სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალანძღავად ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებს
"სალანძღავად ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებს

ჩემს ოპო­ნენ­ტებს მინ­და ვუ­თხრა - სა­ლან­ძღა­ვად მე ძა­ლი­ან ცუდი სა­მიზ­ნე ვარ, რად­გან ყვე­ლა­ფერს, რა­საც მაბ­რა­ლებთ, რომ მე ქვეყ­ნის­თვის არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, COVID ავად­მყო­ფებს ცუ­დად ვმარ­თავ, ყვე­ლა­ფერს ფუ­ლის­თვის ვა­კე­თებ, ძა­ლი­ან ცუდი ადა­მი­ა­ნი ვარ და ა.შ. სი­მარ­თლეს­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად პი­რი­ქი­თაა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ცერ­ცვა­ძე კრი­ტი­კო­სებს პა­სუ­ხობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ კო­ვი­დი წარ­მა­ტე­ბით მარ­თა და „ამას მი­აღ­წია ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო მწი­რი რე­სურ­სე­ბით და რაც მთა­ვა­რია, ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე”.

ცერ­ცვა­ძის პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

„რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ჩემს ა.წ. 13 მარ­ტის პოსტს არა­ნაკ­ლე­ბი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა მოჰ­ყვა, ვიდ­რე 10 მარ­ტის პოსტს. იგი­ვე ლექ­სი­კა, იგი­ვე ში­ნა­არ­სი და არ­ცერ­თი არ­გუ­მენ­ტი. მე ისევ შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვბლო­კავ მათ კო­მენ­ტა­რებს, რათა მო­სახ­ლე­ო­ბამ თა­ვად გა­და­წყვი­ტოს, რა მო­ე­ლის ქვე­ყა­ნას და ვის­თან მო­უ­წევთ საქ­მის და­ჭე­რა, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი ფხიზ­ლად არ იქ­ნე­ბი­ან.

მე რა თქმა უნდა, არ­ცერთ მათ­გან­თან პო­ლე­მი­კა­ში არ შევ­დი­ვარ, გარ­და ერ­თი­სა. მინ­და ვუ­პა­სუ­ხო მხო­ლოდ ბ-ნ და­ვით ჩიხ­ლა­ძის კო­მენ­ტარს, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლამ შე­საძ­ლოა მარ­თლა ვერ გა­ი­გო, ან უბ­რა­ლოდ ვერ იჯე­რებს, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო COVID-19-ის პან­დე­მი­ის კლი­ნი­კურ მარ­თვა­ში ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის სხვა ქვეყ­ნებს სჯობ­დეს.

პან­დე­მი­ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი კრი­ტე­რი­უ­მით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ მათ­გან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორი:

1. COVID-19-ის ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტი - ე.წ. CFR და 2. მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თე­ულ­ზე (მაგ. 1 მი­ლი­ონ­ზე) გა­და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. 1.COVID-19-ის ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტი - ე.წ. CFR არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი არც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე და არც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი პირ­და­პირ და ყვე­ლა­ზე კარ­გად ასა­ხავს, თუ რო­გო­რია COVID-19-ით ავად­მყო­ფე­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის (რაც ჩვე­ნი, რო­გორც მკურ­ნა­ლი ექი­მე­ბის, უშუ­ა­ლო მო­ვა­ლე­ო­ბაა) ხა­რის­ხი. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლო (CFR – 1.33%) ცალ­სა­ხად და ნამ­დვი­ლად სჯობ­ნის აშშ-ს (CFR- 1,82%) და ევ­რო­პის 41 ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის სომ­ხეთ­საც (CFR – 1.83%) და აზერ­ბა­ი­ჯან­საც (CFR – 1.37%), აგ­რეთ­ვე ია­პო­ნი­ას (CFR –1.92%), სამ­ხრეთ კო­რე­ას (CFR –1.74%) და ავ­სტრა­ლი­ა­საც (CFR –3.12%) (ეს 3 ქვე­ყა­ნა იმი­ტომ მომ­ყავს, რომ სა­მა­გა­ლი­თოდ ით­ვლე­ბა).

2. მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თე­ულ­ზე (მაგ. 1 მი­ლი­ონ­ზე) გა­და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა უკვე ინ­ტეგ­რა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია არა­მარ­ტო კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ხა­რისხზე, არა­მედ ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ით ავად­მყოფ­თა სა­ერ­თო (კუ­მუ­ლა­ცი­ურ) რა­ო­დე­ნო­ბა­ზეც. ეს უკა­ნას­კნე­ლი უშუ­ა­ლოდ ჩვენ­ზე (მკურ­ნალ ექი­მებ­ზე) არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ამას სხვა ფაქ­ტო­რე­ბი გან­სა­ზღვრავს. მა­გა­ლი­თად, პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა, ხალ­მხრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი და სხვ. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლო (914 გარ­დაც­ვლი­ლი 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე) სჯობ­ნის აშშ-ს (1641 გარ­დაც­ვლი­ლი 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე) და ევ­რო­პის 32 ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის სომ­ხეთ­საც (1093 გარ­დაც­ვლი­ლი 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე), თუმ­ცა ვერ სჯობ­ნის აზერ­ბა­ი­ჯანს.

იქ­ნებ მა­ნა­ხოთ, ოღონდ სე­რი­ო­ზუ­ლად, რო­მე­ლი­მე დარ­გი ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის მე­დი­ცი­ნა­ში, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო აშშ-ს და ევ­რო­პის 41 ქვე­ყა­ნას ან თუნ­დაც 32 ქვე­ყა­ნას სჯობს და ამას COVID პან­დე­მი­ის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი მარ­თვა არ ჰქვია?! მი­თუ­მე­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ამას მი­აღ­წია ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო მწი­რი რე­სურ­სე­ბით და რაც მთა­ვა­რია, ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ორი­დან ერთ-ერთი მაჩ­ვე­ნებ­ლით აზერ­ბა­ი­ჯა­ნი გვჯობ­ნის, არა­ფერს ცვლის, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ფერ­ში ვერ აჯო­ბებ და ეს არც არა­სო­დეს გვით­ქვამს. მი­თუ­მე­ტეს, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­ში და სხვა პოსტ-საბ­ჭო­თა აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში COVID-19-ით სიკ­ვდი­ლო­ბის აღ­რი­ცხვა ევ­რო­პის­გან და ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრინ­ცი­პით ხდე­ბა.

კი­დევ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი- სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ჰოს­პი­ტალს გა­რეთ (ბი­ნა­ზე, კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში) COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა ძა­ლი­ან და­ბა­ლი რი­ცხვი (სულ 41 შემ­თხვე­ვა). მა­შინ, რო­დე­საც ამე­რი­კის და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებს ასო­ბით და ათა­სო­ბით ჰოს­პი­ტალს გა­რეთ COVID-19-ით გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავთ. ეს ცალ­სა­ხად მი­უ­თი­თებს COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტთა ნა­კა­დე­ბის ძა­ლი­ან კარგ მარ­თვა­ზე. ის, თუ რა­ტომ ვედ­რე­ბით ძი­რი­თა­დად აშშ-ს და ევ­რო­პის ქვეყ­ნებს, მე მგო­ნია სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბია, რად­გან ჩვენ ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის ქვე­ყა­ნა ვართ, ხოლო მსოფ­ლი­ოს სხვა კონ­ტი­ნენ­ტებ­ზე პან­დე­მი­ას სულ სხვა კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბი აქვს და ავა­დო­ბის/სიკ­ვდი­ლო­ბის აღ­რი­ცხვის მე­თო­დი­კაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. თუ ვინ­მეს მა­ინ­ცდა­მა­ინც უნდა, რომ რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა­ში სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა ქვე­ყა­ნას სჯობ­დეს, ასე­თი C ჰე­პა­ტი­ტია, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის შერ­ჩე­უ­ლი C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ სა­მო­დე­ლო ქვე­ყა­ნად და ამ პროგ­რა­მით უკვე გა­დარ­ჩე­ნი­ლია 73 ათა­სი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე.

ისე ბ-ნო და­ვით, რა­ტომ გა­ღი­ზი­ა­ნებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბე­ბი COVID-19-ის კლი­ნი­კურ მარ­თვა­ში?! პი­რი­ქით, არ უნდა გი­ხა­რო­დეთ? სიკ­ვდი­ლო­ბის თი­თო­ე­უ­ლი პრო­ცენ­ტის და ასე გან­სა­ჯეთ, მე­ა­თე­დი პრო­ცენ­ტის უკან ხომ ათა­სო­ბით გა­დარ­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლის სი­ცო­ცხლე დგას.

ჩემ ოპო­ნენ­ტებს მინ­და ვუ­თხრა, რომ სა­ლან­ძღა­ვად მე ძა­ლი­ან ცუდი სა­მიზ­ნე ვარ, რად­გან ყვე­ლა­ფერს, რა­საც მაბ­რა­ლებთ - რომ მე ქვეყ­ნის­თვის არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია, COVID ავად­მყო­ფებს ცუ­დად ვმარ­თავ, ყვე­ლა­ფერს ფუ­ლის­თვის ვა­კე­თებ, ძა­ლი­ან ცუდი ადა­მი­ა­ნი ვარ და ა.შ. სი­მარ­თლეს­თან სა­ერ­თოდ არა­ფე­რი აქვს. სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად პი­რი­ქი­თაა. ეს მთელ­მა ქვე­ყა­ნამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, ამი­ტომ ჩემი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ ისე­დაც და­ბა­ლი ნდო­ბა კი­დევ უფრო დაბ­ლა და­ი­წევს.

ასე­თია სი­ნამ­დვი­ლე COVID-19-ის პან­დე­მი­ის კლი­ნი­კურ მარ­თვა­ზე და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია ამა­ში დარ­წმუნ­დეს. ვფიქ­რობ, ეს თვი­თონ ჩემ­მა ოპო­ნენ­ტებ­მაც ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან”, - წერს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eqimi
6

როგორი ხარ არ ვიცი ბ-ნო თენგიზ მაგრამ კარგი მოცლილი ნამდვილად ბრძანდებით... მეც ექიმი ვარ, თქვენი ნახევარი რომ ვწერო საქმეს ვინ გააკეთებდა..

aba aba
10

ძალიან საბჭოური ბრძანდებით ბატონო თენგიზ. თქვენ თვითონაც იცით ეგ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"სალანძღავად ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებს

"სალანძღავად ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებს

ჩემს ოპონენტებს მინდა ვუთხრა - სალანძღავად მე ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ, რომ მე ქვეყნისთვის არაფერი გამიკეთებია, COVID ავადმყოფებს ცუდად ვმართავ, ყველაფერს ფულისთვის ვაკეთებ, ძალიან ცუდი ადამიანი ვარ და ა.შ. სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში ყველაფერი დიამეტრალურად პირიქითაა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ცერცვაძე კრიტიკოსებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ საქართველომ კოვიდი წარმატებით მართა და „ამას მიაღწია ევროპის ქვეყნებზე გაცილებით უფრო მწირი რესურსებით და რაც მთავარია, ვაქცინის გარეშე”.

ცერცვაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემს ა.წ. 13 მარტის პოსტს არანაკლები ლანძღვა-გინება მოჰყვა, ვიდრე 10 მარტის პოსტს. იგივე ლექსიკა, იგივე შინაარსი და არცერთი არგუმენტი. მე ისევ შეგნებულად არ ვბლოკავ მათ კომენტარებს, რათა მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, რა მოელის ქვეყანას და ვისთან მოუწევთ საქმის დაჭერა, თუ ადამიანები ფხიზლად არ იქნებიან.

მე რა თქმა უნდა, არცერთ მათგანთან პოლემიკაში არ შევდივარ, გარდა ერთისა. მინდა ვუპასუხო მხოლოდ ბ-ნ დავით ჩიხლაძის კომენტარს, ვინაიდან ყველამ შესაძლოა მართლა ვერ გაიგო, ან უბრალოდ ვერ იჯერებს, თუ როგორ შეიძლება საქართველო COVID-19-ის პანდემიის კლინიკურ მართვაში ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნებს სჯობდეს.

პანდემიის კლინიკური მართვის ხარისხის შეფასება ძალიან ბევრი კრიტერიუმით არის შესაძლებელი, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ორი:

1. COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR და 2. მოსახლეობის ერთეულზე (მაგ. 1 მილიონზე) გადაანგარიშებული COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა. 1.COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR არ არის დამოკიდებული არც ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე და არც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაზე. ეს მაჩვენებელი პირდაპირ და ყველაზე კარგად ასახავს, თუ როგორია COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის (რაც ჩვენი, როგორც მკურნალი ექიმების, უშუალო მოვალეობაა) ხარისხი. ამ მაჩვენებლით საქართველო (CFR – 1.33%) ცალსახად და ნამდვილად სჯობნის აშშ-ს (CFR- 1,82%) და ევროპის 41 ქვეყანას, მათ შორის სომხეთსაც (CFR – 1.83%) და აზერბაიჯანსაც (CFR – 1.37%), აგრეთვე იაპონიას (CFR –1.92%), სამხრეთ კორეას (CFR –1.74%) და ავსტრალიასაც (CFR –3.12%) (ეს 3 ქვეყანა იმიტომ მომყავს, რომ სამაგალითოდ ითვლება).

2. მოსახლეობის ერთეულზე (მაგ. 1 მილიონზე) გადაანგარიშებული COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე ინტეგრალური მაჩვენებელია და დამოკიდებულია არამარტო კლინიკური მართვის ხარისხზე, არამედ ქვეყანაში COVID-19-ით ავადმყოფთა საერთო (კუმულაციურ) რაოდენობაზეც. ეს უკანასკნელი უშუალოდ ჩვენზე (მკურნალ ექიმებზე) არ არის დამოკიდებული და ამას სხვა ფაქტორები განსაზღვრავს. მაგალითად, პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცირება, ხალმხრავალი შეკრებები და სხვ. ამ მაჩვენებლით საქართველო (914 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე) სჯობნის აშშ-ს (1641 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე) და ევროპის 32 ქვეყანას, მათ შორის სომხეთსაც (1093 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე), თუმცა ვერ სჯობნის აზერბაიჯანს.

იქნებ მანახოთ, ოღონდ სერიოზულად, რომელიმე დარგი ქვეყანაში, მათ შორის მედიცინაში, რომელშიც საქართველო აშშ-ს და ევროპის 41 ქვეყანას ან თუნდაც 32 ქვეყანას სჯობს და ამას COVID პანდემიის ძალიან წარმატებული კლინიკური მართვა არ ჰქვია?! მითუმეტეს, რომ საქართველომ ამას მიაღწია ევროპის ქვეყნებზე გაცილებით უფრო მწირი რესურსებით და რაც მთავარია, ვაქცინის გარეშე. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ორიდან ერთ-ერთი მაჩვენებლით აზერბაიჯანი გვჯობნის, არაფერს ცვლის, ვინაიდან ყველა ქვეყანას ყველაფერში ვერ აჯობებ და ეს არც არასოდეს გვითქვამს. მითუმეტეს, რომ აზერბაიჯანში და სხვა პოსტ-საბჭოთა აღმოსავლეთის ქვეყნებში COVID-19-ით სიკვდილობის აღრიცხვა ევროპისგან და ჩვენგან განსხვავებული პრინციპით ხდება.

კიდევ ერთი სერიოზული მაჩვენებელი- საქართველოს აქვს ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდ სასტუმროში) COVID-19-ით გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვი (სულ 41 შემთხვევა). მაშინ, როდესაც ამერიკის და ევროპის სხვა ქვეყნებს ასობით და ათასობით ჰოსპიტალს გარეთ COVID-19-ით გარდაცვლილი ჰყავთ. ეს ცალსახად მიუთითებს COVID-19-ით პაციენტთა ნაკადების ძალიან კარგ მართვაზე. ის, თუ რატომ ვედრებით ძირითადად აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს, მე მგონია სავსებით გასაგებია, რადგან ჩვენ ევროპის რეგიონის ქვეყანა ვართ, ხოლო მსოფლიოს სხვა კონტინენტებზე პანდემიას სულ სხვა კანონზომიერებები აქვს და ავადობის/სიკვდილობის აღრიცხვის მეთოდიკაც განსხვავებულია. თუ ვინმეს მაინცდამაინც უნდა, რომ რომელიმე დაავადების მართვაში საქართველო ყველა ქვეყანას სჯობდეს, ასეთი C ჰეპატიტია, სადაც საქართველო მსოფლიო ლიდერების მიერ ოფიციალურად არის შერჩეული C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყანად და ამ პროგრამით უკვე გადარჩენილია 73 ათასი ადამიანის სიცოცხლე.

ისე ბ-ნო დავით, რატომ გაღიზიანებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებები COVID-19-ის კლინიკურ მართვაში?! პირიქით, არ უნდა გიხაროდეთ? სიკვდილობის თითოეული პროცენტის და ასე განსაჯეთ, მეათედი პროცენტის უკან ხომ ათასობით გადარჩენილი ქართველის სიცოცხლე დგას.

ჩემ ოპონენტებს მინდა ვუთხრა, რომ სალანძღავად მე ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ - რომ მე ქვეყნისთვის არაფერი გამიკეთებია, COVID ავადმყოფებს ცუდად ვმართავ, ყველაფერს ფულისთვის ვაკეთებ, ძალიან ცუდი ადამიანი ვარ და ა.შ. სიმართლესთან საერთოდ არაფერი აქვს. სინამდვილეში ყველაფერი დიამეტრალურად პირიქითაა. ეს მთელმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ ჩემი ოპონენტების მიმართ ისედაც დაბალი ნდობა კიდევ უფრო დაბლა დაიწევს.

ასეთია სინამდვილე COVID-19-ის პანდემიის კლინიკურ მართვაზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამაში დარწმუნდეს. ვფიქრობ, ეს თვითონ ჩემმა ოპონენტებმაც ძალიან კარგად იციან”, - წერს ცერცვაძე.

"მიღწეულის შესანარჩუნებლად აუცილებელია მოსახლეობამ უარი სთქვას ვაქცინაციისადმი სკეპტიციზმზე და დაუყოვნებლივ ჩაერთოს ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში" - თენგიზ ცერცვაძე

"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილი ექთნის შესახებ

რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში? - "ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო"