მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ცხოვრებაში იყო ემოციური ნგრევა... რაღაც მხრივ ალკოჰოლზე დამოკიდებული ვიყავი" - რატომ ჩამოშორდა კოტე მათითაშვილი პლასტიკურ ქირურგიას და რა ტრანსფორმაცია განიცადა მან
"ჩემს ცხოვრებაში იყო ემოციური ნგრევა... რაღაც მხრივ ალკოჰოლზე დამოკიდებული ვიყავი" - რატომ ჩამოშორდა კოტე მათითაშვილი პლასტიკურ ქირურგიას და რა ტრანსფორმაცია განიცადა მან

"დად­გა დრო, როცა და­ვი­ღა­ლე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ემო­ცი­უ­რად, ფი­ზი­კუ­რა­დაც და გავ­ჩერ­დი“, - ამ­ბობს წარ­მა­ტე­ბუ­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი. ის უკვე შვი­დი თვეა, რაც ჩა­მო­შორ­და რო­გორც ქი­რურ­გი­ას, ისე ყვე­ლა სხვა საქ­მი­ა­ნო­ბას. რა გზა გა­ი­ა­რა კო­ტემ ამ შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, AMBEBI.GE-ს უამ­ბობს...

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი უცებ ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­შორ­დით, რა მოხ­და?

- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც მას რა­ღაც ღლის ან ცვლი­ლე­ბაა სა­ჭი­რო. 25 წელი ვე­წე­ო­დი აქ­ტი­ურ ქი­რურ­გი­ულ პრაქ­ტი­კას, რა­მაც საკ­მა­ოდ დიდი დრო და ადა­მი­ა­ნუ­რი ენერ­გია წა­ი­ღო. და­ვი­ღა­ლე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ემო­ცი­უ­რად, ფი­ზი­კუ­რა­დაც და გავ­ჩერ­დი... შე­სა­ბა­მი­სად, რა­ღაც მო­მენ­ტში გაჩ­ნდა ის და­ძა­ბუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ხელს მიშ­ლი­და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში - სამ­სა­ხურ­ში, სახ­ლში, მე­გობ­რებ­თან, სა­კუ­თარ თავ­თან და მივ­ხვდი, რომ ან სა­კუ­თა­რი თავი უნდა შე­მეც­ვა­ლა, ან გა­რე­მო, მაგ­რამ საქ­მე ისაა, რომ გა­რე­მოს შეც­ვლი­სას, ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს თუ არ შეც­ვლის, ისევ იგი­ვე ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. ად­გილს შე­იც­ვლი, სა­ცხოვ­რე­ბელს თუ გა­რე­მო ფაქ­ტო­რებს, შენ მა­ინც შენ ხარ.

- ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი ცვლი­ლე­ბას ტრა­გი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მო­მენ­ტე­ბის შემ­დეგ ცდი­ლო­ბენ, თქვენ რო­გორ მიხ­ვდით, რომ რა­ღაც უნდა შე­გეც­ვა­ლათ?

- არ ვიცი, რას­თან და­ვა­კავ­ში­რო, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც იყო ემო­ცი­უ­რი ნგრე­ვა. დად­გა მო­მენ­ტი, რო­დე­საც გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, ჩემს თავს გვერ­დი­დან შევ­ხე­დე, და­ვაკ­ვირ­დი რა მღლი­და, რით ვი­ყა­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლო, რით - კმა­ყო­ფი­ლი; ბოლო წლებ­ში რას მი­ვაღ­წიე, რა ნე­გა­ტი­უ­რი მო­მენ­ტე­ბი გაჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რამ გა­დამ­ღა­ლა და გა­დამ­წვა. გარ­და ამი­სა, ში­ნა­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბიც იყო. ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა, ისე და­ა­ლა­გო ცხოვ­რე­ბა, რომ სრუ­ლი­ად ბედ­ნი­ე­რი იყო, მაგ­რამ მე ისე მივ­ყვე­ბო­დი ამ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­სა და რუ­ტი­ნას დი­ლი­დან ღა­მემ­დე, ფიქ­რის დრო ნაკ­ლე­ბად მრჩე­ბო­და. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც აღე­ბუ­ლი მქონ­და ჩემი ოჯა­ხი­სა და ზო­გა­დად, ჩემ გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, იმ­ხე­ლა წნე­ხი აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ვი­ღა­ლე. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ იმ ეტა­პის­თვის ჩემ­თვის ქი­რურ­გია ზედ­მე­ტი იყო. ასე­თი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი რე­ჟი­მი მქონ­და, თან პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი იყო. მოკ­ლედ, მთე­ლი რიგი ფაქ­ტო­რე­ბი ჩა­ერ­თო იმა­ში, რომ მე სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და ცხოვ­რე­ბის­თვის გა­და­მე­ხე­და.

