პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში" - თამარ გაბუნია
"უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში" - თამარ გაბუნია

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 1467 პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა ჰოს­პიტ­ლებ­ში, აქე­დან 299 არის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 80 პა­ცი­ენ­ტი არის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 3000-ზე მეტი სა­წო­ლი კი რჩე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ გა­ბუ­ნი­ამ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ბო­ლომ­დე სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნას და მე­დი­კო­სებ­სა და 65 წელს ზე­მოთ ადა­მი­ა­ნებს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რო­მელ ვაქ­ცი­ნას გა­ი­კე­თე­ბენ.

"მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს წე­სე­ბის დაც­ვით კუ­თხით. რაც შე­ე­ხე­ბა ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორს, 1467 პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა ჰოს­პიტ­ლებ­ში, აქე­დან 299 არის ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 80 პა­ცი­ენ­ტი არის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 3000-ზე მეტი სა­წო­ლი რჩე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იმ შემ­თხვე­ვის­თვის თუ დაგ­ვჭირ­დე­ბა მათი გა­მო­ყე­ნე­ბა იმის­თვის, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის პა­სუ­ხი იყოს და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს, 4000-ზე მეტი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი არის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით აც­რი­ლი. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა გა­ფარ­თოვ­დე­ბა 25 მარ­ტი­დან 65 წელს ზე­მოთ პი­რე­ბის­თვის. ეს არის ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­ზეც გუ­შინ იმ­სჯე­ლა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის საბ­ჭომ და დღე­საც სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მხარ­და­ჭე­რი­ლი.

პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა 25 მარ­ტი­დან­ვე ანუ 65 წლის ზე­მოთ პი­რებს შე­უძ­ლი­ათ რე­გის­ტრა­ცი­აც და ასე­ვე, უკვე ჩა­ე­წე­რონ და მი­ვიდ­ნენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე, თუკი ამი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა 25-შივე იქ­ნე­ბა. ამ კვი­რის ბო­ლომ­დე ვე­ლო­დე­ბით "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნას, ასე რომ, რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, ასე­ვე 65 წელს ზე­მოთ პი­რებ­საც ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი, რა თქმა უნდა, გარ­კვე­უ­ლი ლი­მი­ტე­ბის ფარ­გლებ­ში, "ფა­ი­ზერ­სა“ და "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ შო­რის და შემ­დეგ უკვე ვე­ლო­დე­ბით და­მა­ტე­ბით დო­ზებ­საც აპ­რი­ლის ბო­ლოს­კენ, რაც, ასე­ვე, გან­სა­ზღვრუ­ლია "კო­ვაქ­სის“ პლატ­ფორ­მით,“- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, კი­თხვის ნიშ­ნე­ბი, რამ­დე­ნად იყო ან­ტი­შო­კუ­რი პი­რო­ბე­ბი ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა­ში, არ არ­სე­ბობს.

"ის, რომ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ­მა ვაქ­ცი­ნამ გა­მო­იწ­ვი­ოს, დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია, ამ­დე­ნად, ბა­ზი­სუ­რი მო­თხოვ­ნა, რაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის წი­ნა­შე დგას, არის ის, რომ ყვე­ლას აქვს ან­ტი­შო­კუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ნაკ­რე­ბი. იმის შე­სა­ხებ, რომ ად­რე­ნა­ლი­ნი და სხვა ან­ტი­შო­კუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მედ­პერ­სო­ნა­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია. ვფიქ­რობ, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა ეს ამ­ბა­ვი.

