რუსთავში არასრულწოვანმა გოგომ არასრულწლოვანი გოგო დაჭრა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
სააგენტოს ცნობით, თანატოლებს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც ცივი იარაღით დაჭრით დასრულდა.
17 წლის გოგოს ჭრილობები თანატოლმა მუცლის არეში მიაყენა. დაშავებულს "კლინიკა რუსთავში" პირველადი დახმარება გაეწია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
სანამ დანის გამოყენებაზე უმკაცრესი სასჯელი არ იქნება, ვიმეორებ უმკაცრესი სასჯელი, აი მანამდე არ გვეშველება არაფერი. ერთს ვიხვეწებით ხალხი რო გაამკაცრეთ სასჯელები და ისიც ვერ მივაღწიეთ. შიში არაა არა საერთოდ კანონის შიში არაა.
აი ესეთი მომავალი თაობა უნდა ვინატროთ ოჯახებმაც და საზოგადოებამაც, ყოჩაღ გოგოებო...ვაი რა გვეშველება...