სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე სპეციალური სისტემები დამონტაჟდება" - ირაკლი ბენდელიანის თქმით, კვლევის პირველადი მონაცემები კვირის ბოლოს იქნება ცნობილი
"ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე სპეციალური სისტემები დამონტაჟდება" - ირაკლი ბენდელიანის თქმით, კვლევის პირველადი მონაცემები კვირის ბოლოს იქნება ცნობილი

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ნუ­ცუ­ბი­ძი­სა და ვაშ­ლი­ჯვრის მიმ­დე­ბა­რე ფერ­დობ­ზე, სა­დაც მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი გა­აქ­ტი­ურ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბის მონ­ტა­ჟი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მუ­შაო ჯგუ­ფის კვლე­ვის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი ნუ­ცუ­ბი­ძი­სა და ვაშ­ლი­ჯვრის მიმ­დე­ბა­რე ფერ­დობ­ზე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კვი­რის ბო­ლოს იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

„რო­გორც იცით, გუ­შინ მე­რი­ა­ში სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ხილ­ვა. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა უწყე­ბი­დან, ასე­ვე გერ­მა­ნე­ლი სტუმ­რე­ბი, პრო­ფე­სი­ით გე­ო­ლოგ-ინ­ჟინ­რე­ბი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის დღი­დან უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ნი­ტო­რინ­გი, სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა­ზე მი­ვი­ღეთ და­მა­ტე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მოხ­დეს შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბის მონ­ტა­ჟი, რაც კი­დევ უფრო მეტი მო­ნი­ტო­რინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს.

სა­მუ­შაო ჯგუ­ფის კვლე­ვის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით კვი­რის ბო­ლოს­კენ გვექ­ნე­ბა. ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს კო­მუ­ნი­კა­ცია. ის შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც მიმ­დე­ბა­რე ად­გი­ლებ­ზე არ­სე­ბობ­და, ძა­ლა­ში რჩე­ბა“, - აცხა­დებს ბენ­დე­ლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, ნუ­ცუ­ბი­ძი­სა და ვაშ­ლი­ჯვრის მიმ­დე­ბა­რე ფერ­დობ­ზე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მი­ზე­ზე­ბის შე­სას­წავ­ლად გერ­მა­ნე­ლი გე­ო­ინ­ჟინ­რე­ბი თბი­ლის­ში გუ­შინ ჩა­მო­ვიდ­ნენ და კვლე­ვის სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩა­ერ­თვნენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

რობოტმ ერე მერე რა იქნება

eMission
0

"სპეციალური სისტემები დამონტაჟდება" - არაფრის მთქმველი ბლა ბლა. ხო რახან სპეციალური სისტემები მონტაჟდება, მაშინ დამშვიდებული ვართ. ვის რაში აინტერესებს რას აკეთებს ეგ სისტემა... მთავარია სპეციალური სისტემაა. :-(((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე სპეციალური სისტემები დამონტაჟდება" - ირაკლი ბენდელიანის თქმით, კვლევის პირველადი მონაცემები კვირის ბოლოს იქნება ცნობილი

"ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე სპეციალური სისტემები დამონტაჟდება" - ირაკლი ბენდელიანის თქმით, კვლევის პირველადი მონაცემები კვირის ბოლოს იქნება ცნობილი

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესი გააქტიურდა, სპეციალური სისტემების მონტაჟი განხორციელდება.

ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით კვირის ბოლოს იქნება ცნობილი.

„როგორც იცით, გუშინ მერიაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც იყო მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყრული პროცესების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი დარგის ექსპერტები სხვადასხვა უწყებიდან, ასევე გერმანელი სტუმრები, პროფესიით გეოლოგ-ინჟინრები.

მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების დღიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს შესაბამისი სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს.

სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები დაახლოებით კვირის ბოლოსკენ გვექნება. ადგილობრივ მოსახლეობასთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კომუნიკაცია. ის შეზღუდვები, რაც მიმდებარე ადგილებზე არსებობდა, ძალაში რჩება“, - აცხადებს ბენდელიანი.

ცნობისთვის, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ და კვლევის სამუშაოებში ჩაერთვნენ.

მოიხსნება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათი - რა რეკომენდაციას გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი?

"ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან, ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები" - ვლადიმერ პოზნერი

"ყოჩაღ, ქართველებო! იმპერიალისტები თავიანთ სახლებში უნდა ისხდნენ" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები პოზნერის ჩაშლილ დაბადების დღეს