სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდუმლო სასახლეები, თვითმფრინავების კოლექცია, ასობით ავტომობილი - როგორ ცხოვრობს ირანის იდუმალებით მოცული უზენაესი ლიდერი
საიდუმლო სასახლეები, თვითმფრინავების კოლექცია, ასობით ავტომობილი - როგორ ცხოვრობს ირანის იდუმალებით მოცული უზენაესი ლიდერი

აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნეი ირა­ნის სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რი და ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი ხე­ლი­სუ­ფა­ლია, რო­მელ­საც ეკუთ­ვნის სა­ბო­ლოო სი­ტყვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე.

82 წლის სა­სუ­ლი­ე­რო პირი უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი გახ­და 1989 წელს, მას შემ­დეგ, რაც ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, აია­თო­ლა რუ­ჰო­ლა ხო­მე­ი­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ის აკონ­ტრო­ლებს ირა­ნის პო­ლი­ტი­კას, მის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს და სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოს­ვლებს, რო­მე­ლიც დრო­დად­რო იჩენს ხოლ­მე თავს, ახ­შობს, ხში­რად ძალ­მომ­რე­ო­ბით. ალი ხა­მე­ნეი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და და გა­მო­ირ­ჩე­ვა ხის­ტი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კით და და­პი­რის­პი­რე­ბით აშშ-თან.

ის 1939 წელს ირა­ნის ჩრდი­ლო აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ მაჰ­შად­ში, რე­ლი­გი­უ­რი სწავ­ლუ­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. გა­ნათ­ლე­ბა მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, სე­მი­ნა­რი­ა­ში მი­ი­ღო, ხოლო შემ­დეგ ში­ი­ტე­ბის წმინ­და ქა­ლაქ ყუმ­ში გა­და­ვი­და. 1962 წელს შე­უ­ერ­თდა აია­თო­ლა ხო­მე­ი­ნის რე­ლი­გი­ურ ოპო­ზი­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბას შაჰ მუ­ჰა­მედ ალი ფეჰლე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ.

ახალ­გაზ­რდა ალი ხა­მე­ნეი ხო­მე­ი­ნის ერ­თგუ­ლი მიმ­დე­ვა­რი გახ­და. ის ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფერს რა­საც დღემ­დე აკე­თებს, ნა­კარ­ნა­ხე­ვია მისი წი­ნა­მორ­ბე­დის ხედ­ვით ის­ლა­მის შე­სა­ხებ. ალი ხა­მე­ნეი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და შა­ჰის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებ­ში და რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­პა­ტიმ­რეს კი­დეც.

1979 წლის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, ის მსა­ხუ­რობ­და რე­ვო­ლუ­ცი­ურ საბ­ჭო­ში, რო­მე­ლიც დრო­ე­ბით მთავ­რო­ბას წარ­მო­ად­გენ­და. შემ­დეგ გახ­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და მო­ნა­წი­ლე­ობ­და ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დგომ გვარ­დი­ის ფორ­მი­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც მალე ირა­ნის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ინ­სტი­ტუ­ცია გახ­და.

1981 წლის ივ­ნის­ში იგი მძი­მედ და­შავ­და თე­ი­რა­ნის მე­ჩეთ­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად. ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ მისი მარ­ჯვე­ნა მკლა­ვი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი დარ­ჩა. 1989 წლის ივ­ნის­ში, მო­ჰა­მედ ხო­მე­ნე­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ექ­სპერტთა ასამ­ბლე­ამ, რომ­ლებ­საც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი შე­ად­გენ­დნენ, ალი ხა­მე­ნეი უზე­ნა­ეს ხელ­მძღვა­ნე­ლად აირ­ჩია.

