კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების" ხელისუფლების რომელი ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკაში დაბრუნებას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა - ვინ რატომ წავიდა და რატომ შეიძლება დაბრუნდეს?
"ოცნების" ხელისუფლების რომელი ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკაში დაბრუნებას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა - ვინ რატომ წავიდა და რატომ შეიძლება დაბრუნდეს?

პო­ლი­ტი­კა­ში მე­ო­რედ მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­ულ ტრენ­დად იქცა და იმი­სათ­ვის, რომ დაბ­რუნ­დე, ჯერ უნდა წახ­ვი­დე. მმარ­თვე­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არა­ერ­თმა წამ­ყვან­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ფი­გუ­რამ და­ტო­ვა, რომ­ლე­ბის წას­ვლაც დიდ­წი­ლად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და ხოლ­მე.

"ოც­ნე­ბის" რო­მე­ლი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს პერ­სპექ­ტი­ვა, ვის აქვს წარ­მა­ტე­ბის შან­სი?

  • გი­ორ­გი გა­ხა­რია

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ­მა ფი­გუ­რამ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მა 2021 წლის 18 თე­ბერ­ვალს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს გა­და­წყვი­ტა. ამის შე­სა­ხებ მან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე თა­ვად გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მან გან­მარ­ტა, ეს ნა­ბი­ჯი გუნდთან შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის გამო გა­დად­გა და რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბო­და.

"სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს გუნდთან ვერ მი­ვაღ­წიე ერ­თობ­ლივ აზრს ამ სა­კი­თხზე, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­დავ­დგე და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. მჯე­რა და მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ეს ნა­ბი­ჯი ხელს შე­უ­წყობს პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბას, რა­მე­თუ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ში, რომ პო­ლა­რი­ზა­ცია და და­პი­რის­პი­რე­ბა ჩვენს შო­რის არის ყვე­ლა­ზე დიდი რის­კი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, მისი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ყვე­ლა სა­ხის კრი­ზი­სის გამ­კლა­ვე­ბის­თვის“, – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მა­ნამ­დე ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­დნენ გა­ხა­რია-კო­ბა­ხი­ძეს შო­რის არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე და გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, ვიდ­რე მას ახალ პრო­ვო­კა­ცი­ას მო­უ­წყობ­დნენ და მო­რი­გი "შავი საქ­მის­თვის“ გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ, ჭკუა იხ­მა­რა და პო­ლი­ტი­კი­დან დრო­ზე გა­ას­წრო. ერთ-ერთი ვერ­სი­ით კი, ის ახორ­ცი­ე­ლებს ქვე­ყა­ნა­ში მე­სა­მე ძა­ლის გა­ჩე­ნის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სე­ულ პრო­ექტს.

გა­დად­გო­მი­დან ერთი თვის შემ­დეგ, გი­ორ­გი გა­ხა­რია კა­მე­რე­ბის წინ გა­მოჩ­ნდა და პო­ლი­ტი­კა­ში მე­ო­რედ მოს­ვლა და­ა­ა­ნონ­სა:

"არ­სად წას­ვლას არ ვა­პი­რებ, არც პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვალ. რე­ა­ლუ­რად, გეგ­მებს მივ­ყვე­ბით და მალე ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა", - გა­ნა­ცხა­და მან.

პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ფიქ­რობს, რომ მარ­თა­ლია, გა­ხა­რია პერ­სპექ­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სია, მაგ­რამ ის და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ შეძ­ლებს გახ­დეს მე­სა­მე ცენ­ტრი:

"გა­ხა­რი­ას თუ პრე­ტენ­ზია აქვს შექ­მნას მე­სა­მე ცენ­ტრი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი გა­ზარ­დოს, რაც თა­ვის­თა­ვად ვერ გა­იზ­რდე­ბა. გა­ხა­რია-კა­ლა­ძე-კვი­რი­კაშ­ვი­ლი თუ ტრი­უმ­ვი­რატს შექ­მნი­ან, ეს იქ­ნე­ბა და­ნარ­ჩე­ნი ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი, თა­ნა­ზო­მა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა. სა­მი­ვეს ცალ-ცალ­კე აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი და, რაც მთა­ვა­რია, მათი ელექ­ტო­რა­ტი არის ურ­თი­ერ­თთავ­სე­ბა­დი. ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მათ ივა­ნიშ­ვი­ლის არც პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი დას­ჭირ­დე­ბათ და არც - ფი­ნან­სუ­რი“.

  • გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2015 წლის დე­კემ­ბრი­დან იკა­ვებ­და, 2018 წლის13 ივ­ნისს გა­დად­გა. ამის მი­ზე­ზად მან ფუნ­და­მენ­ტურ სა­კი­თხებ­ზე პარ­ტი­ის ლი­დერ­თან, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი და პო­ზი­ცი­ე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

რო­გორც კვი­რი­კაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, იყო რიგი ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი ჰქონ­და.

"ჩემ­სა და მმარ­თველ გუნდს შო­რის გა­მო­იკ­ვე­თა გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად ლა­პა­რა­კი იყო ჩემი მე­თა­უ­რო­ბით მთავ­რო­ბის მიერ გა­ტა­რე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მინ­და აუ­ცი­ლებ­ლად აღ­ვნიშ­ნო, რომ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იყო რიგი ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხე­ბი­სა, რო­მელ­შიც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს­თან მქონ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბამ­დე.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კვი­რი­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის მი­ზე­ზი თა­ვი­სე­ბუ­რად ახ­სნა და თქვა, რომ "კვი­რი­კაშ­ვილს აღარ შე­ეძ­ლო მარ­თვა, მე­თო­დე­ბი, რო­მელ­საც ის იყე­ნებ­და, არ იყო ეფექ­ტი­ა­ნი. მის­მა მარ­თვის მე­თოდ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ გუნ­დი დაშ­ლის საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. უფრო გა­სა­გე­ბად რომ ვთქვათ, კვი­რი­კაშ­ვი­ლი ვერ ახერ­ხებ­და გუნ­დურ მმარ­თვე­ლო­ბას, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზო­გა­დად გუნ­დურ მარ­თვა­ში. კვი­რი­კაშ­ვი­ლის მარ­თვის მე­თო­დი იყო ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რომ გუნდს და­ე­ტყო, რომ დაშ­ლას იწყებ­და“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი 2015 წლის 30 დე­კემ­ბრი­დან 2018 წლის 13 ივ­ნი­სამ­დე იყო. მა­ნამ­დე იგი 2012-2015 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის, ხოლო 2015 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამას­თა­ნა­ვე, ის 2013 წლის ივ­ლი­სი­დან - 2015 წლის დე­კემ­ბრამ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდარ თით­ქმის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნას კვი­რი­კაშ­ვი­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა და თა­ვის მო­საზ­რე­ბას ძი­რი­თა­დად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოთ­ქვამს. მისი გა­დად­გო­მი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მუდ­მი­ვად იყო ლა­პა­რა­კი, რომ ის და­უბ­რუნ­დე­ბო­და პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზს, დღემ­დე გა­მო­ით­ქმის მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ ექ­სპრე­მი­ე­რი საკ­მა­ოდ და­ახ­ლო­ე­ბუ­ლია ბიზ­ნეს­მენ­სა და "ლე­ლოს" დამ­ფუძ­ნე­ბელ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან, რაც თა­ვის დრო­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

  • ირაკ­ლი ალა­სა­ნია

”თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის” ყო­ფილ­მა ლი­დერ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში, გა­გა­ნია არ­ჩევ­ნე­ბის დროს, გორ­ში სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნა და მას შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. "მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ შე­ვა­ჩე­რო ჩემი კამ­პა­ნია, რად­გან ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა გუნ­დი, რო­მელ­საც უნდა ემუ­შა­ვა პარ­ლა­მენ­ტში. სამ­წუ­ხა­როდ, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მოგ­ვე­ცა. ვერ ვხე­დავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ აქ­ტი­უ­რად მო­ვახ­დი­ნო გავ­ლე­ნა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, მი­ვი­ღე გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა დრო­ე­ბით გა­ვი­დე პო­ლი­ტი­კი­დან“. ასე და­ემ­შვი­დო­ბა პო­ლი­ტი­კას, თუმ­ცა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არა­ვის დარ­ჩე­ნია, რომ ალა­სა­ნი­აც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას ემსხვერ­პლა.

ივა­ნიშ­ვილ­მა ალა­სა­ნია თავ­და­პირ­ვე­ლად ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბი­დან მოხ­სნა, შემ­დეგ კი იყო შე­ტე­ვა ე.წ. "კა­ბე­ლე­ბის საქ­მით. რო­გორც იმ­ხა­ნად ამ­ბობ­დნენ, 2014 წელს ალა­სა­ნი­ას და­კა­ვე­ბაც კი იყო და­გეგ­მი­ლი.

"რო­დე­საც კა­ბე­ლე­ბის საქ­მე და­ი­წყო, აშ­კა­რა შე­იქ­ნა, რომ სა­მიზ­ნე ირაკ­ლი ალა­სა­ნია იყო. ამ ამ­ბავს დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა, მით უმე­ტეს, კრი­მი­ნა­ლუ­რი ამ საქ­მე­ში არა­ფე­რი იყო, ამი­ტომ ვე­ღარ გა­ბე­და ივა­ნიშ­ვილ­მა მისი და­კა­ვე­ბა. ივა­ნიშ­ვილს მისი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბი­დან გაშ­ვე­ბაც უნ­დო­და, მაგ­რამ ამა­ზეც შე­ი­კა­ვა თავი“, - ამ­ბობს ალა­სა­ნი­ას ერთ-ერთი თა­ნა­გუნ­დე­ლი ნინო გო­გუ­ა­ძე. პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ ის აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა და სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ის SPConsulting-ის უფ­რო­სი პარტნი­ო­რი გახ­და.

ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ 2009 წელს და­ა­ფუძნა პარ­ტია "ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო - თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი". 2012 წლის და­სა­წყის­ში ის კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შე­უ­ერ­თდა, ამა­ვე წლის 25 ოქ­ტომ­ბრი­დან 2014 წლის 4 ნო­ემ­ბრამ­დე კი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო. 2006 წელს ირაკ­ლი ალა­სა­ნია იყო სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ე­რო-ში. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ის 2008 წლის 4 დე­კემ­ბერს გა­დად­გა.

"ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას აშშ-ს პო­ლი­ტი­კურ ის­ტებ­ლიშ­მენ­ტში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო წრე აქვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის გა­და­ხა­ლი­სე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი გარ­კვე­უ­ლი ამე­რი­კუ­ლი წრე­ე­ბი­დან აქ­ცენ­ტე­ბი სა­მო­მავ­ლოდ ამ ადა­მი­ან­ზეც გა­კეთ­დეს“, - გვე­უბ­ნე­ბა ალა­სა­ნი­ას პო­ლი­ტი­კურ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე.

  • გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­დად­გა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან ერ­თად, მის მემ­კვიდ­რედ ფი­ლო­სო­ფო­სი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და­ტო­ვა, რომ­ლის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვაც გას­წია, თუმ­ცა მა­ლე­ვე უკვე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­დან 122-ე დღეს, ივა­ნიშ­ვილ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რა, რა­საც შემ­დგომ­ში თან­და­თა­ნო­ბით მისი უფ­ლე­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვაც მოჰ­ყვა.

ივა­ნიშ­ვილ­მა, პირ­ვე­ლი, რაც მარ­გვე­ლაშ­ვილს და­უ­წუ­ნა, პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც მის პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში დაბ­რუ­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

”შე­ვახ­სე­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუ რა­ტომ და რო­გორ და­უ­პი­რის­პირ­და პრე­ზი­დენ­ტი პრე­მი­ერს. მას უნ­დო­და ყო­ფი­ლი­ყო ლი­დე­რი ამ გუნ­დის და კონ­სტი­ტუ­ცი­ით ამას არ იმ­სა­ხუ­რებ­და. რა უფ­ლე­ბე­ბიც აქვს, ის აქვს", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა, რომ­ლის თქმი­თაც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­ა­ნა­წყე­ნა იმან, რომ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე მან კი არა, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მო­ა­წე­რა ხელი. მისი მტკი­ცე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ამის უფ­ლე­ბა სწო­რედ ღა­რი­ბაშ­ვილს ჰქონ­და. "ამის შემ­დგომ ილ­ტვო­და მუ­დამ, რომ გა­ე­რო­ში წა­სუ­ლი­ყო. ეს მთავ­რო­ბის გა­და­სა­წყვე­ტი იყო და არ გა­უშ­ვეს. პრე­ზი­დენ­ტი სა­ოც­რად ჯი­უ­ტობ­და და ძა­ლა­დობ­და პირ­და­პირ. ამ წელს მა­ინც წა­ვი­და და შეგ­ვარ­ცხვი­ნა და თავი მოგვჭრა. პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი იყო ეს მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში, ორი უმაღ­ლე­სი დე­ლე­გა­ცია რომ ჩა­დის ერთ ფო­რუმ­ზე. აქაც აჩ­ვე­ნა მან, რა და რო­გორ უღირს,” – ამ­ბობ­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე ივა­ნიშ­ვი­ლი.

სა­ბო­ლო­ოდ, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, დაგ­ვი­ბა­რა, - სხვა­ნა­ი­რად, სხვა ფორ­მით გა­ვაგ­რძე­ლებ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­სო და... წა­ვი­და.

დღეს არც იმას გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­ძი­მის ცენ­ტრი შე­იქ­მნას იმა­ვე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ეს მო­საზ­რე­ბა მას შემ­დეგ გაჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რაც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ილა­პა­რა­კა.

იქ­ნე­ბა თუ არა და­ნარ­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი და შე­ეც­დე­ბა თუ არა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ტი­კა­ში ამ ფორ­მით დაბ­რუ­ნე­ბას, პო­ლი­ტო­ლო­გი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე ასე პა­სუ­ხობს:

"მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­თი თუ ვიმ­სჯე­ლებთ, მან ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ახალ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­ზე და ისი­ნი გა­ნი­ხი­ლა, რო­გორც სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტო­რე­ბი, რაც მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც და­სავ­ლე­თის­თვის, ისე ქვეყ­ნის შიგ­ნით ამომ­რჩევ­ლის­თვის. და­სავ­ლე­თის არამ­კვეთ­რი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ჩვენ ვი­ხი­ლეთ, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სწო­რედ იმით, რომ ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის სა­ხით მას­ტა­ბი­ლი­ზი­რე­ბელ ფაქ­ტორს ვერ ხე­დავ­დნენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, ვისი სა­ხით და­ი­ნა­ხა­ვენ ისი­ნი ამ ფაქ­ტორს - და­ი­ნა­ხა­ვენ გა­ხა­რი­ას სა­ხით, თუ ისევ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­და­წყვეტს, რომ ამ ახა­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ნარ­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი როლი შე­ას­რუ­ლოს და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სოა, რას იზამს ამ ახა­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი - ექ­ნე­ბა თუ არა მცდე­ლო­ბა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (რომ­ლე­ბიც უკვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ არ­ჩევ­ნებ­ში) და კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­ძი­მის ცენ­ტრის შექ­მნის“.

პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე არ უარ­ყოფს, რომ მარ­გვე­ლაშ­ვილს გარ­კვე­უ­ლი ნიშა აქვს, თუმ­ცა მისი აზ­რით, მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან და­აგ­ვი­ა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ოცნების" ხელისუფლების რომელი ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკაში დაბრუნებას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა - ვინ რატომ წავიდა და რატომ შეიძლება დაბრუნდეს?

"ოცნების" ხელისუფლების რომელი ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკაში დაბრუნებას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა - ვინ რატომ წავიდა და რატომ შეიძლება დაბრუნდეს?

პოლიტიკაში მეორედ მოსვლა საქართველოში გარკვეულ ტრენდად იქცა და იმისათვის, რომ დაბრუნდე, ჯერ უნდა წახვიდე. მმართველობის განმავლობაში "ქართული ოცნება" არაერთმა წამყვანმა პოლიტიკურმა ფიგურამ დატოვა, რომლების წასვლაც დიდწილად ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებას უკავშირდებოდა ხოლმე.

"ოცნების" რომელი ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკაში დაბრუნებას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა, ვის აქვს წარმატების შანსი?

  • გიორგი გახარია

"ქართული ოცნების“ ყველაზე რეიტინგულმა ფიგურამ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა 2021 წლის 18 თებერვალს, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს გადაწყვიტა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა. როგორც მან განმარტა, ეს ნაბიჯი გუნდთან შეუთანხმებლობის გამო გადადგა და რომ ეს გადაწყვეტილება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს უკავშირდებოდა.

"სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხზე, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისა და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მანამდე ბევრს ლაპარაკობდნენ გახარია-კობახიძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე და გამოითქვა მოსაზრებები, რომ გიორგი გახარიამ, ვიდრე მას ახალ პროვოკაციას მოუწყობდნენ და მორიგი "შავი საქმისთვის“ გამოიყენებდნენ, ჭკუა იხმარა და პოლიტიკიდან დროზე გაასწრო. ერთ-ერთი ვერსიით კი, ის ახორციელებს ქვეყანაში მესამე ძალის გაჩენის ბიძინა ივანიშვილისეულ პროექტს.

გადადგომიდან ერთი თვის შემდეგ, გიორგი გახარია კამერების წინ გამოჩნდა და პოლიტიკაში მეორედ მოსვლა დააანონსა:

"არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით და მალე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა", - განაცხადა მან.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ მართალია, გახარია პერსპექტიული პოლიტიკოსია, მაგრამ ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებს გახდეს მესამე ცენტრი:

"გახარიას თუ პრეტენზია აქვს შექმნას მესამე ცენტრი, აუცილებელია, თავისი პოლიტიკური კაპიტალი გაზარდოს, რაც თავისთავად ვერ გაიზრდება. გახარია-კალაძე-კვირიკაშვილი თუ ტრიუმვირატს შექმნიან, ეს იქნება დანარჩენი ორი პოლიტიკური ძალის სერიოზული, თანაზომადი პოლიტიკური ძალა. სამივეს ცალ-ცალკე აქვს პოლიტიკური კაპიტალი და, რაც მთავარია, მათი ელექტორატი არის ურთიერთთავსებადი. ასეთი პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად, ამ შემთხვევაში, მათ ივანიშვილის არც პოლიტიკური კაპიტალი დასჭირდებათ და არც - ფინანსური“.

  • გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015 წლის დეკემბრიდან იკავებდა, 2018 წლის13 ივნისს გადადგა. ამის მიზეზად მან ფუნდამენტურ საკითხებზე პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები დაასახელა.

როგორც კვირიკაშვილი ამბობდა, იყო რიგი ფუნდამენტური საკითხები, რაზეც პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა.

"ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა. კონკრეტულად ლაპარაკი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვებამდე.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზი თავისებურად ახსნა და თქვა, რომ "კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა, მეთოდები, რომელსაც ის იყენებდა, არ იყო ეფექტიანი. მისმა მართვის მეთოდმა განაპირობა ის, რომ გუნდი დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად გუნდურ მართვაში. კვირიკაშვილის მართვის მეთოდი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ გუნდს დაეტყო, რომ დაშლას იწყებდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე იყო. მანამდე იგი 2012-2015 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ხოლო 2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს ხელმძღვანელობდა. ამასთანავე, ის 2013 წლის ივლისიდან - 2015 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მომხდარ თითქმის ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას კვირიკაშვილი ეხმიანება და თავის მოსაზრებას ძირითადად სოციალურ ქსელებში გამოთქვამს. მისი გადადგომიდან მოყოლებული მუდმივად იყო ლაპარაკი, რომ ის დაუბრუნდებოდა პოლიტიკურ ასპარეზს, დღემდე გამოითქმის მოსაზრებები, რომ ექსპრემიერი საკმაოდ დაახლოებულია ბიზნესმენსა და "ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესთან, რაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

  • ირაკლი ალასანია

”თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, გაგანია არჩევნების დროს, გორში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მას შემდეგ პოლიტიკაში აღარ გამოჩენილა. "მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა. ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან“. ასე დაემშვიდობა პოლიტიკას, თუმცა შეუმჩნეველი არავის დარჩენია, რომ ალასანიაც ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას ემსხვერპლა.

ივანიშვილმა ალასანია თავდაპირველად ვიცე-პრემიერობიდან მოხსნა, შემდეგ კი იყო შეტევა ე.წ. "კაბელების საქმით. როგორც იმხანად ამბობდნენ, 2014 წელს ალასანიას დაკავებაც კი იყო დაგეგმილი.

"როდესაც კაბელების საქმე დაიწყო, აშკარა შეიქნა, რომ სამიზნე ირაკლი ალასანია იყო. ამ ამბავს დიდი რეზონანსი მოჰყვა, მით უმეტეს, კრიმინალური ამ საქმეში არაფერი იყო, ამიტომ ვეღარ გაბედა ივანიშვილმა მისი დაკავება. ივანიშვილს მისი თავდაცვის მინისტრობიდან გაშვებაც უნდოდა, მაგრამ ამაზეც შეიკავა თავი“, - ამბობს ალასანიას ერთ-ერთი თანაგუნდელი ნინო გოგუაძე. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის აშშ-ში გაემგზავრა და საკონსულტაციო კომპანიის SPConsulting-ის უფროსი პარტნიორი გახდა.

ირაკლი ალასანიამ 2009 წელს დააფუძნა პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები". 2012 წლის დასაწყისში ის კოალიცია "ქართულ ოცნებას" შეუერთდა, ამავე წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. 2006 წელს ირაკლი ალასანია იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში. ამ თანამდებობიდან ის 2008 წლის 4 დეკემბერს გადადგა.

