სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით განსხვავდება AstraZeneca-ს ვაქცინა სხვა ვაქცინებისგან და აქვს თუ არა ვაქცინაციის შიშს რეალური საფუძველი? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებები
რით განსხვავდება AstraZeneca-ს ვაქცინა სხვა ვაქცინებისგან და აქვს თუ არა ვაქცინაციის შიშს რეალური საფუძველი? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებები

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ შე­იქ­მნა, კვლე­ვე­ბის ნა­წი­ლის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად სა­გან­გე­ბო გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის მი­ი­ღეს, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მა­ინც არ­სე­ბობს იმუ­ნი­ზა­ცი­ის მი­მართ შიში. თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს, მა­გა­ლი­თად, ჩი­პე­ბის შეყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე, არ­სე­ბობს თუ არა რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნე­ბის და კონ­კრე­ტუ­ლად, Oxford-AstraZeneca-ს, Pfizerისა და Moderna-ს ვაქ­ცი­ნე­ბის გვე­ში­ნო­დეს?

AMBEBI.GE-სთან ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი ვაქ­ცი­ნე­ბის მოქ­მე­დე­ბას მი­მო­ი­ხი­ლავს და მათ ამ კუ­თხით აფა­სებს:

- კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მსოფ­ლი­ო­ში 4 ტი­პის ვაქ­ცი­ნა იქ­მნე­ბა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კურ ფა­ზას გა­დის, ზოგი პრეკ­ლი­ნი­კურ ფა­ზა­შია, ზოგი პირ­ველ­ში, მე­ო­რე­ში თუ მე­სა­მე­ში და ზოგი უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლია. ძი­რი­თა­დი აღი­ა­რე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­აა.

ეს 4 ტი­პის ვაქ­ცი­ნე­ბი, შექ­მნი­ლი ან შექ­მნის პრო­ცეს­ში, შემ­დე­გია: ე.წ. მე­სენ­ჯე­რუ­ლი, რნმ-ის ტი­პის, ვექ­ტო­რუ­ლი ტი­პის, ცი­ლო­ვა­ნი ტი­პის და ინაქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ტი­პის ვაქ­ცი­ნე­ბი. Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქ­ცი­ნე­ბი პირ­ველ - რნმ-ის ტიპს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, Oxford-AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნა კი მე­ო­რე - ვექ­ტო­რუ­ლი ტი­პის ვაქ­ცი­ნას.

ასევე დაგაინტერესებთ
19:20 / 14-03-2021

"ეს ვაქცინა არ არის რეკომენდებული 2 შემთხვევაში" - რას წერს ეპიდემიოლოგი "ასტრაზენეკას" უსაფრთხოებასა და თრომბის განვითარებასთან მის კავშირზე

20:10 / 14-03-2021

"არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ თრომბოემბოლიზმის განვითარება ​"ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღებასთან იყო დაკავშირებული" - ცერცვაძე

10:28 / 16-03-2021

"AstraZeneca-ს გამოყენება არ შეაჩეროთ" - რას აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

23:09 / 16-03-2021

"...გამოდის, რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს" - რას წერს აშშ-ში მომუშავე ქართველი ინფექციონისტი ვაქცინაციასა და "ასტრაზენეკაზე"

13:39 / 17-03-2021

"AstraZeneca-ს ვაქცინა Covid-19-ისთვის უფრო ძლიერია, ვიდრე Pfizer-ისა და Moderna-ს რნმ ვაქცინები" - როგორ მუშაობს Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა?

- რას ნიშ­ნავს მე­სენ­ჯე­რუ­ლი ვაქ­ცი­ნა?

- არ­სე­ბობს ბი­ო­ლო­გი­უ­რი წარ­მო­ნაქ­მნი, ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი ნუკ­ლე­ო­ტი­დუ­რი ერ­თო­ბა, რო­მელ­საც მე­სენ­ჯე­რუ­ლი რნმ (mRNA) ეწო­დე­ბა, ამ მე­სენ­ჯე­რულ რნმ-ს გა­და­აქვს ინ­ფორ­მა­ცია ამა თუ იმ ცი­ლის სინ­თე­ზის შე­სა­ხებ, ანუ ჩვენ რა­საც „ჩავ­წერთ“, რო­მე­ლი ცი­ლის სინ­თე­ზი შე­ეძ­ლე­ბა მე­სენ­ჯე­რულ რნმ-ს, ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, სწო­რედ იმის სინ­თეზს შეძ­ლებს. ასე რომ, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქ­ცი­ნა­ში ინ­ფორ­მა­ცი­აა ამ შემ­თხვე­ვა­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის Spike ცი­ლის შე­სა­ხებ და მას­ში თა­ვად ვირუ­სის არა­ნა­ი­რი ნა­წი­ლა­კი არ შე­დის. მე­სენ­ჯე­რუ­ლი რნმ ცხი­მო­ვან გარსშია გახ­ვე­უ­ლი, რაც იმის­თვი­საა სა­ჭი­რო, რომ უცებ არ და­ი­შა­ლოს - ადა­მი­ანს ისე­თი ფერ­მენ­ტი აქვს, რაც რნმ-ს სწრა­ფად ანად­გუ­რებს და რათა ამის­გან და­ცუ­ლი იყოს და მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე დღე გაგ­რძელ­დეს, ცხი­მო­ვან გარსშია გახ­ვე­უ­ლი.

მოხ­ვდე­ბა რა მე­სენ­ჯე­რუ­ლი რნმ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში, ადა­მი­ა­ნის უჯრე­დის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლის, იმ ორ­გა­ნო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, რო­მელ­თაც რი­ბო­სო­მე­ბი ეწო­დე­ბათ, და­ი­წყებს ცი­ლის - სწო­რედ კო­რო­ნა­ვირუ­სის Spike ცი­ლის აწყო­ბას. მას და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ა­ვა­დე­ბის გა­მოწ­ვე­ვა არ შე­უძ­ლია, მაგ­რამ მთა­ვა­რი იმუ­ნი­ტე­ტის აღ­მძვრე­ლია, ანუ იმუ­ნო­გე­ნო­ბა ბუ­ნებ­რი­ვად კო­რო­ნა­ვირუს­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ ცი­ლას აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, როცა ცი­ლის სინ­თე­ზი გარ­კვე­ულ ზღურ­ბლს მი­აღ­წევს, იმის გამო, რომ S-ცილა ჩვე­ნი არაა და სრუ­ლი­ად უცხო, კო­რო­ნა­ვირუ­სის კუთ­ვნი­ლე­ბაა, Spike ცი­ლე­ბის მი­მართ იწყე­ბა მთე­ლი იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი კას­კა­დი - აქ­ტი­ურ­დე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი უჯრე­დე­ბი, ანუ ან­ტი­გე­ნის მაპ­რე­ზენ­ტი­რე­ბე­ლი, წარმდგე­ნი უჯრე­დე­ბი, სინ­თე­ზი­რე­ბულ S-ცი­ლებს ჩვენ­სა­ვე ორ­გა­ნიზ­მში გა­დაყ­ლა­პავს და იმუ­ნურ სის­ტე­მას წა­რუდ­გენს, რო­გორც, ასე ვთქვათ, ლან­გარ­ზე და­დე­ბულს და ეტყვის: „აი, მობ­რძან­დით, მე ეს და­ვი­ჭი­რე, შე­მო­ვი­და უცხო“. შე­დე­გად, იწყე­ბა მთე­ლი არ­მი­ის, ანუ ჯა­რის­კა­ცე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა - სწო­რედ ამას ჰქვია ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის წარ­მოქ­მნა. ასე რომ, რო­დე­საც ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში უკვე ცი­ლაა წარ­მოქ­მნი­ლი, მერე და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია ან­ტი­გენ-მაპ­რე­ზენ­ტი­რე­ბე­ლი უჯრე­დე­ბის მიერ, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბა და ადა­მი­ანს გან­მე­ო­რე­ბი­თი ინ­ფექ­ცი­ის­გან იცავს.

ბო­ლომ­დე დად­გე­ნი­ლი არ არის ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნის და მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ნიშ­ნე­ბი, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ის იცავს მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის­გან, გარ­თუ­ლე­ბის­გან, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის­გან და სიკ­ვდი­ლის­გან, რაც კო­რო­ნა­ვირუს­თა­ნაა ასო­ცი­რე­ბუ­ლი.

- რით გან­სხვავ­დე­ბა AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნა ამ ორი ვაქ­ცი­ნის­გან? ამ ვაქ­ცი­ნით აც­რის მი­მართ ში­შის ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი იყო ე.წ. შიმ­პან­ზეს გენი, რა­საც ის შე­ი­ცავს - რა არის ეს და არის თუ არა სა­ში­ში?

- მე­ო­რე ტი­პის, ვექ­ტო­რუ­ლი ტი­პის ვაქ­ცი­ნე­ბი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მით იმა­ვე­ნა­ი­რად მოქ­მე­დებს, რო­გორც რნმ მე­სენ­ჯე­რუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი, ანუ არც მათ­ში არაა თვი­თონ პა­თო­გე­ნი, კო­რო­ნა­ვირუ­სი წარ­მოდ­გე­ნი­ლი. თუმ­ცა იმის გამო, რომ ჩვენ­მა ორ­გა­ნიზ­მმა აქაც შეძ­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, თუ რო­გორ ასინ­თე­ზი­როს S-ცილა, ეს ინ­ფორ­მა­ცია ვექ­ტო­რულ ვაქ­ცი­ნა­ში გა­დამ­ტა­ნა­დაა აღე­ბუ­ლი, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, კონ­ვერ­ტად, სა­დაც წე­რი­ლი უნდა ჩა­ი­დოს, - ეს კონ­ვერ­ტი კი ადე­ნო­ვირუ­სია.

Oxford-AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნის შემ­თხვე­ვა­ში ადე­ნო­ვირუ­სად აღე­ბუ­ლია შიმ­პან­ზეს ადე­ნო­ვირუ­სი, ის, რო­მე­ლიც შიმ­პან­ზე­ებ­ში იწ­ვევს გა­ცი­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბას; ხოლო რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნის ადე­ნო­ვირუ­სია აღე­ბუ­ლი. რა­ტომ აქვს ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა? თუ ადა­მი­ა­ნის ადე­ნო­ვირუ­სე­ბია ისეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სა­დაც ისი­ნი ბუ­ნებ­რი­ვა­დაც ცირ­კუ­ლი­რე­ბენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სხვა უწყი­ნარ ადე­ნო­ვირუ­სებ­ზე ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გვექ­ნე­ბა. ამ ტი­პის, ადა­მი­ა­ნის ადე­ნო­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა რომ გა­მი­კეთ­დეს, უკვე შე­იძ­ლე­ბა, მზა ან­ტის­ხე­უ­ლებ­მა ისი­ნი ისე ამო­იც­ნონ და დაბ­ლო­კონ, რომ სა­ერ­თოდ ვერ მოხ­დეს Spike ცი­ლის სინ­თე­ზი. შე­სა­ბა­მი­სად, Oxford-ის ჯგუფ­მა უფრო გა­მარ­თლე­ბუ­ლად ჩათ­ვა­ლა, რომ ორ­გა­ნიზ­მში კონ­ვერ­ტად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ შიმ­პან­ზეს ადე­ნო­ვირუ­სი, რად­გან მა­ი­მუ­ნე­ბი არ ვართ და მისი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნიზ­მში ვერ გვექ­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ჩვენ­ში და­ა­ვა­დე­ბას არ იწ­ვე­ვენ. მათ შიმ­პან­ზის დნმ-ის შემ­ცვე­ლი ადე­ნო­ვირუ­სის გენი დაჭ­რეს ისე, რომ გამ­რავ­ლე­ბის და და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი უნა­რი მას წა­არ­თვეს, ამო­აჭ­რეს. სა­ნაც­ვლოდ, იმ ნა­წილ­ში ჩა­ა­მა­ტეს დნმ-ის ის მო­ნაკ­ვე­თი, რო­მელ­შიც წე­რია ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორ მოხ­დეს ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში შე­მოს­ვლი­სას კო­რო­ნა­ვირუ­სის S-ცი­ლის სინ­თე­ზი - ესაა მთე­ლი მე­ქა­ნიზ­მი. ამი­ტომ, ამ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბი­სას შე­მო­დის ადე­ნო­ვირუ­სი, რო­მე­ლიც კონ­ვერ­ტის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს, ის იშ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, მაგ­რამ დნმ-ის რეპ­ლი­კა­ცია და რი­ბო­სო­მებ­ზე ცი­ლის სინ­თე­ზი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში უკვე და­წყე­ბუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ში­შებს, ერ­თა­დერ­თი მეც­ნი­ე­რუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა, რაც არ­სე­ბობს, შემ­დე­გია - სკეპ­ტი­კუ­რი აზ­რია, ადა­მი­ა­ნის გე­ნომ­ში ადე­ნო­ვირუ­სუ­ლი დნმ გარ­კვე­ულ­წი­ლად ისეთ ად­გილ­ში არ ჩა­ერ­თოს, რომ მერე სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კი გა­მო­იწ­ვი­ოს. ამა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა: ჩვენ ყო­ველ­წლი­უ­რად, ყო­ველ თვე, ყო­ვე­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლი­ო­ნო­ბით და ასე­უ­ლო­ბით ინეფ­ქ­ცი­უ­რი აგენ­ტი გვი­ტევს, მათ შო­რის უწყი­ნა­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის შტა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უბ­რა­ლო გა­ცი­ვე­ბას იწ­ვევს, რი­ნო­ვირუ­სე­ბი, გრი­პის ვირუ­სე­ბი, ჰერ­პეს ვირუ­სე­ბი, ადე­ნო­ვირუ­სე­ბი და ა.შ. ამი­ტომ, ვირუ­სის შეყ­რის შემ­თხვე­ვა­ში პო­ტენ­ცი­უ­რი რის­კია, რომ მან თა­ვი­სი რნმ და დნმ და­მი­ტო­ვოს და სიმ­სივ­ნის­კენ გა­დავგვარ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, გინდ ვირუ­სი შემ­ხვედ­რია და გინდ ინექ­ცი­ით გა­მი­კე­თე­ბია - ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ ადე­ნო­ვირუ­სი, რო­მე­ლიც ფლა­კონ­შია, დნმ-ში ჩა­მე­სახ­ლე­ბა, ზუს­ტად იგი­ვეა, რაც მა­შინ, როცა ბუ­ნებ­რი­ვად ვხდე­ბი ავად. ასე რომ, აპე­ლი­რე­ბა, რომ ეს სა­მო­მავ­ლოდ რა­ღა­ცის რისკს გაზ­რდის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­მეც­ნი­ე­რუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია, თო­რემ ბრი­ტა­ნე­თის და აშშ-ის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ამ კომ­პა­ნი­ებს იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა­საც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მის­ცემ­და, იდეა იქვე ჩაკ­ვდე­ბო­და. ეს დის­კუ­სია აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია - უჭ­კვი­ა­ნე­სი ხალ­ხი, პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე აღი­ა­რე­ბუ­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი სუ­ლე­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ და თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის უკვე 50-60% აც­რეს და ჩვენ, ბრძე­ნი ქარ­თვე­ლე­ბი ვზი­ვართ ახლა და ვე­ლო­დე­ბით, ვაქ­ცი­ნამ რამე არ დაგ­ვი­შა­ვოს?! ეს სრუ­ლი ნონ­სენ­სია.

- ამ­ბო­ბენ, რომ Astrazeneca-ს ვაქ­ცი­ნა ძვე­ლი მე­თო­დით იქნა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ამი­ტომ მას და­ნარ­ჩენ ორ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ახა­სი­ა­თებს. ამა­ზე რას იტყვით - რნმ-ის მე­თო­დი უფრო ახა­ლი და უკე­თე­სია?

- რნმ-ის მე­თო­დი ახა­ლია, მსგავ­სი ტი­პის ვაქ­ცი­ნა არას­დროს ყო­ფი­ლა. 2005 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ მე­სენ­ჯე­რუ­ლი რნმ შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნო და მას ნე­ბის­მი­ე­რი ცი­ლის სინ­თე­ზი და­ა­ვა­ლო, თუ გჭირ­დე­ბა - ის იყოს, რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­დამ­ტა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა მეტ-ნაკ­ლე­ბად, ინ­ფექ­ცი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი უკვე არ­სე­ბობ­და, ასე­თი პან­დე­მია რომ არ ყო­ფი­ლი­ყო. ამი­ტომ, კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გორც BionTech, ისე Moderna ძი­რი­თა­დად ონ­კო­ლო­გი­ურ ვაქ­ცი­ნებ­ზე, ჰერ­პე­სის ვირუს­ზე და ცი­ტო­მე­გა­ლო ვირუს­ზე მუ­შა­ობ­დნენ. მაგ­რამ უცებ, როცა სა­კი­თხი დად­გა, რომ პან­დე­მი­აა და თავ­ზა­რი და­ა­ტყდა მსოფ­ლი­ოს, კა­ცობ­რი­ო­ბა და­ი­კე­ტა და ეკო­ნო­მი­კა გა­ჩერ­და, ამა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეს - აშშ-ის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა 10 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მოჰ­ყო. მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი იქ­ნე­ბა არა ტრა­დი­ცი­ულ მე­თო­დებ­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა, არა­მედ ამა­ზე, რო­მელ­საც სწრა­ფი წარ­მო­ე­ბა, მუ­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში სწრა­ფი შეც­ვლა შე­უძ­ლია - ასეთ კომ­პა­ნი­ებს მის­ცეს მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რი, თი­თო­ე­ულს სა­ჩუქ­რად მი­ლი­არ­დნა­ხე­ვა­რი, ორი მი­ლი­არ­დი მის­ცეს, წი­ნას­წარ, ყო­ველ­გვა­რი გა­რან­ტი­ე­ბის გა­რე­შე. ეს იყო სწო­რედ მეც­ნი­ე­რუ­ლი აზ­რის გა­მარ­ჯვე­ბა. ჩვენ რომ დავ­ლო­დე­ბო­დით ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდს (ამ­გვარს ჩი­ნე­თი აკე­თებს) - ვირუ­სე­ბი და­ხო­ცე, და­ა­მუ­შა­ვე, ცხო­ვე­ლე­ბის თირკმელ­ზე გა­ზარ­დე და ა.შ. - ასეთს წე­ლი­წად­ში 100 მი­ლი­ონ დო­ზა­ზე მეტს ვერ გა­ა­კე­თებ.

რაც შე­ე­ხე­ბა AstraZeneca-ს, ჯერ არც ამ პრინ­ცი­პით შექ­მნი­ლა ვაქ­ცი­ნე­ბი. ადე­ნო­ვირუ­სუ­ლი კონ­ვერ­ტი არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი არ­სე­ბუ­ლი ვექ­ტო­რუ­ლი ვაქ­ცი­ნა ებო­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა, რო­მე­ლიც 2020 წლის ზა­ფხულ­ში დამ­ტკიც­და, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მას ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ზო­ნა­ში, აფ­რი­კა­ში იყე­ნე­ბენ, კონ­გოს რეს­პუბ­ლი­კა­ში, სა­დაც ებო­ლაა. ეს არ არის ძვე­ლი ვაქ­ცი­ნა, უბ­რა­ლოდ, ადე­ნო­ვირუ­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბი დიდი ხა­ნია, მი­დი­ო­და, ისე­ვე, რო­გორც მე­სენ­ჯე­რულ რნმ-ზე.

- ამ სამი ვაქ­ცი­ნი­დან შეგ­ვიძ­ლია, ვი­სა­უბ­როთ იმ მი­ნუ­სებ­ზე, რაც თი­თო­ე­ულს აქვს?

- მი­ნუ­სებ­ზე ერ­თა­დერ­თი შე­იძ­ლე­ბა ისა­უბ­რო, რომ სა­ყო­ველ­თა­ოდ გა­მოც­დი­ლი და ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბი არაა, შე­იძ­ლე­ბა, იყოს გა­უთ­ვლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი. მა­გა­ლი­თად, კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის დროს, ათი ათა­სო­ბით ადა­მი­ან­ში კომ­პა­ნი­ებ­მა ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი ვერ და­ი­ჭი­რეს, რად­გან როცა პა­ცი­ენ­ტებს აგ­რო­ვებ­დნენ, ალერ­გი­უ­ლებს კვლე­ვებ­ში არ რთავ­დნენ. მაგ­რამ როცა ადა­მი­ა­ნებ­მა ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა და­ი­წყეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ძვე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი თუ ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ას მი­ლი­ო­ნი­დან ერთ შემ­თხვე­ვა­ში იწ­ვევ­და, ეს 5 რე­აქ­ცი­ას, ანუ 5-ჯერ მეტს იწ­ვევს. ამი­ტომ, ეს კომ­პო­ნენ­ტი, რაც კვლე­ვა­ში ვერ გა­მოჩ­ნდა, შემ­დეგ ვი­ხი­ლეთ.

ცოტა ხნის წინ იყო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ძა­ლი­ან დიდი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის ვაქ­ცი­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე შეხ­ვედ­რა, ჩვენ ვეს­წრე­ბო­დით - ჟე­ნე­ვი­დან ტარ­დე­ბო­და. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ერ­თვე­ბო­და, აღ­ნიშ­ნავ­და, რომ თუ ვაქ­ცი­ნას­თან კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნაა, ის უნდა შე­ფას­დეს ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბი­დან 21 დღე­ში. უსას­რუ­ლო ლო­დი­ნი აქ არ არ­სე­ბობს, რად­გან მერე ის ვაქ­ცი­ნა უკვე ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში აღა­რაა. ერ­თა­დერ­თი, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის რის­კი ცოტა გაზ­რდი­ლია, თუმ­ცა პრო­ტო­კო­ლი უკვე შექ­მნი­ლია და სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნებს სიფრ­თხი­ლით ვცრით, რო­გორც ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბი ცრი­ან.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტარას ბულბა
0

რაც შე­ე­ხე­ბა ში­შებს, ერ­თა­დერ­თი მეც­ნი­ე­რუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა, რაც არ­სე­ბობს, შემ­დე­გია - სკეპ­ტი­კუ­რი აზ­რია, ადა­მი­ა­ნის გე­ნომ­ში ადე­ნო­ვირუ­სუ­ლი დნმ გარ­კვე­ულ­წი­ლად ისეთ ად­გილ­ში არ ჩა­ერ­თოს, რომ მერე სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კი გა­მო­იწ­ვი­ოს. ამა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა: ჩვენ ყო­ველ­წლი­უ­რად, ყო­ველ თვე, ყო­ვე­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლი­ო­ნო­ბით და ასე­უ­ლო­ბით ინეფ­ქ­ცი­უ­რი აგენ­ტი გვი­ტევს, მათ შო­რის უწყი­ნა­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის შტა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უბ­რა­ლო გა­ცი­ვე­ბას იწ­ვევს, რი­ნო­ვირუ­სე­ბი, გრი­პის ვირუ­სე­ბი, ჰერ­პეს ვირუ­სე­ბი, ადე­ნო­ვირუ­სე­ბი და ა.შ. ამი­ტომ, ვირუ­სის შეყ­რის შემ­თხვე­ვა­ში პო­ტენ­ცი­უ­რი რის­კია, რომ მან თა­ვი­სი რნმ და დნმ და­მი­ტო­ვოს და სიმ­სივ­ნის­კენ გა­დავგვარ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, გინდ ვირუ­სი შემ­ხვედ­რია და გინდ ინექ­ცი­ით გა­მი­კე­თე­ბია - ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ ადე­ნო­ვირუ­სი, რო­მე­ლიც ფლა­კონ­შია, დნმ-ში ჩა­მე­სახ­ლე­ბა, ზუს­ტად იგი­ვეა, რაც მა­შინ, როცა ბუ­ნებ­რი­ვად ვხდე­ბი ავად

jv
0

amaze IQ ar ician! amis damzadebulia kaco!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რით განსხვავდება AstraZeneca-ს ვაქცინა სხვა ვაქცინებისგან და აქვს თუ არა ვაქცინაციის შიშს რეალური საფუძველი? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებები

რით განსხვავდება AstraZeneca-ს ვაქცინა სხვა ვაქცინებისგან და აქვს თუ არა ვაქცინაციის შიშს რეალური საფუძველი? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებები

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების უმეტესობა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ შეიქმნა, კვლევების ნაწილის ჩატარების შედეგად საგანგებო გამოყენებისთვის მიიღეს, მოსახლეობაში მაინც არსებობს იმუნიზაციის მიმართ შიში. თუ არ გავითვალისწინებთ შეთქმულების თეორიებს, მაგალითად, ჩიპების შეყვანის თაობაზე, არსებობს თუ არა რეალური საფუძველი, რომ კორონავირუსის ვაქცინების და კონკრეტულად, Oxford-AstraZeneca-ს, Pfizerისა და Moderna-ს ვაქცინების გვეშინოდეს?

AMBEBI.GE-სთან ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინების მოქმედებას მიმოიხილავს და მათ ამ კუთხით აფასებს:

- კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მსოფლიოში 4 ტიპის ვაქცინა იქმნება. ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა კლინიკურ ფაზას გადის, ზოგი პრეკლინიკურ ფაზაშია, ზოგი პირველში, მეორეში თუ მესამეში და ზოგი უკვე აღიარებულია. ძირითადი აღიარება, რასაკვირველია, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციაა.

ეს 4 ტიპის ვაქცინები, შექმნილი ან შექმნის პროცესში, შემდეგია: ე.წ. მესენჯერული, რნმ-ის ტიპის, ვექტორული ტიპის, ცილოვანი ტიპის და ინაქტივირებული ტიპის ვაქცინები. Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები პირველ - რნმ-ის ტიპს მიეკუთვნება, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა კი მეორე - ვექტორული ტიპის ვაქცინას.

- რას ნიშნავს მესენჯერული ვაქცინა?

- არსებობს ბიოლოგიური წარმონაქმნი, ინფორმაციის მატარებელი ნუკლეოტიდური ერთობა, რომელსაც მესენჯერული რნმ (mRNA) ეწოდება, ამ მესენჯერულ რნმ-ს გადააქვს ინფორმაცია ამა თუ იმ ცილის სინთეზის შესახებ, ანუ ჩვენ რასაც „ჩავწერთ“, რომელი ცილის სინთეზი შეეძლება მესენჯერულ რნმ-ს, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, სწორედ იმის სინთეზს შეძლებს. ასე რომ, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინაში ინფორმაციაა ამ შემთხვევაში, კორონავირუსის Spike ცილის შესახებ და მასში თავად ვირუსის არანაირი ნაწილაკი არ შედის. მესენჯერული რნმ ცხიმოვან გარსშია გახვეული, რაც იმისთვისაა საჭირო, რომ უცებ არ დაიშალოს - ადამიანს ისეთი ფერმენტი აქვს, რაც რნმ-ს სწრაფად ანადგურებს და რათა ამისგან დაცული იყოს და მუშაობის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდეს, ცხიმოვან გარსშია გახვეული.

მოხვდება რა მესენჯერული რნმ ადამიანის ორგანიზმში, ადამიანის უჯრედის შემადგენელი ნაწილის, იმ ორგანოების დახმარებით, რომელთაც რიბოსომები ეწოდებათ, დაიწყებს ცილის - სწორედ კორონავირუსის Spike ცილის აწყობას. მას დამოუკიდებლად დაავადების გამოწვევა არ შეუძლია, მაგრამ მთავარი იმუნიტეტის აღმძვრელია, ანუ იმუნოგენობა ბუნებრივად კორონავირუსში ყველაზე მეტად ამ ცილას აქვს. შესაბამისად, როცა ცილის სინთეზი გარკვეულ ზღურბლს მიაღწევს, იმის გამო, რომ S-ცილა ჩვენი არაა და სრულიად უცხო, კორონავირუსის კუთვნილებაა, Spike ცილების მიმართ იწყება მთელი იმუნოლოგიური კასკადი - აქტიურდება სპეციფიკური უჯრედები, ანუ ანტიგენის მაპრეზენტირებელი, წარმდგენი უჯრედები, სინთეზირებულ S-ცილებს ჩვენსავე ორგანიზმში გადაყლაპავს და იმუნურ სისტემას წარუდგენს, როგორც, ასე ვთქვათ, ლანგარზე დადებულს და ეტყვის: „აი, მობრძანდით, მე ეს დავიჭირე, შემოვიდა უცხო“. შედეგად, იწყება მთელი არმიის, ანუ ჯარისკაცების მობილიზება - სწორედ ამას ჰქვია ანტისხეულების წარმოქმნა. ასე რომ, როდესაც ჩვენს ორგანიზმში უკვე ცილაა წარმოქმნილი, მერე დაპატიმრებულია ანტიგენ-მაპრეზენტირებელი უჯრედების მიერ, ანტისხეულები აქტიურდება და ადამიანს განმეორებითი ინფექციისგან იცავს.

ბოლომდე დადგენილი არ არის ინფექციის გადატანის და მსუბუქად მიმდინარეობის ნიშნები, მაგრამ მთავარია, ის იცავს მძიმე დაავადებისგან, გართულებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან, რაც კორონავირუსთანაა ასოცირებული.

- რით განსხვავდება AstraZeneca-ს ვაქცინა ამ ორი ვაქცინისგან? ამ ვაქცინით აცრის მიმართ შიშის ერთ-ერთი ფაქტორი იყო ე.წ. შიმპანზეს გენი, რასაც ის შეიცავს - რა არის ეს და არის თუ არა საშიში?

- მეორე ტიპის, ვექტორული ტიპის ვაქცინები თავისი შინაარსობრივი მექანიზმით იმავენაირად მოქმედებს, როგორც რნმ მესენჯერული ვაქცინები, ანუ არც მათში არაა თვითონ პათოგენი, კორონავირუსი წარმოდგენილი. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენმა ორგანიზმმა აქაც შეძლოს ინფორმაციის მიღება, თუ როგორ ასინთეზიროს S-ცილა, ეს ინფორმაცია ვექტორულ ვაქცინაში გადამტანადაა აღებული, მარტივად რომ ვთქვათ, კონვერტად, სადაც წერილი უნდა ჩაიდოს, - ეს კონვერტი კი ადენოვირუსია.

Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის შემთხვევაში ადენოვირუსად აღებულია შიმპანზეს ადენოვირუსი, ის, რომელიც შიმპანზეებში იწვევს გაციების დაავადებას; ხოლო რუსული ვაქცინების შემთხვევაში ადამიანის ადენოვირუსია აღებული. რატომ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა? თუ ადამიანის ადენოვირუსებია ისეთ საზოგადოებაში, სადაც ისინი ბუნებრივადაც ცირკულირებენ წლების განმავლობაში, დიდი რაოდენობით სხვა უწყინარ ადენოვირუსებზე ანტისხეულები გვექნება. ამ ტიპის, ადამიანის ადენოვირუსის ვაქცინა რომ გამიკეთდეს, უკვე შეიძლება, მზა ანტისხეულებმა ისინი ისე ამოიცნონ და დაბლოკონ, რომ საერთოდ ვერ მოხდეს Spike ცილის სინთეზი. შესაბამისად, Oxford-ის ჯგუფმა უფრო გამართლებულად ჩათვალა, რომ ორგანიზმში კონვერტად გამოეყენებინათ შიმპანზეს ადენოვირუსი, რადგან მაიმუნები არ ვართ და მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები წლების განმავლობაში ორგანიზმში ვერ გვექნება, ვინაიდან ისინი ჩვენში დაავადებას არ იწვევენ. მათ შიმპანზის დნმ-ის შემცველი ადენოვირუსის გენი დაჭრეს ისე, რომ გამრავლების და დაავადების გამომწვევი უნარი მას წაართვეს, ამოაჭრეს. სანაცვლოდ, იმ ნაწილში ჩაამატეს დნმ-ის ის მონაკვეთი, რომელშიც წერია ინფორმაცია, როგორ მოხდეს ჩვენს ორგანიზმში შემოსვლისას კორონავირუსის S-ცილის სინთეზი - ესაა მთელი მექანიზმი. ამიტომ, ამ ვაქცინის გაკეთებისას შემოდის ადენოვირუსი, რომელიც კონვერტის ფუნქციას ასრულებს, ის იშლება რამდენიმე საათის შემდეგ, მაგრამ დნმ-ის რეპლიკაცია და რიბოსომებზე ცილის სინთეზი ადამიანის ორგანიზმში უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება შიშებს, ერთადერთი მეცნიერული დაპირისპირება, რაც არსებობს, შემდეგია - სკეპტიკური აზრია, ადამიანის გენომში ადენოვირუსული დნმ გარკვეულწილად ისეთ ადგილში არ ჩაერთოს, რომ მერე სიმსივნური დაავადებების რისკი გამოიწვიოს. ამაზე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა: ჩვენ ყოველწლიურად, ყოველ თვე, ყოველი ათწლეულის განმავლობაში მილიონობით და ასეულობით ინეფქციური აგენტი გვიტევს, მათ შორის უწყინარი კორონავირუსის შტამები, რომლებიც უბრალო გაცივებას იწვევს, რინოვირუსები, გრიპის ვირუსები, ჰერპეს ვირუსები, ადენოვირუსები და ა.შ. ამიტომ, ვირუსის შეყრის შემთხვევაში პოტენციური რისკია, რომ მან თავისი რნმ და დნმ დამიტოვოს და სიმსივნისკენ გადავგვარდე. შესაბამისად, გინდ ვირუსი შემხვედრია და გინდ ინექციით გამიკეთებია - ალბათობა იმისა, რომ ადენოვირუსი, რომელიც ფლაკონშია, დნმ-ში ჩამესახლება, ზუსტად იგივეა, რაც მაშინ, როცა ბუნებრივად ვხდები ავად. ასე რომ, აპელირება, რომ ეს სამომავლოდ რაღაცის რისკს გაზრდის, აბსოლუტურად არამეცნიერულად დასაბუთებულია, თორემ ბრიტანეთის და აშშ-ის მარეგულირებელი ამ კომპანიებს იდეის განხორციელების უფლებასაც არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა, იდეა იქვე ჩაკვდებოდა. ეს დისკუსია აზრს მოკლებულია - უჭკვიანესი ხალხი, პლანეტის ყველაზე აღიარებული ებრაელები სულელები აღმოჩნდნენ და თავისი მოსახლეობის უკვე 50-60% აცრეს და ჩვენ, ბრძენი ქართველები ვზივართ ახლა და ველოდებით, ვაქცინამ რამე არ დაგვიშავოს?! ეს სრული ნონსენსია.

- ამბობენ, რომ Astrazeneca-ს ვაქცინა ძველი მეთოდით იქნა შემუშავებული და ამიტომ მას დანარჩენ ორთან შედარებით ნაკლები ეფექტიანობა ახასიათებს. ამაზე რას იტყვით - რნმ-ის მეთოდი უფრო ახალი და უკეთესია?

- რნმ-ის მეთოდი ახალია, მსგავსი ტიპის ვაქცინა არასდროს ყოფილა. 2005 წელს გახდა ცნობილი, რომ მესენჯერული რნმ შეიძლება, გამოიყენო და მას ნებისმიერი ცილის სინთეზი დაავალო, თუ გჭირდება - ის იყოს, როგორც ინფორმაციის გადამტანი. შესაბამისად, კვლევები მიმდინარეობდა, თუმცა მეტ-ნაკლებად, ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე არსებობდა, ასეთი პანდემია რომ არ ყოფილიყო. ამიტომ, კომპანიები, როგორც BionTech, ისე Moderna ძირითადად ონკოლოგიურ ვაქცინებზე, ჰერპესის ვირუსზე და ციტომეგალო ვირუსზე მუშაობდნენ. მაგრამ უცებ, როცა საკითხი დადგა, რომ პანდემიაა და თავზარი დაატყდა მსოფლიოს, კაცობრიობა დაიკეტა და ეკონომიკა გაჩერდა, ამაზე მუშაობა დაიწყეს - აშშ-ის ფედერალურმა სამსახურმა 10 მილიარდი დოლარი გამოჰყო. მეცნიერთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ყველაზე მაგარი იქნება არა ტრადიციულ მეთოდებზე აქცენტის გაკეთება, არამედ ამაზე, რომელსაც სწრაფი წარმოება, მუტაციის შემთხვევაში სწრაფი შეცვლა შეუძლია - ასეთ კომპანიებს მისცეს მილიარდობით დოლარი, თითოეულს საჩუქრად მილიარდნახევარი, ორი მილიარდი მისცეს, წინასწარ, ყოველგვარი გარანტიების გარეშე. ეს იყო სწორედ მეცნიერული აზრის გამარჯვება. ჩვენ რომ დავლოდებოდით ტრადიციულ მეთოდს (ამგვარს ჩინეთი აკეთებს) - ვირუსები დახოცე, დაამუშავე, ცხოველების თირკმელზე გაზარდე და ა.შ. - ასეთს წელიწადში 100 მილიონ დოზაზე მეტს ვერ გააკეთებ.

რაც შეეხება AstraZeneca-ს, ჯერ არც ამ პრინციპით შექმნილა ვაქცინები. ადენოვირუსული კონვერტი არსებობდა, მაგრამ ერთადერთი არსებული ვექტორული ვაქცინა ებოლას საწინააღმდეგოა, რომელიც 2020 წლის ზაფხულში დამტკიცდა, მაგრამ ჯერჯერობით მას ეპიდემიოლოგიურ ზონაში, აფრიკაში იყენებენ, კონგოს რესპუბლიკაში, სადაც ებოლაა. ეს არ არის ძველი ვაქცინა, უბრალოდ, ადენოვირუსებზე დაფუძნებული მეცნიერული კვლევები დიდი ხანია, მიდიოდა, ისევე, როგორც მესენჯერულ რნმ-ზე.

- ამ სამი ვაქცინიდან შეგვიძლია, ვისაუბროთ იმ მინუსებზე, რაც თითოეულს აქვს?

- მინუსებზე ერთადერთი შეიძლება ისაუბრო, რომ საყოველთაოდ გამოცდილი და ტრადიციული მეთოდები არაა, შეიძლება, იყოს გაუთვლელი ფაქტორები. მაგალითად, კლინიკური კვლევების დროს, ათი ათასობით ადამიანში კომპანიებმა ალერგიული რეაქციები ვერ დაიჭირეს, რადგან როცა პაციენტებს აგროვებდნენ, ალერგიულებს კვლევებში არ რთავდნენ. მაგრამ როცა ადამიანებმა ვაქცინის გაკეთება დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ ძველი, ტრადიციული ვაქცინები თუ ალერგიულ რეაქციას მილიონიდან ერთ შემთხვევაში იწვევდა, ეს 5 რეაქციას, ანუ 5-ჯერ მეტს იწვევს. ამიტომ, ეს კომპონენტი, რაც კვლევაში ვერ გამოჩნდა, შემდეგ ვიხილეთ.

ცოტა ხნის წინ იყო ჯანდაცვის ორგანიზაციის ძალიან დიდი სამუშაო ჯგუფის ვაქცინების უსაფრთხოებაზე შეხვედრა, ჩვენ ვესწრებოდით - ჟენევიდან ტარდებოდა. ყველა ქვეყანა, რომელიც ერთვებოდა, აღნიშნავდა, რომ თუ ვაქცინასთან კომბინირებული და დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოვლენაა, ის უნდა შეფასდეს ვაქცინის გაკეთებიდან 21 დღეში. უსასრულო ლოდინი აქ არ არსებობს, რადგან მერე ის ვაქცინა უკვე ადამიანის ორგანიზმში აღარაა. ერთადერთი, ალერგიული რეაქციის რისკი ცოტა გაზრდილია, თუმცა პროტოკოლი უკვე შექმნილია და საქართველოში ადამიანებს სიფრთხილით ვცრით, როგორც ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ცრიან.

აძლევენ თუ არა 55 წელს ქვემოთ მყოფ პირებს "ასტრაზენეკას" მეორე დოზით აცრის რეკომენდაციას? - რას აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი

ქუთაისი ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის აკადემიას უმასპინძლებს

საქართველოში "ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს ზემოთ პირები აიცრებიან