სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთი და არჩევნები - რა შანსები აქვს ფაშინიანს და პოლიტიკურ ძალას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს: "ეშინიათ, ივნისის ბოლომდე პრემიერი ვითარებას დაამშვიდებს"
სომხეთი და არჩევნები - რა შანსები აქვს ფაშინიანს და პოლიტიკურ ძალას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს: "ეშინიათ, ივნისის ბოლომდე პრემიერი ვითარებას დაამშვიდებს"

სომ­ხეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ნიშ­ნა - 20 ივ­ნისს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აირ­ჩე­ვენ, რა­მაც ყა­რა­ბა­ღის ომის შემ­დეგ, სომ­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე კრი­ზი­სი უნდა გან­მუხ­ტოს. ფა­ში­ნი­ნი­ან­მა ეს თა­რი­ღი რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ი­ის ლი­დე­რებ­თან ცალ­კე­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ გა­მო­ა­ცხა­და.

ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე თა­ვი­სი პო­ზი­ცია არ გა­მო­უ­ხა­ტავს გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბას, "სამ­შობ­ლოს გა­დარ­ჩე­ნის მოძ­რა­ო­ბა", რო­მელ­შიც ათო­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია და მოძ­რა­ო­ბა ერ­თი­ან­დე­ბა, მათ შო­რის, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­აც", რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლი გუნ­დი იყო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მათ რუ­სეთ­ში ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ჰყავთ, ისე­ვე, რო­გორც რუ­სეთს ჰყავს მათი სა­ხით სომ­ხეთ­ში სა­ი­მე­დო საყ­რდე­ნი.

აქამ­დე, მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დად­გო­მას და ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბას ითხოვ­დნენ, მი­ზე­ზი კი შე­დე­გე­ბის გა­ყალ­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბაა. ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის, "აყ­ვა­ვე­ბუ­ლი სომ­ხე­თის" თავ­მჯდო­მა­რე პრე­მი­ერ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ამ­ბობს, რომ 20 ივ­ნისს სო­მეხ­მა ხალ­ხმა უნდა გა­და­წყვი­ტოს, რა გზას აირ­ჩევს.

ქვე­ყა­ნა­ში პე­რი­ო­დუ­ლად იმარ­თე­ბო­და რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის, ასე­ვე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ხალ­მხრა­ვა­ლი აქ­ცი­ე­ბი, რაც ყა­რა­ბა­ღის ომის შემ­დეგ და­წყე­ბულ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზისს კი­დევ უფრო ამ­წვა­ვებ­და.

ახ­ლა­ხან, სომ­ხე­თის გენშტა­ბის უფ­როს­მა, ონიკ გას­პა­რი­ან­მა, რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის სამ­ხედ­როს­თან ერ­თად ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვა, რაც პრე­მი­ერ­მა სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბად შე­ა­ფა­სა. შე­დე­გად, გას­პა­რი­ანს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წო­და.

ახლა მთა­ვა­რია, გა­ი­ზი­ა­რებს თუ არა, არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის იდე­ას რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის თქმით, ფა­ში­ა­ნი­ან­მა ამ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბით და­გეგ­მა არ­ჩევ­ნე­ბი, რაც ნიშ­ნავს, რომ შემ­დეგ პრო­ცე­სებ­ზეც ჰქონ­დეს კონ­ტრო­ლი.

Lragir.am--ის პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლის, აირა აი­რუ­მი­ა­ნის მო­საზ­რე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის 20 ივ­ნისს და­ნიშ­ვნა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბაა.

"არ­ჩევ­ნე­ბის დღეს აწე­სებს ცესკ-ო და არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, ვერც მოხ­ვდეს პარ­ლა­მენ­ტში. ასე­თი ვინ არი­ან - ფა­ში­ნი­ა­ნი, წა­რუ­კი­ა­ნი, ან მა­ნუ­კი­ა­ნი რომ არ­ჩე­ვე­ბის დღე თა­ვად გან­სა­ზღვრონ?! და ბა­რემ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბიც გა­მო­ა­ცხა­დონ წი­ნას­წარ, ხელს რა უშ­ლით?!

არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­შინ, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტი გა­და­წყვეტს, მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რო­დე­საც პრე­მი­ე­რი გა­დად­გე­ბა. ამას კი, ცეს­კო წყვეტს და არა პრე­მი­ე­რი. ეს არის დე­მოკ­რა­ტი­ის დაკ­ნი­ნე­ბა. აღარ ვლა­პა­რა­კობ იმა­ზე, რომ მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ­ჩევ­ნე­ბი არა­ფერ­ში გვჭირ­დე­ბა, სა­ჭი­როა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­თხოვ­ნა და ამის შემ­დეგ უნდა და­ი­ნიშ­ნოს არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღი", - წერს აი­რუ­მი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში.

ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში პო­ლი­ტო­ლო­გი ალექ­სან­დრე ის­კან­დე­რი­ა­ნი ამ­ბობს, რომ თუ ხვალ არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბა, ფა­ში­ნი­ან­მა, იმ პი­რო­ბებ­ში, რაც ის სერჟ სარ­გსი­ა­ნის დრო­ინ­დელ­მა კონ­სტი­ტუ­ცი­ამ ჩა­ა­ყე­ნა, შე­საძ­ლოა, ხმე­ბის 30 %-ზე ოდ­ნავ მეტი, ან სუ­ლაც ნაკ­ლე­ბი აი­ღოს. ამას­თა­ნა­ვე, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნდს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია, სრუ­ლი­ად და­საშ­ვე­ბია ისიც, რომ ფა­ში­ა­ნი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­ვი­დეს.

"თუმ­ცა, ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ხვალ­ვე ჩა­ტარ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, 20 ივ­ნი­სამ­დე კი საკ­მა­ოდ დიდი დროა. სა­ინ­ტე­რე­სოა, იქამ­დე რო­გორ იმუ­შა­ვებს ოპო­ზი­ცია და რე­ა­ლუ­რად, რო­გო­რი კა­ნო­ნე­ბით გა­ი­მარ­თე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხე­თის ე.წ. ელი­ტის პრო­ტესტს - ახლა სომ­ხეთ­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა და ცხა­დია, ბევ­რი ცდი­ლობს სა­თა­ვი­სოდ ხელი მო­ით­ბოს, მათ შო­რის, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბიც, თუმ­ცა ვაზ­გენ მა­ნუ­კი­ა­ნი ერ­თა­დერ­თი არაა, სხვე­ბიც არი­ან, ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას ცდი­ლობს.

თუ ელი­ტის პრო­ტესტზე ვსა­უბ­რობთ, დიახ, მათ აქვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის სურ­ვი­ლი, ისე­ვე, რო­გორც გე­ნერ­ლებს, ეკ­ლე­სი­ას, მსა­ხი­ო­ბებ­სა და სხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს. ეს პრო­ტეს­ტი საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რია", - ამ­ბობს ის­კან­დე­რი­ა­ნი.

"ფა­ში­ნი­ა­მა გა­ნა­ცხა­და, ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტი ამო­წუ­რუ­ლი არ არი­სო და მა­შინ­ვე გა­მოც­ვივ­დნენ, ეს იმი­ტომ თქვა, რომ 20 ივი­ნი­სამ­დე რე­ი­ტინ­გი და­იბ­რუ­ნო­სო... სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ ე.წ, ელი­ტა­სა და გა­და­ყე­ნე­ბულ გე­ნე­რა­ლი­ტეტს სა­ერ­თოდ არ აღელ­ვებთ ყა­რა­ბა­ღი, ერევ­ნი­სა და თა­ვი­ან­თი კე­თილ­დღე­ო­ბის გარ­და არა­ფე­რი ადარ­დებთ. მაგ­რამ ახლა მთა­ვა­რია, ფა­ში­ა­ნი­ნი და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ი­შო­რონ, ამის­თვის ძალ-ღო­ნეს და ფი­ნან­სებს არ ზო­გა­ვენ", - ამ­ბობს Ambebi.ge-სთან ად­გი­ლობ­რი­ვი რო­ბერტ არ­თუ­ნი­ა­ნი.

