პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"13 ივნისი მონაგონი იქნება, ისეთი კატასტროფა მოხდება თბილისში" - როგორ ეხმაურებიან ვაშლიჯვარში განვითარებულ მოვლენებს და რა სცენარებზე საუბრობენ მოქალაქეები
"13 ივნისი მონაგონი იქნება, ისეთი კატასტროფა მოხდება თბილისში" - როგორ ეხმაურებიან ვაშლიჯვარში განვითარებულ მოვლენებს და რა სცენარებზე საუბრობენ მოქალაქეები

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს, რომ ნუ­ცუ­ბი­ძი­სა და ვაშ­ლი­ჯვრის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზას­თან მდე­ბა­რე ფერ­დობ­ზე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი გა­აქ­ტი­ურ­და. "მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ფერ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­აქ­ტი­ურ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა ორ­მხრი­ვად შე­ი­ზღუ­და.

გავ­რცე­ლე­ბულ­მა ფო­ტო­ებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი წერს კო­მენ­ტარს და მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლო სცე­ნა­რებს გა­ნი­ხი­ლავს:

ანა გო­დაბ­რე­ლი­ძე:

"ვაშ­ლი­ჯვარ­ში აქამ­დე გზას კე­ტავ­დნენ იმის გამო, რომ მშე­ნებ­ლო­ბა მი­დი­ო­და. დღეს იმი­ტომ და­კე­ტეს, რომ "მიწა ჩა­მოწ­ვაო". ამ­დენ კლდეს, გო­რას... რომ ჩა­მოჭ­რი ჩა­მოწ­ვე­ბა აბა რა იქ­ნე­ბა?!"

ასევე დაგაინტერესებთ
10:40 / 18-03-2021

ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა - "ჩანს, როგორ ცდილობენ ფერდის შეკავებას... ახლა მიხვდნენ, რომ შეიძლება ცუდად დამთავრდეს" (ფოტოები)

11:58 / 18-03-2021

"დაძრულია, დაახლოებით, ნახევარი მილიონი კუბი მიწა... ეს არის მერიის არქიტექტურის სამსახურის პასუხისმგებლობა" - თეა გოდოლაძე

13:30 / 18-03-2021

"ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების შესწავლაში გერმანელი გეოინჟინრები ჩაერთვებიან" - თბილისის მერის მოადგილე

13:45 / 18-03-2021

რა განაცხადა კახა კალაძემ ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელი გზის სიახლოვეს დაწყებულ მეწყრულ პროცესებზე?

21:29 / 18-03-2021

"კაცი სახტად დარჩა... გაოცებულმა იკითხა, ქალაქგარეთ, ლანდშაფტურ ფერდებზე ამას რატომ უშვებს ქალაქიო?" - რას იხსენებს ცნობილი არქიტექტორი?

რა­მაზ გი­გა­უ­რი:

"რა ჰესი უნდა აა­შე­ნოთ თქვე ბლეყ­ვე­ბო, რა ჰესი? სა­დაც არის თბი­ლისს დაგ­ვამ­ხობთ თავ­ზე. მხო­ლოდ ფული რომ გგო­ნი­ათ ყვე­ლაფ­რის სა­ზო­მი. და ბუ­ნე­ბას, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პო­ლი­ცი­ის და თქვენ­ზე მორ­გე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბის ძა­ლით ვერ გა­ა­ჩე­რებთ. ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნი­დან - 1,3 მი­ლი­ო­ნამ­დე კუ­ბუ­რი მეტ­რი მიწა!!! აბა და­ფიქ­რდით! ამ მთის მო­წყვე­ტა მი­ნი­მუმ 50-ჯერ უფრო სა­ში­შია, ვიდ­რე 13 ივ­ნისს ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია"

ნა­თია ბე­რი­ძე:

"ეს, რაც ფო­ტო­ებ­ზეა მო­ცე­მუ­ლი, სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რია იმ გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სამ­შე­ნებ­ლო ქა­ო­სი­სა, რაც წლე­ბია ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხდე­ბა... ასე იცის, როცა სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქი გე­ზი­ზღე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ..."

ინგა სა­ხე­ლაშ­ვი­ლი:

"უფ­რო­სი თა­ო­ბის ხალ­ხს ალ­ბათ ახ­სოვთ ის, რომ თბი­ლი­სი იყო და­ხუ­რუ­ლი ქა­ლა­ქი, მე მახ­სოვს ადა­მი­ა­ნე­ბი კო­ჯორ­ში - რუს­თავ­ში ცხოვ­რობ­დნენ და თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­დნენ, უჭირ­დათ სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ თბი­ლის­ში ჩა­წე­რა მხო­ლოდ გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბო­და და ეს ხდე­ბო­და არა იმი­ტომ რომ თბი­ლი­სი - პა­რი­ზია ან მი­ლა­ნი, არა­მედ იმი­ტომ, რომ თბი­ლი­სი სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი ზო­ნაა და მა­შინ­დელ­მა ექ­სპერ­ტებ­მა და არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა კარ­გად იცოდ­ნენ, რომ თბი­ლი­სი "ვერ აი­ტან­და" მოს­კო­ვი­ვით 8 მი­ლი­ონ მო­სახ­ლეს. დღეს, რო­დე­საც მაგ უპატ­რო­ნო ქვე­ყა­ნა­ში ძაღ­ლე­ბის მა­გივ­რად კა­ტებს აყე­ფე­ბენ, სახ­ლს-სახლზე აშე­ნე­ბენ, რათა ჯიბე გა­ის­ქე­ლონ და რაც მერე მოხ­დე­ბა, წიხლზე ჰკი­დი­ათ, უბე­დუ­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია/ღმერ­თმა არ ქნას.

მე მხო­ლოდ ერთი კი­თხვა მაქვს: და­ვუშ­ვათ არ მიყ­ვარს და მძაგს ჩემი მე­ზო­ბე­ლი, ჩემ­მა შვილ­მა რა და­მი­შა­ვა, რომ ისიც მძულს? და თუ არ მძულს, მაშ რა ჯან­და­ბას ვა­კე­თებ, თუ კი ეკო­ლო­გი­უ­რად სა­ზი­ა­ნო ად­გი­ლას ვა­ცხოვ­რებ? სა­ნამ ხალ­ხი არ გა­იღ­ვი­ძებს და არ გა­დაყ­რის ამ ქარ­თველყლა­პია სქელ­კი­სე­რა სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლებს და მთავ­რო­ბას - მა­ნამ­დე არა­ფე­რი არ ეშ­ვე­ლე­ბა მაგ ქვე­ყა­ნას - ეს ჩემი აზ­რია".

და­ვით ვა­ზა­გაშ­ვი­ლი:

ეს თუ მო­წყდა, რაც დრო­ის ამ­ბა­ვია და ამინ­დე­ბიც ძა­ლი­ან შე­უ­წყობს ხელს ჩა­აღ­წევს მტკვარ­ში და იქ გა­ა­ჩენს კაშ­ხალს, ჯერ შე­გუ­ბებს და მერე ერ­თი­ა­ნად და­არ­ტყავს ორი­ვე სა­ნა­პი­როს რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში ორ­თა­ჭალ­ჰეს­თან მოხ­დე­ბა მე­ო­რე შე­გუ­ბე­ბა და მერე იქ დატ­რი­ალ­დე­ბა მე­ო­რე ტრა­გე­დია...მე პი­რა­დად ევა­კუ­ა­ცი­ას გა­მო­ვა­ცხა­დებ­დი, მი­წის მა­სი­ვის ქვე­მოთ მტკვრამ­დე არ­სე­ბულ შე­ნო­ბებ­ში და ახ­ლა­ვე ამოვ­წევ­დი ფა­რებს ორ­თა­ჭალ­ჰეს­ზე... პა­რა­ლე­ლუ­რად მოვ­ჭრი­დი მაგ მა­სას, და ხე­ლახ­ლა მო­ვა­წყობ­დი რე­ლი­ეფს.ამ ყვე­ლა­ფერს თუ და­ვა­მა­ტებთ მტკვრის სხვა შე­ნა­კა­დე­ბი­დან სა­ვა­რა­უ­დო წყალ­მო­ვარ­დნებს მგო­ნი სიმ­შვი­დის უფ­ლე­ბა არ გვაქვს...

500 მეტ­რია მან­ძი­ლი სულ (ჰა­ე­რით). მაგ­რამ ეგ 500 მეტ­რი პო­ტენ­ცი­უ­რი ნაღ­მია, თვი­თონ მო­წყვე­ტი­ლი მი­წის მასა შე­იძ­ლე­ბა 700 მეტ­რამ­დე (ჰა­ე­რით) ავი­დეს, მი­წის ფარ­თო­ბი სა­დღაც 150-200 ათას კვად­რა­ტულ მეტ­რამ­დე. აპო­კა­ლიფ­სუ­რი სცე­ნა­რია, მაგ­რამ მერე თი­თის გაშ­ვე­რას, აქ გზას რა უნდა, მსა­ხი­ო­ბე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დის­კუ­სი­ებს, რო­გორც ვე­რეს ხე­ო­ბა­ზე მოხ­და, ჯო­ბია უა­რე­სის­თვის მო­ემ­ზა­დოს ქა­ლა­ქი ზა­რა­ლი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა, რამ­დე­ნი ეგ უკვე ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი...

მარ­ტო მაგ უბან­ზე არაა საფრ­თხე, მი­წის­ქვე­შა ბზა­რე­ბი სა­დაა და რა მო­ცუ­ლო­ბის მა­სი­ვი მო­წყდე­ბა ეგ უნდა გა­ირ­კვეს, მერე რას ჩა­ით­რევს და სად წავა გზის ქვე­მოთ მშე­ნებ­ლო­ბა მი­დის, შე­იძ­ლე­ბა იქაც მიმ­დი­ნა­რე­ობს მსგავ­სი პრო­ცე­სე­ბი, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კვლე­ვაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი და სას­წრა­ფო რე­ა­გი­რე­ბა...

ვა­რა­უ­დი დამ­ყა­რე­ბუ­ლია გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ შე­საძ­ლო სცე­ნარ­ზე. ასე იყო ვე­რეს ხე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან ასეთ შორ მან­ძილ­ზე ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყე­რი, ქა­ოს­ში გახ­ვევ­და ქა­ლაქს. მაგ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლამ იცო­და თურ­მე, რომ ასე მოხ­დე­ბო­და. მაგ­რამ ხმას არ იღებ­დნენ, ათა­სი სი­სუ­ლე­ლე ით­ქვა და და­ი­წე­რა. ძა­ლი­ან არ მინ­და მსგავ­სი კი­დევ ვი­ხი­ლო, ხოდა თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი, ვთქვა ის, რის სა­შიშ­რო­ე­ბა­საც ვხე­დავ, ეს არაა მტკი­ცე­ბი­თი ფორ­მა... ძა­ლი­ან დიდი იმე­დი და სურ­ვი­ლი მაქვს, ის, რაც ზე­მოთ დავ­წე­რე, მხო­ლოდ აქ დარ­ჩე­ბა და რე­ა­ლო­ბას­თან არა­სო­დეს ექ­ნე­ბა სა­ერ­თო... "

მაგ­და მეშ­ვე­ლი­ა­ნი:

"ვა­ი­მე, ხალხნო აგ­რო­ჰა­ბის უკან ვცხოვ­რობ, ზუს­ტად მანდ, სა­დაც ეს მშე­ნებ­ლო­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ფაქ­ტობ­რი­ვად ამ მთის ძირ­ში. რა და­მა­ძი­ნებს ახლა"

სა­ლო­მე წე­რე­თე­ლი:

"რა საყ­ვარ­ლად შენ­დე­ბა კორ­პუ­სე­ბი მე­წყერ­სა­შიშ ზო­ნებ­ში. ერთ დღე­საც 13 ივ­ნი­სი მო­ნა­გო­ნი იქ­ნე­ბა, ისე­თი კა­ტას­ტრო­ფა დად­გე­ბა თბი­ლის­ში. მარა მე­რი­ას რა უნდა მოს­თხო­ვო, ვინც ყი­დუ­ლობს ასეთ ად­გი­ლებ­ში სახ­ლებს იმათ არა­ფე­რი ეს­მით".

ნანა ხე­ლა­ძე:

"არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის და სი­ხარ­ბის კომ­ბი­ნა­ცია. ეს რა გვჭირს, გა­გი­ჟე­ბა შე­იძ­ლე­ბა, დღე არ ჩა­ივ­ლის რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა არ გა­ი­გო".

გელა ლო­მი­ძე:

"ერთი გზის გაყ­ვა­ნა და­ი­წყეს და ლა­მის მთე­ლი ფერ­დო­ბი ჩა­მო­ი­შა­ლოს და ესე­ნი გვიმ­ტკი­ცე­ბენ, რომ ჰესს სრუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით და უსაფრ­თხოს აა­გე­ბენ"

მა­ნა­ნა ჯო­ბა­ვა:

"ყვე­ლა­ფერს ძირი გა­მო­უ­თხა­რეს და ეს ამის ბრა­ლია. და თქვენ გჯე­რათ, რომ ესე­ნი ჰესს უსაფრ­თხოდ აა­შე­ნე­ბენ. ჩვენ არ ვუფრ­თხილ­დე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნას და თურ­ქე­ბი ან ჩი­ნე­ლე­ბი გა­უთრთხილ­დე­ბი­ან? ეს გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის და ფუ­ლის მომ­ხეჭ­ვე­ლობ­ლის ბრა­ლია. უკვე ხომ გახ­დით მი­ლი­ო­ნე­რე­ბი. შე­ჩერ­დით! ბევ­რს ხომ არ გთხოვთ, ცოტა ქვე­ყა­ნა­ზე რომ იფიქ­როთ. არა? მი­წას შე­ნო­ბე­ბიც რომ მიყ­ვეს, მერე სად მი­დი­ხართ?"

მა­რი­ამ ნო­ზა­ძე:

"ერთ დღე­საც გა­ვიღ­ვი­ძებთ და თბი­ლი­სის ნა­ხე­ვა­რი აღარ იარ­სე­ბებს. რო­დემ­დე, ხალ­ხო, რო­დემ­დეე, რით ვერ გა­ძე­ხით ამ­დე­ნი მშე­ნებ­ლო­ბით?! ვე­ღარ იტევს ქა­ლა­ქი ამ­დენ დატ­ვირ­თვას"

ეკა­ტე­რი­ნე ოდინ­სო­ნი:

"ეს არის, ხალ­ხო, სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცია... ერთი წვი­მა და სრუ­ლი­ად შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ი­შა­ლოს...მთა უნდა გა­მაგრბე­უ­ლი­ყო სა­ნამ ძირს გა­მო­უ­თხრიდ­ნენ..."

ვე­რი­კო ფა­სი­ნაშ­ვი­ლი:

"კო­მუ­ნის­ტე­ბი გი­ჟე­ბი კი არ იყ­ვნენ, ეგ მხა­რე რომ არ აით­ვი­სეს, ჯერ სპე­ცი­ა­ლის­ტებს შე­ა­მოწ­მე­ბი­ნეთ, თქვე ოჯა­ხა­შე­ნე­ბუ­ლე­ბო, რა­ტომ წი­რავთ ხალ­ხს"

მაია ზა­ა­ლიშ­ვი­ლი:

"არ­სე­ბობს გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნა. ნე­ბის­მი­ე­რი მშე­ნებ­ლო­ბა უნდა იწყე­ბო­დეს ამ დას­კვნით. არა და არა ეკო­ნო­მი­ას ეწე­ვი­ან და არ ეკი­თხე­ბი­ან გე­ო­ლო­გებს, სად შე­იძ­ლე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა, სად არა. უამ­რა­ვი კორ­პუ­სია დას­კვნის გა­რე­შე აშე­ნე­ბუ­ლი".

ციცი ჩიხ­ლა­ძე:

"და ესე შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნე­ბა იმ ჰე­სე­ბის ად­გი­ლე­ბიც"

ვაჟა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი:

"წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, დიდი წვი­მა რომ მოვა და მანდ წყა­ლი რომ ჩად­გე­ბა, რა მოხ­დე­ბა!"

ლაშა დარ­ბა­ი­ძე:

"მო­მა­ვა­ლი კვი­რა­ში 7 დღე გა­და­უ­გებ­ლად წვიმს დაც იმე­დი­აც არ და­იძ­რე­ბა..."

ნანა ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლი:

"ღმერ­თო, რა­ტომ არ უყ­ვართ ქვე­ყა­ნა, რა­ტომ არ სცე­მენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს პა­ტივს, რა­ტომ არ უფრთხილ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს და უამ­რა­ვი რა­ტომ?"

რენო სი­რა­ძე:

"ნუ­რა­ვინ და­იმ­შვი­დებს გულს, რომ შე­და­რე­ბით ვაკე ად­გი­ლია და მასა არ და­იძ­რე­ბა. სულ ახ­ლა­ხან ნორ­ვე­გი­ა­ში მომ­ხდა­რი კა­ტას­ტრო­ფა იმის მა­გა­ლი­თია, რომ ასეთ პრო­ფილ­ზეც კარ­გად მოძ­რა­ობს მე­წყე­რი"

გე­ო­ლოგ ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლის ვი­დეო და ფოტო ად­გი­ლი­დან:

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ფერ­დებ­ზე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ნა­წი­ლობ­რივ გა­აქ­ტი­უ­რე­ბის გამო, მე­რი­ის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი და ასე­ვე, დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვა ჩა­ტარ­დე­ბა.

ამას­თან, რო­გორც ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში მომ­დევ­ნო კვი­რა­ში გერ­მა­ნე­ლი გე­ო­ინ­ჟინ­რე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

„მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ფერ­დებ­ზე ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში მყო­ფი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ნა­წი­ლობ­რივ გა­აქ­ტი­ურ­და. ამ ფაქ­ტის გამო, მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი დარ­გის შე­სა­ბა­მის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თნენ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში. 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, არის რამ­დე­ნი­მე სა­ხის რე­კო­მენ­და­ცია ექ­სპერ­ტე­ბის მხრი­დან, რომ პირ­ველ რიგ­ში მომ­ხდა­რი­ყო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩის ჩა­კეტ­ვა, რაც მე­რი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბას რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ა­ტყო­ბი­ნა და ეს ქუჩა გა­და­ი­კე­ტა. ასე­ვე, მათი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ მოხ­დეს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი, რაც უკვე პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასე­ვე, მათი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ მოხ­დეს დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვა, პრო­ექ­ტი­რე­ბა და შემ­დგომ შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. კვლე­ვა-პრო­ექ­ტი­რე­ბის ეტაპ­ზე ვართ და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში დას­რულ­დე­ბა. ჩვენ გვექ­ნე­ბა პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, თუ რას­თან გვაქვს საქ­მე, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ტარ­დეს. ასე­ვე, მომ­დევ­ნო კვი­რა­ში გერ­მა­ნე­ლი გე­ო­ინ­ჟინ­რე­ბი ჩა­მოგ­ვყავს. ისი­ნი მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ხალ­ხი არი­ან და ჩვენ­თვის მათი აზ­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ისი­ნიც უშუ­ა­ლოდ ჩა­ერ­თვე­ბი­ან ამ პრო­ცეს­ში. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას ვუ­თხრა, ახლა პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნა არის, რომ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუჩა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­იხ­სნას, ოღონდ მხო­ლოდ და მხო­ლოდ მას შემ­დგომ, რაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, რომ ამ ქუ­ჩა­ზე გა­დად­გი­ლე­ბა სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბენ­დე­ლი­ან­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი­სა და მარ­შალ გე­ლოვ­ნის ქუ­ჩე­ბის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბამ­დე დე­ტა­ლუ­რი პრო­ექ­ტი იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, იყო გე­ო­ლო­გე­ბის დას­კვნე­ბიც, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყო ექ­სპერ­ტი­ზაც და ამის შემ­დეგ და­ი­წყო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

კი­თხვა­ზე, ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, მე­რის მო­ად­გი­ლემ უპა­სუ­ხა, რომ ეს სა­კი­თხის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლის შემ­დეგ გა­ირ­კვე­ვა.

„პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი რომ დას­ვა და თქვა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ან ორ­გა­ნი­ზა­ცია არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, მა­შინ, პირ­ველ რიგ­ში, ზუს­ტად უნდა იცო­დე, 100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყო, ამ მე­წყე­რუ­ლი პრო­ცე­სის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი. აქ არის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი, რა­საც კონ­კრე­ტუ­ლი და დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვე­ბი სჭირ­დე­ბა, რომ ზუს­ტად გა­ნი­სა­ზღვროს, რამ გა­მო­ი­ოწ­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი. თუმ­ცა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ეს გზა არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვან­ძი დე­და­ქა­ლა­ქის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლად გა­იხ­სნას ეს გზა. ნო­მერ პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა ამ ქუ­ჩის უსაფრ­თხოდ გახ­სნაა, და­ნარ­ჩე­ნი, ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბენ­დე­ლი­ან­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ რო­გორც მე­დი­ის­თვის, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია ღია და სა­ჯა­რო იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
58

საცხოვრებელ კორპუსებსა და აქედან გამომდინარე მასში მცხოვრებ მოსახლეობას არავითარი საფრთხე არ ელოდება. საშიშია მხოლოდ ავტომობილებისათვის, ისიც მხოლოდ მეწყერის შესაძლო ჩამოწოლის დროს.

დათო
2

მაგარი სიტყვაა მონიტორინგი,ილუზია თითქოს მართლა რაღაცას აკეთებენ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"13 ივნისი მონაგონი იქნება, ისეთი კატასტროფა მოხდება თბილისში" - როგორ ეხმაურებიან ვაშლიჯვარში განვითარებულ მოვლენებს და რა სცენარებზე საუბრობენ მოქალაქეები

"13 ივნისი მონაგონი იქნება, ისეთი კატასტროფა მოხდება თბილისში" - როგორ ეხმაურებიან ვაშლიჯვარში განვითარებულ მოვლენებს და რა სცენარებზე საუბრობენ მოქალაქეები

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. "მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

გავრცელებულმა ფოტოებმა მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი წერს კომენტარს და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებს განიხილავს:

ანა გოდაბრელიძე:

"ვაშლიჯვარში აქამდე გზას კეტავდნენ იმის გამო, რომ მშენებლობა მიდიოდა. დღეს იმიტომ დაკეტეს, რომ "მიწა ჩამოწვაო". ამდენ კლდეს, გორას... რომ ჩამოჭრი ჩამოწვება აბა რა იქნება?!"

რამაზ გიგაური:

"რა ჰესი უნდა ააშენოთ თქვე ბლეყვებო, რა ჰესი? სადაც არის თბილისს დაგვამხობთ თავზე. მხოლოდ ფული რომ გგონიათ ყველაფრის საზომი. და ბუნებას, ადამიანებისგან განსხვავებით, პოლიციის და თქვენზე მორგებული კანონების ძალით ვერ გააჩერებთ. ნახევარ მილიონიდან - 1,3 მილიონამდე კუბური მეტრი მიწა!!! აბა დაფიქრდით! ამ მთის მოწყვეტა მინიმუმ 50-ჯერ უფრო საშიშია, ვიდრე 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედია"

ნათია ბერიძე:

"ეს, რაც ფოტოებზეა მოცემული, სრულიად ადეკვატურია იმ გაუთავებელი სამშენებლო ქაოსისა, რაც წლებია ამ ტერიტორიაზე ხდება... ასე იცის, როცა საკუთარი ქალაქი გეზიზღება, სამწუხაროდ..."

ინგა სახელაშვილი:

"უფროსი თაობის ხალხს ალბათ ახსოვთ ის, რომ თბილისი იყო დახურული ქალაქი, მე მახსოვს ადამიანები კოჯორში - რუსთავში ცხოვრობდნენ და თბილისში მუშაობდნენ, უჭირდათ სიარული, მაგრამ თბილისში ჩაწერა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლებოდა და ეს ხდებოდა არა იმიტომ რომ თბილისი - პარიზია ან მილანი, არამედ იმიტომ, რომ თბილისი სეისმოლოგიური ზონაა და მაშინდელმა ექსპერტებმა და არქიტექტორებმა კარგად იცოდნენ, რომ თბილისი "ვერ აიტანდა" მოსკოვივით 8 მილიონ მოსახლეს. დღეს, როდესაც მაგ უპატრონო ქვეყანაში ძაღლების მაგივრად კატებს აყეფებენ, სახლს-სახლზე აშენებენ, რათა ჯიბე გაისქელონ და რაც მერე მოხდება, წიხლზე ჰკიდიათ, უბედურება გარდაუვალია/ღმერთმა არ ქნას.

მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: დავუშვათ არ მიყვარს და მძაგს ჩემი მეზობელი, ჩემმა შვილმა რა დამიშავა, რომ ისიც მძულს? და თუ არ მძულს, მაშ რა ჯანდაბას ვაკეთებ, თუ კი ეკოლოგიურად საზიანო ადგილას ვაცხოვრებ? სანამ ხალხი არ გაიღვიძებს და არ გადაყრის ამ ქართველყლაპია სქელკისერა სახელმწიფო მოხელებს და მთავრობას - მანამდე არაფერი არ ეშველება მაგ ქვეყანას - ეს ჩემი აზრია".

დავით ვაზაგაშვილი:

ეს თუ მოწყდა, რაც დროის ამბავია და ამინდებიც ძალიან შეუწყობს ხელს ჩააღწევს მტკვარში და იქ გააჩენს კაშხალს, ჯერ შეგუბებს და მერე ერთიანად დაარტყავს ორივე სანაპიროს რამდენიმე კილომეტრში ორთაჭალჰესთან მოხდება მეორე შეგუბება და მერე იქ დატრიალდება მეორე ტრაგედია...მე პირადად ევაკუაციას გამოვაცხადებდი, მიწის მასივის ქვემოთ მტკვრამდე არსებულ შენობებში და ახლავე ამოვწევდი ფარებს ორთაჭალჰესზე... პარალელურად მოვჭრიდი მაგ მასას, და ხელახლა მოვაწყობდი რელიეფს.ამ ყველაფერს თუ დავამატებთ მტკვრის სხვა შენაკადებიდან სავარაუდო წყალმოვარდნებს მგონი სიმშვიდის უფლება არ გვაქვს...

500 მეტრია მანძილი სულ (ჰაერით). მაგრამ ეგ 500 მეტრი პოტენციური ნაღმია, თვითონ მოწყვეტილი მიწის მასა შეიძლება 700 მეტრამდე (ჰაერით) ავიდეს, მიწის ფართობი სადღაც 150-200 ათას კვადრატულ მეტრამდე. აპოკალიფსური სცენარია, მაგრამ მერე თითის გაშვერას, აქ გზას რა უნდა, მსახიობების, ჟურნალისტების დისკუსიებს, როგორც ვერეს ხეობაზე მოხდა, ჯობია უარესისთვის მოემზადოს ქალაქი ზარალი ყველა შემთხვევაში იქნება, რამდენი ეგ უკვე ჩვენზეა დამოკიდებული...

მარტო მაგ უბანზე არაა საფრთხე, მიწისქვეშა ბზარები სადაა და რა მოცულობის მასივი მოწყდება ეგ უნდა გაირკვეს, მერე რას ჩაითრევს და სად წავა გზის ქვემოთ მშენებლობა მიდის, შეიძლება იქაც მიმდინარეობს მსგავსი პროცესები, საფუძვლიანი კვლევაა ჩასატარებელი და სასწრაფო რეაგირება...

ვარაუდი დამყარებულია განვითარების ერთ-ერთ შესაძლო სცენარზე. ასე იყო ვერეს ხეობის შემთხვევაშიც, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტრაგედიის ადგილიდან ასეთ შორ მანძილზე ჩამოწოლილი მეწყერი, ქაოსში გახვევდა ქალაქს. მაგ ტრაგედიის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველამ იცოდა თურმე, რომ ასე მოხდებოდა. მაგრამ ხმას არ იღებდნენ, ათასი სისულელე ითქვა და დაიწერა. ძალიან არ მინდა მსგავსი კიდევ ვიხილო, ხოდა თავს ვალდებულად ვთვლი, ვთქვა ის, რის საშიშროებასაც ვხედავ, ეს არაა მტკიცებითი ფორმა... ძალიან დიდი იმედი და სურვილი მაქვს, ის, რაც ზემოთ დავწერე, მხოლოდ აქ დარჩება და რეალობასთან არასოდეს ექნება საერთო... "

მაგდა მეშველიანი:

"ვაიმე, ხალხნო აგროჰაბის უკან ვცხოვრობ, ზუსტად მანდ, სადაც ეს მშენებლობები მიმდინარეობს და ფაქტობრივად ამ მთის ძირში. რა დამაძინებს ახლა"

სალომე წერეთელი:

"რა საყვარლად შენდება კორპუსები მეწყერსაშიშ ზონებში. ერთ დღესაც 13 ივნისი მონაგონი იქნება, ისეთი კატასტროფა დადგება თბილისში. მარა მერიას რა უნდა მოსთხოვო, ვინც ყიდულობს ასეთ ადგილებში სახლებს იმათ არაფერი ესმით".

ნანა ხელაძე:

"არაპროფესიონალიზმის და სიხარბის კომბინაცია. ეს რა გვჭირს, გაგიჟება შეიძლება, დღე არ ჩაივლის რაღაც საშინელება არ გაიგო".

გელა ლომიძე:

"ერთი გზის გაყვანა დაიწყეს და ლამის მთელი ფერდობი ჩამოიშალოს და ესენი გვიმტკიცებენ, რომ ჰესს სრული წესების დაცვით და უსაფრთხოს ააგებენ"

მანანა ჯობავა:

"ყველაფერს ძირი გამოუთხარეს და ეს ამის ბრალია. და თქვენ გჯერათ, რომ ესენი ჰესს უსაფრთხოდ ააშენებენ. ჩვენ არ ვუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანას და თურქები ან ჩინელები გაუთრთხილდებიან? ეს გაუნათლებლობის, არაპროფესიონალიზმის და ფულის მომხეჭველობლის ბრალია. უკვე ხომ გახდით მილიონერები. შეჩერდით! ბევრს ხომ არ გთხოვთ, ცოტა ქვეყანაზე რომ იფიქროთ. არა? მიწას შენობებიც რომ მიყვეს, მერე სად მიდიხართ?"

მარიამ ნოზაძე:

"ერთ დღესაც გავიღვიძებთ და თბილისის ნახევარი აღარ იარსებებს. როდემდე, ხალხო, როდემდეე, რით ვერ გაძეხით ამდენი მშენებლობით?! ვეღარ იტევს ქალაქი ამდენ დატვირთვას"

ეკატერინე ოდინსონი:

"ეს არის, ხალხო, საგანგაშო სიტუაცია... ერთი წვიმა და სრულიად შეიძლება ჩამოიშალოს...მთა უნდა გამაგრბეულიყო სანამ ძირს გამოუთხრიდნენ..."

ვერიკო ფასინაშვილი:

"კომუნისტები გიჟები კი არ იყვნენ, ეგ მხარე რომ არ აითვისეს, ჯერ სპეციალისტებს შეამოწმებინეთ, თქვე ოჯახაშენებულებო, რატომ წირავთ ხალხს"

მაია ზაალიშვილი:

"არსებობს გეოლოგიური დასკვნა. ნებისმიერი მშენებლობა უნდა იწყებოდეს ამ დასკვნით. არა და არა ეკონომიას ეწევიან და არ ეკითხებიან გეოლოგებს, სად შეიძლება მშენებლობა, სად არა. უამრავი კორპუსია დასკვნის გარეშე აშენებული".

ციცი ჩიხლაძე:

"და ესე შესწავლილი იქნება იმ ჰესების ადგილებიც"

ვაჟა ამირანაშვილი:

"წარმოუდგენელია, დიდი წვიმა რომ მოვა და მანდ წყალი რომ ჩადგება, რა მოხდება!"

ლაშა დარბაიძე:

"მომავალი კვირაში 7 დღე გადაუგებლად წვიმს დაც იმედიაც არ დაიძრება..."

ნანა ბარნაბიშვილი:

"ღმერთო, რატომ არ უყვართ ქვეყანა, რატომ არ სცემენ პროფესიონალიზმს პატივს, რატომ არ უფრთხილდებიან ადამიანის სიცოცხლეს და უამრავი რატომ?"

რენო სირაძე:

"ნურავინ დაიმშვიდებს გულს, რომ შედარებით ვაკე ადგილია და მასა არ დაიძრება. სულ ახლახან ნორვეგიაში მომხდარი კატასტროფა იმის მაგალითია, რომ ასეთ პროფილზეც კარგად მოძრაობს მეწყერი"

გეოლოგ ლაშა სუხიშვილის ვიდეო და ფოტო ადგილიდან:

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესების ნაწილობრივ გააქტიურების გამო, მერიის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მიმდინარეობს მეწყრული პროცესის მონიტორინგი და ასევე, დეტალური კვლევა ჩატარდება.

ამასთან, როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, პრობლემის მოგვარებაში მომდევნო კვირაში გერმანელი გეოინჟინრებიც ჩაერთვებიან.

„მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მოქმედებების შედეგად, სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესები ნაწილობრივ გააქტიურდა. ამ ფაქტის გამო, მერიის შესაბამისი სამსახურები დარგის შესაბამის სპეციალისტებთან ერთად ჩაერთნენ ამ პრობლემის მოგვარებაში. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ღონისძიებები, არის რამდენიმე სახის რეკომენდაცია ექსპერტების მხრიდან, რომ პირველ რიგში მომხდარიყო მაჭავარიანის ქუჩის ჩაკეტვა, რაც მერიამ მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ შეატყობინა და ეს ქუჩა გადაიკეტა. ასევე, მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს მეწყრული პროცესის მონიტორინგი, რაც უკვე პირველივე წუთიდან მიმდინარეობს. ასევე, მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს დეტალური კვლევა, პროექტირება და შემდგომ შესაბამისი სამუშაოები განხორციელება, რაც უკვე მიმდინარეობს. კვლევა-პროექტირების ეტაპზე ვართ და უახლოეს დღეებში დასრულდება. ჩვენ გვექნება პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. ასევე, მომდევნო კვირაში გერმანელი გეოინჟინრები ჩამოგვყავს. ისინი მაღალი კვალიფიკაციის ხალხი არიან და ჩვენთვის მათი აზრიც მნიშვნელოვანია, ისინიც უშუალოდ ჩაერთვებიან ამ პროცესში. პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ახლა პირველი რიგის ამოცანა არის, რომ მაჭავარიანის ქუჩა რაც შეიძლება მალე გაიხსნას, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდგომ, რაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ამ ქუჩაზე გადადგილება სრულიად უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მისი განმარტებით, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვნის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე სამუშაოების დაწყებამდე დეტალური პროექტი იყო გაკეთებული, იყო გეოლოგების დასკვნებიც, ჩატარებული იყო ექსპერტიზაც და ამის შემდეგ დაიწყო სამუშაოები.

კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს მეწყრული პროცესების გააქტიურება, მერის მოადგილემ უპასუხა, რომ ეს საკითხის დეტალური შესწავლის შემდეგ გაირკვევა.

„პასუხისმგებლობის საკითხი რომ დასვა და თქვა, რომ კონკრეტული პიროვნება ან ორგანიზაცია არის პასუხისმგებელი, მაშინ, პირველ რიგში, ზუსტად უნდა იცოდე, 100%-ით დარწმუნებული უნდა იყო, ამ მეწყერული პროცესის გამომწვევი მიზეზი. აქ არის რამდენიმე ფაქტორი, რასაც კონკრეტული და დეტალური კვლევები სჭირდება, რომ ზუსტად განისაზღვროს, რამ გამოიოწვია ეს ყველაფერი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გზა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი დედაქალაქისთვის, აუცილებელია დროულად გაიხსნას ეს გზა. ნომერ პირველი ამოცანა ამ ქუჩის უსაფრთხოდ გახსნაა, დანარჩენი, ეტაპობრივად ყველა მოქმედება განხორციელდება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მან აღნიშნა, რომ როგორც მედიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის ყველა ინფორმაცია ღია და საჯარო იქნება.