ალი ხა­მე­ნეი და მისი წი­ნა­მორ­ბე­დი

  • ოჯა­ხი

ხა­მე­ნეი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია მან­სუ­რე ხო­ჯას­თა ხა­მე­ნე­ი­ზე, რო­მელ­თა­ნაც 6 შვი­ლი ჰყავს - 4 ვაჟი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ოთხი­ვე ვაჟს ირა­ნის უმაღ­ლე­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შვი­ლე­ბი ჰყავთ ცო­ლე­ბად, ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ კი ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

დიდი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში აია­თო­ლას ცო­ლის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არა­ფე­რი იცო­და, მათ შო­რის, არც სა­ხე­ლი. 2011 წელს ირა­ნულ მე­დი­ა­ში ხა­მე­ნე­ის ცოლ­თან უიშ­ვი­ა­თე­სი ინ­ტერ­ვიუ და­ი­ბეჭ­და. გთა­ვა­ზობთ ფრან­გმენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

ჩემს ქმარს არ აქვს დრო ჩემს და­სახ­მა­რებ­ლად და მე არც მო­ვე­ლი მის­გან დახ­მა­რე­ბას. მას აქვს ერთი შე­სა­ნიშ­ნა­ვი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სხვე­ბის­თვის სა­მა­გა­ლი­თო იყოს, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სახ­ლში არ მო­ი­ტა­ნოს. მე, რო­გორც ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში მცხოვ­რებ მუს­ლიმ ქალს, და­ნარ­ჩე­ნი მუს­ლი­მი დე­ბის მსგავ­სად, მაქვს ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ვას­რუ­ლებ მთე­ლი მონ­დო­მე­ბით, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ მაქვს. ჩემი ქმა­რი ჩემ­გან არა­ფერს მო­ე­ლის გარ­და ბედ­ნი­ე­რი და ჯან­სა­ღი ოჯა­ხუ­რი გა­რე­მოს შექ­მნი­სა - ამ­ბობს მან­სუ­რე ხო­ჯას­თა.

  • ას­კე­ტი, თუ ფუ­ფუ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი მი­ლი­არ­დე­რი?

ხა­მე­ი­ნის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­სა და მისი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს. ცნო­ბი­ლია, რომ ის თე­ი­რა­ნის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში ცხოვ­რობს. მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მო­ი­ცავს მრა­ვალ­შე­ნო­ბი­ან კომ­პლექსს, სა­დაც 500-მდე ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. რო­გორც "ტე­ლეგ­რა­ფი“ წერს, აია­თო­ლას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი 50-მდე შე­ნო­ბას აერ­თი­ა­ნებს.

ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ირა­ნის სა­კი­თხე­ბის მკვლე­ვა­რი და ექ­სპერ­ტი, მეჰდი ხა­ლა­ჯი კი ამ­ბობს, რომ ხა­მე­ნეი ცდი­ლობს, მდიდ­რულ ცხოვ­რე­ბას გა­ექ­ცეს...რომ მას სპარ­ტა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი აქვს. თა­ვად ხა­მე­ნეი სა­კუ­თარ თავს ას­კეტს უწო­დებს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­მოსს იც­ვამს და ჭამს.

არ­სე­ბობს მისი სა­სახ­ლე­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ნამ­გზავ­რი­და­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი

"ჩვენ არ გვაქვს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დე­კო­რა­ცი­ე­ბი, ჩვენ წლე­ბის წინ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბი ამ ნივ­თე­ბის­გან“ - ამ­ბობს ხა­მე­ნე­ის ცოლი.

მე­ო­რე მხრივ კი, Mother Nature Network-ი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ხა­მე­ნეი გიჟ­დე­ბა BMW-ს მარ­კის მდიდ­რულ ავ­ტო­მი­ბი­ლებ­ზე. 2011 წელს "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რაფ­თან“ სა­უბ­რი­სას ირა­ნე­ლი დევ­ნი­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ხა­მე­ნე­ის უყ­ვარს ხი­ზი­ლა­ლა და კალ­მა­ხი, ჰყავს ცხე­ნე­ბის რემა, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 100 ცხე­ნია, აგ­რო­ვებს ან­ტიკ­ვა­რულ და ძვი­რა­დღი­რე­ბულ ნივ­თებს და სა­ი­დუმ­ლოდ აქვს და­ახ­ლო­ე­ბით, 6 სა­სახ­ლე, დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ასე­ვე ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ირა­ნელ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ მოჰ­სენ მახ­მალ­ბა­ფის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­და სა­სახ­ლე­ე­ბი­სა, ხა­მე­ნეი ფლობს 8 კერ­ძო თვითმფრი­ნავს, 5 ვერ­ტმფრენს და ათას­ზე მეტ ძვი­რა­დღი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხა­მე­ნე­ის პი­რა­დი ქო­ნე­ბა 30-მი­ლი­არდ დო­ლარს აჭარ­ბებს, ხოლო მისი ოჯა­ხის ქო­ნე­ბა 6 მი­ლი­არდს. ასე­ვე ჰყავს პი­რად მცველ­თა არ­მია, რო­მე­ლიც 10 000 ადა­მი­ანს შე­ად­გენს და სა­ინ­ტე­რე­სოა მისი ერ­თგვა­რი ახი­რე­ბა - შე­აგ­რო­ვოს მდიდ­რუ­ლი, ძვირ­ფა­სი ხელ­ჯო­ხე­ბი და მისი ხელ­ჯო­ხე­ბის კო­ლექ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1-მი­ლი­ონ დო­ლარს აჭარ­ბებს.

ჯან­მრთე­ლო­ბა

ალი ხა­მე­ნე­ის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ხში­რად არ­სე­ბობს კი­თხვის ნიშ­ნე­ბი. 2007 წლის იან­ვარ­ში ის სა­ჯა­როდ კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, რის შემ­დე­გაც გავ­რცელ­და ჭორი მისი ავად­მყო­ფო­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო შემ­დე­გი: "ის­ლა­მუ­რი სის­ტე­მის მტრებ­მა ირა­ნის დე­მო­რა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, ჭო­რე­ბი შე­თხზეს."

მალე იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ხა­მე­ნეი ცო­ცხა­ლი იყო ფო­ტო­ე­ბიც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. 2014 წელს ხა­მე­ნე­ის პროს­ტა­ტის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტა­რეს, რაც ექი­მებ­მა აღ­წე­რეს, რო­გორც "რუ­ტი­ნუ­ლი ოპე­რა­ცია“, თუმ­ცა ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა Le Figaro და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით წერ­და, რომ ხა­მე­ნე­ის პროს­ტა­ტის კიბო ჰქონ­და.

სტა­ტი­ის მო­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი: wikipedia

რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის ევ­რო­პის ბი­უ­რო - rferl.org

thedailybeast.com

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!!
3

 ფული და ქონება იმდენი უნდა გქონდეს, რამდენსაც მოიხმარ, იმაზე მეტი თუ გაქვს, მერე იქით გხმარობს და თავისუფალი კი არა, იმ ქონების ტყვე ხარ. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს კაცი ბედნიერია. 

საღი აზრი
22

"ამ­ბობ­დნენ, რომ ხა­მე­ნე­ის უყ­ვარს ხი­ზი­ლა­ლა და კალ­მა­ხი"...ჩემ.მეზობელ.ჯუმბერასაც მაგრა უყვარს ხიზიზილალა და კალმაზი,განსაკუთრებით,ხიზილალიანი კალმახი)) რედაქციავ,ეს მობოდილი სტატია ვინმემ.შეგიკვეთათ,თუ თქვენი ინიციატივაა?

ავტორი:

საიდუმლო სასახლეები, თვითმფრინავების კოლექცია, ასობით ავტომობილი - როგორ ცხოვრობს ირანის იდუმალებით მოცული უზენაესი ლიდერი

საიდუმლო სასახლეები, თვითმფრინავების კოლექცია, ასობით ავტომობილი - როგორ ცხოვრობს ირანის იდუმალებით მოცული უზენაესი ლიდერი

აიათოლა ალი ხამენეი ირანის სულიერი ლიდერი და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალია, რომელსაც ეკუთვნის საბოლოო სიტყვა ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებაზე.

82 წლის სასულიერო პირი უზენაესი ლიდერი გახდა 1989 წელს, მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ფუძემდებელი, აიათოლა რუჰოლა ხომეინი გარდაიცვალა. ის აკონტროლებს ირანის პოლიტიკას, მის შეიარაღებულ ძალებს და სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ გამოსვლებს, რომელიც დროდადრო იჩენს ხოლმე თავს, ახშობს, ხშირად ძალმომრეობით. ალი ხამენეი ყოველთვის გამოირჩეოდა და გამოირჩევა ხისტი საგარეო პოლიტიკით და დაპირისპირებით აშშ-თან.

ის 1939 წელს ირანის ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მაჰშადში, რელიგიური სწავლულის ოჯახში დაიბადა. განათლება მშობლიურ ქალაქში, სემინარიაში მიიღო, ხოლო შემდეგ შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში გადავიდა. 1962 წელს შეუერთდა აიათოლა ხომეინის რელიგიურ ოპოზიციურ მოძრაობას შაჰ მუჰამედ ალი ფეჰლევის წინააღმდეგ.

ახალგაზრდა ალი ხამენეი ხომეინის ერთგული მიმდევარი გახდა. ის ამბობს, რომ ყველაფერს რასაც დღემდე აკეთებს, ნაკარნახევია მისი წინამორბედის ხედვით ისლამის შესახებ. ალი ხამენეი აქტიურად მონაწილეობდა შაჰის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში და რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც.

1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ის მსახურობდა რევოლუციურ საბჭოში, რომელიც დროებით მთავრობას წარმოადგენდა. შემდეგ გახდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე და მონაწილეობდა ისლამური რევოლუციის შემდგომ გვარდიის ფორმირებაში, რომელიც მალე ირანის ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია გახდა.

1981 წლის ივნისში იგი მძიმედ დაშავდა თეირანის მეჩეთზე თავდასხმის შედეგად. ამ შემთხვევის შემდეგ მისი მარჯვენა მკლავი პარალიზებული დარჩა. 1989 წლის ივნისში, მოჰამედ ხომენეის გარდაცვალების შემდეგ, ექსპერტთა ასამბლეამ, რომლებსაც სასულიერო პირები შეადგენდნენ, ალი ხამენეი უზენაეს ხელმძღვანელად აირჩია.

ალი ხამენეი და მისი წინამორბედი

  • ოჯახი

ხამენეი დაქორწინებულია მანსურე ხოჯასთა ხამენეიზე, რომელთანაც 6 შვილი ჰყავს - 4 ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავს. ოთხივე ვაჟს ირანის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთა შვილები ჰყავთ ცოლებად, ქალიშვილების ცხოვრების შესახებ კი ბევრი არაფერია ცნობილი.

დიდი დროის განმავლობაში აიათოლას ცოლის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცოდა, მათ შორის, არც სახელი. 2011 წელს ირანულ მედიაში ხამენეის ცოლთან უიშვიათესი ინტერვიუ დაიბეჭდა. გთავაზობთ ფრანგმენტს ინტერვიუდან:

ჩემს ქმარს არ აქვს დრო ჩემს დასახმარებლად და მე არც მოველი მისგან დახმარებას. მას აქვს ერთი შესანიშნავი თვისება, რომელიც შეიძლება სხვებისთვის სამაგალითო იყოს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები სახლში არ მოიტანოს. მე, როგორც ისლამურ რესპუბლიკაში მცხოვრებ მუსლიმ ქალს, დანარჩენი მუსლიმი დების მსგავსად, მაქვს ჩემი პასუხისმგებლობები, რომლებსაც ვასრულებ მთელი მონდომებით, მაგრამ ოფიციალური პასუხისმგებლობა არ მაქვს. ჩემი ქმარი ჩემგან არაფერს მოელის გარდა ბედნიერი და ჯანსაღი ოჯახური გარემოს შექმნისა - ამბობს მანსურე ხოჯასთა.

  • ასკეტი, თუ ფუფუნების მოყვარული მილიარდერი?

ხამეინის ცხოვრების სტილისა და მისი ქონების შესახებ დასავლურ მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები არსებობს. ცნობილია, რომ ის თეირანის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი მოიცავს მრავალშენობიან კომპლექსს, სადაც 500-მდე ადამიანია დასაქმებული. როგორც "ტელეგრაფი“ წერს, აიათოლას საცხოვრებელი 50-მდე შენობას აერთიანებს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ირანის საკითხების მკვლევარი და ექსპერტი, მეჰდი ხალაჯი კი ამბობს, რომ ხამენეი ცდილობს, მდიდრულ ცხოვრებას გაექცეს...რომ მას სპარტანული ცხოვრების წესი აქვს. თავად ხამენეი საკუთარ თავს ასკეტს უწოდებს, რომელიც მხოლოდ სამოსს იცვამს და ჭამს.

