები პირადი ალბომიდან

გიორგი გახარია ჯინსებითა და ჰუდით - ექსპრემიერის არაოფიციალური "დრეს კოდი" და ოჯახური ფოტოები პირადი ალბომიდან

პირველი რეკორდი გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში თანამდებობიდან წასვლის წინ დაამყარა. თანამშრომლებთან ერთად გადაღებულ გამოსამშვიდობებელ ფოტოს დღეს უკვე 213 ათასი რეაქცია აქვს. ერთ თვეში მეორე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. მართალია, პირველი ფოტოს რეკორდი ვერ მოხსნა, მაგრამ გახარიას სურათს ამჟამად 59 ათასი რეაქცია აქვს.

ექსპერტები როდესაც მისი პიროვნების შესახებ საუბრობენ, ამბობენ, რომ გახარიას აქვს ქარიზმა, რითაც ხშირად იგებს, განსაკუთრებულად კი ქალების გულებს... მისი არაპოლიტიკური დრესკოდი აქამდე უცნობი იყო, რადგან როდესაც პოლიტიკაში პირველად გამოჩნდა, საზოგადოებამ უკვე პიჯაკიანი გახარია გაიცნო.

კარიერის მანძილზე არასოდეს უსაუბრია პირად ცხოვრებაზე და მისი ოჯახის შესახებაც ძალიან ცოტა იყო ცნობილი, სანამ ერთ დღეს ტაძარში ცოლ-შვილთან ერთად გამოჩნდა.

პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა როგორც ახალი ანონსიდან გაიგო საზოგადოებამ, ისევ ბრუნდება. როგორი იქნება გიორგი გახარიას დაბრუნება, ჯერჯერობით არავინ იცის. ქართველი ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ის სერიოზული კონკურენტი იქნება თავისი გუნდით როგორც "ქართული ოცნებისთვის", ასევე "ნაციონალური მოძრაობისთვის"...

მეორე ნაწილის აზრით კი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულად მოქმედებს და მალე "ქართული ოცნება 2"-ს შექმნის. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ამჟამად ლიდერის გარეშეა დარჩენილი. თალაკვაძე-მდინარაძე-კობახიძის სამეული ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვერ ქმნის. პარტიას ვერც ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებამ უშველა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი კახი კალაძეზე დებდა ფსონს, ფაქტია, რომ ის არც პარტიიდან წასვლას ჩქარობს და არც "ქართულ ოცნებაში" ჩქარობენ კალაძის დაწინაურებას.

Ambebi.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა ექსპრემიერის არაპოლიტიკური ფოტოები, სადაც ის ოჯახთან ერთადაა გადაღებული. ირკვევა, რომ გახარიას არაპოლიტიკური დრესკოდი ჯინსებია და არც მოდურ ჰუდზე ამბობს უარს.

ოჯახურ ფოტოებზე მშობლიურ სოფელს, მუხურს სტუმრობს... ამბობენ, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ მამა-შვილს. გიორგი გახარიას მეუღლე მარიკა ფანცულაია ერთ-ერთ კლინიკაში ექიმ-ლაბორანტად მუშაობს. წყვილს ერთი შვილი, 10 წლის ანა გახარია ჰყავთ.

დედა-შვილი იშვიათად ჩნდებიან პოლიტიკოსის გვერდით... როგორ მიიღებს პოლიტიკაში დაბრუნებულ გიორგი გახარიას საზოგადოება, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა, არსებობს კითხვები, რომელსაც ჟურნალისტები დაბრუნების შემდეგ დაუსვამენ და როგორც მათ გუშინ, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, პირველი შეხვედრისას უთხრა - „დროებით, მალე შევხვდებით. ყველა კითხვას, როგორც ყოველთვის, წარსულში, პასუხები გაეცემა...“

სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში მოწყობილი რკინის კედელი აიღეს

"8 წელია ყოფილი მეუღლე არ მინახავს... ის ქალი როგორია? ახალგაზრდა და ლამაზი" - მარინა ბერიძე მეუღლეზე, რომელთან ერთადაც 42 წელი იცხოვრა

"უზრდელობაა დღეს საზოგადოებაში ნიღბის გარეშე გამოჩენა" - პაატა იმნაძე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"