- რას აკე­თებ­დით ეს თვე­ე­ბი?

- აღ­მოვ­ჩნდი ისეთ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში, სა­დაც და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, იქ გა­ვი­ცა­ნი ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ფსი­ქო­ლო­გი, ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი რამ ვის­წავ­ლე ჩემი თა­ვის­თვი­საც და სხვე­ბის­თვი­საც. მა­შინ დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და, რომ ამ დარ­გს მივ­ყო­ლო­დი და გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მე თვი­თონ გა­მო­მად­გა იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მი­მაჩ­ნდა, რომ გა­და­ვი­ღა­ლე. ამ დროს ჭი­და­ო­ბა, სა­კუ­თარ თავ­ზე ძა­ლა­დო­ბა, გა­რეთ ხე­ლის გაშ­ვე­რა არ არის სწო­რი, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ თვი­თონ მივ­ხე­დავ სა­კუ­თარ თავს, "გა­და­ვა­რეს­ტარ­ტებ" ჩემს ში­ნა­გან სამ­ყა­როს, დავ­მშვიდ­დე­ბი, დავ­წყნარ­დე­ბი. 6-7 თვეა, სამ­სა­ხუ­რებს მო­წყვე­ტი­ლი ვარ, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

- რო­გორც ახ­სე­ნეთ, ამ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რებს, თქვენ რაზე იყა­ვით და­მო­კი­დე­ბუ­ლი?

- ვერ ვი­ტყვი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი დო­ზით მო­ვიხ­მარ­დი, მაგ­რამ რა­ღაც მხრივ ალ­კოჰოლ­ზე ვი­ყა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორც ყვე­ლა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად მეც ვა­ტა­რებ­დი დროს და ვქე­ი­ფობ­დი. ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა გა­ნუ­ლე­ბუ­ლი მაქვს. ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლა მო­მენ­ტე­ბი, როცა ალ­კოჰო­ლი და­მი­ლე­ვია, მაგ­რამ ისე, სიმპტო­მუ­რად - არა. ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა - ეს არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კის სიმპტო­მი. ალ­კოჰო­ლით ცხოვ­რე­ბის შე­ლა­მა­ზე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლეა. ფხიზ­ლად ცხოვ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით ლა­მა­ზია. რე­ა­ლო­ბის და­ნახ­ვა ად­ვი­ლი არ არის, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოა.

- არ გე­ნატ­რე­ბო­დათ სამ­სა­ხუ­რი, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი?

- კი, რო­გორ არა. ჩემ­თვი­საც და ქვეყ­ნის­თვის გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ამ დარ­გს ტო­ვებს. ეს აღიქ­მე­ბა, რო­გორც ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო რამ, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ჩემი ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბე­ბი. ვფიქ­რობ, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბით შევ­ძე­ლი (აქ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი) ის, რომ ახლა გა­მიჩ­ნდა ხუთი ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი, ხუთი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა.

