საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას, ვისაც აქ იკვლევენ, გადამკვეთ მოვლენად თრომბოციტოპენია უდასტურდება, სიკვდილი კი გამოიწვია თრომბოზმა" - როგორ მიმდინარეობს "ასტრაზენეკას" ვაქცინის კვლევა ნორვეგიაში?
"ყველას, ვისაც აქ იკვლევენ, გადამკვეთ მოვლენად თრომბოციტოპენია უდასტურდება, სიკვდილი კი გამოიწვია თრომბოზმა" - როგორ მიმდინარეობს "ასტრაზენეკას" ვაქცინის კვლევა ნორვეგიაში?

ნორ­ვე­გია ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა იყო, ვინც "კო­ვიდ 19"-ის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად ევ­რო­პის წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბრი­ტა­ნულ-შვე­დურ კომ­პა­ნია "ას­ტრა­ზე­ნე­კას" მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა შე­ი­ტა­ნა სა­ხელ­მწი­ფო­ში, თუმ­ცა მა­ლე­ვე შე­ა­ჩე­რა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა. კო­ვიდ­პან­დე­მი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­შიც სწო­რედ ეს ვაქ­ცი­ნა შე­მო­ი­ტა­ნეს. 15 მარ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის 3 ათას­ზე მეტი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აიც­რა, რამ­დე­ნი­მე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა და­ფიქ­სირ­და და, სამ­წუ­ხა­როდ, ერთი ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და - 18 მარტს ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა "იმედ­ში" 27 წლის ექთა­ნი მეგი ბაქ­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში "კო­ვიდ­თან" ბრძო­ლა კვლავ "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნით გრძელ­დე­ბა და, პრინ­ციპ­ში, პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­ში სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არც გაგ­ვაჩ­ნია, გან­სხვა­ვე­ბით ბევ­რი სხვა ქვეყ­ნის­გან.

დღეს ევ­რო­პა­ში საკ­მა­ოდ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად იკ­ვლე­ვენ ამ ვაქ­ცი­ნას და ძი­რი­თად კვლე­ვებს ნორ­ვე­გია უძღვე­ბა. რა­ტომ თქვა ნორ­ვე­გი­ამ უარი "ას­ტრა­ზე­ნე­კას" პრე­პა­რა­ტით ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე, რა ფა­ზა­ზეა დღეს მისი კვლე­ვა და კი­დევ რა დას­კვნე­ბი კეთ­დე­ბა? - გვე­სა­უბ­რე­ბა ნორ­ვე­გი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სი და კომ­პა­ნია "აია­ნე კონ­სალ­თინ­გის" ჯან­დაც­ვი­სა და ფარ­მა­ცევ­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა­თა კონ­სულ­ტან­ტი ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ა­ნა ტოკ­ვი აია­ნე.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ა­ნა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი წინა ინ­ტერ­ვი­უ­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 თვე გა­ვი­და, ცოტა დროა, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი მა­ინც შე­იც­ვა­ლა - ნორ­ვე­გი­ამ "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა­ცია შე­ა­ჩე­რა, სა­ქარ­თვე­ლომ "ას­ტრა­ზე­ნე­კა" შე­მო­ი­ტა­ნა და ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყო, რა­საც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა. რას გვე­ტყვით, რო­გორ მი­დის ნორ­ვე­გი­ა­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კას" კვლე­ვე­ბი?

- მო­გე­სალ­მე­ბით და მად­ლო­ბას გიხ­დით ინ­ტე­რე­სის­თვის, რად­გან ეს სა­კი­თხი მიმ­დი­ნა­რე და აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის და გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ნორ­ვე­გია ამ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ იმი­ტომ არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მე­ო­რე ქვე­ყა­ნა გახ­ლდათ მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ა­ჩე­რა და, მი­უ­ხე­და­ვად EMA/WHO-ის (ევ­რო­პის წამ­ლის სა­ა­გენ­ტო და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია - ი.ხ.) გან­ცხა­დე­ბი­სა, დღემ­დე არ აახ­ლებს მის გა­მო­ყე­ნე­ბას. იგი, ასე­ვე, "ას­ტრა­ზე­ნე­კას" პრე­პა­რა­ტით გა­მოწ­ვე­ულ შე­საძ­ლო მძი­მე გარ­თუ­ლე­ბებ­სა და შე­საძ­ლო ლე­ტა­ლო­ბა­ზე ძი­რი­თა­დი კვლე­ვის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა დღე­ის­თვის...

დღეს­დღე­ო­ბით გა­მი­ჭირ­დე­ბა მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მით ლა­პა­რა­კი, რად­გან მდგო­მა­რე­ო­ბა არის დი­ნა­მი­კუ­რი, ფა­ქი­ზი და მო­სა­ლოდ­ნე­ლია გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი. ამი­ტომ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­წო­დებთ იმა­ზე დაყ­რდნო­ბით, რაც დღეს ოფი­ცი­ა­ლურ ად­გი­ლობ­რივ წყა­რო­ებ­ში მო­ი­პო­ვე­ბა. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნე, "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა ჯერ და­ნი­ამ შე­ა­ჩე­რა, ერთი ლე­ტა­ლო­ბის ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. და­ნი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ეყ­რდნო ნორ­ვე­გია და სიფრ­თხი­ლის პრინ­ცი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მა­ნაც შე­ა­ჩე­რა პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა. მე­ო­რე დღეს კი უკვე და­ფიქ­სირ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ლე­ტა­ლო­ბის ფაქ­ტიც. დღეს მოკ­ვლე­ვა­შია 2 გარ­დაც­ვა­ლე­ბა და 5 კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ასე­ვე, 50 მძი­მე გარ­თუ­ლე­ბა. მო­ნა­ცე­მე­ბი, რა­საც გაწ­ვდით, ამო­ღე­ბუ­ლია ნორ­ვე­გი­ის ჯან­დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ტის პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან.

იმ ეტაპ­ზე, რო­დე­საც "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა­ცია დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, ნორ­ვე­გი­ას უკვე გა­აჩ­ნდა "ფა­ი­ზე­რი­სა" და "მო­დერ­ნას" ვაქ­ცი­ნა­თა დო­ზე­ბი. თუმ­ცა, მო­თხოვ­ნის მას­შტა­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს დო­ზე­ბი აქაც ძა­ლი­ან მცი­რეა. მი­წო­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბა, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია. "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი და მო­ეს­წრო 121 820 ადა­მი­ა­ნის ამ პრე­პა­რა­ტით აცრა.

"ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­ვა­რა­უ­დო ლე­ტა­ლო­ბი­სა და მძი­მე რე­აქ­ცი­ე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის პრე­რო­გა­ტი­ვა ჯერ გა­და­ე­ცა "რიქ­სეჰოს­პი­ტალს", სა­დაც ეს შემ­თხვე­ვე­ბი იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბი და ოს­ლოს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის პრო­ფე­სო­რი პოლ ან­დრე ჰოლ­მე.

ბა­ტონ­მა ჰოლ­მემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მუ­შა­ობს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტებ­სა და "ას­ტრა­ზე­ნე­კას" შო­რის კავ­ში­რის ჰი­პო­თე­ზა­ზე და გვერ­დით ეფექ­ტებს უწო­და მწვა­ვე იმუ­ნო­რეს­პონ­სუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი.

პოლ ან­დრე ჰოლ­მე, წყა­რო: ous-research.no

ამა­ზე წერს ნორ­ვე­გი­ის ყვე­ლა ბეჭდ­ვი­თი გა­მომ­ცემ­ლო­ბა და იყო სა­ტე­ლე­ვი­ზიო ჩარ­თვე­ბიც. მა­გა­ლი­თის­თვის წყა­როდ მო­ვიყ­ვან Aftenposten, NRK, VG, Nettavisen. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია, ჯან­დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ტი ზრუ­ნავს უკვე აც­რილ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­ზე და გა­მო­ყოფს 5 ძი­რი­თად სიმპტომს, რო­მელ­ზეც სთხოვს უკვე აც­რი­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით აც­რი­დან 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბას. ეს სიმპტო­მე­ბია სი­სუს­ტის შეგ­რძნე­ბა, აუხ­სნე­ლი ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა, უჩ­ვე­უ­ლო სი­ლურ­ჯე სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე, კან­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვის არ­სე­ბო­ბა.

ამ პრე­პა­რატს შე­იძ­ლე­ბა, და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი ტი­პის რე­აქ­ცი­ე­ბიც ჰქონ­დეს, თუმ­ცა, რად­გან ნორ­ვე­გი­ა­ში მისი გა­მო­ყე­ნე­ბა 11 მარტს შე­ჩერ­და, ჩვენ­თან მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­თუ­ლე­ბებ­ზეა დღეს ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი.

ნორ­ვე­გი­ის წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ზი­გურ ჰორ­ტე­მო აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნას საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზი აქვს, ჩათ­ვა­ლოს, რომ პრე­პა­რატ­მა მძი­მე გარ­თუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, მათ შო­რის - გარ­დაც­ვა­ლე­ბა, და ევ­რო­პის მე­დი­ცი­ნის სა­ა­გენ­ტოს გა­უგ­ზავ­ნა შე­ფა­სე­ბა და რჩე­ვა პრე­პა­რა­ტის ანო­ტა­ცი­ა­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს იმ შემ­თხვე­ვა­თა სუ­რა­თი, რა­ზეც ნორ­ვე­გია ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. ეს შე­ფა­სე­ბა ნორ­ვე­გი­ის წამ­ლის სა­ა­გენ­ტომ უკვე გა­უგ­ზავ­ნა თა­ვის წარ­მო­მად­გე­ნელს ევ­რო­პუ­ლი მე­დი­ცი­ნის სა­ა­გენ­ტოს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის აღ­რი­ცხვის კო­მი­ტეტ­ში. ის ინ­დი­კა­ცია, რაც ანო­ტა­ცი­ა­ში ჩა­ი­დო ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, ნორ­ვე­გი­ის­თვის საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა. მათ სურთ, რომ სრუ­ლი სუ­რა­თი იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში პრო­ცე­სე­ბის მარ­თვი­სა და მათი თან­მიმ­დევ­რო­ბის სპე­ცი­ფი­კა სხვა­დას­ხვაა. ნორ­ვე­გი­ა­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ პრე­პა­რატს, რო­მელ­ზეც არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის მე­ქა­ნიზ­მის გა­მოკ­ვლე­ვა.

ამ ეტაპ­ზე ნორ­ვე­გია არ ეთან­ხმე­ბა პრე­პა­რა­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­მო­ტა­ნას. ად­გი­ლობ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ტი თა­ვად იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და, მი­უ­ხე­და­ვად EMA/ WHO-ის მო­წო­დე­ბი­სა, პრე­პა­რატს არ გა­მო­ი­ყე­ნებს სრუ­ლი მოკ­ვლე­ვის დას­რუ­ლე­ბამ­დე. ჩვენ­თან 1 კვი­რა­ში გა­ირ­კვე­ვა, დარ­ჩე­ბა თუ არა ეს პრე­პა­რა­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის გე­ტყვით, რომ ყვე­ლა პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც ნორ­ვე­გი­ა­ში იკ­ვლე­ვენ, გა­დამ­კვეთ მოვ­ლე­ნად თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია უდას­ტურ­დე­ბა, სიკ­ვდი­ლი კი გა­მო­იწ­ვია თრომ­ბოზ­მა. მიმ­დი­ნა­რე­ობს გარ­კვე­ულ ჰი­პო­თე­ზა­ზე მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა ამა­ზე მას შემ­დეგ მირ­ჩევ­ნია მო­გი­თხროთ, როცა და თუკი იგი და­დას­ტურ­დე­ბა. გუ­შინ­წინ, 20 მარტს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გერ­მა­ნი­ის "გრა­იფსვალ­დის" ჰოს­პი­ტალ­ში მკვლე­ვა­რებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ად­გი­ნეს "ას­ტრა­ზე­ნე­კას" პრე­პა­რა­ტის მიერ ადა­მი­ან­თა მცი­რე ჯგუფ­ში თრომ­ბო­ზის წარ­მოქ­მნის მე­ქა­ნიზ­მი. ამა­ზე, ალ­ბათ, ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ ამომ­წუ­რავ და პრო­ფე­სი­ულ მი­მო­ხილ­ვას.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი" და­წყე­ბულ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­სა და მის თან­მდევ ამ­ბებ­ზე რას ფიქ­რობთ და რას გვე­ტყვით?