გარ­კვე­ულ­წი­ლად მე­ტად გაშ­ლი­ლი იყო იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ბოლო პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში - იყო სპორ­ტულ დარ­ბა­ზებ­ში, კა­თედ­რა­ლებ­ში, რათა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ეც­ვათ. ეს ასუს­ტებს პა­სუ­ხის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს მხრი­დან. ბევ­რად უფრო უსაფრ­თხოა, თუ ეს ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში ხდე­ბა და ამი­ტომ, ჩვე­ნი იმუ­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მაც უკვე გა­და­ე­წყო სრუ­ლად იმუ­ნი­ზა­ცი­ის სექ­ტორ­ზე. ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ პი­რო­ბებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია დიდი ხა­ნია ტარ­დე­ბა და ჩა­ტარ­დე­ბა სხვა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის, მაგ­რამ, რად­გან გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, მა­ინც გაგ­რძელ­დე­ბა მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კებ­ში.

ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა სრუ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლია იმის­თვის, რომ მსგავ­სი ტი­პის რე­აქ­ცი­ას უპა­სუ­ხოს, ეს კლი­ნი­კა ახ­ლაც დარ­ჩე­ბა იმუ­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში, რად­გან ის სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლია და პერ­სო­ნალ­საც შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გე­ბი გავ­ლი­ლი აქვს. კი­თხვის ნიშ­ნე­ბი იმა­ზე, რამ­დე­ნად იყო ან­ტი­შო­კუ­რი პი­რო­ბე­ბი ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა­ში, არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ გა­და­ზღე­ვის­თვის, ყვე­ლა კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც პროგ­რა­მა­ში იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი, იქ­ნე­ბა მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბაც იქვე იყოს. ესაა ჩვე­ნი მთა­ვა­რი პი­რო­ბა დღეს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ამას­თან, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დად­გინ­დეს, რამ­დე­ნად გა­მო­იწ­ვია ახალ­ცი­ხე­ში მოხ­და­რი ფაქ­ტი ნამ­დვი­ლად ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ.

"რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რე­ა­ლუ­რად დად­გინ­დეს მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რი, რაც მოხ­და. რამ­დე­ნად გა­მო­იწ­ვია ეს ვაქ­ცი­ნამ. ამა­ზე მოკ­ვლე­ვა მი­დის. გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რას, რომ სა­ბო­ლოო დას­კვნე­ბი მი­ვი­ღოთ“,- გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
0

უიღბლოდ რას მიქვია, ნარდს თამაშობდით თუ ჯოკერს?!... აი, ვინც სერგეენკო თიკარაძით ჩაანაცვლა, იღბალი მხოლოდ ეგეთებს სწყალობთ და ჯანდაცვის სამინისტრო კი იღბლის იმედად არ უნდა იყოს გაგანია თუ მოახლოებული პანდემიის მოლოდინში...

სტალინი
1

ამ თემებზე სულ მექნება შეკითხვა. თვითონ აიცრა?

ავტორი:

"უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში" - თამარ გაბუნია

"უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ დროისთვისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 1467 პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში, აქედან 299 არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 80 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 3000-ზე მეტი საწოლი კი რჩება მობილიზებული. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ვაქცინაციის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველო მიიღებს "ფაიზერის“ ვაქცინას და მედიკოსებსა და 65 წელს ზემოთ ადამიანებს არჩევანის საშუალება ექნებათ, რომელ ვაქცინას გაიკეთებენ.

"მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს წესების დაცვით კუთხით. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, 1467 პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში, აქედან 299 არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 80 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 3000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული იმ შემთხვევისთვის თუ დაგვჭირდება მათი გამოყენება იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის პასუხი იყოს დაუყოვნებელი.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, 4000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი არის დღევანდელი მდგომარეობით აცრილი. ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება 25 მარტიდან 65 წელს ზემოთ პირებისთვის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რაზეც გუშინ იმსჯელა უწყებათაშორისი ვაქცინაციის საბჭომ და დღესაც საკოორდინაციო საბჭოზე ეს გადაწყვეტილება იქნა მხარდაჭერილი.