- რო­გორც ჩანს, ამ ძი­ე­ბა­ში თქვე­ნი მე­უღ­ლეც გვერ­დით გედ­გათ, მაგ­რამ პრო­ტეს­ტის მო­მენ­ტე­ბი არ ჰქონ­და?

- უდი­დე­სი როლი აქვს ჩემ გვერ­დით მდგომ ადა­მი­ანს. მე­უღ­ლეა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ახლო მყო­ფი ადა­მი­ა­ნი და ბუ­ნებ­რი­ვია, ეკას მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მე შევ­ცვა­ლე რე­ჟი­მი, შევ­წყვი­ტე სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლი, მისი მხრი­დან არ ყო­ფი­ლა მი­თი­თე­ბა ან თხოვ­ნა - აბა, ახლა იქ­ნებ რამე და­ი­წყო! შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეკა ყა­ვარ­ჯე­ნი­ვით ამო­მიდგა. 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მქო­ნია პე­რი­ო­დი, თუნ­დაც ერთი დღე არ მეშ­რო­მა. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, ახალ რე­ა­ლო­ბა­ში, უცებ ასე­თი კოტე რომ გაჩ­ნდა, იფიქ­რა იმ ადა­მი­ან­მა, - რა­ღაც ისე ვერ არი­სო. რო­გორც კი მიხ­ვდა, რომ ემო­ცი­ე­ბის და­წყნა­რე­ბა, დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის დაბ­ლა და­წე­ვა მჭირ­დე­ბო­და, სრუ­ლი­ად ემ­პა­თი­ით მი­უდ­გა ამ ამ­ბავს.

- რა არის ის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც გა­და­ა­ფა­სეთ, რო­გორ აი­სა­ხა ეს ცვლი­ლე­ბე­ბი თქვენ­ზე?

- მთა­ვა­რი, რაც ჩემ­ში შე­იც­ვა­ლა, ეს არის არა მოვ­ლე­ნებ­ში ცხოვ­რე­ბა, არა­მედ მო­მენ­ტით ცხოვ­რე­ბა, აქ და ახლა. ჯერ კი­დევ გა­მირ­ბის ეს ყვე­ლა­ფე­რი და დი­ლით სა­ღა­მო­ზე ვფიქ­რობ. აქ და ახლა ცხოვ­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გია არის მთა­ვა­რი, ამა­ზე ვმუ­შა­ობ და მინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­კე­თი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვი­ღო და შე­ვირ­გო ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხდე­ბა და ასე­ვე გავ­ცე ყვე­ლა სი­კე­თე. პირ­ველ რიგ­ში, ეს და­ვა­ფა­სე, მერე და­ვა­ფა­სე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემ გვერ­დით არის. თუკი ადრე ამას სიყ­ვა­რულს ვუ­წო­დებ­დი, ახლა მე მათ­კენ უნდა ვიხ­რე­ბო­დე ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­წო­რად არ მი­ცხოვ­რია, მაგ­რამ ამას სა­ზღვა­რი არ აქვს, შე­იძ­ლე­ბა, მეტი და მეტი გას­ცე. ადრე თუ ვი­ყა­ვი - მე და სამ­ყა­რო, ახლა ვცდი­ლობ, მე ვიყო ამ სამ­ყა­რო­ში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, თუ ადრე ფი­ცხი გუ­რუ­ლი ვი­ყა­ვი, ახლა დინ­ჯი გუ­რუ­ლი გავ­ხდი.

- დღეს, ამ­ხე­ლა გარ­დაქ­მნის შემ­დეგ, გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას რომ გა­დავ­ხე­დოთ, რა­მეს შეც­ვლი­დით?

- არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. ყვე­ლა­ფერს ზუს­ტად ისე გა­ვა­კე­თებ­დი, რო­გორც გა­ვა­კე­თე, რად­გან იმ გზით მო­ვე­დი იქ, სა­დაც მო­ვე­დი. სხვა რამ რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, შე­საძ­ლოა, ასე­თი მო­მენ­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ დამ­დგა­რი­ყო. არა­ფერს ვნა­ნობ, ყვე­ლა ჩემი შეც­დო­მა მიყ­ვარს, ჩემს თავს უამ­რა­ვი შეც­დო­მა ვა­პა­ტიე და ვი­საც ვატ­კი­ნე, იმა­თაც ვთხო­ვე პა­ტი­ე­ბა. ჯერ არ ვიცი, რა მე­ლის წინ, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა ისე გან­სხვავ­დე­ბა წარ­სუ­ლის­გან, რომ ვერ აღ­გი­წერთ.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
13

დედააა რა ნაკოლკიანი მზეთუნახავი ყავს პარტნიორად

123
33

ახალი დალაილამა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ჩემს ცხოვრებაში იყო ემოციური ნგრევა... რაღაც მხრივ ალკოჰოლზე დამოკიდებული ვიყავი" - რატომ ჩამოშორდა კოტე მათითაშვილი პლასტიკურ ქირურგიას და რა ტრანსფორმაცია განიცადა მან

"ჩემს ცხოვრებაში იყო ემოციური ნგრევა... რაღაც მხრივ ალკოჰოლზე დამოკიდებული ვიყავი" - რატომ ჩამოშორდა კოტე მათითაშვილი პლასტიკურ ქირურგიას და რა ტრანსფორმაცია განიცადა მან

"დადგა დრო, როცა დავიღალე ფსიქოლოგიურად, ემოციურად, ფიზიკურადაც და გავჩერდი“, - ამბობს წარმატებული პლასტიკური ქირურგი და ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი კოტე მათითაშვილი. ის უკვე შვიდი თვეა, რაც ჩამოშორდა როგორც ქირურგიას, ისე ყველა სხვა საქმიანობას. რა გზა გაიარა კოტემ ამ შვიდი თვის განმავლობაში, AMBEBI.GE-ს უამბობს...

- წარმატებული პლასტიკური ქირურგი, ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი უცებ ყველა საქმიანობას ჩამოშორდით, რა მოხდა?

- ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მას რაღაც ღლის ან ცვლილებაა საჭირო. 25 წელი ვეწეოდი აქტიურ ქირურგიულ პრაქტიკას, რამაც საკმაოდ დიდი დრო და ადამიანური ენერგია წაიღო. დავიღალე ფსიქოლოგიურად, ემოციურად, ფიზიკურადაც და გავჩერდი... შესაბამისად, რაღაც მომენტში გაჩნდა ის დაძაბულობა, რომელიც ხელს მიშლიდა ყოველდღიურ ცხოვრებაში - სამსახურში, სახლში, მეგობრებთან, საკუთარ თავთან და მივხვდი, რომ ან საკუთარი თავი უნდა შემეცვალა, ან გარემო, მაგრამ საქმე ისაა, რომ გარემოს შეცვლისას, ადამიანი საკუთარ თავს თუ არ შეცვლის, ისევ იგივე ვითარებაში აღმოჩნდება. ადგილს შეიცვლი, საცხოვრებელს თუ გარემო ფაქტორებს, შენ მაინც შენ ხარ.

- ხშირად ადამიანები ცვლილებას ტრაგიკული ცხოვრებისეული მომენტების შემდეგ ცდილობენ, თქვენ როგორ მიხვდით, რომ რაღაც უნდა შეგეცვალათ?

- არ ვიცი, რასთან დავაკავშირო, მაგრამ ჩემს ცხოვრებაშიც იყო ემოციური ნგრევა. დადგა მომენტი, როდესაც გარემო ფაქტორები გავაანალიზე, ჩემს თავს გვერდიდან შევხედე, დავაკვირდი რა მღლიდა, რით ვიყავი უკმაყოფილო, რით - კმაყოფილი; ბოლო წლებში რას მივაღწიე, რა ნეგატიური მომენტები გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რამ გადამღალა და გადამწვა. გარდა ამისა, შინაგანი ფაქტორებიც იყო. ადამიანმა შეიძლება, ისე დაალაგო ცხოვრება, რომ სრულიად ბედნიერი იყო, მაგრამ მე ისე მივყვებოდი ამ ყოველდღიურობასა და რუტინას დილიდან ღამემდე, ფიქრის დრო ნაკლებად მრჩებოდა. პასუხისმგებლობები, რომელიც აღებული მქონდა ჩემი ოჯახისა და ზოგადად, ჩემ გარშემო ადამიანების მიმართ, იმხელა წნეხი აღმოჩნდა, რომ დავიღალე. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ იმ ეტაპისთვის ჩემთვის ქირურგია ზედმეტი იყო. ასეთი არაადეკვატური რეჟიმი მქონდა, თან პანდემიის პერიოდი იყო. მოკლედ, მთელი რიგი ფაქტორები ჩაერთო იმაში, რომ მე საკუთარი თავისთვის და ცხოვრებისთვის გადამეხედა.

- რას აკეთებდით ეს თვეები?

- აღმოვჩნდი ისეთ სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც დამოკიდებულებების მკურნალობა მიმდინარეობს, იქ გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, ფსიქოლოგი, ძალიან ბევრი ახალი რამ ვისწავლე ჩემი თავისთვისაც და სხვებისთვისაც. მაშინ დიდი სურვილი მქონდა, რომ ამ დარგს მივყოლოდი და გამომეყენებინა ის ინსტრუმენტები, რომლებიც მე თვითონ გამომადგა იმ პერიოდში, როდესაც მიმაჩნდა, რომ გადავიღალე. ამ დროს ჭიდაობა, საკუთარ თავზე ძალადობა, გარეთ ხელის გაშვერა არ არის სწორი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ თვითონ მივხედავ საკუთარ თავს, "გადავარესტარტებ" ჩემს შინაგან სამყაროს, დავმშვიდდები, დავწყნარდები. 6-7 თვეა, სამსახურებს მოწყვეტილი ვარ, ყველა მიმართულებით.

- როგორც ახსენეთ, ამ სარეაბილიტაციო ცენტრში დამოკიდებულებების მკურნალობა მიმდინარებს, თქვენ რაზე იყავით დამოკიდებული?

- ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით დიდი დოზით მოვიხმარდი, მაგრამ რაღაც მხრივ ალკოჰოლზე ვიყავი დამოკიდებული. როგორც ყველა, მეგობრებთან ერთად მეც ვატარებდი დროს და ვქეიფობდი. ალკოჰოლის მოხმარება განულებული მაქვს. ამ თვეების განმავლობაში ყოფილა მომენტები, როცა ალკოჰოლი დამილევია, მაგრამ ისე, სიმპტომურად - არა. ალკოჰოლის მოხმარება - ეს არის დამოკიდებული ადამიანის ფსიქიკის სიმპტომი. ალკოჰოლით ცხოვრების შელამაზება აბსოლუტური სისულელეა. ფხიზლად ცხოვრება გაცილებით ლამაზია. რეალობის დანახვა ადვილი არ არის, მაგრამ ყველაზე სასიამოვნოა.

- არ გენატრებოდათ სამსახური, აქტიური ცხოვრების რიტმი?

- კი, როგორ არა. ჩემთვისაც და ქვეყნისთვის გულდასაწყვეტია, რომ ამ წლების განმავლობაში მომზადებული სპეციალისტი ამ დარგს ტოვებს. ეს აღიქმება, როგორც ყველასთვის ძალიან არასასიამოვნო რამ, მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორი იქნებოდა ჩემი შინაგანი განწყობები. ვფიქრობ, საკუთარ თავზე მუშაობით შევძელი (აქ მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობაზეა ლაპარაკი) ის, რომ ახლა გამიჩნდა ხუთი ახალი სამსახური, ხუთი დამოუკიდებელი მიმართულება.

