მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროცესი დაწყებულია, უზარმაზარი მასაა დაძრული, ახლა გინდ გერმანელი სპეციალისტი ჩამოიყვანონ, გინდა ფრანგი, იგივეს იტყვის ყველა" - გეოლოგი
"პროცესი დაწყებულია, უზარმაზარი მასაა დაძრული, ახლა გინდ გერმანელი სპეციალისტი ჩამოიყვანონ, გინდა ფრანგი, იგივეს იტყვის ყველა" -  გეოლოგი

ვაშ­ლი­ჯვრი­სა და ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტოს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის სი­ახ­ლო­ვეს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბია და­წყე­ბუ­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაძ­რუ­ლია ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე კუბი მიწა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, მო­წყდეს და მო­სახ­ლე­ო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას. გა­რე­მოს დამ­ცვე­ლე­ბის ნა­წი­ლი პა­რა­ლელს მდი­ნა­რე ვე­რეს ტრა­გე­დი­ას­თან ავ­ლებს და აცხა­დებს, რომ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ვაშ­ლი­ჯვარ­შიც იგი­ვე მოხ­დეს. რო­გორ აფა­სებს ვაშ­ლი­ჯვარ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს გე­ო­ლო­გი ჭი­ჭი­კო ჯა­ნე­ლი­ძე? კო­მენ­ტა­რის­თვის უხუ­ცეს სპე­ცი­ა­ლისტს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ო­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვაკე იყო. შემ­დეგ ის გე­ო­ლო­გი­უ­რად აღ­ზევ­და და სერი წარ­მოქ­მნა. ეს მასა სუს­ტად შე­ცე­მენ­ტე­ბუ­ლი, ფხვი­ე­რი მა­სა­ლის­გან შედ­გე­ბა. ვიდ­რე ადა­მი­ა­ნი ჩა­ე­რე­ო­და, ამ ზო­ნა­ში წო­ნას­წო­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ხერ­ხდე­ბო­და, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც გზა გა­იყ­ვა­ნეს, მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და­ი­წყეს, გა­მო­უ­თხა­რეს ძირი, ჩაჭ­რეს, წო­ნას­წო­რო­ბა და­ირ­ღვა და ამან მო­ახ­დი­ნა მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა.

სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვის წამ­ყვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია სა­ინ­ჟინ­რო-გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნა. ახლა უნდა გა­მო­ი­ძი­ონ ამ ად­გილ­ზე მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გა­მარ­თვა რო­მელ­მა გე­ო­ლოგ­მა მი­იჩ­ნია და­საშ­ვე­ბად. ვინც გას­ცა ასე­თი გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნა, იმან უნდა აგოს პა­სუ­ხი, ახლა რაც მოხ­დე­ბა იმა­ზე. ამ ფერ­დობს მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის­კენ და არის არა­წო­ნას­წორ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ამი­ტომ აქ სამშნე­ბე­ლო ნე­ბარ­თვე­ბი არ უნდა გა­ცე­მუ­ლი­ყო.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი ახლა, და­ახ­ლო­ე­ბით რა მას­შტა­ბის საფრ­თხე­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ახლა მთა­ვა­რია, სას­წრა­ფოდ გა­ი­ზო­მოს რა მას­შტა­ბის საფრ­თხეა. და­ზუს­ტდეს რა მო­ცუ­ლო­ბის მა­საა დაძ­რუ­ლი. მი­წისძვრის ან ძლი­ე­რი წვი­მე­ბის შე­დე­გად ეს მასა აუ­ცი­ლებ­ლად მთლი­ა­ნად წა­მო­ვა. ამი­ტომ სას­წრა­ფოდ უნდა გა­კეთ­დეს შე­ფა­სე­ბა იმი­სა, თუ მო­წყდე­ბა ეს დაძ­რუ­ლი მასა, მი­აღ­წევს თუ არა ის მოსხლე­ო­ბამ­დე. ამის შემ­დეგ კი უნდა გა­და­იდ­გას შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი. კომ­პე­ტენ­ტურ­მა სა­ინ­ჟინ­რო გე­ო­ლო­გი­ურ­მა კო­მი­სი­ამ უნდა შე­ა­ფა­სოს ეს და და­დოს დას­კვნა.

- დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას­შტა­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­წყე­ბუ­ლია, მან ასე­ვე თქვა, რომ იგეგ­მე­ბა გერ­მა­ნი­ი­დან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა. რო­გორ ფიქ­რობთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია მას­შტა­ბუ­რი საფრ­თხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

- სა­ერ­თოდ, ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა ისაა, რომ ორ­ჯერ ორი რომ ოთხია, იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად უცხო­ე­თი­დან ვე­ლო­დე­ბით სპე­ცი­ა­ლის­ტებს. რად გვინ­და უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი? ქარ­თვე­ლე­ბი ცოტა გვყავს და ნაკ­ლე­ბად კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი? უბ­რა­ლოდ, მათ არ უჯე­რე­ბენ. ელე­მენ­ტა­რუ­ლია ის სა­მუ­შაო, რაც ახლა უნდა გა­კეთ­დეს აქ. შე­სა­ფა­სე­ბე­ლია მას­შტა­ბე­ბი ამ საფრ­თხის მო­ცუ­ლო­ბის გან­სა­სა­ზღვრად. ახლა ამას ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს. ტყუ­ი­ლად და­ხარ­ჯა­ვენ ფულს, სამ­მა­გი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უაზ­რო­ბაა. პრო­ცე­სი არის და­წყე­ბუ­ლი, უზარ­მა­ზა­რი მა­საა დაძ­რუ­ლი, გინდ გერ­მა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩა­მო­ა­იყ­ვა­ნონ, გინ­და ფრან­გი, იგი­ვეს იტყვის ყვე­ლა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
11
1

ჩინელები მთებს ჭრიან და კორპუსებს აშენებენ,აუცილებლად უნდა დაიწყოს საშიში ფერდობის მოჭრა თანაც დროულად სანამ უხვი ნალექი წვიმის სახით არ დააცურებს ფერდობს. მეტი მაგას არაფერი უშველის.

ლარგო
2

რახან გერმანელები მოდიან ეგე იქნებ ნამახვანიც გენახებინათ :) :) ერთ ხარჯში გამოხვალთ არ გეშლებათ ეგეთები..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"პროცესი დაწყებულია, უზარმაზარი მასაა დაძრული, ახლა გინდ გერმანელი სპეციალისტი ჩამოიყვანონ, გინდა ფრანგი, იგივეს იტყვის ყველა" - გეოლოგი

"პროცესი დაწყებულია, უზარმაზარი მასაა დაძრული, ახლა გინდ გერმანელი სპეციალისტი ჩამოიყვანონ, გინდა ფრანგი, იგივეს იტყვის ყველა" -  გეოლოგი

ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელი გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესებია დაწყებული. სპეციალისტების ინფორმაციით, დაძრულია ნახევარ მილიონამდე კუბი მიწა, რომელიც შესაძლოა, მოწყდეს და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას. გარემოს დამცველების ნაწილი პარალელს მდინარე ვერეს ტრაგედიასთან ავლებს და აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ვაშლიჯვარშიც იგივე მოხდეს. როგორ აფასებს ვაშლიჯვარში მიმდინარე პროცესებს გეოლოგი ჭიჭიკო ჯანელიძე? კომენტარისთვის უხუცეს სპეციალისტს დავუკავშირდით:

- დაახლოებით მილიონი წლის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე ვაკე იყო. შემდეგ ის გეოლოგიურად აღზევდა და სერი წარმოქმნა. ეს მასა სუსტად შეცემენტებული, ფხვიერი მასალისგან შედგება. ვიდრე ადამიანი ჩაერეოდა, ამ ზონაში წონასწორობის შენარჩუნება ხერხდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გზა გაიყვანეს, მშენებლობები დაიწყეს, გამოუთხარეს ძირი, ჩაჭრეს, წონასწორობა დაირღვა და ამან მოახდინა მეწყრული პროცესების პროვოცირება.

სამშენებლო ნებართვის წამყვანი კომპონენტია საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა. ახლა უნდა გამოიძიონ ამ ადგილზე მშენებლობების გამართვა რომელმა გეოლოგმა მიიჩნია დასაშვებად. ვინც გასცა ასეთი გეოლოგიური დასკვნა, იმან უნდა აგოს პასუხი, ახლა რაც მოხდება იმაზე. ამ ფერდობს მიდრეკილება აქვს მეწყრული პროცესებისკენ და არის არაწონასწორ მდგომარეობაში, ამიტომ აქ სამშნებელო ნებართვები არ უნდა გაცემულიყო.

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ახლა, დაახლოებით რა მასშტაბის საფრთხეზეა ლაპარაკი?

- ახლა მთავარია, სასწრაფოდ გაიზომოს რა მასშტაბის საფრთხეა. დაზუსტდეს რა მოცულობის მასაა დაძრული. მიწისძვრის ან ძლიერი წვიმების შედეგად ეს მასა აუცილებლად მთლიანად წამოვა. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს შეფასება იმისა, თუ მოწყდება ეს დაძრული მასა, მიაღწევს თუ არა ის მოსხლეობამდე. ამის შემდეგ კი უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. კომპეტენტურმა საინჟინრო გეოლოგიურმა კომისიამ უნდა შეაფასოს ეს და დადოს დასკვნა.

- დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მასშტაბების შეფასების სამუშაოები დაწყებულია, მან ასევე თქვა, რომ იგეგმება გერმანიიდან სპეციალისტების ჩამოყვანა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია მასშტაბური საფრთხის თავიდან აცილება?

- საერთოდ, ჩვენი უბედურება ისაა, რომ ორჯერ ორი რომ ოთხია, იმის დასამტკიცებლად უცხოეთიდან ველოდებით სპეციალისტებს. რად გვინდა უცხოელი სპეციალისტები? ქართველები ცოტა გვყავს და ნაკლებად კომპეტენტურები? უბრალოდ, მათ არ უჯერებენ. ელემენტარულია ის სამუშაო, რაც ახლა უნდა გაკეთდეს აქ. შესაფასებელია მასშტაბები ამ საფრთხის მოცულობის განსასაზღვრად. ახლა ამას ვერაფერი შეაჩერებს. ტყუილად დახარჯავენ ფულს, სამმაგი სამუშაოების ჩატარება უაზრობაა. პროცესი არის დაწყებული, უზარმაზარი მასაა დაძრული, გინდ გერმანელი სპეციალისტი ჩამოაიყვანონ, გინდა ფრანგი, იგივეს იტყვის ყველა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის პირველი ტაიმი ქართველების გამარჯვებით დასრულდა - გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა

უბედური შემთხვევა ლაგოდეხში - ავარიის შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, 2 კი საავადმყოფოშია