მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქნება ქვათა ცვენა... მოძრაობაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს" - სპეციალისტების მონიტორინგის პირველადი შედეგი ხვალ გახდება ცნობილი
"იქნება ქვათა ცვენა... მოძრაობაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს" - სპეციალისტების მონიტორინგის პირველადი შედეგი ხვალ გახდება ცნობილი

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის თეა გო­დო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ფერ­დობ­ზე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ მათი სამ­სა­ხუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის პირ­ვე­ლად შე­დე­გებს ხვალ და­დებს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ფერ­დობ­ზე დი­ნა­მი­კა­ში მო­სუ­ლი მე­წყე­რია, რა­საც თან მოჰ­ყვე­ბა ქვა­თა ცვე­ნა. ამას­თან, რო­გორც ის გან­მარ­ტავს, მოძ­რა­ო­ბა­ში და დი­ნა­მი­კა­ში მოყ­ვა­ნი­ლი მე­წყრის წინ ტექ­ნი­კა არ უნდა მუ­შა­ობ­დეს.

"ხვა­ლის­თვის ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის პირ­ვე­ლად შე­დე­გებს და­დებს, თუ რა და­ვი­ნა­ხეთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, დე­ფორ­მა­ცი­ის სიჩ­ქა­რე რო­გო­რია, ეს შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ზუს­ტი, მაგ­რამ მი­ახ­ლო­ე­ბულ შე­ფა­სე­ბას დავ­დებთ. მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვე­ნი ხედ­ვის შე­სა­ხებ. ეს არის მოძ­რა­ო­ბა­ში მო­სუ­ლი მე­წყე­რი, ცხა­დია, ამას არ უნდა კვლე­ვა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქეც ხვდე­ბა რომ დი­ნა­მი­კა­ში მო­სუ­ლი მე­წყე­რია, აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ქვა­თა ცვე­ნა და ასე შემ­დეგ. ყვე­ლა ეს ინ­ფორ­მა­ცია არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ასეთ დროს, რაც ხდე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ნი­ტო­რინ­გი, რომ და­ვი­ნა­ხოთ საით მოძ­რა­ობს ის, რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­რა­მეტ­რი, რო­მე­ლიც უნდა კონ­ტრო­ლირ­დე­ბო­დეს. ვა­დე­ბი გა­დამ­წყვე­ტია, ნა­ლე­ქე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრო­ცე­სი შე­საძ­ლოა, დაჩ­ქარ­დეს. მოძ­რა­ო­ბა­ში და დი­ნა­მი­კა­ში მოყ­ვა­ნი­ლი მე­წყრის წინ ტექ­ნი­კა არ უნდა მუ­შა­ობ­დეს, ნე­ბის­მი­ე­რი ვიბ­რა­ცია პრობ­ლე­მაა", - გა­ნა­ცხა­და გო­დო­ლა­ძემ.

ფერ­დობ­ზე ნაპ­რა­ლის პროგ­რე­სი­რე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მო­ად­გი­ლე, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ა­ნი.

რო­გორც ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მე­წყე­რუ­ლი პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბით ხდე­ბა.

„რაც შე­ე­ხე­ბა ნაპ­რალს, ეს ჯერ სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში მყო­ფი არ არის, რა თქმა უნდა, პროგ­რე­სი­რებს, თუმ­ცა, მი­ნი­მა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბით ხდე­ბა ამ მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ჩვენ უკვე გვექ­ნე­ბა ზუს­ტი პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, ამის შემ­დგომ და­ვი­გეგ­მე­ბით კონ­კრე­ტულ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ბენ­დე­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, ნუ­ცუ­ბი­ძი­სა და ვაშ­ლი­ჯვრის მიმ­დე­ბა­რე ფერ­დობ­ზე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მი­ზე­ზე­ბის შე­სას­წავ­ლად გერ­მა­ნე­ლი გე­ო­ინ­ჟინ­რე­ბი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. ისი­ნი კვლე­ვის სა­მუ­შა­ო­ებ­ში დღეს­ვე ჩა­ერ­თვნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ ნუ­ცუ­ბი­ძი­სა და ვაშ­ლი­ჯვრის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზას­თან მდე­ბა­რე ფერ­დობ­ზე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი გა­აქ­ტი­ურ­და.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, 16 მარ­ტი­დან აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა ორ­მხრი­ვად შე­ი­ზღუ­და.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
19

ვითომ პროფესიონალებმა ძირი გამოუთხარეს

გიორგი
5

თუ სწორად გავიგე, მერიის მუშაკი ბენდელიანი დასკვნებს უწუნებს დედამიწის შემსწავლელი დარგის მეცნიერ–სპეციალისტებს და ეუბნება, გეჩვენებათ მოყვანილი ფაქტებიო, ხომ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"იქნება ქვათა ცვენა... მოძრაობაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს" - სპეციალისტების მონიტორინგის პირველადი შედეგი ხვალ გახდება ცნობილი

"იქნება ქვათა ცვენა... მოძრაობაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს" - სპეციალისტების მონიტორინგის პირველადი შედეგი ხვალ გახდება ცნობილი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების შესახებ მათი სამსახური მონიტორინგის პირველად შედეგებს ხვალ დადებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე დინამიკაში მოსული მეწყერია, რასაც თან მოჰყვება ქვათა ცვენა. ამასთან, როგორც ის განმარტავს, მოძრაობაში და დინამიკაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს.

"ხვალისთვის ჩვენი სამსახური მონიტორინგის პირველად შედეგებს დადებს, თუ რა დავინახეთ, რა მდგომარეობაშია, დეფორმაციის სიჩქარე როგორია, ეს შეიძლება არ იყოს ზუსტი, მაგრამ მიახლოებულ შეფასებას დავდებთ. მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენი ხედვის შესახებ. ეს არის მოძრაობაში მოსული მეწყერი, ცხადია, ამას არ უნდა კვლევა, ჩვეულებრივი მოქალაქეც ხვდება რომ დინამიკაში მოსული მეწყერია, აუცილებლად იქნება ქვათა ცვენა და ასე შემდეგ. ყველა ეს ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი. ასეთ დროს, რაც ხდება, აუცილებელია მონიტორინგი, რომ დავინახოთ საით მოძრაობს ის, რა არის მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც უნდა კონტროლირდებოდეს. ვადები გადამწყვეტია, ნალექების შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, დაჩქარდეს. მოძრაობაში და დინამიკაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს, ნებისმიერი ვიბრაცია პრობლემაა", - განაცხადა გოდოლაძემ.

ფერდობზე ნაპრალის პროგრესირების შესახებ საუბრობს დედაქალაქის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მეწყერული პროცესის მიმდინარეობა მინიმალური მოცულობით ხდება.

„რაც შეეხება ნაპრალს, ეს ჯერ სტაბილიზაციაში მყოფი არ არის, რა თქმა უნდა, პროგრესირებს, თუმცა, მინიმალური მოცულობით ხდება ამ მეწყრული პროცესის მიმდინარეობა. უახლოეს პერიოდში ჩვენ უკვე გვექნება ზუსტი პირველადი მონაცემები, ამის შემდგომ დავიგეგმებით კონკრეტულ სამუშაოებზე“, - განაცხადა ბენდელიანმა.

ცნობისთვის, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურების მიზეზების შესასწავლად გერმანელი გეოინჟინრები თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი კვლევის სამუშაოებში დღესვე ჩაერთვნენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილი ექთნის შესახებ

რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში? - "ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო"

დროის რა პერიოდი უნდა გავიდეს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან მეორემდე და დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია?