„ასტრაზენეკასა“ და „ოქსფორდის უნივერსიტეტის“ ვაქცინამ აშშ-ში ჩატარებულ კვლევაში სიმპტომური დაავადების პრევენციის კუთხით 79%-იანი ეფექტურობა აჩვენა, - ამის შესახებ კომპანია „ასტრაზენეკამ“ განაცხადა.
ამასთან, ფარმაცევტული კომპანიის ცნობით, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაქცინა დაავადების მძიმე და კრიტიკული ფორმების წინააღმდეგ 100%-ით ეფექტურია.
„ასტრაზენეკაში“ ასევე აცხადებენ, რომ უსაფრთხოების დამოუკიდებელმა კომიტეტმა აშშ-ში ჩატარებული კვლევის ფარგლებში თრომბისა და ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის წარმოქმნასთან დაკავშირებული შემოწმებაც ჩაატარა და დაადგინა, რომ კვლევაში მონაწილე 21 583 ადამიანში, რომლებსაც ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა გაუკეთდა, თრომბოზის ან მისთვის დამახასიათებელი მოვლენების რისკი არ გაზრდილა.
კომპანიის ცნობით, კვლევის შედეგად არც ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გაეთრიეთ რაააააა...არ დაბლოკოთ..ამოხვედით ყელში..
ეგ პროცენტი აჩვენა ჩვეულებრივი კოვიდ 19 თან მიმართებაში,ამჟამად 1 ადგილზეა კოვიდ 19 ის ვარიაცია ბრიტანული ვარიანტი ყველგან.აი მაგ ვარიანტთან რამდენი პროცენტია ეფექტურობა? თვითონ ასტრა ზენეკას შემქმნელები ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ,იმიტომ რომ ამერიკაში კვლევა მაგის თაობაზე ჯერაც არ დამთავრებულა.აი ფაიზერი კი გამოსცადეს ასტრა ზენეკას შემქმნელებმა და მაღალი ეფექტიანობა მიიღეს.