- ვფიქ­რობ, და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რამ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი, მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი ხელ­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი­სა, და­ი­წყო და, პირ­ველ რიგ­ში, მი­ხა­რია, რომ მათ მო­ახ­დი­ნეს "კო­ვაქ­სის" პლატ­ფორ­მი­დან - ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ვე­ლო­პე­რის­გან ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა. სამ­წუ­ხა­რო მო­ცე­მუ­ლო­ბაა, რომ იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის და­წყე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასეთ ფაქტს და­ემ­თხვა. მე­ნე­ჯმენ­ტის და პრო­ცეს­თა მარ­თვის სპე­ცი­ფი­კის საკ­მა­ოდ კარ­გად ცოდ­ნის გამო მეს­მის, რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის, მოქ­ნი­ლო­ბი­სა და სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა უწევთ მათ და რამ­ხე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს მო­ი­თხოვს მსგავ­სი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი დამ­თხვე­ვე­ბის მარ­თვა. ეს ისე­თი დამ­თხვე­ვაა, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც რის­კე­ბის ანა­ლიზ­ში, ასეთ ტურ­ბუ­ლენ­ტურ დროს, რთუ­ლია არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არა­მედ - სხვა, უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვი­საც. ამი­ტომ ვფიქ­რობ, ნე­ბის­მი­ე­რი ხმა­მა­ღა­ლი გა­ნა­ცხა­დი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ არ არი­ან ჩარ­თუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­ცე­სის მარ­თვა­ში, უნდა იყოს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ტო­ნით. თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნი­სად­მი სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა 53%-ით შე­ა­ფა­სა NDI-ის ბოლო კვლე­ვამ. ეს სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ამი­ტომ ადრე ჩა­ვერ­თე იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­მე­წო­დე­ბი­ნა იმ ქვეყ­ნის მა­გა­ლით­ზე, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს მათ­ზე ადრე აწარ­მო­ებ­და. ნორ­ვე­გი­ა­ში კი ად­გი­ლობ­რივ­მა რე­გი­ო­ნის მმარ­თვე­ლო­ბამ პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, სა­დაც უცხო­ე­ლებს, რომ­ლე­ბიც აქ ცხოვ­რო­ბენ, მშობ­ლი­ურ ენა­ზე უხ­სნიდ­ნენ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ნორ­ვე­გი­ა­ში მოღ­ვა­წე სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, მათ შო­რის, მეც მივ­მარ­თე ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას. თქვენ­თა­ნაც ვი­თა­ნამ­შრომ­ლე და ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე იქამ­დე არ­სე­ბულ 23 ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე, რო­მე­ლიც მე­ო­რე დღეს­ვე და­დას­ტურ­და, რომ არ უკავ­შირ­დე­ბო­და ვაქ­ცი­ნა­ცი­ას. არა­მედ - უკავ­შირ­დე­ბო­და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ტერ­მი­ნა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. ეს შემ­თხვე­ვა კი ნორ­ვე­გი­ა­ში სხვა სა­ხის შემ­თხვე­ვად ით­ვლე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ ისაა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­სა და ლე­ტა­ლო­ბას შო­რის კავ­ში­რი გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, მაგ­რამ თუ რა კავ­ში­რია, ამა­ზე კვლე­ვა გრძელ­დება.

ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის მი­მართ არ შეც­ვლი­ლა, თუმ­ცა ვიც­ნობ რა სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბულ ძი­რი­თად სა­მე­დი­ცი­ნო ეთი­კის პრი­ცი­პებს (ესე­ნია: აუ­ტო­ნო­მია, ზი­ა­ნის მი­უ­ყე­ნებ­ლო­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა), ვგრძნობ პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას მათი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, მას­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა­ზე. ნორ­ვე­გია ამ პრინ­ცი­პე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ აკე­თებს არ­ჩე­ვანს, თუმ­ცა ზუს­ტად 1 კვი­რა­ში გა­ვი­გებთ მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ. იქამ­დე კი სიფრ­თხი­ლის პრინ­ცი­პის გამო პრო­ცეს­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კას" გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ჩემი ერ­თა­დერ­თი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ერ­თმა­ნეთს გა­გე­ბით მო­ე­კი­დოს. მე, პი­რა­დად, მეს­მის რო­გორც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას აყე­ნე­ბენ წინ, მაგ­რამ ასე­ვე მეს­მის იმ ექი­მე­ბის, რო­მელ­თაც ამ კონ­კრე­ტულ პრე­პა­რატ­ზე სიფრ­თხი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­აჩ­ნი­ათ უფრო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად. აქ ცუდი და კარ­გი არ არ­სე­ბობს, აქ არ­სე­ბობს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა და ეს უფ­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს ისე­ვე აქვთ, რო­გორც სხვა ადა­მი­ა­ნებს. ექი­მის გმი­რო­ბა პირ­ველ რიგ­ში არის ის, რომ იგი პა­ცი­ენტს არაფ­რით ავ­ნებს.

მი­უ­ღე­ბე­ლად მი­მაჩ­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა და დაკ­ნი­ნე­ბა, ვინც შე­შინ­და. ნორ­ვე­გი­უ­ლი სა­ყო­ველ­თაო მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მარ­თე ქვი­თუმ თანგ ენი აცხა­დებს, რომ მას შემ­დეგ, რაც ამ, რამ­დე­ნი­მე მძი­მე გვერ­დით მოვ­ლე­ნა­ზე ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, ბევ­რი ნორ­ვე­გი­ე­ლი, მათ შო­რის - სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ცდი­ლობს, სა­კუ­თარ ოჯა­ხის ექიმ­თან გა­არ­კვი­ოს, რამ­დე­ნად შე­უძ­ლია ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ებ­ლის წი­ნას­წარ შერ­ჩე­ვა. ნორ­ვე­გია არ არის სკან­და­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, პი­რი­ქით - ქვეყ­ნის მთა­ვა­რი შიდა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბია გამჭვირ­ვა­ლო­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა და ფაქ­ტე­ბით და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის­თვის ხელ­შე­წყო­ბა. აქ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით ებ­რძვი­ან. ვი­მე­დოვ­ნებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ცე­სი ეფექ­ტი­ა­ნად იქ­ნე­ბა მარ­თუ­ლი, გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი ნაკ­ლე­ბად გა­მოვ­ლინ­დე­ბა და თუკი ის გა­მოვ­ლინ­დე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე უდი­დე­სი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა. გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, ვინც აქამ­დე ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბას არ გა­ნიც­დი­და, მაგ­რამ დრო­ე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ევ­რო­პა­ში ეპი­დე­მი­ის მე­სა­მე ტალ­ღა შე­იმ­ჩნე­ვა, მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლია ნორ­ვე­გი­ა­შიც, შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბით ჯერ ჩვენ­თან მსგავ­სი მო­ნა­ცე­მე­ბი არ ყო­ფი­ლა. ამის გამო, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­სა­ზღვრა გახ­და სა­ჭი­რო და ცხა­დია, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ისე იქ­ცე­ვა, რო­გო­რი ად­გი­ლობ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვის სპე­ცი­ფი­კაც აქვს და იღებს იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რაც ამ ეტაპ­ზე მი­აჩ­ნია ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ეფექ­ტი­ან გზად. ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბის დროს გამ­ტყუ­ნე­ბაც რთუ­ლია და - უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რაც. ახ­ლა­ხან WHO-მაც უსაფრ­თხოდ და­ა­სა­ხე­ლა ეს პრე­პა­რა­ტი და CDC-მაც (და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრი - ი.ხ.) ახალ­გაზ­რდა ასა­კი და მდედ­რო­ბი­თი სქე­სი გა­მო­ყო ცალ­კე ჯგუ­ფად, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით მძი­მე გვერ­დით ეფექ­ტებს აღ­ნიშ­ნავს. ვაქ­ცი­ნის სარ­გე­ბე­ლი კვლა­ვაც აჭარ­ბებს სა­შიშ­რო­ე­ბას. ვაქ­ცი­ნა­ცია კვლა­ვაც რჩე­ბა ეპი­დე­მი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბის ერ­თა­დერთ გზად.

ბო­ლოს კარ­გი და­სას­რუ­ლის­თვის გაც­ნო­ბებთ, რომ 3 დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნორ­ვე­გი­ას 1.9 მი­ლი­ო­ნი ვაქ­ცი­ნის დოზა ჰქონ­და და­ჯავ­შნი­ლი "კო­ვაქს" პლატ­ფორ­მი­დან სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. როცა მათ Gavi-სგან (ვაქ­ცი­ნე­ბის ალი­ან­სი - ი.ხ.) შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღეს ამ დო­ზე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის და­წყე­ბა­ზე, ნორ­ვე­გი­ამ უარი გა­ნა­ცხა­და და სა­კუ­თა­რი და­ჯავ­შნი­ლი დო­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­უთ­მო შე­და­რე­ბით ღა­რი­ბი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნორ­ვე­გია ევ­რო­კავ­ში­რის პლატ­ფორ­მი­და­ნაც იღებს დო­ზებს, მცი­რე­დი გან­სხვა­ვე­ბა არის ამ ორ პლატ­ფორ­მა­სა და დე­ვე­ლო­პე­რე­ბის შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში და ამის გა­მო­რი­ცხვაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და ნორ­ვე­გი­ის­თვის. სა­ბო­ლო­ოდ კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნორ­ვე­გი­ამ გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში მი­ი­ღო, ისე, რომ ამა­ზე დიდი აქ­ცენ­ტი თავ­მომ­წო­ნე­ო­ბის გა­მო­სა­ხა­ტად არ გა­უ­კე­თე­ბია. ამ დო­ზე­ბი­დან 700,000 დოზა უკვე ჩა­მო­სუ­ლია "კო­ვაქ­სის" პროგ­რა­მით სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლე­ბიც ამ პლატ­ფორ­მით სარ­გებ­ლო­ბენ.

- რა კარ­გი ინ­ფორ­მა­ცი­აა, გმად­ლობ... ბო­ლოს თქვენ­ზეც გვი­ამ­ბეთ, რა სი­ახ­ლე გაქვთ?

- ცოტა ხნის წინ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ნორ­ვე­გი­ა­ში სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ვა­არ­სე, რო­მელ­საც მისი მონ­დო­მე­ბით და­ერ­ქვა "თა­მა­და ჰოლ­დინ­გი". ვე­რას­დროს წარ­მო­მედ­გი­ნა, ამ სა­ხელ­წო­დე­ბას თუ გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი ბიზ­ნე­სის და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად, მაგ­რამ მე­უღ­ლემ და­მარ­წმუ­ნა, რომ მის მიერ შერ­ჩე­უ­ლი სი­ტყვის სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ჟღე­რა­დო­ბა კარ­გად აღიქ­მე­ბო­და ად­გი­ლობ­რივ სეგ­მენტზე. არ გა­მოვ­რი­ცხავ, ამ კომ­პა­ნი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც, ალ­ბათ, უფრო მოგ­ვი­ა­ნე­ბით. ჩემი მე­უღ­ლე ნორ­ვე­გი­ის ეკო­ნო­მი­კის სკო­ლის მიერ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ეკო­ნო­მის­ტია და ერ­თად ხში­რად გან­ვი­ხი­ლავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ჯან­დაც­ვი­სა და ეკო­ნო­მი­კის ჭრილ­ში. წლე­ბის წინ მისი სა­ქარ­თვე­ლო­შიც მოხ­ვედ­რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი "აბ­რე­შუ­მის გზა *Silk Road”-ზე გან­ლა­გე­ბულ ქვეყ­ნებ­ში სტუმ­რო­ბას­თან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს გზა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გზად ით­ვლე­ბა. მე­უღ­ლე აპი­რებს სა­დოქ­ტო­რო თე­მის დაც­ვას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამი­ტომ ჩემი კვლე­ვე­ბი და ანა­ლი­ზი ხში­რად მო­ი­ცავს ეკო­ნო­მი­კურ პერ­სპექ­ტი­ვა­საც. მისი გავ­ლე­ნა შე­იმ­ჩნე­ვა ჩემს ამ ინ­ტე­რე­სებ­ში.

