სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
NDI - გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36% კი ცუდად
NDI - გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36% კი ცუდად

"ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის“ (NDI)-ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხულ­თა 14% პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს, 38% სა­შუ­ა­ლოდ, 36 % კი ცუ­დად.

ამას­თან, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­და­ჭე­რე­ბის 39% პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს, 45% სა­შუ­ა­ლოდ, 10% კი ცუ­დად.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის პო­ზი­ცი­ას, რომ­ლე­ბიც გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მათი 3% პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს, 26% სა­შუ­ა­ლოდ, ხოლო 66% ცუ­დად.

იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­დან კი, რო­მელ­თაც პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბა არ და­ა­სა­ხე­ლეს, 39%-მა თქვა, რომ პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს, 6% კი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს საქ­მი­ა­ნო­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს.

კი­თხვა­ზე, მომ­დევ­ნო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტმა რო­მელ სა­კი­თხებ­ზე უნდა გა­ა­მახ­ვი­ლოს ყუ­რა­დღე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 79 % ფიქ­რობს, რომ პარ­ლა­მენ­ტმა ყუ­რა­დღე­ბა ეკო­ნო­მი­კა­ზე უნდა გა­ა­მახ­ვი­ლოს, 34% ასეთ სა­კი­თხად ჯან­დაც­ვას ასა­ხე­ლებს, 22% კი გა­ნათ­ლე­ბას.

გა­მო­კი­თხუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 50% ფიქ­რობს, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი მათ ინ­ტე­რე­სებს არ და­ი­ცა­ვენ, 33%-ს მი­აჩ­ნია, რომ დე­პუ­ტა­ტე­ბი მათ ინ­ტე­რე­სებს და­ი­ცა­ვენ, ხოლო 17%-ს კი კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ აქვს.

NDI-ის გა­მო­კი­თხულ­თა 60%-ს კი მი­აჩ­ნია, რომ დე­პუ­ტა­ტი გა­ა­კეთბს იმას, რა­საც პარ­ტია ეტყვის. გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რობს, გა­მო­კი­თხულ­თა 14%.

ცნო­ბის­თვის, კვლე­ვა 17-24 თე­ბერ­ვლის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 2,024 სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი შერ­ჩე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, ქვეყ­ნის სრულ­წლო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის ჩა­ტარ­და (ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­მოკ­ლე­ბით). გა­მო­კი­თხვის სა­შუ­ა­ლო ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი არის +/- 1.4 პრო­ცენ­ტი. რეს­პონ­დენ­ტე­ბი შემ­თხვე­ვით ნო­მერ­ზე და­რეკ­ვის მე­თო­დით შე­ირჩნენ.

ავტორი:

NDI - გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36% კი ცუდად

NDI - გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36% კი ცუდად

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36 % კი ცუდად.

ამასთან, ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილე, "ქართული ოცნების“ მხარდაჭერების 39% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 45% საშუალოდ, 10% კი ცუდად.

რაც შეეხება ოპოზიციის მხარდამჭერების პოზიციას, რომლებიც გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, მათი 3% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 26% საშუალოდ, ხოლო 66% ცუდად.

იმ მოქალაქეებიდან კი, რომელთაც პარტიული კუთვნილება არ დაასახელეს, 39%-მა თქვა, რომ პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 6% კი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას დადებითად აფასებს.

კითხვაზე, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტმა რომელ საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მოქალაქეების 79 % ფიქრობს, რომ პარლამენტმა ყურადღება ეკონომიკაზე უნდა გაამახვილოს, 34% ასეთ საკითხად ჯანდაცვას ასახელებს, 22% კი განათლებას.

გამოკითხული მოქალაქეების 50% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მათ ინტერესებს არ დაიცავენ, 33%-ს მიაჩნია, რომ დეპუტატები მათ ინტერესებს დაიცავენ, ხოლო 17%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

NDI-ის გამოკითხულთა 60%-ს კი მიაჩნია, რომ დეპუტატი გააკეთბს იმას, რასაც პარტია ეტყვის. განსხვავებულად ფიქრობს, გამოკითხულთა 14%.

ცნობისთვის, კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "დღის ნიუსრუმი"

"მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი დიალოგისთვის მზად არის და თბილისი არ პასუხობს" - თეა ახვლედიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"