სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ვგებულობთ, რომ ორი წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად" - რას ჰყვებიან ახალციხის კლინიკაში მეგი ბაქრაძის შესახებ?
"ახლა ვგებულობთ, რომ ორი წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად" - რას ჰყვებიან ახალციხის კლინიკაში მეგი ბაქრაძის შესახებ?

ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა "იმე­დის" ექი­მე­ბი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, რომ იმ მო­მენ­ტში რო­დე­საც 27 წლის ექთ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და მისი თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა იყო, ად­გილ­ზე კა­ტას­ტრო­ფის არ­ცერ­თი ბრი­გა­და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ იყო.

რო­გორც მე­დი­კო­სე­ბი ჰყვე­ბი­ან, ამის გამო დე­და­ქა­ლაქ­ში გად­მოყ­ვა­ნის დრო გა­ი­წე­ლა.

"ჩვენს რე­გი­ონ­ში სამი კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დაა, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, იმ მო­მენ­ტში არც ერთი იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი. ბრი­გა­და წა­მო­ვი­და თბი­ლი­სი­დან. სა­დღაც ორ­სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ჩა­მოს­ვლას დას­ჭირ­და, შემ­დეგ ექი­მი გა­ეც­ნო მდგო­მა­რე­ო­ბას, ამის შემ­დეგ ტრან­სპორ­ტი­რე­ბა.. ამი­ტომ გა­ი­წე­ლა დრო" - ამ­ბობს კლი­ნი­კის ექი­მი.

"ნო­დარ მე­ლა­ძის" შა­ბათ­მა მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად მე­დი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი ფა­რუ­ლად ჩა­წე­რა. მათ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთ ექი­მი იმ დღეს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც მეგი ბაქ­რა­ძეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გა­ნუ­ვი­თარ­და.

ასევე დაგაინტერესებთ
21:39 / 19-03-2021

"უზომოდ კეთილი იყო, მის გვერდით ვერ მოიწყენდი... ორი შვილი დარჩა" - რას ჰყვება გარდაცვლილ ექთანზე მეზობელი?

13:20 / 20-03-2021

გარდაცვლილი მედდის მეუღლე კლინიკის თანამშრომლებს დაუპირისპირდა - კადრები ახალციხიდან

14:10 / 20-03-2021

როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და რუსული მედია მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტს?

15:56 / 20-03-2021

"ვაქცინაცია იყო ნებაყოფლობითი, ძალდატანება არ ყოფილა" - ახალციხის კლინიკის რეანიმატოლოგი მეგი ბაქრაძის მამის განცხადებას პასუხობს

20:47 / 20-03-2021

"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე

23:10 / 20-03-2021

"მას ჰქონდა ფილტვის ემბოლია... ვინც ანაფილაქსიაზე საუბრობთ, ადამიანებად არ გთვლით" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი მეგი ბაქრაძეზე

"რომ აიც­რა, ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, გა­მო­ვი­და და 20-25 წუ­თის მერე თქვა, რომ კანი მე­ქა­ვე­ბაო, მეწ­ვი­სო. უთ­ქვამს, ექი­მო რა­ღაც ვერ ვარო. ექიმ­მა წნე­ვა გა­უ­ზო­მა, პა­რა­მეტ­რე­ბი წეს­რიგ­ში ჰქონ­და. შემ­დეგ წა­მო­ვი­და ქა­ვი­ლი და ჰი­პე­რე­მია, მა­შინ­ვე გა­უ­კე­თეს ად­რე­ნა­ლი­ნი, თით­ქოს გა­მო­ვი­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, მაგ­რამ გო­ნე­ბა და­კარ­გა" - ამ­ბობს მე­დი­კო­სი, კი­თხვა­ზე, ხომ არ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რამ გა­მო­იწ­ვია მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბა, ამ­ბობს:

"ახლა ვგე­ბუ­ლობთ, რომ ორი წლის წინ ნა­ა­ვა­რი­ე­ბი ყო­ფი­ლა, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლად. არა­და ვიცი რომ ჯან­მრთე­ლია... სხვა ვე­რა­ფერს გე­ტყვით" - თქვა მე­დი­კოს­მა.

27 წლის ექთა­ნი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­დან სახ­ლში დღეს გა­და­ას­ვე­ნეს. ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო ენ­თერ­ში კო­ბა­ხი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი სამ­ძი­მარს დი­ლი­დან იღებს. გარ­დაც­ვლი­ლი ექთ­ნის ოჯა­ხი მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს და საქ­მე­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის ჩარ­თვას აპი­რებს.

ცნო­ბის­თვის, კო­მა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ექთა­ნი, მეგი ბაქ­რა­ძე გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა. 27 წლის ექთანს „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ სა­ვა­რა­უ­დოდ, გვერ­დი­თი რე­აქ­ცია - ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი და­უ­ფიქ­სირ­და.

გუ­შინ ექთა­ნი თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. მეგი ბაქ­რა­ძეს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
geo
10

ავარია რა შუაშია საერთოდ

ანნა
3

ავარია რა შუაშია?? ხალხი მართლა ბნელები და ველურები გგონიათ ?? 

ავტორი:

"ახლა ვგებულობთ, რომ ორი წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად" - რას ჰყვებიან ახალციხის კლინიკაში მეგი ბაქრაძის შესახებ?

"ახლა ვგებულობთ, რომ ორი წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად" - რას ჰყვებიან ახალციხის კლინიკაში მეგი ბაქრაძის შესახებ?

ახალციხის კლინიკა "იმედის" ექიმები "ტვ პირველთან" საუბარში ამბობენ, რომ იმ მომენტში როდესაც 27 წლის ექთნის მდგომარეობა დამძიმდა და მისი თბილისში გადმოყვანის საჭიროება იყო, ადგილზე კატასტროფის არცერთი ბრიგადა თავისუფალი არ იყო.

როგორც მედიკოსები ჰყვებიან, ამის გამო დედაქალაქში გადმოყვანის დრო გაიწელა.

"ჩვენს რეგიონში სამი კატასტროფის ბრიგადაა, ჩვენდა სამწუხაროდ, იმ მომენტში არც ერთი იყო თავისუფალი. ბრიგადა წამოვიდა თბილისიდან. სადღაც ორსაათნახევარი ჩამოსვლას დასჭირდა, შემდეგ ექიმი გაეცნო მდგომარეობას, ამის შემდეგ ტრანსპორტირება.. ამიტომ გაიწელა დრო" - ამბობს კლინიკის ექიმი.

"ნოდარ მელაძის" შაბათმა მეტი ინფორმაციის გასარკვევად მედიკოსების ნაწილი ფარულად ჩაწერა. მათთან საუბარში ერთ-ერთ ექიმი იმ დღეს იხსენებს, როდესაც მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

"რომ აიცრა, ინტერვიუ მისცა, გამოვიდა და 20-25 წუთის მერე თქვა, რომ კანი მექავებაო, მეწვისო. უთქვამს, ექიმო რაღაც ვერ ვარო. ექიმმა წნევა გაუზომა, პარამეტრები წესრიგში ჰქონდა. შემდეგ წამოვიდა ქავილი და ჰიპერემია, მაშინვე გაუკეთეს ადრენალინი, თითქოს გამოვიდა მდგომარეობიდან, მაგრამ გონება დაკარგა" - ამბობს მედიკოსი, კითხვაზე, ხომ არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია მდგომარეობის გართულება, ამბობს:

"ახლა ვგებულობთ, რომ ორი წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად. არადა ვიცი რომ ჯანმრთელია... სხვა ვერაფერს გეტყვით" - თქვა მედიკოსმა.

27 წლის ექთანი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში დღეს გადაასვენეს. ადიგენის რაიონის სოფელ ქვემო ენთერში კობახიძეების ოჯახი სამძიმარს დილიდან იღებს. გარდაცვლილი ექთნის ოჯახი მომხდარზე გამოძიებას ითხოვს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს.

ცნობისთვის, კომაში ჩავარდნილი ექთანი, მეგი ბაქრაძე გუშინ გარდაიცვალა. 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა.

გუშინ ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მეგი ბაქრაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები დაამტკიცა

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე Pfizer-ის ვაქცინით აიცრა

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?