პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი თურქი მსახიობები, რომლებსაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ
ცნობილი თურქი მსახიობები, რომლებსაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ

ხში­რად ხუმ­რო­ბენ, რომ 90-იანი წლე­ბის სიმ­ძი­მე ქარ­თვე­ლებს ბრა­ზი­ლი­ურ­მა საპ­ნის ოპე­რებ­მა გა­და­ა­ტა­ნი­ნა, დღეს კი უკვე პან­დე­მი­ის სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა­ში თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, თურ­ქი მსა­ხი­ო­ბე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და თან ისე­თი პო­პუ­ლა­რო­ბით, რომ მათ "ფე­ის­ბუ­ქის" ქარ­თულ სივ­რცე­ში არა­ერთ ფან­გვერდს ნა­ხავთ.

ვნა­ხოთ, ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბე­ბი წარ­მო­გიდ­გი­ნოთ, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნე­თი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შე­უყ­ვარ­დათ:

  • ბუ­რაქ ოზჩი­ვი­თი და ფაჰ­რიე ევ­ჯე­ნი

ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სე­რი­ალ Çalıkuşu-ს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შეხ­ვდნენ და მალე ერ­თმა­ნე­თიც შე­უყ­ვარ­დათ. ორი­ვე მათ­გა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის გა­მორ­ჩე­უ­ლად კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვე­ბი არი­ან. 2017 წელს წყვი­ლი და­ი­ნიშ­ნა და ამა­ვე წელს სტამ­ბოლ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მო­და. მსა­ხი­ო­ბებს 2019 წელს პირ­ვე­ლი შვი­ლი, ვაჟი ქა­რა­ნი შე­ე­ძი­ნა.

  • ნეს­ლი­ჰან ათა­გუ­ლი და ქა­დირ დო­ღუ­ლუ

კი­დევ ერთი ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლი თურ­ქე­თი­დან. მა­თაც ერ­თმა­ნე­თი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­იც­ნეს და შე­უ­ყყ­ვარ­დათ. ერ­თმა­ნეთს სე­რი­ალ "სტამ­ბო­ლის ორი მხა­რის“ გა­და­ღე­ბე­ბი­სას შეხ­ვდნენ. ორი­ვეს მთა­ვა­რი როლი ჰქონ­და. ქა­დი­რი ამ­ბობს, რომ მო­მა­ვა­ლი ცოლი ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და. მათ ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. წყვილ­მა 2016 წელს იქორ­წი­ნა.

  • ბერ­გი­უ­ზარ ქო­რე­ლი და ჰა­ლით ერ­გენ­ჩი

ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის ორი­ვე მსა­ხი­ო­ბი კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით ჰა­ლი­თი, რო­მე­ლიც სე­რი­ალ "დი­დე­ბულ სა­უ­კუ­ნე­ში“ მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებ­და. ისი­ნი ერ­თად თა­მა­შობ­დნენ სე­რი­ალ­ში "1001 ღამე“ და ერ­თმა­ნე­თიც სწო­რედ ამ სე­რი­ა­ლის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შე­უყ­ვარ­დათ. წყვილს ორი ვაჟი - ალი და ჰანი ჰყავს.

  • ჩა­ა­თაი ულუსოი და დუ­ი­გუ სა­რი­ში­ნი

ერ­თმა­ნე­თი სე­რი­ალ Icerde-ს გა­და­სა­ღემ მო­ე­დან­ზე გა­იც­ნეს და მას მერე ერ­თად არი­ან. დუ­ი­გუს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად იც­ნობს, თუმ­ცა ჩა­ა­თა­იმ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა და ის პირ­ვე­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბია, რო­მელ­მაც "ნეტ­ლიქ­სის“ სე­რი­ალ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. დუ­ი­გუ­სა და ულუსო­ის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა სკან­და­ლე­ბი­თაა სავ­სე და ისი­ნი ხში­რად ხდე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კის მსხვერ­პლნი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჩა­ა­თა­ის ფა­ნე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ, რომ­ლებ­საც მსა­ხი­ო­ბის საყ­ვა­რე­ლი ქალი არ მოს­წონთ, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, წყვი­ლი აგ­რძე­ლებს ბედ­ნი­ე­რად თა­ნა­ცხოვ­რებს და რო­გორც თურ­ქუ­ლი პრე­სა წერს, შე­საძ­ლოა, მალე იქორ­წი­ნონ კი­დეც.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ცნობილი თურქი მსახიობები, რომლებსაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ

ცნობილი თურქი მსახიობები, რომლებსაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ

ხშირად ხუმრობენ, რომ 90-იანი წლების სიმძიმე ქართველებს ბრაზილიურმა საპნის ოპერებმა გადაატანინა, დღეს კი უკვე პანდემიის სირთულის დაძლევაში თურქული სერიალები ეხმარებიან.

ჩვენს ქვეყანაში თურქული სერიალები და შესაბამისად, თურქი მსახიობები პოპულარობით სარგებლობენ და თან ისეთი პოპულარობით, რომ მათ "ფეისბუქის" ქართულ სივრცეში არაერთ ფანგვერდს ნახავთ.

ვნახოთ, ცნობილი თურქი მსახიობები წარმოგიდგინოთ, რომლებსაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ:

  • ბურაქ ოზჩივითი და ფაჰრიე ევჯენი

ისინი ერთმანეთს სერიალ Çalıkuşu-ს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ და მალე ერთმანეთიც შეუყვარდათ. ორივე მათგანი თანამედროვე თურქული კინემატოგრაფიის გამორჩეულად კაშკაშა ვარსკვლავები არიან. 2017 წელს წყვილი დაინიშნა და ამავე წელს სტამბოლში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს, რომელიც სოციალურ ქსელებში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მსახიობებს 2019 წელს პირველი შვილი, ვაჟი ქარანი შეეძინა.

  • ნესლიჰან ათაგული და ქადირ დოღულუ

კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილი თურქეთიდან. მათაც ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და შეუყყვარდათ. ერთმანეთს სერიალ "სტამბოლის ორი მხარის“ გადაღებებისას შეხვდნენ. ორივეს მთავარი როლი ჰქონდა. ქადირი ამბობს, რომ მომავალი ცოლი ერთი ნახვით შეუყვარდა. მათ ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ. წყვილმა 2016 წელს იქორწინა.

  • ბერგიუზარ ქორელი და ჰალით ერგენჩი

ქართველი მაყურებლისთვის ორივე მსახიობი კარგადაა ცნობილი, თუმცა განსაკუთრებით ჰალითი, რომელიც სერიალ "დიდებულ საუკუნეში“ მთავარ როლს ასრულებდა. ისინი ერთად თამაშობდნენ სერიალში "1001 ღამე“ და ერთმანეთიც სწორედ ამ სერიალის გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ. წყვილს ორი ვაჟი - ალი და ჰანი ჰყავს.

  • ჩაათაი ულუსოი და დუიგუ სარიშინი

ერთმანეთი სერიალ Icerde-ს გადასაღემ მოედანზე გაიცნეს და მას მერე ერთად არიან. დუიგუს საზოგადოება ნაკლებად იცნობს, თუმცა ჩაათაიმ მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვა პოპულარობა და ის პირველი თურქი მსახიობია, რომელმაც "ნეტლიქსის“ სერიალში მიიღო მონაწილეობა. დუიგუსა და ულუსოის სასიყვარულო ურთიერთობა სკანდალებითაა სავსე და ისინი ხშირად ხდებიან საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის მსხვერპლნი, განსაკუთრებით კი ჩაათაის ფანები აქტიურობენ, რომლებსაც მსახიობის საყვარელი ქალი არ მოსწონთ, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, წყვილი აგრძელებს ბედნიერად თანაცხოვრებს და როგორც თურქული პრესა წერს, შესაძლოა, მალე იქორწინონ კიდეც.

ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე - დეპუტატი ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და "დაუვიწყარ საღამოს" იხსენებს

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?