მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლინიკა დეამედმა ჩემი ცხოვრება შეცვალა“ - მზია კაპანაძე
"კლინიკა დეამედმა ჩემი ცხოვრება შეცვალა“ - მზია კაპანაძე

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ზოგ­ჯერ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვი­ზი­ტიც კი, შე­იძ­ლე­ბა, არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო შე­დე­გით დას­რულ­დეს... ამის მა­გა­ლი­თად თბი­ლი­სე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის, მზია კა­პა­ნა­ძის ამ­ბა­ვი გა­მოდ­გე­ბა. მზია წლე­ბის წინ, ერთ-ერთ სი­ლა­მა­ზის სა­ლონს თმის ფე­რის გა­სა­ღი­ა­ვებ­ლად ეწ­ვია. თუმ­ცა, ვი­ზი­ტი სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გით ვერ დას­რულ­და. მზი­ამ თა­ვის კა­ნის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო და ალაგ-ალაგ თმაც დასცვივ­და. ამ ყვე­ლა­ფერს კი, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მისი დეპ­რე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა მოჰ­ყვა. მაგ­რამ 15 მარტს, ამ­ბობს, რომ ხე­ლახ­ლა და­ი­ბა­და, რად­გა­ნაც ისეთ კლი­ნი­კა­ში მოხ­ვდა, რო­გო­რიც „დე­ა­მე­დია“ და ისეთ პლას­ტი­კურ ქი­რურგთან, რო­გო­რიც მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, კლი­ნი­კა „დე­ა­მე­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი - დეა პა­პას­კი­რი.

მზია კა­პა­ნა­ძე :

„ჩემი პრობ­ლე­მა წლე­ბის წინ და­ი­წყო - სა­ლონ­ში თმის გა­სა­ღი­ა­ვებ­ლად მი­ვე­დი. სტი­ლის­ტმა სა­ღე­ბა­ვი რომ წა­მის­ვა, ძა­ლი­ან მალე თა­ვის კანი გა­უ­საძ­ლი­სად ამეწ­ვა, ალერ­გია გან­ვი­თარ­და და თან, კა­ნის ისე­თი დამ­წვრო­ბაც მი­ვი­ღე, რომ თა­ვის კან­ზე წყლუ­ლე­ბი გა­მიჩ­ნდა.

დამ­წვრო­ბას ვმკურ­ნა­ლობ­დი, კან­ზე გა­ჩე­ნი­ლი ია­რე­ბი კარ­გად რომ მო­შუ­შე­ბუ­ლი­ყო 6 თვე დამ­ჭირ­და. იმ პე­რი­ოდ­ში პა­რა­ლე­ლუ­რად თმის ცვე­ნაც გრძელ­დე­ბო­და. ნა­წი­ბუ­რებ­ზე კი თმა აღარ მო­ვი­და.

„აბა­დო­კით“ დავ­დი­ო­დი, რომ ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი რო­გორ­მე და­მე­ფა­რა და ზედ­მეტ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბელ შე­კი­თხვებ­საც ავ­ცდე­ნო­დი.

-გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი შე­კი­თხვებს გის­ვამ­დნენ?

კი, მუდ­მი­ვად მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რა მჭირ­და თავ­ზე. ეს არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. უხერ­ხუ­ლო­ბა­საც მიქ­მნი­და .

მას მერე რამ­დე­ნი ხანი გა­ვი­და?

ხუთი წელი. ვმკურ­ნა­ლობ­დი. ბევ­რი სხვა­დას­ხვა მე­თო­დი ვცა­დე. ხალ­ხუ­რი რე­ცეპ­ტე­ბიც კი გა­მო­ვი­ყე­ნე, რომ თმა ამო­სუ­ლი­ყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს გან­წყო­ბა­ზე, ჩემი ცხოვ­რე­ბის ხრისხზე ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებ­და.

_ „დე­ა­მედ­ში“ რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

კლი­ნი­კა­ში მე­გო­ბარ­მა, მაგ­და­ლე­ნა ჯო­ხა­ძემ მი­მიყ­ვა­ნა. მი­თხრა, რომ თმის გა­და­ნერგვის მსურ­ვე­ლე­ბის­თვის სა­ა­ხალ­წლოდ ცხად­დე­ბო­და კონ­კურ­სი. ვინც გა­ი­მარ­ჯვებ­და, მას უფა­სოდ ჩა­უ­ტარ­დე­ბო­და თმის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია. ბევ­რი მა­მა­კა­ცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ქალი მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, კონ­კურ­სში მე­სა­მე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე. ვერ გა­ვი­მარ­ჯვე და ის ერ­თდერ­თი იმე­დიც დავ­კარ­გე, რომ თმის გა­და­ნერგვით ეს პრობ­ლე­მა მო­მიგ­ვარ­დე­ბო­და. გული დამ­წყდა. მაგ­რამ მერე ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი რომ გა­მო­ა­ცხა­დეს, ვერ ვი­ჯე­რებ­დი.

_ ქალ­ბა­ტონ­მა დეამ მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და გა­და­წყვი­ტა - თქვენ­თვის, რო­გორც კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე ერ­თა­დერ­თი ქა­ლის­თვის, ოპე­რა­ცია უფა­სოდ გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ხომ?

კი, სი­ურპრი­ზი მო­მი­წყო - ასე­თი სა­ო­ცა­რი შან­სი მომ­ცა. ოპე­რა­ცია 15 მარტს ჩა­ტარ­და, რო­მელ­მაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ ჩა­ი­ა­რა. სულ რამ­დე­ნი­მე დღეა გა­სუ­ლი და უკვე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. სა­ბო­ლოო შე­დე­გი ერთი წლის თავ­ზე მექ­ნე­ბა. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია ქალ­ბა­ტო­ნი დეა. ამას­თან, დიდი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიც. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მისი წყა­ლო­ბით ხელ­მე­ო­რედ და­ვი­ბა­დე. ყო­ვე­ლი დღე მი­ხა­რია. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მისი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი.

დეა პა­პას­კი­რი . კლი­ნი­კა „დე­ა­მე­დის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი. პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი. მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი : მზი­ას მი­მართ თა­ვი­დან­ვე სუ­ბი­ექ­ტუ­რად გან­ვე­წყვე. მო­მე­წო­ნა მისი სი­თა­მა­მე. ასეთ გა­მოწ­ვე­ვას რომ არ შე­უ­შინ­და და ამ­დენ მა­მა­კაც­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის და­ი­წყო ბრძო­ლა. გუ­ლახ­დი­ლად გე­ტყვით, ჩემ­თვის უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, რო­გო­რი შე­დე­გიც უნდა დამ­დგა­რი­ყო, მზი­ას­თვის თმა აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­მე­ნერ­გა. თუმ­ცა სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე ეს არა­ვის­თვის მით­ქვამს. ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში თმის გა­და­ნერგვა კი­დევ უფრო მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და დახ­ვე­წილ მიდ­გო­მას მო­ი­თხოვს. თუმ­ცა ეს ოპე­რა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ჩემ­თვის. მზი­ას ბედ­ნი­ერ ღი­მილ­ში წვლი­ლი რომ მი­მი­ძღვის, ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

https://www.facebook.com

R

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mdaa
15

Tqven kide atyuebt xalxs?!:) ar daigalet?

ნოე
3

ყოჩაღ მზიკო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"კლინიკა დეამედმა ჩემი ცხოვრება შეცვალა“ - მზია კაპანაძე

"კლინიკა დეამედმა ჩემი ცხოვრება შეცვალა“ - მზია კაპანაძე

წარმოიდგინეთ, რომ ზოგჯერ სილამაზის სალონში ერთი ჩვეულებრივი ვიზიტიც კი, შეიძლება, არც ისე სასიამოვნო შედეგით დასრულდეს... ამის მაგალითად თბილისელი ქალბატონის, მზია კაპანაძის ამბავი გამოდგება. მზია წლების წინ, ერთ-ერთ სილამაზის სალონს თმის ფერის გასაღიავებლად ეწვია. თუმცა, ვიზიტი სასურველი შედეგით ვერ დასრულდა. მზიამ თავის კანის დამწვრობა მიიღო და ალაგ-ალაგ თმაც დასცვივდა. ამ ყველაფერს კი, დიდი ხნის განმავლობაში, მისი დეპრესიული ცხოვრება მოჰყვა. მაგრამ 15 მარტს, ამბობს, რომ ხელახლა დაიბადა, რადგანაც ისეთ კლინიკაში მოხვდა, როგორიც „დეამედია“ და ისეთ პლასტიკურ ქირურგთან, როგორიც მედიცინის დოქტორი, კლინიკა „დეამედის“ დამფუძნებელი და დირექტორი - დეა პაპასკირი.

მზია კაპანაძე :

„ჩემი პრობლემა წლების წინ დაიწყო - სალონში თმის გასაღიავებლად მივედი. სტილისტმა საღებავი რომ წამისვა, ძალიან მალე თავის კანი გაუსაძლისად ამეწვა, ალერგია განვითარდა და თან, კანის ისეთი დამწვრობაც მივიღე, რომ თავის კანზე წყლულები გამიჩნდა.

დამწვრობას ვმკურნალობდი, კანზე გაჩენილი იარები კარგად რომ მოშუშებულიყო 6 თვე დამჭირდა. იმ პერიოდში პარალელურად თმის ცვენაც გრძელდებოდა. ნაწიბურებზე კი თმა აღარ მოვიდა.

„აბადოკით“ დავდიოდი, რომ ტრავმირებული ადგილები როგორმე დამეფარა და ზედმეტ გამაღიზიანებელ შეკითხვებსაც ავცდენოდი.

-გარშემომყოფები შეკითხვებს გისვამდნენ?

კი, მუდმივად მეკითხებოდნენ, რა მჭირდა თავზე. ეს არც ისე სასიამოვნო იყო. უხერხულობასაც მიქმნიდა .

მას მერე რამდენი ხანი გავიდა?

ხუთი წელი. ვმკურნალობდი. ბევრი სხვადასხვა მეთოდი ვცადე. ხალხური რეცეპტებიც კი გამოვიყენე, რომ თმა ამოსულიყო. ეს ყველაფერი ჩემს განწყობაზე, ჩემი ცხოვრების ხრისხზე ძალიან უარყოფითად მოქმედებდა.

_ „დეამედში“ როგორ აღმოჩნდით?

კლინიკაში მეგობარმა, მაგდალენა ჯოხაძემ მიმიყვანა. მითხრა, რომ თმის გადანერგვის მსურველებისთვის საახალწლოდ ცხადდებოდა კონკურსი. ვინც გაიმარჯვებდა, მას უფასოდ ჩაუტარდებოდა თმის გადანერგვის ოპერაცია. ბევრი მამაკაცი მონაწილეობდა, ქალი მხოლოდ მე ვიყავი. მოკლედ, კონკურსში მესამე ადგილი დავიკავე. ვერ გავიმარჯვე და ის ერთდერთი იმედიც დავკარგე, რომ თმის გადანერგვით ეს პრობლემა მომიგვარდებოდა. გული დამწყდა. მაგრამ მერე ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, ვერ ვიჯერებდი.

_ ქალბატონმა დეამ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და გადაწყვიტა - თქვენთვის, როგორც კონკურსში მონაწილე ერთადერთი ქალისთვის, ოპერაცია უფასოდ გაეკეთებინა, ხომ?

კი, სიურპრიზი მომიწყო - ასეთი საოცარი შანსი მომცა. ოპერაცია 15 მარტს ჩატარდა, რომელმაც აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ჩაიარა. სულ რამდენიმე დღეა გასული და უკვე ძალიან ბედნიერი ვარ. საბოლოო შედეგი ერთი წლის თავზე მექნება. საოცარი ადამიანია ქალბატონი დეა. ამასთან, დიდი პროფესიონალიც. შემიძლია ვთქვა, რომ მისი წყალობით ხელმეორედ დავიბადე. ყოველი დღე მიხარია. მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები.

დეა პაპასკირი . კლინიკა „დეამედის“ ხელმძღვანელი. პლასტიკური ქირურგი. მედიცინის დოქტორი : მზიას მიმართ თავიდანვე სუბიექტურად განვეწყვე. მომეწონა მისი სითამამე. ასეთ გამოწვევას რომ არ შეუშინდა და ამდენ მამაკაცში გამარჯვებისთვის დაიწყო ბრძოლა. გულახდილად გეტყვით, ჩემთვის უკვე გადაწყვეტილი მქონდა, როგორი შედეგიც უნდა დამდგარიყო, მზიასთვის თმა აუცილებლად გადამენერგა. თუმცა საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ეს არავისთვის მითქვამს. ქალის შემთხვევაში თმის გადანერგვა კიდევ უფრო მაღალ პროფესიონალიზმს და დახვეწილ მიდგომას მოითხოვს. თუმცა ეს ოპერაცია განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო ჩემთვის. მზიას ბედნიერ ღიმილში წვლილი რომ მიმიძღვის, ეს ძალიან მახარებს.

https://www.facebook.com

R

სენდვიჩი "სოკო" სოკოს გარეშე - სიცილიელი ემიგრანტების შექმნილი უჩვეულო კერძის რეცეპტი შეფისგან

შეზღუდვები, რომლის გათვალისწინებაც ბაკურიანში მშენებლობის დაწყების დროს მოგიწევთ

ანაზღაურების საუკეთესო პირობები ფერმერებისთვის ალდაგში