მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას უთხრა, რომ “რუსულ თამაშს თამაშობენ“
ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას უთხრა, რომ “რუსულ თამაშს თამაშობენ“

რუ­სულ თა­მაშს იმ შემ­თხვე­ვა­ში ვთა­მა­შობთ, რო­დე­საც დღე­ვან­დელ არ­ჩე­ულ კურსს ვაგ­რძე­ლებთ - ეს და­ნი­ელ­სონ­მა გვი­თხრა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნათ­ქვა­მი იყო რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის, ისე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით.

წამ­ყვა­ნის რეპ­ლი­კა­ზე, „ახლა რა­საც აკე­თებთ, ამით რუ­სე­თის წის­ქვილ­ზე ას­ხამთ წყალს, ეს თქვა თუ არა ღიად და­ნი­ელ­სონ­მა“, მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს: „ზუს­ტად ასე გვი­თხრა და ევ­რო­პა­ში ასე არ კეთ­დე­ბაო“.

„თქვენ თუ ევ­რო­პა გინ­დათ, ეს ამ­ბა­ვი უნდა მორ­ჩე­თო. ჩვენ თავი და­ვუქ­ნი­ეთ. ჩვენც ზუს­ტად მასე ვფიქ­რობთ და გვინ­და, ეს ამ­ბა­ვი და­ვამ­თავ­რო­თო“, - გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

რო­გორც მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა მათ ასე­ვე უთხრა, რომ თუ ევ­რო­პის­კენ აქვთ გეზი, უნდა შე­თან­ხმდნენ.

მისი თქმით, კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ დღე­ვან­დე­ლი არ­ჩე­ულ კურ­სის გაგ­რძე­ლე­ბა, რუ­სუ­ლი თა­მა­შის წე­სით მოქ­მე­დე­ბა იქ­ნე­ბა.

„ამ­დე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა ჩა­ი­დოს იმა­ში, რომ არა­ფე­რი მოხ­დეს, უბ­რა­ლოდ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მგო­ნია. რა გვი­თხეს იცით? - რუ­სულ თა­მაშს იმ შემ­თხვე­ვა­ში ვთა­მა­შობთ, რო­დე­საც დღე­ვან­დელ არ­ჩე­ულ კურსს ვაგ­რძე­ლებთ, ეს და­ნი­ელ­სონ­მა გვი­თხრა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე. ის კი არა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ან „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაა“ რუ­სე­თის აგენ­ტია, ამა­თი ჩხუ­ბია რუ­სუ­ლი საქ­მის კე­თე­ბა და ეს არის და­სამ­თავ­რე­ბე­ლი. იმა­ზეა სა­უ­ბა­რი, რომ კლი­მა­ტი შევ­ცვა­ლოთ, მათ შო­რის ეს ეხე­ბა მე­დი­ა­საც, ჟურ­ნა­ლის­ტებს, ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნებს. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ხომ თა­ვის ამომ­რჩე­ველს ელა­პა­რა­კე­ბა, აგ­რე­სი­ით და სი­ძულ­ვი­ლით გა­ნა­წყობს მე­ო­რე მხა­რის მი­მართ და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც“ ზუს­ტად იგი­ვეს აკე­თებს“, - გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა იმის შან­სი, რომ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი ისე წა­ვი­დეს, რომ მხა­რე­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გეს, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: „იმე­დი მაქვს, ასე არ მოხ­დე­ბა. თუმ­ცა, ჩვენ­ნა­ი­რი გი­ჟე­ბის ხელ­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია“.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
40

თუ ასეთი ჭკვიანები ხართ, გაბედეთ და შედით პარლამენტში, შემოგყვებათ ვიღაცა და დამთავრდება ეს to be or not to be.

ილკარი
41

დაბოლილია გირჩი გამოდგა ყველაზე პრინციპული და ღირსეული ამ ბაქხანალიაში.

ანარადა ელისაშვილსაც რა შანსი ქონდა... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას უთხრა, რომ “რუსულ თამაშს თამაშობენ“

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას უთხრა, რომ “რუსულ თამაშს თამაშობენ“

რუსულ თამაშს იმ შემთხვევაში ვთამაშობთ, როდესაც დღევანდელ არჩეულ კურსს ვაგრძელებთ - ეს დანიელსონმა გვითხრა მოლაპარაკებებზე, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, აღნიშნული ნათქვამი იყო როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მისამართით.

წამყვანის რეპლიკაზე, „ახლა რასაც აკეთებთ, ამით რუსეთის წისქვილზე ასხამთ წყალს, ეს თქვა თუ არა ღიად დანიელსონმა“, მეგრელიშვილი პასუხობს: „ზუსტად ასე გვითხრა და ევროპაში ასე არ კეთდებაო“.

„თქვენ თუ ევროპა გინდათ, ეს ამბავი უნდა მორჩეთო. ჩვენ თავი დავუქნიეთ. ჩვენც ზუსტად მასე ვფიქრობთ და გვინდა, ეს ამბავი დავამთავროთო“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, კრისტიან დანიელსონმა მათ ასევე უთხრა, რომ თუ ევროპისკენ აქვთ გეზი, უნდა შეთანხმდნენ.

მისი თქმით, კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რომ დღევანდელი არჩეულ კურსის გაგრძელება, რუსული თამაშის წესით მოქმედება იქნება.

„ამდენი ძალისხმევა ჩაიდოს იმაში, რომ არაფერი მოხდეს, უბრალოდ, წარმოუდგენელი მგონია. რა გვითხეს იცით? - რუსულ თამაშს იმ შემთხვევაში ვთამაშობთ, როდესაც დღევანდელ არჩეულ კურსს ვაგრძელებთ, ეს დანიელსონმა გვითხრა მოლაპარაკებებზე. ის კი არა, რომ „ქართული ოცნება“ ან „ნაციონალური მოძრაობაა“ რუსეთის აგენტია, ამათი ჩხუბია რუსული საქმის კეთება და ეს არის დასამთავრებელი. იმაზეა საუბარი, რომ კლიმატი შევცვალოთ, მათ შორის ეს ეხება მედიასაც, ჟურნალისტებს, ზოგადად, ადამიანებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ თავის ამომრჩეველს ელაპარაკება, აგრესიით და სიძულვილით განაწყობს მეორე მხარის მიმართ და „ქართული ოცნებაც“ ზუსტად იგივეს აკეთებს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა იმის შანსი, რომ კრისტიან დანიელსონი ისე წავიდეს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგეს, ვახტანგ მეგრელიშვილმა უპასუხა: „იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. თუმცა, ჩვენნაირი გიჟების ხელში ყველაფერი შესაძლებელია“.

"უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი" - ნიკა მელია

"ნიშნების გჯერათ? იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვრის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ" - ხუხაშვილი "ნამახვანჰესზე"

"ჩამოყალიბდება "15 მაისის შტაბი", ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს" - ოპოზიციის სამომავლო გეგმა ცნობილია