პროცესი დაიწყება 25 მარტიდანვე ანუ 65 წლის ზემოთ პირებს შეუძლიათ რეგისტრაციაც და ასევე, უკვე ჩაეწერონ და მივიდნენ ვაქცინაციაზე, თუკი ამისი შესაძლებლობა 25-შივე იქნება. ამ კვირის ბოლომდე ველოდებით "ფაიზერის“ ვაქცინას, ასე რომ, როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე 65 წელს ზემოთ პირებსაც ექნებათ საშუალება, გააკეთონ არჩევანი, რა თქმა უნდა, გარკვეული ლიმიტების ფარგლებში, "ფაიზერსა“ და "ასტრაზენეკას“ შორის და შემდეგ უკვე ველოდებით დამატებით დოზებსაც აპრილის ბოლოსკენ, რაც, ასევე, განსაზღვრულია "კოვაქსის“ პლატფორმით,“- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, კითხვის ნიშნები, რამდენად იყო ანტიშოკური პირობები ახალციხის კლინიკაში, არ არსებობს.

"ის, რომ ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება ნებისმიერმა ვაქცინამ გამოიწვიოს, დიდი ხანია ცნობილია, ამდენად, ბაზისური მოთხოვნა, რაც ვაქცინაციის პროგრამების წინაშე დგას, არის ის, რომ ყველას აქვს ანტიშოკური მედიკამენტების ნაკრები. იმის შესახებ, რომ ადრენალინი და სხვა ანტიშოკური მედიკამენტები უნდა არსებობდეს სამედიცინო დაწესებულებაში, მედპერსონალი ინფორმირებულია. ვფიქრობ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ აღნიშნა ეს ამბავი.

გარკვეულწილად მეტად გაშლილი იყო იმუნიზაციის პროცესი ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში - იყო სპორტულ დარბაზებში, კათედრალებში, რათა დიდი რაოდენობით მოსახლეობა მოეცვათ. ეს ასუსტებს პასუხის შესაძლებლობას სამედიცინო სფეროს მხრიდან. ბევრად უფრო უსაფრთხოა, თუ ეს ჰოსპიტალურ სექტორში ხდება და ამიტომ, ჩვენი იმუნიზაციის პროგრამაც უკვე გადაეწყო სრულად იმუნიზაციის სექტორზე. ამბულატორიულ პირობებში ვაქცინაცია დიდი ხანია ტარდება და ჩატარდება სხვა ვაქცინაციისთვის, მაგრამ, რადგან განსაკუთრებულ გარემოებებზე ვსაუბრობთ, მაინც გაგრძელდება მრავალპროფილურ კლინიკებში.

ახალციხის კლინიკა სრულად მომზადებულია იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის რეაქციას უპასუხოს, ეს კლინიკა ახლაც დარჩება იმუნიზაციის პროგრამაში, რადგან ის სრულად აღჭურვილია და პერსონალსაც შესაბამისი ტრენინგები გავლილი აქვს. კითხვის ნიშნები იმაზე, რამდენად იყო ანტიშოკური პირობები ახალციხის კლინიკაში, არ არსებობს, მაგრამ გადაზღევისთვის, ყველა კლინიკა, რომელიც პროგრამაში იქნება ჩართული, იქნება მულტიპროფილური საავადმყოფო, რომ რეანიმაციული განყოფილებაც იქვე იყოს. ესაა ჩვენი მთავარი პირობა დღეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რამდენად გამოიწვია ახალციხეში მოხდარი ფაქტი ნამდვილად ვაქცინაციამ.

"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რეალურად დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რაც მოხდა. რამდენად გამოიწვია ეს ვაქცინამ. ამაზე მოკვლევა მიდის. გარკვეული დრო სჭირდება ყველა სტრუქტურას, რომ საბოლოო დასკვნები მივიღოთ“,- განაცხადა გაბუნიამ.

"ბანკეტისთვის არ ემზადებითო? თურქეთიდან მომწერა" - 17 წლის ანის, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება

გუდამაყრის გზაზე კლდე ჩამოიშალა - 22 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

"საშინელი კრიზისია... წარმოიდგინეთ, მთელი წელი სცენაზე რომ არ გამოდიხარ" - პანდემიის გამო გაჩერებული ქართველი მომღერალი, რომელსაც მსოფლიო აქვს მოვლილი