პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ათას რამეს ფიქრობენ, არაფერი საშიში არ არის" - ექთანი, რომელიც კომაში ჩავარდა, საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა
"ათას რამეს ფიქრობენ, არაფერი საშიში არ არის" - ექთანი, რომელიც კომაში ჩავარდა, საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა

გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყო. "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნით აც­რე­ბი უპირ­ვე­ლე­სად სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს უტარ­დე­ბა. პირ­ველ­მა დღემ მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა, მაგ­რამ დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ახალ­ცი­ხე­ში, კლი­ნი­კა "იმედ­ში" იმა­ვე კლი­ნი­კის ექთა­ნი, 27 წლის ქალ­ბა­ტო­ნი აც­რის შემ­დეგ კო­მა­ში ჩა­ვარ­და, რა­საც კლი­ნი­კის ეზო­ში შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მოჰ­ყვა - ქალ­ბა­ტო­ნის ახ­ლობ­ლებ­მა შე­ნო­ბის შუ­შე­ბი ჩა­ამ­ტვრი­ეს.

ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ის ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზეა მი­ერ­თე­ბუ­ლი. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, ექთანს აც­რი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­წყე­ბია ძლი­ე­რი ცხე­ლე­ბა და მა­ლე­ვე სა­რე­ა­ნი­მა­ციო გამ­ხდა­რა.

ახალ­ცი­ხე­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ამ­გვა­რი რამ, ვთქვათ, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სით გა­მოწ­ვე­ულ ემო­ცი­ას ვერ დაბ­რალ­დე­ბა, რად­გან წინა დღეს ანუ გუ­შინ თა­ვად ეს ექთა­ნი ცრი­და სხვა პა­ცი­ენ­ტებს იმა­ვე ვაქ­ცი­ნით.

მეგი ბაქ­რა­ძე "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნით აც­რის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

ასევე დაგაინტერესებთ
16:19 / 18-03-2021

ახალციხეში, აცრის შემდეგ, ექთანს, სავარაუდოდ, ალერგიული შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა

17:29 / 18-03-2021

"საქართველოში ვაქცინის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა... მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა" - გამყრელიძის საგანგებო განცხადება

18:02 / 18-03-2021

27 წლის ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, თბილისში გადმოჰყავთ

18:15 / 18-03-2021

"ასტრაზენეკას" ვაქცინას მსგავსი რეაქცია უკვე აქვს დაფიქსირებული - 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია" - გაბუნია

18:59 / 18-03-2021

"ანაფილაქსური შოკი არის ყველა ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას" - გურული

20:06 / 18-03-2021

"წინ ვაქცინა და უკან მეწყერიო, შენი არ იცოდე და სხვისას არ იჯერებდეო, ეგრეა ჩვენი საქმე" - როგორ ეხმაურებიან ექთნის კომაში ჩავარდნის ფაქტს "ფეისბუქზე"?

20:56 / 18-03-2021

"აცრები ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ალერგიული არ ყოფილა" - რას ამბობს 27 წლის ექთნის ნათესავი?

22:50 / 18-03-2021

როგორია 27 წლის ექთნის მდგომარეობა - ეკატერინე ტიკარაძის კომენტარი საუნივერსიტეტო კლინიკიდან

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვაქ­ცი­ნა­ცია, უძ­ლუ­რი ვართ მო­სახ­ლე­ო­ბა კო­ვიდ­ზე და ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ავიც­რათ. მო­სახ­ლე­ო­ბას ეში­ნია, ათას რა­მეს ფიქ­რო­ბენ, არა­ფე­რი სა­ში­ში არ არის.

ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ ალ­ბათ, რომ ჩა­ი­კი­თხონ მიხ­ვდე­ბი­ან, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამის გა­კე­თე­ბა. თრომ­ბი არამ­გო­ნია ჩვენ­თან გა­მო­იწ­ვი­ოს. ში­შე­ბია, რომ ამას იწ­ვევს, იმას იწ­ვევს. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას გა­ი­კე­თონ ვაქ­ცი­ნა" - ამ­ბობ­და მეგი ბაქ­რა­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე­ცხრე არხთან" სა­უბ­რი­სას.

ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბი კვლავ კლი­ნი­კის ეზო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, შე­ნო­ბის შე­სას­ვლელ­თან კი პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა - ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ქალ­ბა­ტონს თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნენ.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mako
11

საწყალს სახე ისეთი აქვს თითქოს გრძნობდა 

დ გ
21

წარმატებები ყველა ექიმი გმირია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ათას რამეს ფიქრობენ, არაფერი საშიში არ არის" - ექთანი, რომელიც კომაში ჩავარდა, საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა

"ათას რამეს ფიქრობენ, არაფერი საშიში არ არის" - ექთანი, რომელიც კომაში ჩავარდა, საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა

გუშინ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრები უპირველესად სამედიცინო პერსონალს უტარდება. პირველმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ დღეს ცნობილი გახდა, რომ ახალციხეში, კლინიკა "იმედში" იმავე კლინიკის ექთანი, 27 წლის ქალბატონი აცრის შემდეგ კომაში ჩავარდა, რასაც კლინიკის ეზოში შეხლა-შემოხლა მოჰყვა - ქალბატონის ახლობლებმა შენობის შუშები ჩაამტვრიეს.

ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. როგორც ადგილობრივები AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობენ, ექთანს აცრიდან რამდენიმე წუთში დაწყებია ძლიერი ცხელება და მალევე სარეანიმაციო გამხდარა.

ახალციხელები ფიქრობენ, რომ ამგვარი რამ, ვთქვათ, ვაქცინაციის პროცესით გამოწვეულ ემოციას ვერ დაბრალდება, რადგან წინა დღეს ანუ გუშინ თავად ეს ექთანი ცრიდა სხვა პაციენტებს იმავე ვაქცინით.

მეგი ბაქრაძე "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის შემდეგ საზოგადოებასაც ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა.

"აუცილებელია ვაქცინაცია, უძლური ვართ მოსახლეობა კოვიდზე და ამიტომ აუცილებელია, რომ ავიცრათ. მოსახლეობას ეშინია, ათას რამეს ფიქრობენ, არაფერი საშიში არ არის.

ნაკლები ინფორმაცია აქვთ ალბათ, რომ ჩაიკითხონ მიხვდებიან, რომ აუცილებელია ამის გაკეთება. თრომბი არამგონია ჩვენთან გამოიწვიოს. შიშებია, რომ ამას იწვევს, იმას იწვევს. მოვუწოდებ ყველას გაიკეთონ ვაქცინა" - ამბობდა მეგი ბაქრაძე ტელეკომპანია "მეცხრე არხთან" საუბრისას.

ახალგაზრდა ქალის ახლობლები კვლავ კლინიკის ეზოში იმყოფებიან, შენობის შესასვლელთან კი პოლიციაა მობილიზებული. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა - ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქალბატონს თბილისში გადმოიყვანენ.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს 200 მოქალაქე, თითოული 4000 ლარით დაფინანსდება - განაცხადების მიღება დაიწყო

ჭყონდიდის ეპარქიაში საკვირაო წირვის შემდეგ ორასკაციანი ტრაპეზის გამართვა იგეგმება? - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებმა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით გზა გადაკეტეს