  • სტა­ტი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი შემ­დე­გი წყა­რო­ე­ბი­დან: NRK, Afternposten, VG, Nettavisen, NDI, Council of Europe.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
11!
1

მეტი რაღა უნდა თქვას,ნორვეგიაშიც არ ენდობიან ასტრა ზენეკას ვაქცინას ფატალური შემთხვევების გამო.ფაიზერსაც იყენებენ,მაგრამ არ გამოთქვამენ ფაიზერზე უკმაყოფილებას,არადა იმნაძე გვიმტკიცებდა ორივე ვაქცინა ერთნაირი ხარისხისააო.მაშინ რატომ ხდება ესე და რატომაა დიდი ფასთა სხვაობა? არ ვარგა ტყუილი.დღეს ეთერიდან გამყრელიძემ აღიარა რომ ჩვენთანაც აქტიურია კოვიდის ბრიტანული ვარიანტი და მოაყოლა ეს ვაქცინა ამ ვირუსსაც ფარავსო.კიდევ ერთი ტყუილი,საიდან ამტკიცებს?მაშინ როცა ასტრა ზენეკას შემქმნელებმაც არ იციან დღეს დღეობით ეფექტიანობა ბრიტანულთან მიმართებაში და გამოკვლევის პასუხებს მარტის ბოლოსთვის ელოდებიან ამერიკიდან? როცა ამდენ ტყუილს ლაპარაკობ როგორ გინდა,რომ ხალხი გენდოს?ხალხს ეშენია უკვე რომ თუ მეგისნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მათ სრულფასოვან დახმარებას ვერ გაუწევენ.უკვე მედიკოსების ნდობაც დაკარგა ხალხმა ასტრა ზენეკას ვაქცინასთან ერთად.

დონარა
1

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ძალიან ცუდია. უცნაური ისიცაა , რომ თრომბოციტოპენიის ფონზე თრომბი ვიღარდება. არადა თრომბოციტოპენიის დროს სისხლის შედედება რთულდება. რა გამოდის იქნებ ვინმემ ახსნას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ყველას, ვისაც აქ იკვლევენ, გადამკვეთ მოვლენად თრომბოციტოპენია უდასტურდება, სიკვდილი კი გამოიწვია თრომბოზმა" - როგორ მიმდინარეობს "ასტრაზენეკას" ვაქცინის კვლევა ნორვეგიაში?

"ყველას, ვისაც აქ იკვლევენ, გადამკვეთ მოვლენად თრომბოციტოპენია უდასტურდება, სიკვდილი კი გამოიწვია თრომბოზმა" - როგორ მიმდინარეობს "ასტრაზენეკას" ვაქცინის კვლევა ნორვეგიაში?

ნორვეგია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც "კოვიდ 19"-ისგან თავის დასაცავად ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული, ოქსფორდის უნივერსიტეტში ბრიტანულ-შვედურ კომპანია "ასტრაზენეკას" მიერ წარმოებული ვაქცინა შეიტანა სახელმწიფოში, თუმცა მალევე შეაჩერა მისი გამოყენება. კოვიდპანდემიასთან საბრძოლველად საქართველოშიც სწორედ ეს ვაქცინა შემოიტანეს. 15 მარტიდან დაწყებული ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის 3 ათასზე მეტი წარმომადგენელი აიცრა, რამდენიმე გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა და, სამწუხაროდ, ერთი ტრაგიკულად დასრულდა - 18 მარტს ახალციხის კლინიკა "იმედში" 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, საქართველოში "კოვიდთან" ბრძოლა კვლავ "ასტრაზენეკას" ვაქცინით გრძელდება და, პრინციპში, პანდემიის წინააღმდეგ, ამჟამად ქვეყანაში სხვა ალტერნატივა არც გაგვაჩნია, განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან.

დღეს ევროპაში საკმაოდ საფუძვლიანად იკვლევენ ამ ვაქცინას და ძირითად კვლევებს ნორვეგია უძღვება. რატომ თქვა ნორვეგიამ უარი "ასტრაზენეკას" პრეპარატით ვაქცინაციაზე, რა ფაზაზეა დღეს მისი კვლევა და კიდევ რა დასკვნები კეთდება? - გვესაუბრება ნორვეგიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, დიპლომირებული მედიკოსი და კომპანია "აიანე კონსალთინგის" ჯანდაცვისა და ფარმაცევტიკის მიმართულებათა კონსულტანტი ქალბატონი მარიანა ტოკვი აიანე.

- ქალბატონო მარიანა, ვაქცინაციასთან დაკავშირებული ჩვენი წინა ინტერვიუდან, დაახლოებით, 2 თვე გავიდა, ცოტა დროა, მაგრამ რაღაცები მაინც შეიცვალა - ნორვეგიამ "ასტრაზენეკას" ვაქცინაცია შეაჩერა, საქართველომ "ასტრაზენეკა" შემოიტანა და ვაქცინაცია დაიწყო, რასაც ვაქცინირებულის გარდაცვალება მოჰყვა. რას გვეტყვით, როგორ მიდის ნორვეგიაში "ასტრაზენეკას" კვლევები?

- მოგესალმებით და მადლობას გიხდით ინტერესისთვის, რადგან ეს საკითხი მიმდინარე და აქტუალურია, ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ინფორმირებულობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ნორვეგია ამ შემთხვევაში სწორედ იმიტომ არის საინტერესო, რომ მეორე ქვეყანა გახლდათ მსოფლიოში, რომელმაც "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენება შეაჩერა და, მიუხედავად EMA/WHO-ის (ევროპის წამლის სააგენტო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ი.ხ.) განცხადებისა, დღემდე არ აახლებს მის გამოყენებას. იგი, ასევე, "ასტრაზენეკას" პრეპარატით გამოწვეულ შესაძლო მძიმე გართულებებსა და შესაძლო ლეტალობაზე ძირითადი კვლევის მწარმოებელი ქვეყანაა დღეისთვის...

დღესდღეობით გამიჭირდება მტკიცებითი ფორმით ლაპარაკი, რადგან მდგომარეობა არის დინამიკური, ფაქიზი და მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები. ამიტომ ინფორმაციას გაწოდებთ იმაზე დაყრდნობით, რაც დღეს ოფიციალურ ადგილობრივ წყაროებში მოიპოვება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენება ჯერ დანიამ შეაჩერა, ერთი ლეტალობის ფაქტის გამოვლენის საფუძველზე. დანიის გადაწყვეტილებას დაეყრდნო ნორვეგია და სიფრთხილის პრინციპის გათვალისწინებით, მანაც შეაჩერა პრეპარატის გამოყენება. მეორე დღეს კი უკვე დაფიქსირდა ადგილობრივი ლეტალობის ფაქტიც. დღეს მოკვლევაშია 2 გარდაცვალება და 5 კრიტიკული მდგომარეობა, ასევე, 50 მძიმე გართულება. მონაცემები, რასაც გაწვდით, ამოღებულია ნორვეგიის ჯანდაცვის ინსტიტუტის პუბლიკაციიდან.

იმ ეტაპზე, როდესაც "ასტრაზენეკას" ვაქცინაცია დროებით შეჩერდა, ნორვეგიას უკვე გააჩნდა "ფაიზერისა" და "მოდერნას" ვაქცინათა დოზები. თუმცა, მოთხოვნის მასშტაბის გათვალისწინებით, ეს დოზები აქაც ძალიან მცირეა. მიწოდების შეფერხება, მსოფლიოს მასშტაბით, აქტუალური საკითხია. "ასტრაზენეკას" ვაქცინა სამედიცინო პერსონალისთვის იყო განკუთვნილი და მოესწრო 121 820 ადამიანის ამ პრეპარატით აცრა.

"ასტრაზენეკას" ვაქცინაზე გამოვლენილი სავარაუდო ლეტალობისა და მძიმე რეაქციების გამოკვლევის პრეროგატივა ჯერ გადაეცა "რიქსეჰოსპიტალს", სადაც ეს შემთხვევები იყო დაფიქსირებული. კვლევაში მონაწილეობენ ადგილობრივი ექიმები და ოსლოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი პოლ ანდრე ჰოლმე.

ბატონმა ჰოლმემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ მუშაობს გარდაცვალების ფაქტებსა და "ასტრაზენეკას" შორის კავშირის ჰიპოთეზაზე და გვერდით ეფექტებს უწოდა მწვავე იმუნორესპონსული რეაქციები.

პოლ ანდრე ჰოლმე, წყარო: ous-research.no

ამაზე წერს ნორვეგიის ყველა ბეჭდვითი გამომცემლობა და იყო სატელევიზიო ჩართვებიც. მაგალითისთვის წყაროდ მოვიყვან Aftenposten, NRK, VG, Nettavisen. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატის გამოყენება შეჩერებულია, ჯანდაცვის ინსტიტუტი ზრუნავს უკვე აცრილ სამედიცინო პერსონალზე და გამოყოფს 5 ძირითად სიმპტომს, რომელზეც სთხოვს უკვე აცრილებს, განსაკუთრებით აცრიდან 2 კვირის განმავლობაში, ყურადღების გამახვილებას. ეს სიმპტომებია სისუსტის შეგრძნება, აუხსნელი ტკივილის შეგრძნება, უჩვეულო სილურჯე სხეულის სხვადასხვა ადგილზე, კანზე სისხლჩაქცევის არსებობა.

ამ პრეპარატს შეიძლება, დაუყოვნებელი ტიპის რეაქციებიც ჰქონდეს, თუმცა, რადგან ნორვეგიაში მისი გამოყენება 11 მარტს შეჩერდა, ჩვენთან მხოლოდ მოგვიანებით გართულებებზეა დღეს ყურადღება გამახვილებული.

ნორვეგიის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელი ზიგურ ჰორტემო აცხადებს, რომ ქვეყანას საკმარისი მიზეზი აქვს, ჩათვალოს, რომ პრეპარატმა მძიმე გართულება გამოიწვია, მათ შორის - გარდაცვალება, და ევროპის მედიცინის სააგენტოს გაუგზავნა შეფასება და რჩევა პრეპარატის ანოტაციაში გაითვალისწინოს იმ შემთხვევათა სურათი, რაზეც ნორვეგია ამახვილებს ყურადღებას. ეს შეფასება ნორვეგიის წამლის სააგენტომ უკვე გაუგზავნა თავის წარმომადგენელს ევროპული მედიცინის სააგენტოს გვერდითი მოვლენების აღრიცხვის კომიტეტში. ის ინდიკაცია, რაც ანოტაციაში ჩაიდო ამ შემთხვევის შემდეგ, ნორვეგიისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ სურთ, რომ სრული სურათი იყოს წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ქვეყანაში პროცესების მართვისა და მათი თანმიმდევრობის სპეციფიკა სხვადასხვაა. ნორვეგიაში, ადგილობრივი რეგულაციებიდან გამომდინარე, ვერ გამოიყენებენ პრეპარატს, რომელზეც არ დასრულებულა გარდაცვალების მიზეზის მექანიზმის გამოკვლევა.

ამ ეტაპზე ნორვეგია არ ეთანხმება პრეპარატის უსაფრთხოებაზე მტკიცებითი ფორმით გადაწყვეტილებების გამოტანას. ადგილობრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი თავად იღებს პასუხისმგებლობას და, მიუხედავად EMA/ WHO-ის მოწოდებისა, პრეპარატს არ გამოიყენებს სრული მოკვლევის დასრულებამდე. ჩვენთან 1 კვირაში გაირკვევა, დარჩება თუ არა ეს პრეპარატი ადგილობრივი იმუნიზაციის პროცესში.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ყველა პაციენტს, რომელსაც ნორვეგიაში იკვლევენ, გადამკვეთ მოვლენად თრომბოციტოპენია უდასტურდება, სიკვდილი კი გამოიწვია თრომბოზმა. მიმდინარეობს გარკვეულ ჰიპოთეზაზე მუშაობა, თუმცა ამაზე მას შემდეგ მირჩევნია მოგითხროთ, როცა და თუკი იგი დადასტურდება. გუშინწინ, 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის "გრაიფსვალდის" ჰოსპიტალში მკვლევარებმა, სავარაუდოდ, დაადგინეს "ასტრაზენეკას" პრეპარატის მიერ ადამიანთა მცირე ჯგუფში თრომბოზის წარმოქმნის მექანიზმი. ამაზე, ალბათ, ადგილობრივი ექიმები გააკეთებენ ამომწურავ და პროფესიულ მიმოხილვას.

- საქართველოში "ასტრაზენეკათი" დაწყებულ ვაქცინაციასა და მის თანმდევ ამბებზე რას ფიქრობთ და რას გვეტყვით?

- ვფიქრობ, დასაფასებელია, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურამ ვაქცინაციის პროცესი, მიუხედავად მრავალი ხელშემშლელი ფაქტორისა, დაიწყო და, პირველ რიგში, მიხარია, რომ მათ მოახდინეს "კოვაქსის" პლატფორმიდან - ოფიციალური დეველოპერისგან ვაქცინის მიღება. სამწუხარო მოცემულობაა, რომ იმუნიზაციის პროცესის დაწყება ჩვენს ქვეყანაში ასეთ ფაქტს დაემთხვა. მენეჯმენტის და პროცესთა მართვის სპეციფიკის საკმაოდ კარგად ცოდნის გამო მესმის, რამხელა პასუხისმგებლობის, მოქნილობისა და სიფრთხილის გამოჩენა უწევთ მათ და რამხელა პროფესიონალიზმს მოითხოვს მსგავსი გაუთვალისწინებელი დამთხვევების მართვა. ეს ისეთი დამთხვევაა, რომლის გათვალისწინებაც რისკების ანალიზში, ასეთ ტურბულენტურ დროს, რთულია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ - სხვა, უფრო განვითარებული ქვეყნებისთვისაც. ამიტომ ვფიქრობ, ნებისმიერი ხმამაღალი განაცხადი იმ ადამიანებისგან, რომლებიც უშუალოდ არ არიან ჩართული ადგილობრივი პროცესის მართვაში, უნდა იყოს დაბალანსებული კოლეგიალური ტონით. თუმცა ინფორმაციის გაცვლა არანაკლებ მნიშვნელოვანია.

საქართველოში ვაქცინისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება 53%-ით შეაფასა NDI-ის ბოლო კვლევამ. ეს საგანგაშო მაჩვენებელია, ამიტომ ადრე ჩავერთე იმაში, რომ საქართველოში ადამიანებისთვის ვაქცინაციაზე მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა იმ ქვეყნის მაგალითზე, რომელიც ვაქცინაციის პროცესს მათზე ადრე აწარმოებდა. ნორვეგიაში კი ადგილობრივმა რეგიონის მმართველობამ პროექტი განახორციელა, სადაც უცხოელებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ, მშობლიურ ენაზე უხსნიდნენ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ვაქცინაციის მნიშვნელობას. პროექტში მონაწილეობდნენ ნორვეგიაში მოღვაწე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, მეც მივმართე ქართულენოვან მოსახლეობას. თქვენთანაც ვითანამშრომლე და ინტერვიუ ჩავწერე იქამდე არსებულ 23 ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც მეორე დღესვე დადასტურდა, რომ არ უკავშირდებოდა ვაქცინაციას. არამედ - უკავშირდებოდა ამ ადამიანების ტერმინალურ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეს შემთხვევა კი ნორვეგიაში სხვა სახის შემთხვევად ითვლება და ჯერჯერობით

დადასტურებული მხოლოდ ისაა, რომ ვაქცინაციასა და ლეტალობას შორის კავშირი გამორიცხული არ არის, მაგრამ თუ რა კავშირია, ამაზე კვლევა გრძელდება.

ჩემი დამოკიდებულება ვაქცინაციის აუცილებლობის მიმართ არ შეცვლილა, თუმცა ვიცნობ რა საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად სამედიცინო ეთიკის პრიციპებს (ესენია: აუტონომია, ზიანის მიუყენებლობა, სამართლიანობა), ვგრძნობ პასუხიმგებლობას მათი გათვალისწინების მნიშვნელობაზე, მასზე ყურადღების გამახვილებაზე. ნორვეგია ამ პრინციპების სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს, თუმცა ზუსტად 1 კვირაში გავიგებთ მათი გადაწყვეტილების შესახებ. იქამდე კი სიფრთხილის პრინციპის გამო პროცესში "ასტრაზენეკას" გამოყენება შეჩერებული იქნება.

ჩემი ერთადერთი რჩევა იქნება, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალი ერთმანეთს გაგებით მოეკიდოს. მე, პირადად, მესმის როგორც იმ ადამიანების, რომლებიც იმუნიზაციის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას აყენებენ წინ, მაგრამ ასევე მესმის იმ ექიმების, რომელთაც ამ კონკრეტულ პრეპარატზე სიფრთხილის გამოყენება მიაჩნიათ უფრო მნიშვნელოვნად. აქ ცუდი და კარგი არ არსებობს, აქ არსებობს პრიორიტეტების არსებობის უფლება და ეს უფლება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ისევე აქვთ, როგორც სხვა ადამიანებს. ექიმის გმირობა პირველ რიგში არის ის, რომ იგი პაციენტს არაფრით ავნებს.

მიუღებელად მიმაჩნია იმ ადამიანების შეურაცხყოფა და დაკნინება, ვინც შეშინდა. ნორვეგიული საყოველთაო მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელი მართე ქვითუმ თანგ ენი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ამ, რამდენიმე მძიმე გვერდით მოვლენაზე ინფორმაცია გავრცელდა, ბევრი ნორვეგიელი, მათ შორის - სამედიცინო პერსონალი, ცდილობს, საკუთარ ოჯახის ექიმთან გაარკვიოს, რამდენად შეუძლია ვაქცინის მწარმოებლის წინასწარ შერჩევა. ნორვეგია არ არის სკანდალებით დაინტერესებული ქვეყანა, პირიქით - ქვეყნის მთავარი შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია გამჭვირვალობა, თანასწორობა და ფაქტებით დასაბუთებული ინფორმაციის გაცვლისთვის ხელშეწყობა. აქ ცრუ ინფორმაციას გარკვეული რეგულაციებით ებრძვიან. ვიმედოვნებ, საქართველოში პროცესი ეფექტიანად იქნება მართული, გვერდითი ეფექტები ნაკლებად გამოვლინდება და თუკი ის გამოვლინდება, თითოეული ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობაზე უდიდესი აქცენტი გაკეთდება. გაზიარებული იქნება იმ ადამიანების მდგომარეობები, ვინც აქამდე ვაქცინაციისადმი უნდობლობას არ განიცდიდა, მაგრამ დროებით მდგომარეობაზე დაკვირვება გადაწყვიტა.

ევროპაში ეპიდემიის მესამე ტალღა შეიმჩნევა, მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია ნორვეგიაშიც, შემთხვევათა რაოდენობით ჯერ ჩვენთან მსგავსი მონაცემები არ ყოფილა. ამის გამო, პრიორიტეტების განსაზღვრა გახდა საჭირო და ცხადია, ყველა ქვეყანა ისე იქცევა, როგორი ადგილობრივი რეგულაციები, პრიორიტეტები და მდგომარეობის მართვის სპეციფიკაც აქვს და იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც ამ ეტაპზე მიაჩნია ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტიან გზად. ასეთი მდგომარეობის დროს გამტყუნებაც რთულია და - უპირობო მხარდაჭერაც. ახლახან WHO-მაც უსაფრთხოდ დაასახელა ეს პრეპარატი და CDC-მაც (დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი - ი.ხ.) ახალგაზრდა ასაკი და მდედრობითი სქესი გამოყო ცალკე ჯგუფად, რომელიც შედარებით მძიმე გვერდით ეფექტებს აღნიშნავს. ვაქცინის სარგებელი კვლავაც აჭარბებს საშიშროებას. ვაქცინაცია კვლავაც რჩება ეპიდემიასთან გამკლავების ერთადერთ გზად.

ბოლოს კარგი დასასრულისთვის გაცნობებთ, რომ 3 დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნორვეგიას 1.9 მილიონი ვაქცინის დოზა ჰქონდა დაჯავშნილი "კოვაქს" პლატფორმიდან საკუთარი მოსახლეობისთვის. როცა მათ Gavi-სგან (ვაქცინების ალიანსი - ი.ხ.) შეთავაზება მიიღეს ამ დოზების ტრანსპორტირების დაწყებაზე, ნორვეგიამ უარი განაცხადა და საკუთარი დაჯავშნილი დოზების რაოდენობა დაუთმო შედარებით ღარიბი ქვეყნის მოსახლეობას. მოგეხსენებათ, ნორვეგია ევროკავშირის პლატფორმიდანაც იღებს დოზებს, მცირედი განსხვავება არის ამ ორ პლატფორმასა და დეველოპერების შორის მოლაპარაკებებში და ამის გამორიცხვაც აუცილებელი გახდა ნორვეგიისთვის. საბოლოოდ კი ცნობილი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება ნორვეგიამ გასული წლის ნოემბერში მიიღო, ისე, რომ ამაზე დიდი აქცენტი თავმომწონეობის გამოსახატად არ გაუკეთებია. ამ დოზებიდან 700,000 დოზა უკვე ჩამოსულია "კოვაქსის" პროგრამით სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც ამ პლატფორმით სარგებლობენ.

- რა კარგი ინფორმაციაა, გმადლობ... ბოლოს თქვენზეც გვიამბეთ, რა სიახლე გაქვთ?

- ცოტა ხნის წინ მეუღლესთან ერთად ნორვეგიაში სააქციო საზოგადოება დავაარსე, რომელსაც მისი მონდომებით დაერქვა "თამადა ჰოლდინგი". ვერასდროს წარმომედგინა, ამ სახელწოდებას თუ გამოვიყენებდი ბიზნესის დასარეგისტრირებლად, მაგრამ მეუღლემ დამარწმუნა, რომ მის მიერ შერჩეული სიტყვის სიმბოლური მნიშვნელობა და ჟღერადობა კარგად აღიქმებოდა ადგილობრივ სეგმენტზე. არ გამოვრიცხავ, ამ კომპანიის მიერ საქართველოში გარკვეული პროექტების განხორციელების შესაძლებლობასაც, ალბათ, უფრო მოგვიანებით. ჩემი მეუღლე ნორვეგიის ეკონომიკის სკოლის მიერ აკრედიტებული ეკონომისტია და ერთად ხშირად განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და ეკონომიკის ჭრილში. წლების წინ მისი საქართველოშიც მოხვედრაც დაკავშირებულია ყოფილი "აბრეშუმის გზა *Silk Road”-ზე განლაგებულ ქვეყნებში სტუმრობასთან. მოგეხსენებათ, ეს გზა ეკონომიკის განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვან გზად ითვლება. მეუღლე აპირებს სადოქტორო თემის დაცვას ამ მიმართულებით. ამიტომ ჩემი კვლევები და ანალიზი ხშირად მოიცავს ეკონომიკურ პერსპექტივასაც. მისი გავლენა შეიმჩნევა ჩემს ამ ინტერესებში.

  • სტატიაში გამოყენებულია ინფორმაციები შემდეგი წყაროებიდან: NRK, Afternposten, VG, Nettavisen, NDI, Council of Europe.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

ეკატერინე ტიკარაძე 27 წლის ექთანზე - "ეს კვლევა, საშუალებას მოგვცემს, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა"

ბოლო დღე-ღამეში 29 341 კორონავირუსის ტესტი ჩატარდა - რამდენი ახალი ინფიცირებულია და რამდენმა დაამარცხა ვირუსი

"აცრამდე რაიმე ტიპის კვლევების ჩატარების რეკომენდაცია მსოფლიოში არსად არსებობს" - რა მიზეზით შეიძლება ადამიანს უარი უთხრან აცრაზე და ვისთვის არის ვაქცინის გაკეთება უფრო საყურადღებო?