"ფა­ში­ან­მა ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად უნ­დო­და ქვეყ­ნის­თვის უკე­თე­სი, უფრო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­მა­ვა­ლი. ამ კო­რუმ­პი­რე­ბულ­თან შე­და­რე­ბით. სარ­გსი­ა­ნის გე­ნე­რა­ლი­ტეტს "პატ­რი­ო­ტე­ბად" მო­აქვთ თავი. ჰგო­ნი­ათ, მათ კი­სერ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, არა­ვის ახ­სოვთ. ეში­ნი­ათ, ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე ფა­ში­ნი­ა­ნი ვი­თა­რე­ბას და­ამ­შვი­დებს და ისევ მოვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ამი­ტომ ვერ ეგუ­ე­ბიქნ ამ თა­რიღს. რაც მეტი და­ძა­ბუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, მეტი შან­სი აქვთ, რუ­სეთს კი­დევ უფრო მიგ­ვა­ბან...~ - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი ბო­რის ადა­მი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
119

საქართვომაც გიღალატა.იმის იმედით თუ აზერბაიჯანი წაართმევდა არცახს სომხეთს..მაშინ იქნებ საქართველომაც დაიპყროს სამხრეთ ოსეთი და აბხაზეთი.მაგრამ ომი .მოგებაზეა ...ჭკუა უნდა ომს და სიძლიერე გამჭრიახობა..დღეს და საერთოდ ვერასდროს ვეღარ მოერევა ვერავის.სამეგრელო და სვანეთიც ცალკე გავლენ..ნახავთ

საქართველო
7

ვასკი, სანამ ჩაგტენეს პირში ნასკი დავაი დაახვიე შენს კეთილებში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

სომხეთი და არჩევნები - რა შანსები აქვს ფაშინიანს და პოლიტიკურ ძალას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს: "ეშინიათ, ივნისის ბოლომდე პრემიერი ვითარებას დაამშვიდებს"

სომხეთი და არჩევნები - რა შანსები აქვს ფაშინიანს და პოლიტიკურ ძალას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს: "ეშინიათ, ივნისის ბოლომდე პრემიერი ვითარებას დაამშვიდებს"

სომხეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა - 20 ივნისს მეზობელ ქვეყანაში ახალ ხელისუფლებას აირჩევენ, რამაც ყარაბაღის ომის შემდეგ, სომხეთში მიმდინარე კრიზისი უნდა განმუხტოს. ფაშინინიანმა ეს თარიღი რამდენიმე ოპოზიციური პარტიიის ლიდერებთან ცალკეული შეხვედრების შემდეგ გამოაცხადა.

ამ განცხადებაზე თავისი პოზიცია არ გამოუხატავს გაერთიანებულ ოპოზიციურ მოძრაობას, "სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა", რომელშიც ათობით პოლიტიკური პარტია და მოძრაობა ერთიანდება, მათ შორის, "რესპუბლიკური პარტიაც", რომელიც წლების განმავლობაში ხელისუფლების მმართველი გუნდი იყო. ადგილობრივების თქმით, მათ რუსეთში ძალიან ძლიერი მხარდამჭერები ჰყავთ, ისევე, როგორც რუსეთს ჰყავს მათი სახით სომხეთში საიმედო საყრდენი.

აქამდე, მოძრაობის წარმომადგენლები მოქმედი ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარებას ითხოვდნენ, მიზეზი კი შედეგების გაყალბების თავიდან აცილებაა. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, "აყვავებული სომხეთის" თავმჯდომარე პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ 20 ივნისს სომეხმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზას აირჩევს.

ქვეყანაში პერიოდულად იმართებოდა როგორც ოპოზიციის, ასევე, ხელისუფლების მხარდამჭერი ხალმხრავალი აქციები, რაც ყარაბაღის ომის შემდეგ დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებდა.

ახლახან, სომხეთის გენშტაბის უფროსმა, ონიკ გასპარიანმა, რამდენიმე მაღალი თანამდებობის სამხედროსთან ერთად ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა, რაც პრემიერმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. შედეგად, გასპარიანს თანამდებობის დატოვება მოუწოდა.

ახლა მთავარია, გაიზიარებს თუ არა, არჩევნების დანიშვნის იდეას რადიკალური ოპოზიცია. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თქმით, ფაშიანიანმა ამ პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებით დაგეგმა არჩევნები, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ პროცესებზეც ჰქონდეს კონტროლი.

Lragir.am--ის პოლიტიკური მიმომხილველის, აირა აირუმიანის მოსაზრებით, არჩევნების 20 ივნისს დანიშვნა სახელისუფლებო ინსტიტუტების სრული იგნორირებაა.

"არჩევნების დღეს აწესებს ცესკ-ო და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, ვერც მოხვდეს პარლამენტში. ასეთი ვინ არიან - ფაშინიანი, წარუკიანი, ან მანუკიანი რომ არჩევების დღე თავად განსაზღვრონ?! და ბარემ არჩევნების შედეგებიც გამოაცხადონ წინასწარ, ხელს რა უშლით?!

არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია მაშინ, როდესაც პარლამენტი გადაწყვეტს, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც პრემიერი გადადგება. ამას კი, ცესკო წყვეტს და არა პრემიერი. ეს არის დემოკრატიის დაკნინება. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ მოცემულ სიტუაციაში არჩევნები არაფერში გვჭირდება, საჭიროა, ხელისუფლების დათხოვნა და ამის შემდეგ უნდა დაინიშნოს არჩევნების თარიღი", - წერს აირუმიანი სოციალური ქსელში.

ekhokavkaza.com-თან საუბარში პოლიტოლოგი ალექსანდრე ისკანდერიანი ამბობს, რომ თუ ხვალ არჩევნები დაინიშნება, ფაშინიანმა, იმ პირობებში, რაც ის სერჟ სარგსიანის დროინდელმა კონსტიტუციამ ჩააყენა, შესაძლოა, ხმების 30 %-ზე ოდნავ მეტი, ან სულაც ნაკლები აიღოს. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ სახელისუფლებო გუნდს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შეუძლია, სრულიად დასაშვებია ისიც, რომ ფაშიანიანი პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს.

"თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ხვალვე ჩატარდება არჩევნები, 20 ივნისამდე კი საკმაოდ დიდი დროა. საინტერესოა, იქამდე როგორ იმუშავებს ოპოზიცია და რეალურად, როგორი კანონებით გაიმართება არჩევნები. რაც შეეხება სომხეთის ე.წ. ელიტის პროტესტს - ახლა სომხეთში საკმაოდ რთული სიტუაციაა და ცხადია, ბევრი ცდილობს სათავისოდ ხელი მოითბოს, მათ შორის, ყოფილი ხელისუფლების წევრებიც, თუმცა ვაზგენ მანუკიანი ერთადერთი არაა, სხვებიც არიან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს.

თუ ელიტის პროტესტზე ვსაუბრობთ, დიახ, მათ აქვთ ხელისუფლების შეცვლის სურვილი, ისევე, როგორც გენერლებს, ეკლესიას, მსახიობებსა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს. ეს პროტესტი საკმაოდ მასშტაბურია", - ამბობს ისკანდერიანი.

"ფაშინიამა განაცხადა, ყარაბაღის კონფლიქტი ამოწურული არ არისო და მაშინვე გამოცვივდნენ, ეს იმიტომ თქვა, რომ 20 ივინისამდე რეიტინგი დაიბრუნოსო... სინამდვილეში, ამ ე.წ, ელიტასა და გადაყენებულ გენერალიტეტს საერთოდ არ აღელვებთ ყარაბაღი, ერევნისა და თავიანთი კეთილდღეობის გარდა არაფერი ადარდებთ. მაგრამ ახლა მთავარია, ფაშიანინი და მისი ხელისუფლება მოიშორონ, ამისთვის ძალ-ღონეს და ფინანსებს არ ზოგავენ", - ამბობს Ambebi.ge-სთან ადგილობრივი რობერტ ართუნიანი.

"ფაშიანმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ნამდვილად უნდოდა ქვეყნისთვის უკეთესი, უფრო დამოუკიდებელი მომავალი. ამ კორუმპირებულთან შედარებით. სარგსიანის გენერალიტეტს "პატრიოტებად" მოაქვთ თავი. ჰგონიათ, მათ კისერზე არსებული დანაშაულები, არავის ახსოვთ. ეშინიათ, ივნისის ბოლომდე ფაშინიანი ვითარებას დაამშვიდებს და ისევ მოვა ხელისუფლებაში. ამიტომ ვერ ეგუებიქნ ამ თარიღს. რაც მეტი დაძაბულობა იქნება, მეტი შანსი აქვთ, რუსეთს კიდევ უფრო მიგვაბან...~ - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხარებელი ბორის ადამიანი.

"ასტრაზენეკა" - აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ვაქცინის 79%-იანი ეფექტურობა აჩვენა, თრომბის წარმოქმნის გაზრდილი რისკი კი არ დადასტურდა

სახიფათო, მაგრამ შთამბეჭდავი სანახაობა ისლანდიაში - ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი "ცეცხლოვანი მდინარე" და მისტიკური ფოტოები

დონალდ ტრამპი, რომელსაც სოციალური ქსელების ნაწილმა ანგარიში წაუშალა, სოცქსელის საკუთარ პლატფორმას ქმნის