- როგორც ჩანს, ამ ძიებაში თქვენი მეუღლეც გვერდით გედგათ, მაგრამ პროტესტის მომენტები არ ჰქონდა?

- უდიდესი როლი აქვს ჩემ გვერდით მდგომ ადამიანს. მეუღლეა ყველაზე მნიშვნელოვანი ახლო მყოფი ადამიანი და ბუნებრივია, ეკას მხარდაჭერა გამოიხატებოდა იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც მე შევცვალე რეჟიმი, შევწყვიტე სამსახურში სიარული, მისი მხრიდან არ ყოფილა მითითება ან თხოვნა - აბა, ახლა იქნებ რამე დაიწყო! შეიძლება ითქვას, რომ ეკა ყავარჯენივით ამომიდგა. 25 წლის განმავლობაში არ მქონია პერიოდი, თუნდაც ერთი დღე არ მეშრომა. ამ ყველაფრის შემდეგ, ახალ რეალობაში, უცებ ასეთი კოტე რომ გაჩნდა, იფიქრა იმ ადამიანმა, - რაღაც ისე ვერ არისო. როგორც კი მიხვდა, რომ ემოციების დაწყნარება, დუღილის ტემპერატურის დაბლა დაწევა მჭირდებოდა, სრულიად ემპათიით მიუდგა ამ ამბავს.

- რა არის ის მთავარი ღირებულებები, რაც გადააფასეთ, როგორ აისახა ეს ცვლილებები თქვენზე?

- მთავარი, რაც ჩემში შეიცვალა, ეს არის არა მოვლენებში ცხოვრება, არამედ მომენტით ცხოვრება, აქ და ახლა. ჯერ კიდევ გამირბის ეს ყველაფერი და დილით საღამოზე ვფიქრობ. აქ და ახლა ცხოვრების ტექნოლოგია არის მთავარი, ამაზე ვმუშაობ და მინდა, მაქსიმალური სიკეთითა და სიყვარულით მივიღო და შევირგო ყველაფერი, რაც ხდება და ასევე გავცე ყველა სიკეთე. პირველ რიგში, ეს დავაფასე, მერე დავაფასე ყველა ადამიანი, ვინც ჩემ გვერდით არის. თუკი ადრე ამას სიყვარულს ვუწოდებდი, ახლა მე მათკენ უნდა ვიხრებოდე ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ არასწორად არ მიცხოვრია, მაგრამ ამას საზღვარი არ აქვს, შეიძლება, მეტი და მეტი გასცე. ადრე თუ ვიყავი - მე და სამყარო, ახლა ვცდილობ, მე ვიყო ამ სამყაროში. განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა, თუ ადრე ფიცხი გურული ვიყავი, ახლა დინჯი გურული გავხდი.

- დღეს, ამხელა გარდაქმნის შემდეგ, განვლილ ცხოვრებას რომ გადავხედოთ, რამეს შეცვლიდით?

- არავითარ შემთხვევაში. ყველაფერს ზუსტად ისე გავაკეთებდი, როგორც გავაკეთე, რადგან იმ გზით მოვედი იქ, სადაც მოვედი. სხვა რამ რომ გამეკეთებინა, შესაძლოა, ასეთი მომენტი ჩემს ცხოვრებაში არ დამდგარიყო. არაფერს ვნანობ, ყველა ჩემი შეცდომა მიყვარს, ჩემს თავს უამრავი შეცდომა ვაპატიე და ვისაც ვატკინე, იმათაც ვთხოვე პატიება. ჯერ არ ვიცი, რა მელის წინ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი რეალობა ისე განსხვავდება წარსულისგან, რომ ვერ აღგიწერთ.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

მეუფე სტეფანეს განმარტებით,  სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები,  თითქოს აივნიდან მრევლის გადაყრა მისი ბრძანება იყო

ვინ მოიგო მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში'' 50 000 ლარი?

პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა