პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც მეტად გახანგრძლივდება პაუზა მის პოლიტიკურ საქმიანობაში, მით უფრო შემცირდება მისი პოტენციალიც და პერსპექტივაც" - რას ფიქრობენ ექსპერტები გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე?
"რაც მეტად გახანგრძლივდება პაუზა მის პოლიტიკურ საქმიანობაში, მით უფრო შემცირდება მისი პოტენციალიც და პერსპექტივაც" - რას ფიქრობენ ექსპერტები გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე?

ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმაა ექ­სპრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შემ­დგომ პო­ლი­ტი­კურ ბედ­ზე. რამ­დე­ნად აქვს მას პო­ტენ­ცი­ა­ლი, რე­სურ­სი და ამ­ბი­ცია, რომ შე­მობ­რუნ­დეს პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას? გვე­სა­უბ­რე­ბი­ან ექ­სპერ­ტები: მა­მუ­კა არე­ში­ძე და გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

მა­მუ­კა არე­ში­ძე:

- ამ­ბი­ცი­ა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით - მას არ ვიც­ნობ, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი ნამ­დვი­ლად აქვს, მაგ­რამ რაც მეტი დრო გავა და გა­ხან­გრძლივ­დე­ბა პა­უ­ზა მის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მით უფრო შემ­ცირ­დე­ბა მისი პო­ტენ­ცი­ა­ლიც, რე­სურ­სიც და პერ­სპექ­ტი­ვაც, ამი­ტომ თუ ის აპი­რებს პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მის­გან ამის მი­ნიშ­ნე­ბა მა­ინც უნდა და­ვი­ნა­ხოთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უჩ­ნდეს მო­ლო­დი­ნი და გან­წყო­ბა, მერე კი დრო­უ­ლად უნდა და­ი­წყოს მოქ­მე­დე­ბა.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

- ჩემი აზ­რით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კა­ში დრჩე­ნის სურ­ვი­ლი რომ ჰქო­ნო­და, არ გა­დად­გე­ბო­და. ფაქ­ტია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" "პო­ლიტ­ბი­უ­რო" მას ვერ გა­და­ა­ყე­ნებ­და. ვფიქ­რობ, პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ზე გა­მარ­თლე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნებ­და, თუ ის აუკ­რძა­ლავ­და შს მი­ნისტრს მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას, სა­ჯა­როდ ახ­სნი­და ამის მი­ზე­ზებს და თუ შს მი­ნის­ტრი არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბო­და, გა­და­ა­ყე­ნებ­და. ამის შემ­დეგ შე­ეძ­ლო და­ე­ნიშ­ნა მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლად, მა­გა­ლი­თად, სა­ბა­ნა­ძე, რო­მელ­თა­ნაც ტკბილ ურ­თი­ერ­თო­ბებს გა­ხა­რი­ას აბ­რა­ლე­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წევ­და გა­ხა­რია პარ­ლა­მენ­ტის გავ­ლით გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნა. კი­დევ სა­კი­თხა­ვია, გა­ხა­რი­ას პარ­ლა­მენ­ტის გავ­ლით გა­და­ყე­ნე­ბას შეძ­ლებ­დნენ თუ არა. და თუ შეძ­ლებ­დნენ, რა პო­ლი­ტი­კუ­რი ფასი და­უჯ­დე­ბო­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ხა­რი­ას ჰქონ­და ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სვლა, მას რომ ნდო­მო­და პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნა. ჩემ­თვის რომ ეკი­თხა, ვე­ტყო­დი, რომ რო­დე­საც ხე­დავ, ჩხუ­ბია გარ­და­უ­ვა­ლი, ჯო­ბია, პირ­ველ­მა და­არ­ტყა. ეს არის სწო­რი პო­ლი­ტი­კა­ში და თუ ამის თავი არ გაქვს, ე.ი. შენ ვერ ხარ პო­ლი­ტი­კო­სი. მას ჰქონ­და უკე­თე­სი სვლე­ბი, ახლა მან გა­ა­კე­თა ნა­ხევ­რად სვლე­ბი, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ მას პო­ტენ­ცი­ა­ლი არ აქვს... ჩემი აზ­რით, გა­ხა­რი­ამ გა­უშ­ვა თა­ვი­სი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის წამი...

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სინამდვილე
23

რატომ უნდა დათმოს ოცნებამ რამე ნაცებო? თქვენს ბელადს ასე აწყობს და ამიტომ? აგიჩემებიათ პატარა ბავშვივით არჩევნები გაყალბდაო და შესაბამისი არგუმენტები არ გაგაჩნიათ! ძლივს მართლა დემოკრატიულ ქვეყანას ვეღირსეთ და გინდათ ხელოვნურად არიოთ! დემოკრატია რომაა ეს ფაქტია. პარლამენტში მოხვდა საკმაოდ დიდი რაოდენობით ოპოზიცია(9 პარტია),მეორე, მედია სრულად თავისუფალია, მესამე, სასამართლო თავისიფალია(თქვენ სპეციალურად ლანძღავთ იმის გამო რომ თქვენი ლიდერები გაასამართლა),ციხეებში ხალხს არ აწამებენ, ხალხს ნორმალური ჯანდაცვა ეღირსა, საქართვრლოში თითქმის ყველა სოფელში დაიგო გზა ,ხიდები,( ნუ ოღღობეები ყველა არა ჯერ),ყველა სოფელში არის წყალი მიყვანილი,ყველგან მიდის გაზი,ყველაგან გამოიცვალა ელექტო გაყავნილობა,ყველა რაიონში მივიდა ინტერნეტი,შემოვიდა ციფრული მაუწყებლობა,სწავლა ბაღებში გახდა უფასო,ღვაწლმოსილ პედაგოგებს მისცეს 2 წლის გასასვლელი(ათასობით ლარი თითოეულს და გააცილეს სკოლიდან) და დაუტოვეს პოლისი,წიგნები ბავშვებისთვის უფასო, შემოიღეს ძალიან კარგი მთის კანონი,7 თვე დენი და გაზი უფასოდ,პროკურატურამ ასობით ადამიანს დაუბრუნა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება(ბიზნესები,სახლები,მანქანები ,მიწები)!1 მილიარდის გაუსტუმრეს ბანკის ვალი გაშავებულებს, ევროპასთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა,ევროპასთან უვიზო მიმოსვლა,აშენდა და გარემონტდა(მაგ ვარძია) უამრავი კულტურული და სამედიცინო ცენტრი( ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში,რუხის საავადმყოფო და უამრავი აქ ვერ ჩამოვთლი),აუშენდათ დევნილებს სახლები ათასობით,აშნდა 26 ჰესი(კიდევ შენდება),ბევრი საწარმო(ტექსტილი და სხვა). რაც მთავარია მშვიდობაა და ვისაც მუშაობა უნდა ყველა მუშაობს! ასე რომ ნაცებო თქვენი პროპაგადა არ გავა ხალხი ბრძენია და ევროპაც ბრძენია ვეღარ მოატყუებთ!

ზურაბ
8

ხუხაშვილისთვის არ უკითხავს, საკვირველია, ბიძინა მოიყვანა ხუხაშვილმა ხელისუფლებაში და ეგ მის დაუკითხავად როგორ წავიდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"რაც მეტად გახანგრძლივდება პაუზა მის პოლიტიკურ საქმიანობაში, მით უფრო შემცირდება მისი პოტენციალიც და პერსპექტივაც" - რას ფიქრობენ ექსპერტები გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე?

"რაც მეტად გახანგრძლივდება პაუზა მის პოლიტიკურ საქმიანობაში, მით უფრო შემცირდება მისი პოტენციალიც და პერსპექტივაც" - რას ფიქრობენ ექსპერტები გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებაზე?

ბევრი მითქმა-მოთქმაა ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდგომ პოლიტიკურ ბედზე. რამდენად აქვს მას პოტენციალი, რესურსი და ამბიცია, რომ შემობრუნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას? გვესაუბრებიან ექსპერტები: მამუკა არეშიძე და გია ხუხაშვილი:

მამუკა არეშიძე:

- ამბიციაზე ვერაფერს გეტყვით - მას არ ვიცნობ, თუმცა პოლიტიკური პოტენციალი ნამდვილად აქვს, მაგრამ რაც მეტი დრო გავა და გახანგრძლივდება პაუზა მის პოლიტიკურ საქმიანობაში, მით უფრო შემცირდება მისი პოტენციალიც, რესურსიც და პერსპექტივაც, ამიტომ თუ ის აპირებს პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას, უახლოეს მომავალში მისგან ამის მინიშნება მაინც უნდა დავინახოთ, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს მოლოდინი და განწყობა, მერე კი დროულად უნდა დაიწყოს მოქმედება.

გია ხუხაშვილი:

- ჩემი აზრით, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დრჩენის სურვილი რომ ჰქონოდა, არ გადადგებოდა. ფაქტია, "ქართული ოცნების" "პოლიტბიურო" მას ვერ გადააყენებდა. ვფიქრობ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე გამართლებული ნაბიჯი იქნებდა, თუ ის აუკრძალავდა შს მინისტრს მელიას დაკავების სპეცოპერაციის ჩატარებას, საჯაროდ ახსნიდა ამის მიზეზებს და თუ შს მინისტრი არ დაემორჩილებოდა, გადააყენებდა. ამის შემდეგ შეეძლო დაენიშნა მოვალეობის შემსრულებელად, მაგალითად, საბანაძე, რომელთანაც ტკბილ ურთიერთობებს გახარიას აბრალებენ. ხელისუფლებას მოუწევდა გახარია პარლამენტის გავლით გადაეყენებინა. კიდევ საკითხავია, გახარიას პარლამენტის გავლით გადაყენებას შეძლებდნენ თუ არა. და თუ შეძლებდნენ, რა პოლიტიკური ფასი დაუჯდებოდათ. შესაბამისად, გახარიას ჰქონდა ძლიერი პოლიტიკური სვლა, მას რომ ნდომოდა პოლიტიკაში დარჩენა. ჩემთვის რომ ეკითხა, ვეტყოდი, რომ როდესაც ხედავ, ჩხუბია გარდაუვალი, ჯობია, პირველმა დაარტყა. ეს არის სწორი პოლიტიკაში და თუ ამის თავი არ გაქვს, ე.ი. შენ ვერ ხარ პოლიტიკოსი. მას ჰქონდა უკეთესი სვლები, ახლა მან გააკეთა ნახევრად სვლები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას პოტენციალი არ აქვს... ჩემი აზრით, გახარიამ გაუშვა თავისი ჭეშმარიტების წამი...

"ქართულ ოცნება“ - 23%, "ნაცმოძრაობა“  - 7% - NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა უმეტესობა პოლიტიკურ სპექტრს უარს უცხადებს

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"მაქვს ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ასოცირების დღის წესრიგის შეჩერებაზე დაიწყეს საუბარი" - ლევან ბოძაშვილის თქმით, თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, ასოცირების პროცესს პრობლემა შეექმნება