"ირაკლი ალასანიას აშშ-ს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ძალიან სერიოზული საკომუნიკაციო წრე აქვს, საქართველოში კი პოლიტიკური პროცესის გადახალისების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ, არ არის გამორიცხული გარკვეული ამერიკული წრეებიდან აქცენტები სამომავლოდ ამ ადამიანზეც გაკეთდეს“, - გვეუბნება ალასანიას პოლიტიკურ პერსპექტივაზე ექსპერტი მამუკა არეშიძე.

  • გიორგი მარგველაშვილი

როდესაც ბიძინა ივანიშვილი 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, მის მემკვიდრედ ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი დატოვა, რომლის გაპრეზიდენტებისთვის ძალიან დიდი ძალისხმევაც გასწია, თუმცა მალევე უკვე საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 122-ე დღეს, ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, რასაც შემდგომში თანდათანობით მისი უფლებების მაქსიმალური შეზღუდვაც მოჰყვა.

ივანიშვილმა, პირველი, რაც მარგველაშვილს დაუწუნა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო, რომელიც მის პრეზიდენტის სასახლეში დაბრუნებას უკავშირდებოდა.

”შევახსენებ საზოგადოებას, თუ რატომ და როგორ დაუპირისპირდა პრეზიდენტი პრემიერს. მას უნდოდა ყოფილიყო ლიდერი ამ გუნდის და კონსტიტუციით ამას არ იმსახურებდა. რა უფლებებიც აქვს, ის აქვს", - განაცხადა ივანიშვილმა, რომლის თქმითაც მარგველაშვილი გაანაწყენა იმან, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე მან კი არა, ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი. მისი მტკიცებით, კონსტიტუციურად ამის უფლება სწორედ ღარიბაშვილს ჰქონდა. "ამის შემდგომ ილტვოდა მუდამ, რომ გაეროში წასულიყო. ეს მთავრობის გადასაწყვეტი იყო და არ გაუშვეს. პრეზიდენტი საოცრად ჯიუტობდა და ძალადობდა პირდაპირ. ამ წელს მაინც წავიდა და შეგვარცხვინა და თავი მოგვჭრა. პირველი პრეცედენტი იყო ეს მსოფლიო ისტორიაში, ორი უმაღლესი დელეგაცია რომ ჩადის ერთ ფორუმზე. აქაც აჩვენა მან, რა და როგორ უღირს,” – ამბობდა მარგველაშვილზე ივანიშვილი.

საბოლოოდ, გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პრეზიდენტი, დაგვიბარა, - სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურსო და... წავიდა.

დღეს არც იმას გამორიცხავენ, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი შეიქმნას იმავე გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. ეს მოსაზრება მას შემდეგ გაჩნდა საზოგადოებაში, რაც გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუში ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე ილაპარაკა.

იქნება თუ არა დანარჩენი პოლიტიკური ძალების გამაერთიანებელი და შეეცდება თუ არა გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, პოლიტიკაში ამ ფორმით დაბრუნებას, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ასე პასუხობს:

"მარგველაშვილის ინტერვიუთი თუ ვიმსჯელებთ, მან ყურადღება გაამახვილა ახალ პოლიტიკურ ძალებზე და ისინი განიხილა, როგორც სტაბილიზაციის ფაქტორები, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დასავლეთისთვის, ისე ქვეყნის შიგნით ამომრჩევლისთვის. დასავლეთის არამკვეთრი პოზიცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, განპირობებულია სწორედ იმით, რომ ისინი ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, პოლიტიკური ძალების სახით მასტაბილიზირებელ ფაქტორს ვერ ხედავდნენ. მნიშვნელოვანი ის არის, ვისი სახით დაინახავენ ისინი ამ ფაქტორს - დაინახავენ გახარიას სახით, თუ ისევ მარგველაშვილი გადაწყვეტს, რომ ამ ახალი რეალობიდან გამომდინარე, დანარჩენი პოლიტიკური ძალების გამაერთიანებელი როლი შეასრულოს და ასეთ შემთხვევაში კიდევ ერთი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდეს. მართლა საინტერესოა, რას იზამს ამ ახალი მოცემულობის გათვალისწინებით მარგველაშვილი - ექნება თუ არა მცდელობა იმ პოლიტიკური პარტიების გაერთიანების (რომლებიც უკვე მონაწილეობდნენ არჩევნებში) და კიდევ ერთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის შექმნის“.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ უარყოფს, რომ მარგველაშვილს გარკვეული ნიშა აქვს, თუმცა მისი აზრით, მარგველაშვილმა ძალიან დააგვიანა.