სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
29 მარტიდან კ. გამსახურდიას სერიის მესამე ტომი „დავით აღმაშენებელი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად
29 მარტიდან კ. გამსახურდიას სერიის მესამე ტომი „დავით აღმაშენებელი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

გრძელ­დე­ბა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას 7-ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მა. უკვე გა­მო­ვი­და „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“ და რო­მა­ნის „და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ პირ­ვე­ლი ორი წიგ­ნი, 29 მარ­ტი­დან კი ქარ­თველ მკი­თხველს 7-ტო­მე­უ­ლის მე­სა­მე ტო­მის, „და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ (წიგ­ნი 3-4), შე­ძე­ნა შე­ეძ­ლე­ბა. მე­სა­მე ტო­მიც გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად – 15 ლარი.

„და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნია. ეს არის ტეტ­რა­ლო­გია, რო­მელ­საც მწე­რა­ლი 22 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმნი­და - გან­თი­ა­დი­დან გან­თი­ა­დამ­დის, თა­მა­ში­თა და ბრძო­ლით წერ­და თა­ვი­სი გმი­რე­ბის თა­მა­ში­სა და ბრძო­ლის ამ­ბებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სწო­რედ ამ რო­მა­ნის­თვის მი­ე­ნი­ჭა რუს­თა­ვე­ლის პრე­მია 1965 წელს.

უომ­რად მშვი­დო­ბა ვერ იქ­ნე­ბაო - წერს ავ­ტო­რი თა­ვის რო­მან­ში. „და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­საც“ ბევ­რი ომის გა­დახ­და მო­უ­წია. მთა­ვა­რი მტე­რი, ცხა­დია, ოფი­ცი­ო­ზი იყო, რომ­ლის­თვი­საც ქარ­თვე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნარ­ქის ის­ტო­რი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ხელ­საყ­რელ ვი­თა­რე­ბას არ ქმნი­და. მარ­თლაც, იმ­ხნად რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ისე­თი ქარ­თვე­ლი მე­ფის პორ­ტრე­ტი, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში შე­სა­შუ­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა და ქვეყ­ნის კონ­სო­ლი­და­ცია შეძ­ლო. ამი­ტომ იყო, რომ რო­მანს მთელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ასე­ვე მწერ­ლე­ბი­სა და კრი­ტი­კო­სე­ბის ნა­წილ­მა, შე­უ­რი­გე­ბე­ლი ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და, 1950 წელს და­ბეჭ­დი­ლი მე­სა­მე წიგ­ნის მთე­ლი ტი­რა­ჟი კი დაწ­ვეს.

„და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ არის არა მხო­ლოდ რო­მა­ნი, არა­მედ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ო­ფე­ობ­რი­ო­ბის, ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის მთე­ლი პა­რო­ნა­მა,“ - აღ­ნიშ­ნავს კ. გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბის მკვლე­ვა­რი, ლი­ტე­რა­ტო­რი და კრი­ტი­კო­სი სოსო სი­გუა და ამა­ტებს, რომ „ეს მხო­ლოდ რო­მა­ნი კი არ არის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ბრწყინ­ვა­ლე ეპო­ქის მხატ­ვრუ­ლი ასახ­ვაა: თუ რო­გო­რი იყო ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, რო­გორ იბ­რძო­და ქარ­თვე­ლი მეფე, ქარ­თვე­ლი ფე­ო­და­ლი, ქარ­თვე­ლი გლე­ხი სამ­შობ­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი კი ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის არის იდე­ა­ლი, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი“.

კ. გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მა­ნე­ბი და ნო­ვე­ლე­ბი დღემ­დე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ქარ­თველ მკი­თხველ­ში. მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­სად­მი გა­უ­ნე­ლე­ბე­ლი ინ­ტე­რე­სის მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი მა­რა­დი­უ­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კა, მწერ­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლი ხელ­წე­რა და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მხატ­ვრუ­ლი სა­ხე­ე­ბია. ამი­ტომ არის, რომ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მა­ნე­ბი დღემ­დე ღირ­სე­ულ ად­გილს იკა­ვებს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის წიგ­ნის თა­რო­ებ­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, კ. გამ­სა­ხურ­დი­ას 7-ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მა 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყო და 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ყო­ვე­ლი ახა­ლი ტომი თვე­ში ერთხელ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. სე­რი­ის მე­სა­მე ტომი „და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ (წიგ­ნი 2-3) 29 მარ­ტი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 15 ლარი.

მო­ი­კი­თხეთ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

ავტორი:

29 მარტიდან კ. გამსახურდიას სერიის მესამე ტომი „დავით აღმაშენებელი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

29 მარტიდან კ. გამსახურდიას სერიის მესამე ტომი „დავით აღმაშენებელი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

გრძელდება კონსტანტინე გამსახურდიას 7-ტომეულის გამოცემა. უკვე გამოვიდა „მთვარის მოტაცება“ და რომანის „დავით აღმაშენებელი“ პირველი ორი წიგნი, 29 მარტიდან კი ქართველ მკითხველს 7-ტომეულის მესამე ტომის, „დავით აღმაშენებელი“ (წიგნი 3-4), შეძენა შეეძლება. მესამე ტომიც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად – 15 ლარი.

„დავით აღმაშენებელი“ კონსტანტინე გამსახურდიას ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული რომანია. ეს არის ტეტრალოგია, რომელსაც მწერალი 22 წლის განმავლობაში ქმნიდა - განთიადიდან განთიადამდის, თამაშითა და ბრძოლით წერდა თავისი გმირების თამაშისა და ბრძოლის ამბებს. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე გამსახურდიას სწორედ ამ რომანისთვის მიენიჭა რუსთაველის პრემია 1965 წელს.

უომრად მშვიდობა ვერ იქნებაო - წერს ავტორი თავის რომანში. „დავით აღმაშენებელსაც“ ბევრი ომის გადახდა მოუწია. მთავარი მტერი, ცხადია, ოფიციოზი იყო, რომლისთვისაც ქართველების ყველაზე დიდი მონარქის ისტორიების გავრცელება ხელსაყრელ ვითარებას არ ქმნიდა. მართლაც, იმხნად რუსული პოლიტიკისთვის მიუღებელი იყო ისეთი ქართველი მეფის პორტრეტი, რომელმაც ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში შესაშური რეფორმების გატარება და ქვეყნის კონსოლიდაცია შეძლო. ამიტომ იყო, რომ რომანს მთელმა ხელისუფლებამ, ასევე მწერლებისა და კრიტიკოსების ნაწილმა, შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა, 1950 წელს დაბეჭდილი მესამე წიგნის მთელი ტირაჟი კი დაწვეს.

„დავით აღმაშენებელი“ არის არა მხოლოდ რომანი, არამედ ჩვენი სახელმწიოფეობრიობის, ჩვენი ისტორიის მთელი პარონამა,“ - აღნიშნავს კ. გამსახურდიას შემოქმედების მკვლევარი, ლიტერატორი და კრიტიკოსი სოსო სიგუა და ამატებს, რომ „ეს მხოლოდ რომანი კი არ არის, არამედ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ეპოქის მხატვრული ასახვაა: თუ როგორი იყო ქართული სახელმწიფოებრიობა, როგორ იბრძოდა ქართველი მეფე, ქართველი ფეოდალი, ქართველი გლეხი სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის. დავით აღმაშენებელი კი ყველა ქართველისთვის არის იდეალი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი“.

კ. გამსახურდიას რომანები და ნოველები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მკითხველში. მწერლის შემოქმედებისადმი გაუნელებელი ინტერესის მთავარი საფუძველი მარადიული პრობლემატიკა, მწერლის გამორჩეული ხელწერა და დასამახსოვრებელი მხატვრული სახეებია. ამიტომ არის, რომ კონსტანტინე გამსახურდიას რომანები დღემდე ღირსეულ ადგილს იკავებს ქართველი მკითხველის წიგნის თაროებზე.

შეგახსენებთ, კ. გამსახურდიას 7-ტომეულის გამოცემა 1-ლი თებერვლიდან დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. სერიის მესამე ტომი „დავით აღმაშენებელი“ (წიგნი 2-3) 29 მარტიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 15 ლარი.

მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

დღეს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ ბოლო, მეშვიდე ტომი, გამოვიდა

გოდერძი ჩოხელისა და გურამ პეტრიაშვილის ნაწარმოებები გერმანულ და ფრანგულ ენებზე ითარგმნება

4 შეკითხვა, რომლებიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის