სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკა გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან... ნეკას უთხრა, შენ აიძულეო" - რას იხსენებს დოროყაშვილის ნათესავი და როდის დაკითხავენ ჩოგბურთელის შვილს?
"ნიკა გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან... ნეკას უთხრა, შენ აიძულეო" - რას იხსენებს დოროყაშვილის ნათესავი და როდის დაკითხავენ ჩოგბურთელის შვილს?

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 30 მარტს ბრალ­დე­ბის მოწ­მე­თა და­კი­თხვით გაგ­რძელ­დე­ბა. ჩოგ­ბურ­თელს არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. 19 მარ­ტის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ჩვე­ნე­ბა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვილ­მა მის­ცა.

ეკა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ შე­ეს­წრო ფაქტს, რო­დე­საც ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა მე­უღ­ლეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, მოწ­მე მას­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბას არ ადას­ტუ­რებს.

ეკა ფი­ცხა­ლა­იშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბი­დან:

- ვსა­უბ­რობ ერთ კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე. ნიკა სამ­ჯერ თუ მე­ყო­ლე­ბა ნა­ნა­ხი. მათი ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ტა­ლებ­ში კარ­გად არ ვარ გარ­კვე­უ­ლი. სულ მე­გო­ნა, რომ შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი და სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლი იყო. ნეკა მის პრობ­ლე­მებ­ზე ჩვენ­თან არ სა­უბ­რობ­და. მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს ბოლო პე­რი­ოდ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაც. ბავ­შვი ორ წლამ­დე იქ­ნე­ბო­და, 2017 წლის პე­რი­ოდ­ზეა სა­უ­ბა­რი, ნი­კო­ლო­ზი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ­თან გა­ვე­დი სტუმ­რად სახ­ლში. ბავ­შვის და­ძი­ნე­ბის დრო რომ მო­ვი­და და ნე­კამ შე­იყ­ვა­ნა ოთახ­ში, ბავ­შვი ჭირ­ვე­უ­ლობ­და და არ იძი­ნებ­და.

ჩვენ მი­სა­ღებ ოთახ­ში ვი­ყა­ვით, მე, ნი­კას ძმა და კი­დევ ახ­ლო­ბე­ლი, ვხმა­უ­რობ­დით. ნე­კამ და­უ­ძა­ხა ნი­კას და შე­იყ­ვა­ნა ოთახ­ში, მერე ნი­კამ გვი­თხრა,რომ ჩუ­მად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ან გა­დაგ­ვე­ნაც­ვლა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ქვე­მოთ ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით. ამის შემ­დეგ სტუმ­რე­ბის ნა­წი­ლი წა­ვი­და. ნიკა შე­ვი­და ოთახ­ში და ამ თე­მა­ზე და­ი­წყო მას­თან სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ბავ­შვი მი­ჩუ­მე­ბუ­ლი იყო ამ დროს უკვე და ის ისევ ატირ­და. ნეკა ნი­კას უხ­სნი­და, რომ მისი მი­ზა­ნი არ იყო სტუმ­რე­ბის სახ­ლი­დან გაყ­რა. ნიკა ეუბ­ნე­ბო­და ნე­კას, რომ აი­ძუ­ლა სტუმ­რე­ბი წა­სუ­ლიყ­ვნენ.

მეც სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფად ეს არ მი­მი­ღია. ნიკა ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­და, რომ მისი სტუმ­რე­ბი წა­ვიდ­ნენ სახ­ლი­დან. არ ჩა­ვე­რე­ო­დი, თუმ­ცა შე­ვე­დი და ბავ­შვი გა­მო­ვიყ­ვა­ნე ოთა­ხი­დან. ოთა­ხის კარი გა­მოვ­ხუ­რე. ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი თავი. ბავ­შვი სხვა ოთახ­ში შე­ვიყ­ვა­ნე და იქ ვა­წყნა­რებ­დი. ის­მო­და ყვი­რი­ლის ხმა. იქი­დან არ გა­მოვ­სულ­ვარ. ამ ყვე­ლაფ­რის მერე რო­გორც მივ­ხვდი, ნიკა წა­ვი­და სახ­ლი­დან, ნეკა მერე შე­მო­ვი­და ჩემს ოთახ­ში, აკან­კა­ლე­ბუ­ლი იყო, მა­ნამ­დე თმა შეკ­რუ­ლი ჰქონ­და, ოთახ­ში კი გაშ­ლი­ლი და მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი თმით შე­მო­ვი­და და მი­თხრა, რომ თა­ვი­სი მშობ­ლე­ბის სახ­ლში წავ­სუ­ლი­ყა­ვით.

ვთხო­ვე, რომ მას­თან დავ­რჩე­ბო­დი. და­ვი­თან­ხმე დარ­ჩე­ნა­ზე. მახ­სოვს, ამ­ბობ­და, რომ მობ­რუნ­დეს რა იქ­ნე­ბაო. მე თავ­ში აზ­რად არ მო­მი­ვი­დო­და ძა­ლა­დო­ბა. იმ დღეს ჩემ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს ნე­კას. ერ­თა­დერ­თი ვკი­თხე, ხში­რად არის თუ არა მსგავ­სი ფაქ­ტი. არ მი­პა­სუ­ხა იმ მო­მენ­ტში. წა­მო­ვე­დი მე­ო­რე დღეს იქი­დან და სა­ღა­მოს რომ და­ვუ­რე­კე, მი­თხრა, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დეო. გა­მიკ­ვირ­და და ვუ­თხა­რი კი­დეც. ეს არის ის ერ­თა­დერ­თი დღე, რა­საც მე შე­ვეს­წა­რი", – გა­ნა­ცხა­და მოწ­მემ.

მას მხა­რე­ებ­მა კი­თხვე­ბი და­უს­ვეს და და­ინ­ტე­რეს­დნენ ხომ არ მომ­ხდა­რა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, მოწ­მემ გან­მარ­ტა, რომ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ხმა არ გა­უ­გია და ამას ვერც და­ა­დას­ტუ­რებს და ვერც უარ­ყოფს, რომ იმ დღეს ბა­სი­ლაშ­ვილ­მა მე­უღ­ლეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

პრო­ცეს­ზე სხვა მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა არ მო­ხერ­ხდა, რად­გან ხარ­ვე­ზი იყო დის­ტან­ცი­უ­რი სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ირმა ჭკა­დუ­ას თქმით, დო­რო­ყაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­ზე არას­დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა ძა­ლა­დო­ბა.

"მოწ­მემ ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­მარ­ტა, რომ ის არას­დროს გამ­ხდა­რა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­სწრე და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია არ სმე­ნია არც ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის­გან და არც მისი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი­სა­გან. ისა­უბ­რა ზო­გა­დად იმ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ცდე­ბა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას და ბრა­ლად არ აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს. ბრალ­დე­ბის მხა­რის სურ­ვი­ლი იყო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მოწ­მე და­კი­თხუ­ლი­ყო მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე ის ვერ სა­უბ­რობს და ცალ­სა­ხად გან­მარ­ტავს, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან არას­დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბა“, - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბა­სი­ლაშ­ვი­ლის შვი­ლის და­კი­თხვა იგეგ­მე­ბა და მისი და­კი­თხვის დროს სხდო­მა და­ი­ხუ­რე­ბა. ბავ­შვი გა­მო­ძი­ე­ბას ერთხელ ჰყავს და­კი­თხუ­ლი. ამ დრომ­დე ად­ვო­კა­ტე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას ბავ­შვის ხელ­მე­ო­რედ და­კი­თხვის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. ღა ჩვე­ნე­ბას მის­ცემს ის სა­სა­მარ­თლოს მოგ­ვი­ან­ბე­ით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

თა­მარ გა­ბო­ძე, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი:

- სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­წყე­ბუ­ლია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვით. გუ­შინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რო­გორ გახ­და ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის თვითმხილ­ვე­ლი. აღ­ნიშ­ნულ ეპი­ზოდ­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე ბრალ­დე­ბულს არ ედა­ვე­ბა ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში, აქ სა­უ­ბა­რია ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ზე, რა­ზეც საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა მოწ­მემ გუ­შინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

არ­სე­ბობს ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ფორ­მა, რო­მე­ლიც დას­ჯა­დია სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს ოჯახ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რო­გორც ფი­ზი­კუ­რი და ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის 5 ეპი­ზოდ­ში. დიახ, მოწ­მეn ნამ­დვი­ლად თქვა, რომ არ შეს­წრე­ბია ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას, თუმ­ცა დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა ია­მზე, თუ რო­გორ აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს. მოწ­მე იყო სხვა ოთახ­ში, თუმ­ცა ეს­მო­და ნი­კო­ლო­ზის ყვი­რი­ლის და ნე­ლის ტი­რი­ლის ხმა, შემ­დეგ ნახა, რო­გორ გა­მო­ვი­და ტი­რი­ლით გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი და აკან­კა­ლე­ბუ­ლი ნელი ოთა­ხი­დან, რის შემ­დე­გაც მოწ­მე ცდი­ლობ­და მის დამ­შვი­დე­ბას.

მოწ­მემ ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ რო­დე­საც ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ნელი დო­რო­ყაშ­ვილს აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცყო­ფას, იგი იყო სხვა ოთახ­ში და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბას, რომ ქო­ნო­და ად­გი­ლი იგი ამას ვერ და­ი­ნა­ხავ­და. შე­სა­ბა­მი­სად, გუ­შინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მოწ­მემ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა არც და­ა­დას­ტუ­რა და არც გა­მო­რი­ცხა. თუმ­ცა რო­გორც გი­თხა­რით, მოწ­მემ და­ა­დას­ტუ­რა რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს უყ­ვი­რო­და და აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას.

- ით­ქვა რომ და­ი­კი­თხე­ბა პრო­ცეს­ზე მათი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი. თქვენ თა­ნახ­მა ხართ? ნე­კას ად­ვო­კა­ტე­ბი არ მი­იჩ­ნევ­დით სა­ჭი­როდ ბავ­შვის ხში­რად და­კი­თხვას. რო­გორც ვი­ცით, ის მხო­ლოდ ერთხე­ლაა და­კი­თხუ­ლი.

- რაც შე­ხე­ბა ბავ­შვის და­კი­თხვას, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით უნდა მოხ­დეს ეს. შე­საძ­ლოა ბავ­შვმა მის­ცეს სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბა, თუმ­ცა ეს იქ­ნე­ბა და­ხუ­რულ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. რო­დის და­ი­კი­თხე­ბა ამას ბრალ­დე­ბის მხა­რე გან­სა­ზღვრავს ბავ­შვის კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან და ჩვენ­თან შე­თან­ხმე­ბით.

- ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი არ ეს­წრე­ბა პრო­ცე­სებს, მისი და­კი­თხვა რო­დის მოხ­დე­ბა?

- ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი არ იღებს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ვიდ­რე არ მოხ­დე­ბა მისი და­კი­თხვა. სის­ხლის სა­მარ­თლოს საპ­რო­ცე­სო ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მოწ­მეს და­კი­თხვამ­დე უფ­ლე­ბა არ აქვს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სარ­გებ­ლობს მოწ­მის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად აღ­ნიშ­ნუ­ლი წესი ვრცელ­დე­ბა და­ზა­რა­ლე­ბულ­ზეც. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­მოკ­ვლე­ვის თან­მიმ­დევ­რო­ბას გან­სა­ზღვრავს მხა­რე, რომ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­მოკ­ვლე­ვაც უნდა მოხ­დეს, ამ ეტაპ­ზე არ არის ცნო­ბი­ლი რო­დის მოხ­დე­ბა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის და­კი­თხვა სა­სა­მარ­თლო­ში.

- მო­სა­მარ­თლემ მხა­რე­ებს მო­გი­წო­დათ პა­რა­ლე­ლუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არ იყო მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, ამა­ზე რას იტყვით?

- ჩვე­ნი ბრძო­ლა არის სა­მარ­თლებ­რი­ვი და ბუ­ნებ­რი­ვია აღ­ნიშ­ნუ­ლი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში მხა­რე­თა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის და თა­ნას­წო­რო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. თუმ­ცა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­სუ­ლი ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის გამო ჩვენ ცხა­დია გა­ვა­კე­თეთ სა­პა­სუ­ხო კო­მენ­ტა­რე­ბი. ნამ­დვი­ლად მო­უ­წო­და მო­სა­მარ­თლემ ორი­ვე მხა­რეს ბრძო­ლა გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა სა­მარ­თლებ­რივ რე­ჟიმ­ში და ეს ლო­გი­კუ­რიც არის. ერ­თა­დერ­თი უწყე­ბა, რო­მელ­მაც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მარ­თლსა­ჯუ­ლე­ბა არის სა­სა­მარ­თლო. თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე ორი­ვე მხა­რეს იბ­რძვის სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის. ჩვენ არ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ დაც­ვის მხა­რეს ექ­ნე­ბა და­სა­ცა­ვი პი­რის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცია. თი­თო­ე­უ­ლი ად­ვო­კა­ტი ვალ­დე­ბუ­ლია იმოქ­მე­დოს კლი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან შე­სა­ბა­მი­სად, მათ შო­რის სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნოს კლი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სი.

ეს არის პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­დე­საც ად­ვო­კა­ტი ახორ­ცი­ე­ლებს, სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას, თუმ­ცა არის ფარ­გლე­ბი, რა­საც არ უნდა გაც­დეს ად­ვო­კა­ტი და სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ად­ვო­კატ­თა შე­სა­ხებ პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის სრუ­ლი დაც­ვით. ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას და გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ სა­სა­მარ­თლო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ი­ღებს გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მემ გან­ხილ­ვის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე გა­და­ლა­ხა და­სა­ბუ­თე­ბულ ვა­რა­უ­დის და ალ­ბა­თო­ბის მა­ღა­ლის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტი. რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ფაქ­ტე­ბის და ინ­ფორ­მა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ო­ბა არც ბრა­ლის წარ­დგე­ნა და გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა მოხ­დე­ბო­და ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის და არც წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის მო­სა­მარ­თლე გა­დას­ცემ­და საქ­მეს არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლოს. საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის ეტაპ­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­სა­ტა­ნად სა­ჭი­როა მი­ნი­მუმ ორი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის და რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ საქ­მე­ში არ­სე­ბობს საკ­მა­რის­ზე მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნიც­დი­და ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას.

ცნო­ბი­ლია, თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. ვნა­ხოთ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი და რა ვერ­დიქტს გა­მო­ი­ტანს სა­სა­მარ­თლო.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-ლალი
0

დედაა ეხლა ეს ? ერთხელ მაინც თუ გაიფიქრა შვილზე?

ტერეზა მეი
19

უკვე მეცოდება ბავშვი :( რა ალიაქოთში გახვიეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ნიკა გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან... ნეკას უთხრა, შენ აიძულეო" - რას იხსენებს დოროყაშვილის ნათესავი და როდის დაკითხავენ ჩოგბურთელის შვილს?

"ნიკა გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან... ნეკას უთხრა, შენ აიძულეო" - რას იხსენებს დოროყაშვილის ნათესავი და როდის დაკითხავენ ჩოგბურთელის შვილს?

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 მარტს ბრალდების მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება. ჩოგბურთელს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. 19 მარტის სასამართლო პროცესზე ჩვენება ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილმა მისცა.

ეკა ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ შეესწრო ფაქტს, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოწმე მასზე ფიზიკური ძალადობას არ ადასტურებს.

ეკა ფიცხალაიშვილის ჩვენებიდან:

- ვსაუბრობ ერთ კონკრეტულ ფაქტზე. ნიკა სამჯერ თუ მეყოლება ნანახი. მათი ურთიერთობის დეტალებში კარგად არ ვარ გარკვეული. სულ მეგონა, რომ შეხმატკბილებული და საუკეთესო წყვილი იყო. ნეკა მის პრობლემებზე ჩვენთან არ საუბრობდა. მწირი ინფორმაცია მაქვს ბოლო პერიოდში დაძაბულობის შესახებაც. ბავშვი ორ წლამდე იქნებოდა, 2017 წლის პერიოდზეა საუბარი, ნიკოლოზი იყო საქართველოში, მათთან გავედი სტუმრად სახლში. ბავშვის დაძინების დრო რომ მოვიდა და ნეკამ შეიყვანა ოთახში, ბავშვი ჭირვეულობდა და არ იძინებდა.

ჩვენ მისაღებ ოთახში ვიყავით, მე, ნიკას ძმა და კიდევ ახლობელი, ვხმაურობდით. ნეკამ დაუძახა ნიკას და შეიყვანა ოთახში, მერე ნიკამ გვითხრა,რომ ჩუმად ვყოფილიყავით ან გადაგვენაცვლა სამზარეულოში, ქვემოთ ჩავსულიყავით. ამის შემდეგ სტუმრების ნაწილი წავიდა. ნიკა შევიდა ოთახში და ამ თემაზე დაიწყო მასთან სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბავშვი მიჩუმებული იყო ამ დროს უკვე და ის ისევ ატირდა. ნეკა ნიკას უხსნიდა, რომ მისი მიზანი არ იყო სტუმრების სახლიდან გაყრა. ნიკა ეუბნებოდა ნეკას, რომ აიძულა სტუმრები წასულიყვნენ.

მეც სტუმარი ვიყავი, მაგრამ პირად შეურაცხყოფად ეს არ მიმიღია. ნიკა ძალიან გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან. არ ჩავერეოდი, თუმცა შევედი და ბავშვი გამოვიყვანე ოთახიდან. ოთახის კარი გამოვხურე. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. ბავშვი სხვა ოთახში შევიყვანე და იქ ვაწყნარებდი. ისმოდა ყვირილის ხმა. იქიდან არ გამოვსულვარ. ამ ყველაფრის მერე როგორც მივხვდი, ნიკა წავიდა სახლიდან, ნეკა მერე შემოვიდა ჩემს ოთახში, აკანკალებული იყო, მანამდე თმა შეკრული ჰქონდა, ოთახში კი გაშლილი და მოუწესრიგებელი თმით შემოვიდა და მითხრა, რომ თავისი მშობლების სახლში წავსულიყავით.

ვთხოვე, რომ მასთან დავრჩებოდი. დავითანხმე დარჩენაზე. მახსოვს, ამბობდა, რომ მობრუნდეს რა იქნებაო. მე თავში აზრად არ მომივიდოდა ძალადობა. იმ დღეს ჩემთვის არაფერი უთქვამს ნეკას. ერთადერთი ვკითხე, ხშირად არის თუ არა მსგავსი ფაქტი. არ მიპასუხა იმ მომენტში. წამოვედი მეორე დღეს იქიდან და საღამოს რომ დავურეკე, მითხრა, ბოდიში მოვუხადეო. გამიკვირდა და ვუთხარი კიდეც. ეს არის ის ერთადერთი დღე, რასაც მე შევესწარი", – განაცხადა მოწმემ.

მას მხარეებმა კითხვები დაუსვეს და დაინტერესდნენ ხომ არ მომხდარა ფიზიკური ძალადობა, მოწმემ განმარტა, რომ ფიზიკური ძალადობის ხმა არ გაუგია და ამას ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, რომ იმ დღეს ბასილაშვილმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პროცესზე სხვა მოწმეების დაკითხვა არ მოხერხდა, რადგან ხარვეზი იყო დისტანციური სხდომის მიმდინარეობისას.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, დოროყაშვილის ბიძაშვილმა დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილზე არასდროს განხორციელებულა ძალადობა.

"მოწმემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ის არასდროს გამხდარა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილზე ძალადობის განხორციელების შემსწრე და აღნიშნული სახის ინფორმაცია არ სმენია არც ნელი დოროყაშვილისგან და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრისაგან. ისაუბრა ზოგადად იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ცდება წარდგენილ ბრალდებას და ბრალად არ აქვს წაყენებული ნიკოლოზ ბასილაშვილს. ბრალდების მხარის სურვილი იყო, რომ აღნიშნული მოწმე დაკითხულიყო მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ის ვერ საუბრობს და ცალსახად განმარტავს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არასდროს განხორციელებულა ნელი დოროყაშვილზე ძალადობა“, - ამბობს ადვოკატი.

როგორც ირკვევა, სასამართლო პროცესზე ბასილაშვილის შვილის დაკითხვა იგეგმება და მისი დაკითხვის დროს სხდომა დაიხურება. ბავშვი გამოძიებას ერთხელ ჰყავს დაკითხული. ამ დრომდე ადვოკატები პროკურატურას ბავშვის ხელმეორედ დაკითხვის უფლებას არ აძლევდნენ. ღა ჩვენებას მისცემს ის სასამართლოს მოგვიანბეით გახდება ცნობილი.

თამარ გაბოძე, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი:

- სასამართლო პროცესზე დაწყებულია მტკიცებულებების გამოკვლევა მოწმეების დაკითხვით. გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა დაზარალებულის ბიძაშვილი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გახდა ნელი დოროყაშვილის მიმართ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის თვითმხილველი. აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდების მხარე ბრალდებულს არ ედავება ფიზიკურ ძალადობაში, აქ საუბარია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაზეც საკმაოდ დეტალურად ისაუბრა მოწმემ გუშინდელ სასამართლო პროცესზე.

არსებობს ძალადობის რამდენიმე ფორმა, რომელიც დასჯადია სისხლის სამართლის კანონის შესაბამისად. ბრალდებულს ბრალი წარდგენილი აქვს ოჯახში განხორციელებულ როგორც ფიზიკური და ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის 5 ეპიზოდში. დიახ, მოწმეn ნამდვილად თქვა, რომ არ შესწრებია ფიზიკურ ძალადობას, თუმცა დეტალურად ისაუბრა იამზე, თუ როგორ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილი მის ყოფილ მეუღლეს. მოწმე იყო სხვა ოთახში, თუმცა ესმოდა ნიკოლოზის ყვირილის და ნელის ტირილის ხმა, შემდეგ ნახა, როგორ გამოვიდა ტირილით განერვიულებული და აკანკალებული ნელი ოთახიდან, რის შემდეგაც მოწმე ცდილობდა მის დამშვიდებას.

მოწმემ ასევე განმარტა, რომ როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს აყენებდა სიტყვიერ შეურაცყოფას, იგი იყო სხვა ოთახში და ფიზიკური ძალადობას, რომ ქონოდა ადგილი იგი ამას ვერ დაინახავდა. შესაბამისად, გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოწმემ ფიზიკური ძალადობა არც დაადასტურა და არც გამორიცხა. თუმცა როგორც გითხარით, მოწმემ დაადასტურა რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მის ყოფილ მეუღლეს უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

- ითქვა რომ დაიკითხება პროცესზე მათი არასრულწლოვანი შვილი. თქვენ თანახმა ხართ? ნეკას ადვოკატები არ მიიჩნევდით საჭიროდ ბავშვის ხშირად დაკითხვას. როგორც ვიცით, ის მხოლოდ ერთხელაა დაკითხული.

- რაც შეხება ბავშვის დაკითხვას, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით უნდა მოხდეს ეს. შესაძლოა ბავშვმა მისცეს სასამართლოს ჩვენება, თუმცა ეს იქნება დახურულ სასამართლო სხდომაზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების სტანდარტების სრული დაცვით. როდის დაიკითხება ამას ბრალდების მხარე განსაზღვრავს ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან და ჩვენთან შეთანხმებით.

- ნელი დოროყაშვილი არ ესწრება პროცესებს, მისი დაკითხვა როდის მოხდება?

- ნელი დოროყაშვილი არ იღებს სასამართლო პროცესებში მონაწილეობას, ვიდრე არ მოხდება მისი დაკითხვა. სისხლის სამართლოს საპროცესო ნორმების შესაბამისად, მოწმეს დაკითხვამდე უფლება არ აქვს სასამართლო პროცესებში მიიღოს მონაწილეობა. სასამართლო პროცესზე დაზარალებულის სარგებლობს მოწმის უფლება-მოვალეობებით, შესაბამისად აღნიშნული წესი ვრცელდება დაზარალებულზეც. მტკიცებულებათა გამოკვლევის თანმიმდევრობას განსაზღვრავს მხარე, რომლის მტკიცებულების გამოკვლევაც უნდა მოხდეს, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი როდის მოხდება და დაზარალებულის დაკითხვა სასამართლოში.

- მოსამართლემ მხარეებს მოგიწოდათ პარალელური მართლმსაჯულება არ იყო მიზანშეწონილი, ამაზე რას იტყვით?

- ჩვენი ბრძოლა არის სამართლებრივი და ბუნებრივია აღნიშნული უნდა განხორციელდეს სასამართლო დარბაზში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის საფუძველზე. თუმცა ჩვენს წინააღმდეგ წამოსული ცრუ ბრალდებების გამო ჩვენ ცხადია გავაკეთეთ საპასუხო კომენტარები. ნამდვილად მოუწოდა მოსამართლემ ორივე მხარეს ბრძოლა გაგვეგრძელებინა სამართლებრივ რეჟიმში და ეს ლოგიკურიც არის. ერთადერთი უწყება, რომელმაც უფლებამოსილია განახორციელოს მართლსაჯულება არის სასამართლო. თუმცა სასამართლომ ასევე გააკეთა კომენტარი რომ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე ორივე მხარეს იბრძვის საკუთარი ინტერესებისთვის. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარეს ექნება დასაცავი პირის ინტერესების საწინააღმდეგო პოზიცია. თითოეული ადვოკატი ვალდებულია იმოქმედოს კლიენტის ინტერესებიდან შესაბამისად, მათ შორის საჯარო ინტერესებზე მაღლა დააყენოს კლიენტის ინტერესი.

ეს არის პირდაპირი ვალდებულება, როდესაც ადვოკატი ახორციელებს, საადვოკატო საქმიანობას, თუმცა არის ფარგლები, რასაც არ უნდა გაცდეს ადვოკატი და საადვოკატო საქმიანობა განახორციელოს ადვოკატთა შესახებ პროფესიული ეთიკის სრული დაცვით. ჩვენ ვახორციელებთ დაზარალებულის ინტერესების დაცვას და გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნულ საქმემ განხილვის სხვადასხვა ეტაპზე გადალახა დასაბუთებულ ვარაუდის და ალბათობის მაღალის ხარისხის სტანდარტი. რომ არ ყოფილიყო ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა არც ბრალის წარდგენა და გირაოს შეფარდება მოხდებოდა ბრალდებულისთვის და არც წინა სასამართლო სხდომის მოსამართლე გადასცემდა საქმეს არსებითად განსახილველად სასამართლოს. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების და როგორც მოგახსენეთ საქმეში არსებობს საკმარისზე მეტი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ნელი დოროყაშვილი ყოფილი მეუღლის მხრიდან წლების განმავლობაში განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

ცნობილია, თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და რა ვერდიქტს გამოიტანს სასამართლო.