მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინგუშებმა ქართველები მოიკითხეს. მათ გაუწიეს დახმარება. ამას გაოგნებული უყურებდნენ რუსები, თურქები, სომხები..." - რა მოხდა ლარსის საგუშაგოსთან
"ინგუშებმა ქართველები მოიკითხეს. მათ გაუწიეს დახმარება. ამას გაოგნებული უყურებდნენ რუსები, თურქები, სომხები..." - რა მოხდა ლარსის საგუშაგოსთან

ჟურ­ნა­ლის­ტი შო­რე­ნა მარ­სა­გიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს ამ­ბავს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ ინ­გუ­შე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უს­ვამს ხაზს. პოსტს დარ­თუ­ლი აქვს ფო­ტო­ე­ბიც:

"რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­თან, არ­მი­სუ­ლი ლარ­სის სა­გუ­შა­გო­ზე (რუ­სე­თის მხრი­დან) სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის კო­ლო­ნაა გა­ჩე­რე­ბუ­ლი. 350 სატ­ვირ­თო მა­ინც დგას. მათ სა­ზღვარ­ზე არ ატა­რე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო გზა­ზე ზვა­ვია ჩა­მო­წო­ლი­ლი და გზაა ჩა­კე­ტი­ლი.

ეს სატ­ვირ­თო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე იდ­გნენ სა­ზღვარ­თან. მათ და­სახ­მა­რებ­ლად საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბით და სას­მე­ლი წლით დატ­ვირ­თუ­ლი ინ­გუ­შე­ბი მი­ვიდ­ნენ.

შო­რი­ახ­ლოს სა­ვე­ლე სამ­ზა­რე­უ­ლოს მსგავ­სიც მო­ა­წყვეს, რომ გა­ყი­ნუ­ლი მძღო­ლე­ბის­თვის ცხე­ლი საჭ­მე­ლი ეჭ­მი­ათ. ინ­გუ­შებ­მა პირ­ველ რიგ­ში ქარ­თვე­ლე­ბი მო­ი­კი­თხეს. მათ გა­უ­წი­ეს დახ­მა­რე­ბა. ამას გა­ოგ­ნე­ბუ­ლი უყუ­რებ­დნენ რუ­სე­ბი, თურ­ქე­ბი, სომ­ხე­ბი და შუა აზი­ე­ლე­ბი ( მათ ხომ არ იცოდ­ნენ ჩვე­ნი და ინ­გუ­შე­ბის ძმო­ბის ის­ტო­რია).

ინ­გუ­შებს არც ისი­ნი და­უ­ტო­ვე­ბი­ათ უყუ­რა­დღე­ბოდ, მაგ­რამ ქარ­თველ მძღო­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით პატ­რო­ნობ­დნენ. მათ­თან სუ­რა­თებს იღებ­დნენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ატ­ვირ­თეს და ასე წე­რენ, ჩვე­ნი ძმე­ბი ქარ­თვე­ლე­ბიო.

მიყ­ვარს კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა ძვირ­ფას ინ­გუ­შებს", - წერს მარ­სა­გიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 109 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

გაიხარეთ ინგუშებო, უფალმა დალოცოს ქართველი და ინგუში ერი , მათი ძმობა და მეგობრობა 🥰

Gigi
9

ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე ვაჟკაცი და პატიოსანი ხალხია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ინგუშებმა ქართველები მოიკითხეს. მათ გაუწიეს დახმარება. ამას გაოგნებული უყურებდნენ რუსები, თურქები, სომხები..." - რა მოხდა ლარსის საგუშაგოსთან

"ინგუშებმა ქართველები მოიკითხეს. მათ გაუწიეს დახმარება. ამას გაოგნებული უყურებდნენ რუსები, თურქები, სომხები..." - რა მოხდა ლარსის საგუშაგოსთან

ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს ამბავს, რომელიც ქართველების მიმართ ინგუშების დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. პოსტს დართული აქვს ფოტოებიც:

"რუსეთ-საქართველოს საზღვართან, არმისული ლარსის საგუშაგოზე (რუსეთის მხრიდან) სატვირთო მანქანების კოლონაა გაჩერებული. 350 სატვირთო მაინც დგას. მათ საზღვარზე არ ატარებენ. საქართველოს სამხედრო გზაზე ზვავია ჩამოწოლილი და გზაა ჩაკეტილი.

ეს სატვირთოები რამდენიმე დღე იდგნენ საზღვართან. მათ დასახმარებლად საკვები პროდუქტებით და სასმელი წლით დატვირთული ინგუშები მივიდნენ.

შორიახლოს საველე სამზარეულოს მსგავსიც მოაწყვეს, რომ გაყინული მძღოლებისთვის ცხელი საჭმელი ეჭმიათ. ინგუშებმა პირველ რიგში ქართველები მოიკითხეს. მათ გაუწიეს დახმარება. ამას გაოგნებული უყურებდნენ რუსები, თურქები, სომხები და შუა აზიელები ( მათ ხომ არ იცოდნენ ჩვენი და ინგუშების ძმობის ისტორია).

ინგუშებს არც ისინი დაუტოვებიათ უყურადღებოდ, მაგრამ ქართველ მძღოლებს განსაკუთრებით პატრონობდნენ. მათთან სურათებს იღებდნენ. სოციალურ ქსელშიც ატვირთეს და ასე წერენ, ჩვენი ძმები ქართველებიო.

მიყვარს კეთილი ადამიანები. ჩემი პატივისცემა ძვირფას ინგუშებს", - წერს მარსაგიშვილი.