სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თორნიკე ყიფიანის სკანდალური პოსტი - მოხსნიან ქართველ მომღერალს "ევროვიზიის" კონკურსიდან?
თორნიკე ყიფიანის სკანდალური პოსტი - მოხსნიან ქართველ მომღერალს "ევროვიზიის" კონკურსიდან?

უკვე მე­ო­რე წე­ლია რაც თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი "ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სან­ტია სა­ქარ­თვე­ლო­დან. შარ­შან პან­დე­მი­ის გამო, კონ­კურ­სი გა­უქ­მდა და 2021 წლის­თვის გა­და­ი­დო.

You - ასე ჰქვია მომ­ღერ­ლის ავ­ტო­რო­ბით შექ­მნილ სიმ­ღე­რას, რომ­ლის არან­ჟი­რე­ბაც ყი­ფი­ან­თან ერ­თად, ალე­კო ბერ­ძე­ნიშ­ვილს ეკუთ­ვნის. სტუ­დი­უ­რი ჩა­ნა­წე­რის შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა: მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ამ, მა­რი­კო ლეჟა­ვამ, ალე­კო ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა და გო­რის გო­გო­ნა­თა კა­პე­ლამ.

მულ­ტი­ჟან­რობ­რი­ვი ვი­დე­ოკ­ლი­პის გა­და­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

სა­კონ­კურ­სო სიმ­ღე­რა შარ­შან­დე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. წელს არ­ჩევ­ნი ყი­ფი­ან­მა უფრო ლი­რი­ულ სიმ­ღე­რა­ზე გა­ა­კე­თა, რა­საც მისი ქარ­თვე­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კა და ერ­თგვა­რი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა. რო­გოც ჩანს, ყი­ფი­ან­მა კრი­ტი­კას ვერ გა­უძ­ლო და გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სკან­და­ლუ­რი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მუ­სი­კა­ლურ კონ­კურსს "კურ­კლშო­უდ“ მო­იხ­სე­ნი­ებს, ხოლო იმ ადა­მი­ა­ნებს კი, ვინც მის სიმ­ღე­რა­ზე ცუდს იტყვის, აგი­ნებს.

"ესეც ჩემი მო­რი­გი სიმ­ღე­რა, "ეუ­რო­ვი­ჟნ 2021" - ის­თვის, მო­უს­მი­ნეთ და ისი­ა­მოვ­ნეთ.

დიდი მად­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს, "ბრა­ვო რე­ქორდს", გო­რის გო­გო­ნა­თა გუნდს, მა­რი­კო ლეჟა­ვას, მა­რი­ამ შენ­გე­ლი­ას და ალე­კო ბერ­ძე­ნიშ­ვილს.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე­თი ნაშ­რო­მის გა­პი­ა­რე­ბა, "ეუ­რო­ვი­ზი­ის" კურ­კლშო­უს სა­შუ­ა­ლე­ბით გვი­წევს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ნამ­დვი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

აქვე დავ­წერ, შე­გიძ­ლი­ათ კლიპს არ უყუ­როთ და კი­დევ ვინც ჩვენ­ზე ცუდი რამე თქვას, იმის დე­და­საც შევ­თხა­რე.

უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გვერ­დში დგო­მის­თვის, და­ფა­სე­ბის­თვის და ქო­მა­გო­ბის­თვის“, - წერს ყი­ფი­ა­ნი.

მომ­ღერ­ლის მიერ აგო­რე­ბულ სკან­დალ­ზე წე­რენ ევ­რო­ვი­ზი­ის უკ­რა­ი­ნულ, რუ­სულ და ბე­ლო­რუ­სულ ვებგ­ვერ­დებ­ზე. ითხო­ვენ მომ­ღერ­ლის კონ­კურ­სი­დან მოხ­სნას. თუ ეს მოხ­და, ეს მე­ო­რე შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს "ევ­რო­ვი­ზი­ულ" ის­ტო­რი­ა­ში. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო 2009 წელს მოხ­სნეს კონ­კურ­სი­დან. მა­შინ ევ­რო­ვი­ზია მოს­კოვ­ში ტარ­დე­ბო­და, ხოლო ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტე­ბი იყ­ვნენ "სტე­ფა­ნე და სამი გოგო" სიმ­ღე­რით: "We Don't Wanna Put In“. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი მა­შინ ის გახ­ლდათ, რომ სიმ­ღე­რა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ პუ­ტინს ეხე­ბო­და და მოს­კოვ­ში კონ­კურ­სან­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას ვერ და­ი­ცავ­დნენ.

რა მოხ­დე­ბა თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ჩვენ ზა­რებს არ პა­სუ­ხო­ბენ "ევ­რო­ვი­ზია სა­ქარ­თვე­ლოს" მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი ნა­თია უზ­ნა­ძე და "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" დი­რექ­ტო­რი თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნის­გან კი სკან­და­ლუ­რი სტა­ტუ­სე­ბი პირ­ვე­ლი არ არის. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ერთ-ერთი სტა­ტუ­სი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, ამ­ბობ­დნენ, რომ ყო­ფილ მე­უღ­ლეს მი­უ­ძღვნა. თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი მა­რი­ამ სო­სე­ლი­ა­ზე გახ­ლდათ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს, თუმ­ცა ამ­ჟა­მად ერ­თად არ ცხოვ­რო­ბენ.

"ძმას რომ მე­ძა­ხი და "მე­სენ­ჯე­რით" ხმის მო­ცე­მა გე­ზა­რე­ბა. მიყ­ვარ­ხა­რო მე­უბ­ნე­ბი და სა­ნამ ტე­ლე­ვი­ზორ­ში მნა­ხავ­დე არც კი გახ­სო­ვარ. შვი­ლის მო­ფე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას რომ არ მაძ­ლევ და წარ­მა­ტე­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას მი­სურ­ვებ, სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რე­ბი რომ მაქვს და მა­ინც სხვი­სი სიმ­ღე­რე­ბის მღე­რას რომ მთხოვ, გა­მარ­ჯვე­ბულს რომ მა­დი­დებ და შიმ­ში­ლის­გან და­სუს­ტე­ბულს დამ­ცი­ნი, სხვი­სი რომ ხარ და ჩემ­გან სარ­გე­ბელს ელო­დე­ბი, ბოღ­მით, შუ­რით, ში­შით და გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბით, თვალს რომ ვე­ღარ ახელ, გონ­ზე ვერ მო­დი­ხარ, მტყუ­ანს და მარ­თალს რომ ვე­ღარ ან­სხვა­ვებ. შენი, არას­წო­რად გამ­ზრდე­ლია მი­ნი­მუმ სა­გი­ნე­ბე­ლი. მო­გი­ტე­ვებ. ღმერ­თი ყვე­ლას თა­ვი­სი სი­მარ­თლით გა­უ­მარ­ჯვებ­სო, ასე მის­წავ­ლია ჰო და თქვენც გა­გი­მარ­ჯოთ ღმერ­თმა თქვე­ნი სი­მარ­თლით. ეს უშუ­ა­ლოდ მე რაც შემ­ხე­ბია და გლო­ბა­ლუ­რებ­ზე მერე გა­და­ვალ 15 წე­ლი­წად­ში..." - წერ­და იმ­ჟა­მად ყი­ფი­ა­ნი.

თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი 2012 წელს გახ­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს“ მუ­სი­კა­ლუ­რი შოუს "მაგ­თი­ფა­ნის“ ფი­ნა­ლის­ტი, ხოლო 2016 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2“-ის მე­გა­შო­უს "X-ფაქ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. მო­ნა­წი­ლე­ობ­და "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში“. და­ი­ბა­და 1987 წლის 11 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში. 19 წლის ასაკ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი "წრი­უ­ლი კუ­თხე“, სა­დაც უკ­რავ­და გი­ტა­რა­ზე და მღე­რო­და. ჰქონ­და კონ­ცერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ზღვარ­გა­რეთ.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
37

და ძალიან კარგსაც იზამენ,რა უნდა ამ უზრდელს იქ....

MANANA
48

KARGI MOMwERALIA

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

თორნიკე ყიფიანის სკანდალური პოსტი - მოხსნიან ქართველ მომღერალს "ევროვიზიის" კონკურსიდან?

თორნიკე ყიფიანის სკანდალური პოსტი - მოხსნიან ქართველ მომღერალს "ევროვიზიის" კონკურსიდან?

უკვე მეორე წელია რაც თორნიკე ყიფიანი "ევროვიზიის“ კონკურსანტია საქართველოდან. შარშან პანდემიის გამო, კონკურსი გაუქმდა და 2021 წლისთვის გადაიდო.

You - ასე ჰქვია მომღერლის ავტორობით შექმნილ სიმღერას, რომლის არანჟირებაც ყიფიანთან ერთად, ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნის. სტუდიური ჩანაწერის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს შემსრულებლებმა: მარიამ შენგელიამ, მარიკო ლეჟავამ, ალეკო ბერძენიშვილმა და გორის გოგონათა კაპელამ.

მულტიჟანრობრივი ვიდეოკლიპის გადაღება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მიმდინარეობდა.

საკონკურსო სიმღერა შარშანდელისგან განსხვავებულია. წელს არჩევნი ყიფიანმა უფრო ლირიულ სიმღერაზე გააკეთა, რასაც მისი ქართველი თაყვანისმცემლების მხრიდან კრიტიკა და ერთგვარი გაღიზიანება მოჰყვა. როგოც ჩანს, ყიფიანმა კრიტიკას ვერ გაუძლო და გუშინ სოციალურ ქსელში სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მუსიკალურ კონკურსს "კურკლშოუდ“ მოიხსენიებს, ხოლო იმ ადამიანებს კი, ვინც მის სიმღერაზე ცუდს იტყვის, აგინებს.

"ესეც ჩემი მორიგი სიმღერა, "ეუროვიჟნ 2021" - ისთვის, მოუსმინეთ და ისიამოვნეთ.

დიდი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, "ბრავო რექორდს", გორის გოგონათა გუნდს, მარიკო ლეჟავას, მარიამ შენგელიას და ალეკო ბერძენიშვილს.

სამწუხაროა, რომ ასეთი ნაშრომის გაპიარება, "ეუროვიზიის" კურკლშოუს საშუალებით გვიწევს საქართველოში არსებული სინამდვილიდან გამომდინარე.

აქვე დავწერ, შეგიძლიათ კლიპს არ უყუროთ და კიდევ ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას, იმის დედასაც შევთხარე.

უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის, დაფასებისთვის და ქომაგობისთვის“, - წერს ყიფიანი.

მომღერლის მიერ აგორებულ სკანდალზე წერენ ევროვიზიის უკრაინულ, რუსულ და ბელორუსულ ვებგვერდებზე. ითხოვენ მომღერლის კონკურსიდან მოხსნას. თუ ეს მოხდა, ეს მეორე შემთხვევა იქნება საქართველოს "ევროვიზიულ" ისტორიაში. პირველად საქართველო 2009 წელს მოხსნეს კონკურსიდან. მაშინ ევროვიზია მოსკოვში ტარდებოდა, ხოლო ჩვენი კონკურსანტები იყვნენ "სტეფანე და სამი გოგო" სიმღერით: "We Don't Wanna Put In“. ოფიციალური მიზეზი მაშინ ის გახლდათ, რომ სიმღერა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ეხებოდა და მოსკოვში კონკურსანტების უსაფრთხოებას ვერ დაიცავდნენ.

რა მოხდება თორნიკე ყიფიანის შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია. ჩვენ ზარებს არ პასუხობენ "ევროვიზია საქართველოს" მთავარი პროდიუსერი ნათია უზნაძე და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორი თიკო ბერძენიშვილი.

თორნიკე ყიფიანისგან კი სკანდალური სტატუსები პირველი არ არის. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი სტატუსი, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერა, ამბობდნენ, რომ ყოფილ მეუღლეს მიუძღვნა. თორნიკე ყიფიანი მარიამ სოსელიაზე გახლდათ დაქორწინებული, წყვილს ორი შვილი ჰყავს, თუმცა ამჟამად ერთად არ ცხოვრობენ.

"ძმას რომ მეძახი და "მესენჯერით" ხმის მოცემა გეზარება. მიყვარხარო მეუბნები და სანამ ტელევიზორში მნახავდე არც კი გახსოვარ. შვილის მოფერების საშუალებას რომ არ მაძლევ და წარმატებას და ბედნიერებას მისურვებ, საკუთარი სიმღერები რომ მაქვს და მაინც სხვისი სიმღერების მღერას რომ მთხოვ, გამარჯვებულს რომ მადიდებ და შიმშილისგან დასუსტებულს დამცინი, სხვისი რომ ხარ და ჩემგან სარგებელს ელოდები, ბოღმით, შურით, შიშით და გაუნათლებლობით, თვალს რომ ვეღარ ახელ, გონზე ვერ მოდიხარ, მტყუანს და მართალს რომ ვეღარ ანსხვავებ. შენი, არასწორად გამზრდელია მინიმუმ საგინებელი. მოგიტევებ. ღმერთი ყველას თავისი სიმართლით გაუმარჯვებსო, ასე მისწავლია ჰო და თქვენც გაგიმარჯოთ ღმერთმა თქვენი სიმართლით. ეს უშუალოდ მე რაც შემხებია და გლობალურებზე მერე გადავალ 15 წელიწადში..." - წერდა იმჟამად ყიფიანი.

თორნიკე ყიფიანი 2012 წელს გახდა ტელეკომპანია "მაესტროს“ მუსიკალური შოუს "მაგთიფანის“ ფინალისტი, ხოლო 2016 წელს ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის მეგაშოუს "X-ფაქტორის“ გამარჯვებული. მონაწილეობდა "საქართველოს ვარსკვლავში“. დაიბადა 1987 წლის 11 დეკემბერს თბილისში. 19 წლის ასაკში ჩამოაყალიბა საკუთარი მუსიკალური ჯგუფი "წრიული კუთხე“, სადაც უკრავდა გიტარაზე და მღეროდა. ჰქონდა კონცერტები საქართველოში და საზღვარგარეთ.

"უკრაინა მისთვის ლამაზი და ამაყი ქალია, ის კი ყოველთვის პოულობს საერთო ენას ქალებთან" - ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში სააკაშვილს განასახიერებს

"ევროვიზიის" გამარჯვებული სკანდალში გაეხვა - საზოგადოების აზრით, ის სცენაზე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო: რას აცხადებს მომღერალი

"მითხრა: "გაიხადე", მე უბრალოდ გავიყინე და მერე არაფერი მახსოვს... თვეების მანძილზე ავად ვიყავი" - ლედი გაგამ მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა გაიხსენა