პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ მაგიდასთან სულ ორჯერ შევიკრიბეთ... დანარჩენი ნაწილი ერთმანეთს ვეჭორავებოდით უამრავ თემაზე" - მეგრელიშვილი მოლაპარაკებების დეტალებზე
"ერთ მაგიდასთან სულ ორჯერ შევიკრიბეთ... დანარჩენი ნაწილი ერთმანეთს ვეჭორავებოდით უამრავ თემაზე" - მეგრელიშვილი მოლაპარაკებების დეტალებზე

"გირ­ჩის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო იმ ფორ­მით, რა ფორ­მი­თაც გუ­შინ­დე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რულ­და.

რო­გორც "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში სა­უბ­რი­სას მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მას ჰქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან ისეთ დო­კუ­მენტს მი­ი­ღებ­დნენ, რომ­ლის­თვის ხე­ლის არ­მო­წე­რა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

"ეს იყო მე­სა­მე შეხ­ვედ­რა. ჩვენ რა­ღაც­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი გვქონ­და, მე მქონ­და მო­ლო­დი­ნი შე­იძ­ლე­ბა ფუჭი, იმის გამო, რომ გა­მო­უც­დე­ლი ვი­ყა­ვი, რომ ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი მოგ­ვი­ტან­დნენ ისეთ დო­კუ­მენტს, რო­მელ­ზეც შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და სა­ბო­ლოო ჯამ­ში ხე­ლის არ­მო­წე­რა.

თით­ქმის ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო იმ ფორ­მით, რა ფორ­მა­შიც დას­რულ­და ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, უდი­დე­სი ნა­წი­ლი ამ შეხ­ვედ­რის ჩვენ­თვის ხომ და­ფა­რუ­ლი იყო იმი­ტომ, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი იყო ელ­ჩებ­თან.

ერთ მა­გი­დას­თან სულ ორ­ჯერ შე­ვიკ­რი­ბეთ. რო­დე­საც შევ­ხვდით, შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში... მე­ო­რედ, რო­დე­საც შუა ნა­წილ­ში დო­კუ­მენ­ტი ჩა­მოგ­ვი­ტა­ნეს, რო­მე­ლიც უნდა გან­გვე­ხი­ლა და ბო­ლოს, რო­დე­საც დაგ­ვემ­შვი­დობ­ნენ.

და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი ჩვენ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი, ერ­თმა­ნეთს ვე­ჭო­რა­ვე­ბო­დით უამ­რავ თე­მა­ზე. ერ­თად ვი­ყა­ვით ყვე­ლა - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც" მათ შო­რის. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც მე წა­სუ­ლი ვი­ყა­ვი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" რჩე­ბოდ­ნენ ერ­თად.

7 სა­ა­თის გას­ვლის შემ­დეგ ვი­ფიქ­რეთ, რომ იქ­ნებ ეს იყო მი­ზა­ნიც, რომ ჩვენ მარ­ტო და­ვე­ტო­ვე­ბი­ნეთ ამ სა­ერ­თო სივ­რცე­ში და ვცა­დეთ კი­დეც და­ლა­პა­რა­კე­ბა მე­დი­ა­ტო­რე­ბის გა­რე­შე," - გა­ნა­ცხა­და "დღის კუ­რი­ე­რის" ეთერ­ში ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Olp
60

ეს და ელისაშვილი ძაან მაგრები გვყვავს. :)))) ქართული ოცნების მენშევიკები :))))

გიორგი
57
ასეთი იაფფასიანი და მახინჯი კლოუნი, როგორიც ეს არსებაა თითქოს “გირჩიდან”, აი ასეთი კლოუნი როცა ქვეყნის პარლამენტში იქნება პარლამენტის წევრად, ასეთ ქვეყანას მხოლოდ ძალიან ,ძალიან ცუდი მომავალი აქვს...
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ერთ მაგიდასთან სულ ორჯერ შევიკრიბეთ... დანარჩენი ნაწილი ერთმანეთს ვეჭორავებოდით უამრავ თემაზე" - მეგრელიშვილი მოლაპარაკებების დეტალებზე

"ერთ მაგიდასთან სულ ორჯერ შევიკრიბეთ... დანარჩენი ნაწილი ერთმანეთს ვეჭორავებოდით უამრავ თემაზე" - მეგრელიშვილი მოლაპარაკებების დეტალებზე

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ყველა გაოცებული იყო იმ ფორმით, რა ფორმითაც გუშინდელი მოლაპარაკებები დასრულდა.

როგორც "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას მეგრელიშვილმა აღნიშნა, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ევროპელი პარტნიორებისგან ისეთ დოკუმენტს მიიღებდნენ, რომლისთვის ხელის არმოწერა შეუძლებელი იქნებოდა.

"ეს იყო მესამე შეხვედრა. ჩვენ რაღაცნაირი მოლოდინი გვქონდა, მე მქონდა მოლოდინი შეიძლება ფუჭი, იმის გამო, რომ გამოუცდელი ვიყავი, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მოგვიტანდნენ ისეთ დოკუმენტს, რომელზეც შეუძლებელი იქნებოდა საბოლოო ჯამში ხელის არმოწერა.

თითქმის ყველა გაოცებული იყო იმ ფორმით, რა ფორმაშიც დასრულდა ეს მოლაპარაკება. სამწუხაროდ, უდიდესი ნაწილი ამ შეხვედრის ჩვენთვის ხომ დაფარული იყო იმიტომ, რომ ინდივიდუალური შეხვედრები იყო ელჩებთან.

ერთ მაგიდასთან სულ ორჯერ შევიკრიბეთ. როდესაც შევხვდით, შეხვედრის დასაწყისში... მეორედ, როდესაც შუა ნაწილში დოკუმენტი ჩამოგვიტანეს, რომელიც უნდა განგვეხილა და ბოლოს, როდესაც დაგვემშვიდობნენ.

დანარჩენი ნაწილი ჩვენ სოციალიზაციით ვიყავით დაკავებული, ერთმანეთს ვეჭორავებოდით უამრავ თემაზე. ერთად ვიყავით ყველა - "ნაციონალური მოძრაობაც" მათ შორის. მაგალითად, როდესაც მე წასული ვიყავი, "ნაციონალური მოძრაობა“ და "ქართული ოცნება" რჩებოდნენ ერთად.

7 საათის გასვლის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ იქნებ ეს იყო მიზანიც, რომ ჩვენ მარტო დავეტოვებინეთ ამ საერთო სივრცეში და ვცადეთ კიდეც დალაპარაკება მედიატორების გარეშე," - განაცხადა "დღის კურიერის" ეთერში ვახტანგ მეგრელიშვილმა.

"უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი" - ნიკა მელია

"ნიშნების გჯერათ? იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვრის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ" - ხუხაშვილი "ნამახვანჰესზე"

"ჩამოყალიბდება "15 მაისის შტაბი", ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს" - ოპოზიციის სამომავლო გეგმა ცნობილია