არსებობს მისი სასახლეების ამსახველი ფოტოები, რომლებიც თანამგზავრიდანაა გადაღებული

"ჩვენ არ გვაქვს ჩვეულებრივი დეკორაციები, ჩვენ წლების წინ გავათავისუფლეთ საკუთარი თავები ამ ნივთებისგან“ - ამბობს ხამენეის ცოლი.

მეორე მხრივ კი, Mother Nature Network-ი ირწმუნება, რომ ხამენეი გიჟდება BMW-ს მარკის მდიდრულ ავტომიბილებზე. 2011 წელს "დეილი ტელეგრაფთან“ საუბრისას ირანელი დევნილები ამბობდნენ, რომ ხამენეის უყვარს ხიზილალა და კალმახი, ჰყავს ცხენების რემა, სადაც დაახლოებით 100 ცხენია, აგროვებს ანტიკვარულ და ძვირადღირებულ ნივთებს და საიდუმლოდ აქვს დაახლოებით, 6 სასახლე, დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლები ასევე ირწმუნებიან, რომ მისი ოჯახის წევრები ჩართულები არიან საერთაშორისო ბიზნეს საქმიანობაში.

ირანელ ოპოზიციონერ მოჰსენ მახმალბაფის ინფორმაციით, გარდა სასახლეებისა, ხამენეი ფლობს 8 კერძო თვითმფრინავს, 5 ვერტმფრენს და ათასზე მეტ ძვირადღირებულ ავტომობილს. მისივე ინფორმაციით, ხამენეის პირადი ქონება 30-მილიარდ დოლარს აჭარბებს, ხოლო მისი ოჯახის ქონება 6 მილიარდს. ასევე ჰყავს პირად მცველთა არმია, რომელიც 10 000 ადამიანს შეადგენს და საინტერესოა მისი ერთგვარი ახირება - შეაგროვოს მდიდრული, ძვირფასი ხელჯოხები და მისი ხელჯოხების კოლექციის ღირებულება 1-მილიონ დოლარს აჭარბებს.

ჯანმრთელობა

ალი ხამენეის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხშირად არსებობს კითხვის ნიშნები. 2007 წლის იანვარში ის საჯაროდ კვირების განმავლობაში არ გამოჩენილა, რის შემდეგაც გავრცელდა ჭორი მისი ავადმყოფობისა და გარდაცვალების შესახებ.

მოგვიანებით მან განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო შემდეგი: "ისლამური სისტემის მტრებმა ირანის დემორალიზაციის მიზნით, ჭორები შეთხზეს."

მალე იმის დასამტკიცებლად, რომ ხამენეი ცოცხალი იყო ფოტოებიც გამოაქვეყნეს. 2014 წელს ხამენეის პროსტატის ოპერაცია ჩაუტარეს, რაც ექიმებმა აღწერეს, როგორც "რუტინული ოპერაცია“, თუმცა ფრანგული გამოცემა Le Figaro დასავლური ქვეყნების დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით წერდა, რომ ხამენეის პროსტატის კიბო ჰქონდა.

სტატიის მოსამზადებლად გამოყენებული წყაროები: wikipedia

რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო - rferl.org

thedailybeast.com

"სტალინის სტილს მიჰყვება პუტინიც... დუბაკოვიც მისი პროექტია" - როგორ ეხმაურებიან სომხები ბაქოში გასამართლებული რუსის საქმეს?

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ხელმძღვანელი, ჰოლოკოსტზე ხუმრობის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს - "ჩემი სიტყვები სულელური იყო... ვნანობ"

ძლიერი გვალვა ირანში და წყლის დეფიციტით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - პროტესტის პოლიტიკური მხარე: "აცხონე, ალაჰო, რეზა-შაჰის სული“