სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარანტიას ვაძლევ "ოცნებას", ეს იქნება გლობალური მასშტაბის უსერიოზულესი პოლიტიკური სკანდალი" - ანა დოლიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
"გარანტიას ვაძლევ "ოცნებას", ეს იქნება გლობალური მასშტაბის უსერიოზულესი პოლიტიკური სკანდალი" - ანა დოლიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

მოძ­რა­ო­ბა "ხალ­ხის­თვის" ლი­დერ­მა, ანა დო­ლი­ძემ, ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლი­სა და მი­ყუ­რა­დე­ბის საქ­მე­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა.

რო­გორც ანა დო­ლი­ძე აცხა­დებს, მმარ­თვე­ლი გუნ­დი მათ­თვის საფრ­თხის­შემ­ცველ ყვე­ლა ოპო­ნენტზე, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან თვალ­თვალ­სა და მი­ყუ­რა­დე­ბას აწარ­მო­ებს.

ანა დო­ლი­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა ტე­ლე­გა­და­ცე­მა "პოსტ-ფაქ­ტუმ­ში" გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა. სი­უ­ჟეტ­ში შსს-ს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ივა­ნე გუ­ლაშ­ვი­ლი ყვე­ბა, რო­გორ ავა­ლებ­დნენ სხვა­დას­ხვა პი­რებ­ზე თვალ­თვალს. გუ­ლაშ­ვილ­მა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის და­ვა­ლე­ბით, ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბი­სა და მოს­მე­ნის მიზ­ნით, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა პო­ლი­ტი­კოს ანა დო­ლი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლშიც და­ა­მონ­ტა­ჟა.

"თუ ეს გაფრ­თხი­ლე­ბაა, რომ მე არ უნდა გა­ვა­კე­თო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ძალა და უნდა შე­ვეშ­ვა პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­გორც ჩანს, ის ხალ­ხი, ვინც ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის და­ვა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და ახორ­ცი­ე­ლებს, კარ­გად არ მიც­ნობს", - გა­ნა­ცხა­და მოძ­რა­ო­ბა „ხალ­ხის­თვის“ ლი­დერ­მა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მოძ­რა­ო­ბა „ხალ­ხის­თვის“ პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

ანა დო­ლი­ძის თქმით, გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში რამ­დე­ნი­მე კი­თხვის ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­ძი­ოს.

„ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ფა­რუ­ლი ჩა­წე­რა 2014 წელს ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, თუმ­ცა ამ დროს მე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი. 2015 წლის ივ­ნის­ში დავ­ბრუნ­დი ქვე­ყა­ნა­ში. მე­ო­რე კი­თხვის ნი­შა­ნი ისაა, რომ ჩვე­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლია 2019 წელს, მა­შინ, რო­დე­საც მე ვი­ყა­ვი მთა­ვა­რი მებ­რძო­ლი სა­სა­მარ­თლო „კლა­ნის“ წი­ნა­აღ­მდეგ და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მა­გი­და­ზე ედო „კლა­ნის“ მო­თხოვ­ნა, ჩემი იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­დან გაწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ, მე ეს მეს­მის რო­გორც პო­ტენ­ცი­უ­რი გაფრ­თხი­ლე­ბა, რათა ჩემ­ნა­ირ აქ­ტი­ურ ადა­მი­ანს თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­გან. მე­სა­მე, და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ სუს-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ივა­ნე გუ­ლაშ­ვი­ლი მე­დი­ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ მას აქვს ფა­ი­ლე­ბი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ და ამ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი­დან მა­სა­ხე­ლებს მხო­ლოდ მე. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ი­წყოს ამ თე­მა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო წნე­ხი, რა­საც პი­რა­დად ვუზ­რუნ­ველ­ვყოფ“, - აცხა­დებს ანა დო­ლი­ძე.

პო­ლი­ტი­კო­სი თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­საც მო­უ­წევს.

"სახ­ლში შე­ვარ­დნა და ფა­რუ­ლი კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა არის ლა­ჩა­რი კა­ცე­ბის ხელ­წე­რა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რა ტი­პის ოპე­რა­ცი­ას­თან გვაქვს საქ­მე, რამ­დე­ნად იყო ის საქ­მის კურ­სში, მან უნდა უარ­ყოს ან და­ა­დას­ტუ­როს ის, რა­ზეც სუს-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­უბ­რობს", - წერს ანა დო­ლი­ძე.

„ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია“ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უკა­ნო­ნო ხელ­ყო­ფას გმობს და ანა დო­ლი­ძე­სა და უკა­ნო­ნოდ ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის ყვე­ლა მსხვერ­პლს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„საია ეხ­მი­ა­ნე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვარ­ზე“ გა­და­ცე­მა „პოსტ ფაქ­ტუმ­ში“ გა­სულ სი­უ­ჟეტს. რეს­პო­დენ­ტი ივა­ნე გუ­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ იგი იყო სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი და მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და­ვა­ლე­ბით ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის­თვის ამონ­ტა­ჟებ­და სათ­ვალ­თვა­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბებს სა­ჯა­რო პი­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­სა თუ სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კურ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე. საია გმობს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უკა­ნო­ნო ხელ­ყო­ფას. მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს ანა დო­ლი­ძეს და უკა­ნო­ნოდ ფა­რუ­ლი მი­ყუ­და­რე­ბის ყვე­ლა მსხვერ­პლს.

ამას­თა­ნა­ვე, აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში არ­სე­ბობ­და ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­დე­გე­ბი, აღ­ნიშ­ნუ­ლი კი მო­ი­თხოვს შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის მხრი­დან დრო­ულ, მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ და ეფექ­ტი­ან გა­მო­ძი­ე­ბას. ამ­გვა­რი ხერ­ხე­ბით ბრძო­ლის ად­რე­სა­ტე­ბი უმე­ტეს­წი­ლად არი­ან პო­ლი­ტი­კო­სი და ჟურ­ნა­ლის­ტი ქა­ლე­ბი, რათა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის კად­რე­ბით შან­ტა­ჟი­სა თუ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ მოხ­დეს მათი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა.

ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ხელ­შე­უ­ვა­ლია და და­უშ­ვე­ბე­ლია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ჩა­რე­ვა, უკა­ნო­ნო ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით პირ­თა შან­ტა­ჟი და დევ­ნა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სა­ხელ­მწი­ფო შე­საძ­ლო უკა­ნო­ნო ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახ­დენ­დეს მყი­სი­ერ რე­ა­გი­რე­ბას და ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სის­ხლი­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით იცავ­დეს პირ­თა პი­რად ცხოვ­რე­ბას.

შე­სა­ბა­მი­სად, საია მო­უ­წო­დებს შე­სა­ბა­მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს გა­და­ცე­მა“ პოსტ ფაქ­ტუმ­ში“ გა­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნამ­დვი­ლო­ბის და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით დრო­უ­ლად და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

პო­ლი­ტი­კო­სის მხარ­და­სა­ჭე­რად, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ასე­ვე "ქალ­თა მოძ­რა­ო­ბაც".

"ქალ­თა მოძ­რა­ო­ბა ეხ­მი­ა­ნე­ბა 21 მარტს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" ეთერ­ში სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი, ივა­ნე გუ­ლაშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ივა­ნე გუ­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მოგ­ვი­თხრო ქალი პო­ლი­ტი­კო­სის, ანა დო­ლი­ძის, შე­საძ­ლო ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლის შე­სა­ხებ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ანა დო­ლი­ძე თა­ვად გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ტერ­ვი­უს და ადას­ტუ­რებს ივა­ნე გუ­ლაშ­ვი­ლის მიერ აღ­წე­რი­ლი ნივ­თე­ბის არ­სე­ბობ­სას მის სა­კუთ­რე­ბა­ში მყოფ ბი­ნა­ში, თუმ­ცა გუ­ლაშ­ვი­ლის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ თა­რი­ღებ­თან მი­მარ­თე­ბით გა­მოთ­ქვმას გარ­კვე­ულ ეჭ­ვებს. ეჭვგა­რე­შეა, რომ ანა დო­ლი­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­საძ­ლო თვალ­თვა­ლი პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა მის პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­ვო­ბას.

სამ­წუ­ხა­როდ, გვახ­სოვს არა­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი ქა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­რა­ლუ­რი ტე­რო­რი და სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბი­დან გან­დევ­ნის მცდე­ლო­ბა. აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მსგავ­სი უკა­ნო­ნო პრაქ­ტი­კე­ბი ქვე­ყა­ნა­ში სის­ტე­მურ ძა­ლა­დო­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ქა­ლის პი­რა­დი, მათ შო­რის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, ან მისი გა­სა­ჯა­რო­ე­ბა ქა­ლე­ბის პო­ლი­ტი­კი­დან გან­დევ­ნის, დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სა და მარ­გინ­ზა­ლი­ზა­ცი­ის ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი მე­თო­დია.

ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა, გა­მო­კი­თხოს ყვე­ლა პირი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა შემ­ხებ­ლო­ბა­ში იყოს ანა დო­ლი­ძის მი­მართ უკა­ნო­ნო თვალ­თვალ­ში და გა­მო­ი­ყე­ნოს მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­სურ­სი, რათა აღ­კვე­თოს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. ჩვენ სრულ სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ ანა დო­ლი­ძეს და მო­ვუ­წო­დებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბი­სა­კენ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ანა დო­ლი­ძეს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს ასე­ვე კი­დევ ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია.

"„უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო“ გმობს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის და­ცუ­ლო­ბის უფ­ლე­ბა­ში უხე­ში ჩა­რე­ვის ფაქ­ტებს.

„უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო“ ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რის“ ეთერ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, მათ შო­რის, ანა დო­ლი­ძის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე.

„უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო“ უერ­თდე­ბა "ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის" გან­ცხა­დე­ბას და მო­უ­წო­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას, გა­დად­გას დრო­უ­ლი, ეფექ­ტი­ა­ნი და ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად და აღ­საკ­ვე­თად, მათ შო­რის, იმის და­სად­გე­ნად, თუ ვის მიერ გა­ი­ცე­მო­და ბრძა­ნე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბის, და­მუ­შა­ვე­ბის და შე­ნახ­ვის შე­სა­ხებ.

უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­სა­ჯა­რო­ე­ბის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვის მომსწრე გახ­და. სა­გან­გა­შოა, რომ ამ­გავ­რი ქმე­დე­ბე­ბის სა­მიზ­ნეს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ქალი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა წარ­მო­ად­გენ­და. ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ხარ­ვე­ზი­ა­ნო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თო­ხე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და მას­ში შე­მა­ვა­ლი ოპე­რა­ტი­ულ-ტექ­ნი­კუ­რი სა­ა­გენ­ტოს საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბის არარ­სე­ბო­ბა არა­ერ­ხელ გამ­ხდა­რა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კის სა­გა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის ქმე­დი­თი გა­მო­ძი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ნახ­ლდეს მსჯე­ლო­ბა შე­სა­ბა­მის ფორ­მატ­ში, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და ოპე­რა­ტი­ულ-ტექ­ნი­კუ­რი სა­ა­გენ­ტოს საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩოს სიღ­რმი­სე­უ­ლი რე­ფორ­მის თა­ო­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვა­რის“ ეთე­რით გავ­რცე­ლე­ბულ სი­უ­ჟეტს ეხ­მა­უ­რე­ბა ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ნინო ლომ­ჯა­რია.

რო­გორც ომ­ბუდსმე­ნი ამ­ბობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­უ­ბა­რია სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვა­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ხელ­მწი­ფოს დრო­უ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბა, მათ შო­რის გა­მო­ძი­ე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­წყე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი უკა­ნო­ნო ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის, თუ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მუ­ქა­რის შემ­თხვე­ვებს ძი­რი­თა­დად, ქალი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ აქვს ად­გი­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი ქა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის, მათი გა­ჩუ­მე­ბის, ჩაგ­ვრის და ძა­ლა­დო­ბის სის­ტე­მურ ია­რა­ღად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ვგმობთ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უკა­ნო­ნო ხელ­ყო­ფის პრაქ­ტი­კას, სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს ყვე­ლა მსხვერ­პლს და სა­ხელ­მწი­ფოს და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­კენ მო­უ­წო­დებს, “- ამ­ბობს ომ­ბუდსმე­ნი.

ცნო­ბის­თვის, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სუს-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ივა­ნე გუ­ლაშ­ვი­ლის მიერ შს მი­ნის­ტრის უკვე ყო­ფილ მო­ად­გი­ლე, კახა სა­ბა­ნა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა 22 მარ­ტი­დან, ცალ­კე­ულ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­საძ­ლო გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, 2021 წლის 22 მარტს გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო ცალ­კე­ულ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­საძ­ლო გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 158-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრომლმა ივა­ნე გუ­ლაშ­ვილ­მა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის და­ვა­ლე­ბით, პო­ლი­ტი­კოს ანა დო­ლი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბი­სა და მოს­მე­ნის მიზ­ნით სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა და­ა­მონ­ტა­ჟა.

გარ­და ამი­სა, გუ­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მუ­სილმთა სამმრთვე­ლოს ყო­ფილ შე­ი­ხის ვა­გიფ აკპე­რო­ვის პერ­სო­ნა­ლურ კომ­პი­უ­ტერ­ში ვირუ­სუ­ლი ფა­ი­ლი ჩა­უშ­ვა, რი­თაც მისი მი­ყუ­რა­დე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

ასე­ვე, მსჯავ­რდე­ბუ­ლის თქმით, მან შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის და­ვა­ლე­ბით, „მთა­ვა­რი არ­ხის“ ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს, გი­ორ­გი რუ­რუ­ას ავ­ტო­მო­ბილს - "პრა­დოს“ GPS და­უ­მაგ­რეს, რი­თაც მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუტს გა­ი­გებ­დნენ.

გუ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 2019 წლის 20 ივ­ნი­სის ღა­მეს, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, კახა სა­ბა­ნა­ძე მას ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უგ­ზავ­ნი­და და და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევ­და. მი­სი­ვე თქმით, სა­ბა­ნა­ძემ აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის ღა­მის კად­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტის სარ­და­ფი­დან, სა­დაც სერ­ვე­რი იწერ­და ამო­ა­ღე­ბი­ნა. ამას­თან, გუ­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას უნდა გა­ე­თი­შა პარ­ლა­მენ­ტის წინ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი დიდი მო­ნი­ტო­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო მიკ­რო­ტალ­ღურ სხი­ვებს გა­მოს­ცემ­და. მი­სი­ვე თქმით, სპეც­რაზმს „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლიც“ ჰქონ­და.

მკითხველის კომენტარები / 95 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათელა
99

 თვალთვალი და პირადი ცხოვრების ჩანაწერის გაკეთება ცუდია რა თქმა უნდა. მაგრამ მეორე პრობლეემაა კიდევ და ამაზე რატომ არ ვსაუბრობთ როცა ქალი არ არის პატიოსანი და კეთდება აქცენტი მხოლოდ ჩანაწერზე. ყველა ეს ქალი პატიოსანი რომ ყოფილიყო არანაირი ჩანაწერიც არ იქნებოდა. როცა ხარ ბ - ზი რატომ გაქვს პრეტენზია პოლიტიკოსობაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.

ზურაბ
1

რას ამბობს გულაშვილი პოლიტიკოსების სექსუალური სახის ჩანაწერებს არ აკეთებდნენ? საიდან მოხვდა სუსში? ვისი კადრია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გარანტიას ვაძლევ "ოცნებას", ეს იქნება გლობალური მასშტაბის უსერიოზულესი პოლიტიკური სკანდალი" - ანა დოლიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

"გარანტიას ვაძლევ "ოცნებას", ეს იქნება გლობალური მასშტაბის უსერიოზულესი პოლიტიკური სკანდალი" - ანა დოლიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ, ფარული თვალთვალისა და მიყურადების საქმეზე, პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

როგორც ანა დოლიძე აცხადებს, მმართველი გუნდი მათთვის საფრთხისშემცველ ყველა ოპონენტზე, ფართომასშტაბიან თვალთვალსა და მიყურადებას აწარმოებს.

ანა დოლიძემ პროკურატურაში სარჩელის შეტანა ტელეგადაცემა "პოსტ-ფაქტუმში" გასული სიუჟეტის შემდეგ გადაწყვიტა. სიუჟეტში შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი ყვება, როგორ ავალებდნენ სხვადასხვა პირებზე თვალთვალს. გულაშვილმა შესაბამისი უწყების დავალებით, ფარული მიყურადებისა და მოსმენის მიზნით, სათვალთვალო კამერა პოლიტიკოს ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლშიც დაამონტაჟა.

"თუ ეს გაფრთხილებაა, რომ მე არ უნდა გავაკეთო დამოუკიდებელი ძალა და უნდა შევეშვა პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც ჩანს, ის ხალხი, ვინც ფარული ჩანაწერების დავალებას იძლევა და ახორციელებს, კარგად არ მიცნობს", - განაცხადა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა. ინფორმაციას მოძრაობა „ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანა დოლიძის თქმით, გავრცელებულ ინტერვიუში რამდენიმე კითხვის ნიშანია, რომელიც საგამოძიებო უწყებებმა აუცილებლად უნდა გამოიძიოს.

„ჩვენების თანახმად, ფარული ჩაწერა 2014 წელს ხორციელდებოდა, თუმცა ამ დროს მე საქართველოში არ ვიყავი. 2015 წლის ივნისში დავბრუნდი ქვეყანაში. მეორე კითხვის ნიშანი ისაა, რომ ჩვენება მიცემულია 2019 წელს, მაშინ, როდესაც მე ვიყავი მთავარი მებრძოლი სასამართლო „კლანის“ წინააღმდეგ და სალომე ზურაბიშვილს მაგიდაზე ედო „კლანის“ მოთხოვნა, ჩემი იუსტიციის საბჭოდან გაწვევასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ეს მესმის როგორც პოტენციური გაფრთხილება, რათა ჩემნაირ აქტიურ ადამიანს თავი შეეკავებინა პოლიტიკური საქმიანობისგან. მესამე, და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მას აქვს ფაილები ათასობით ადამიანის შესახებ და ამ ათასობით ადამიანიდან მასახელებს მხოლოდ მე. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ თემაზე გამოძიება, რომელსაც აუცილებლად ექნება საერთაშორისო წნეხი, რასაც პირადად ვუზრუნველვყოფ“, - აცხადებს ანა დოლიძე.

პოლიტიკოსი თემას სოციალურ ქსელშიც ეხმაურება და წერს, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც მოუწევს.

"სახლში შევარდნა და ფარული კამერების დამონტაჟება არის ლაჩარი კაცების ხელწერა. ირაკლი ღარიბაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა, რა ტიპის ოპერაციასთან გვაქვს საქმე, რამდენად იყო ის საქმის კურსში, მან უნდა უარყოს ან დაადასტუროს ის, რაზეც სუს-ის თანამშრომელი საუბრობს", - წერს ანა დოლიძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას გმობს და ანა დოლიძესა და უკანონოდ ფარული მიყურადების ყველა მსხვერპლს მხარდაჭერას უცხადებს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

„საია ეხმიანება ტელეკომპანია „მთავარზე“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასულ სიუჟეტს. რესპოდენტი ივანე გულაშვილი აღნიშნავს, რომ იგი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელი და მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ფარული მიყურადებისთვის ამონტაჟებდა სათვალთვალო მოწყობილობებს საჯარო პირების საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებზე. საია გმობს პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას. მხარდაჭერას უცხადებს ანა დოლიძეს და უკანონოდ ფარული მიყუდარების ყველა მსხვერპლს.

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ საქართველოში, უახლოეს წარსულში არსებობდა ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მძიმე გამოცდილება და შედეგები, აღნიშნული კი მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ, მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას. ამგვარი ხერხებით ბრძოლის ადრესატები უმეტესწილად არიან პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ქალები, რათა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟისა თუ გამოქვეყნების შემდეგ მოხდეს მათი პოლიტიკური თუ ჟურნალისტური საქმიანობიდან ჩამოშორება.

ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუვალია და დაუშვებელია პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევა, უკანონო ფარული ჩანაწერების გამოყენებით პირთა შანტაჟი და დევნა. აუცილებელია, რომ სახელმწიფო შესაძლო უკანონო ფარული მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით ახდენდეს მყისიერ რეაგირებას და ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენებით იცავდეს პირთა პირად ცხოვრებას.

შესაბამისად, საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაცემა“ პოსტ ფაქტუმში“ გასული ინფორმაციის ნამდვილობის და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროულად დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლიტიკოსის მხარდასაჭერად, განცხადებას ავრცელებს ასევე "ქალთა მოძრაობაც".

"ქალთა მოძრაობა ეხმიანება 21 მარტს ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ივანე გულაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ივანე გულაშვილმა ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში მოგვითხრო ქალი პოლიტიკოსის, ანა დოლიძის, შესაძლო ფარული თვალთვალის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ანა დოლიძე თავად გამოეხმაურა ინტერვიუს და ადასტურებს ივანე გულაშვილის მიერ აღწერილი ნივთების არსებობსას მის საკუთრებაში მყოფ ბინაში, თუმცა გულაშვილის მიერ გაჟღერებულ თარიღებთან მიმართებით გამოთქვმას გარკვეულ ეჭვებს. ეჭვგარეშეა, რომ ანა დოლიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო თვალთვალი პირდაპირ უკავშირდება მის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობას.

სამწუხაროდ, გვახსოვს არაერთი პოლიტიკურად აქტიური ქალის წინააღმდეგ განხორციელებული მორალური ტერორი და საჯარო ცხოვრებიდან განდევნის მცდელობა. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი უკანონო პრაქტიკები ქვეყანაში სისტემურ ძალადობად ჩამოყალიბდა. ქალის პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, დისკრედიტაციისა და მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.

ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს დაიწყოს გამოძიება, გამოკითხოს ყველა პირი, რომელიც შესაძლოა შემხებლობაში იყოს ანა დოლიძის მიმართ უკანონო თვალთვალში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა აღკვეთოს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ანა დოლიძეს და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისაკენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ანა დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებს ასევე კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.

"„უფლებები საქართველო“ გმობს პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტებს.

„უფლებები საქართველო“ ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკოსების, მათ შორის, ანა დოლიძის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების არსებობაზე.

„უფლებები საქართველო“ უერთდება "ქალთა მოძრაობის" განცხადებას და მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას დროული, ეფექტიანი და ქმედითი ნაბიჯები გაჟღერებული ფაქტების გამოსაძიებლად და აღსაკვეთად, მათ შორის, იმის დასადგენად, თუ ვის მიერ გაიცემოდა ბრძანება პირადი ცხოვრების ამსახველი მონაცემების უკანონოდ მოპოვების, დამუშავების და შენახვის შესახებ.

უახლოეს წარსულში, ქართული საზოგადოება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ გასაჯაროების არაერთი შემთხვევის მომსწრე გახდა. საგანგაშოა, რომ ამგავრი ქმედებების სამიზნეს, ხშირ შემთხვევაში, ქალი პოლიტიკოსების საქმიანობა წარმოადგენდა. ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის ხარვეზიანობა და სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურისა და მასში შემავალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის მიმართ ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა არაერხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის საგანი. შესაბამისად, კონკრეტული ფაქტების ქმედითი გამოძიების პარალელურად, მნიშვნელოვანია, განახლდეს მსჯელობა შესაბამის ფორმატში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს სიღრმისეული რეფორმის თაობაზე", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გავრცელებულ სიუჟეტს ეხმაურება ასევე საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

როგორც ომბუდსმენი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია სავარაუდო შემთხვევაზე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათ შორის გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება.

„საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების, თუ გამოქვეყნების მუქარის შემთხვევებს ძირითადად, ქალი პოლიტიკოსების მიმართ აქვს ადგილი და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ქალების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის, მათი გაჩუმების, ჩაგვრის და ძალადობის სისტემურ იარაღად გამოიყენება. ვგმობთ სახელმწიფოს მხრიდან პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფის პრაქტიკას, სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და სახელმწიფოს დამაჯერებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, “- ამბობს ომბუდსმენი.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის მიერ შს მინისტრის უკვე ყოფილ მოადგილე, კახა საბანაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება 22 მარტიდან, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარეობს.

"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილმა თანამშრომლმა ივანე გულაშვილმა შესაბამისი უწყების დავალებით, პოლიტიკოს ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლში ფარული მიყურადებისა და მოსმენის მიზნით სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა.

გარდა ამისა, გულაშვილის განმარტებით, სრულიად საქართველოს მუსილმთა სამმრთველოს ყოფილ შეიხის ვაგიფ აკპეროვის პერსონალურ კომპიუტერში ვირუსული ფაილი ჩაუშვა, რითაც მისი მიყურადება განხორციელდა.

ასევე, მსჯავრდებულის თქმით, მან შესაბამისი უწყების დავალებით, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას ავტომობილს - "პრადოს“ GPS დაუმაგრეს, რითაც მისი გადაადგილების მარშრუტს გაიგებდნენ.

გულაშვილის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა. მისივე თქმით, საბანაძემ აქციის დარბევის ღამის კადრები პარლამენტის სარდაფიდან, სადაც სერვერი იწერდა ამოაღებინა. ამასთან, გულაშვილის განმარტებით, მას უნდა გაეთიშა პარლამენტის წინ დამონტაჟებული დიდი მონიტორი სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკროტალღურ სხივებს გამოსცემდა. მისივე თქმით, სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილიც“ ჰქონდა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

"კოვიდი 41 პირს დაუდასტურდა, 90-ზე მეტი კი - თვითიზოლაციაშია" - სამთავისსა და ქვემოჭალაში სკოლა და საბავშვო ბაღი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა