მოკლული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქმის არასრულწლოვანი ფიგურანტი ა.ქ.-ს დედის, ნინო ქვრივიშვილის განცხადებას ეხმაურება.
"შე ძონძო, ისიც არ იცი, რომ ბავშვს 19 წლის განმავლობაში ერთხელაც არ დაულევია. ამას ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, ამ სიტყვებს ალბათ შენ ამბობ არაფხიზელ მდგომარეობაში, მსგავსი განცხადებების გაკეთებას სჯობს, რომ საქმის მასალებს კარგად გაეცნო, შენ როგორც ჩემი ძმა, ისე საკუთარი მკვლელი შვილი, არ გცნობებია კარგად", - წერს ანი შაქარაშვილი.
"აუხსენით დედამისს, რომ უბედური შემთხვევაა, საერთოდ არ ვთვლი მკვლელის დედად თავს", - ამ სიტყვებით მიმართა დღეს საქმის პროკურორებს არასრულწლოვნ ა.ქ.-ს დედამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე. როგორც ის აცხადებდა, მისი შვილი უდანაშაულოა.
"ბავშვთან ჩახუტების უფლება მომეცით, ისედაც მოგეკითხებათ ამათი ცოდვა, ბავშვები გაწირეთ სამუდამოდ, თქვენ სახელზე სანთელი უნდა დავანთო, რომ ამოწყდეთ. რა დამაწყნარებს, უდანაშაულო ბავშვი დამიკავეთ. გაქცევაზე მიუსაჯეთ, რომ გაიქცა, მკვლელობაზე როგორ უსჯით? მართლა მკვლელებად უნდა აქციოთ? 12 წელში ჩემ შვილს ცოცხალი აღარ დავხვდები, რაღა აზრი აქვს ჩემ ცხოვრებას, ბარემ მომკალით! სიმართლე არ გაინტერესებთ. აუხსენით დედამისს, რომ უბედური შემთხვევაა. როგორც „შეკერეთ“, ისე გახსენით ეს საქმე და შვილი გამითავისუფლეთ. ხალხი „აგვიბუნტეს“ რომ მკვლელი შვილები გვყავს! ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა და ის ჩანთა პოლიციელებმა დადეს. 12 წლის მერე მე ცოცხალი არ ვიქნები და ვინ მომხედავს? წყლის მომტანი არ მყავს. საერთოდ არ ვთვლი მკვლელის დედად თავს", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 14-14 წლიანი სასჯელი მიესაჯათ. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.
ქალი იმას წუხს, 12 წლის შემდეგ რომ დაბრუნდება ჩემი შვილიო... შაქარაშვილის დედას რომ არც 12 წლის შეამდეგ მიუვა თავისი წესიერი შვილი და არც 52 წლის შემდეგ, ეს - არაფერი!.. არ ვიცი, კონკრეტულად როგორი იყო მკვლელობაში ბრალდებულის "წვლილი" ამ უბედურებაში, მაგრამ ასეთი ქალი რომ კარგ შვილს ვერ გაზრდიდა, აშკარაა!.. იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა სტირისაო, - წუხს ვეფხვთან ორთაბრძოლაში მოკლული მოყმის დედა. ამას კი მისი შვილისა და იმისი საძმაკაცოს მიერ სრულიად უდანაშაულოდ, ჯგუფურ ცემაში მოკლულის დედის მიმართაც კი არა აქვს რაიმე თანაგრძნობა - იქით ადებს ვალს...
Am xalxs namusi saertod ar gaachniat!!!!! 19 tslis bavshvi sasikvdilot gaimetes, ra daushava iseti? Tsixe ki ara daxvretats tsotaa magattvits , tsotsxlebi unda chamarxo eg deda mot...... visamdzimreb shakarashvilebis ojaxs, natelshi amkopos giorgis suli. Santeli unda daanto ro sheni shvilis da magisnairi gand....... gatskdes sakartvelo.