სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, ვაქცინასაც აქვს, მაგრამ სარგებელი ათასჯერ მეტია" - ამირან გამყრელიძე
"წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, ვაქცინასაც აქვს, მაგრამ სარგებელი ათასჯერ მეტია" - ამირან გამყრელიძე

ვაქ­ცი­ნის სარ­გე­ბე­ლი არის ას­ჯერ და ათას­ჯერ მეტი, ვიდ­რე გვერ­დი­თი მოქ­მე­დე­ბა. დღეს, მთელს მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით აც­რი­ლია 359 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და აც­რის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბით არ­ცერ­თი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი არ არის, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც კო­რო­ნა­ვირუ­სის აც­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო „კო­ვაქ­სის“ გარ­და ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნას­თან მუ­შა­ობს.

„წელს ჩვენ ვაქ­ცი­ნის 3,9 მი­ლი­ონ დო­ზას უნდა გა­ვუ­კე­თოთ მო­ბი­ლი­ზა­ცია, იმი­სათ­ვის, რომ ავცრათ 1 700 000 ადა­მი­ა­ნი. ორ­ჯე­რა­დად ეს არის 3,4 მი­ლი­ო­ნი ინექ­ცია და კი­დევ უნდა იან­გა­რი­შოთ და­ნა­კარ­გი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის არის იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში და და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი ვაქ­ცი­ნა გვჭირ­დე­ბა. 1 მი­ლი­ონ 400 ათა­სი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია „კო­ვაქ­სით“, რომ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­ვა და­ნარ­ჩე­ნი, ორ­ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ქვე­ყა­ნამ მო­ლა­პა­რა­კე­ბით უნდა მო­ი­პო­ვოს. ამის ბევ­რი კონ­ტრაქ­ტი უკვე არ­სე­ბობს, იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნამ ეს და­ნარ­ჩე­ნი, ორ­ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­ა­კე­თოს. ახლა, ჯერი ჩვენ­ზე, მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კებ­ზეა, რომ აც­რის დამ­ყო­ლო­ბა იყოს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გა­კეთ­დეს.

მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, ხში­რად არის სა­უ­ბა­რი გვერ­დით მოქ­მე­დე­ბებ­ზე. გვერ­დი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბი ყვე­ლა წა­მალს და ყვე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბას აქვს. გარ­კვე­უ­ლი დო­ზით მი­ღე­ბულ­მა წყალ­მაც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გვერ­დი­თი ეფექ­ტი. რა თქმა უნდა ვაქ­ცი­ნა­საც აქვს გვერ­დი­თი ეფექ­ტი, მაგ­რამ ვაქ­ცი­ნის სარ­გე­ბე­ლი არის ას­ჯერ და ათას­ჯერ მეტი ვიდ­რე მისი გვერ­დი­თი მოქ­მე­დე­ბა. დღეს, მთელს მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით აც­რი­ლია 359 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და აც­რის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბით არ­ცერ­თი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი არ არის. მა­შინ, როცა 120 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ა­ვად­და კო­ვი­დი­ფექ­ცი­ით და სამ­წუ­ხა­როდ, 2,6 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის 2,2% და­ი­ღუ­პა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ავ­წო­ნოთ სარ­გე­ბე­ლი და რის­კი. ამი­ტომ, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ და ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, რომ მივ­ყვეთ მო­წო­დე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
1

ამან აგვიხსნას რატომ აიკრძალა ევროპაში ასტრა ზენეკას ვაქცინის გამოყენება. ტიკარაძეა ჯერ ასაცრელი. 

ჯიმა
1
ისე ცხონდი შენ
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, ვაქცინასაც აქვს, მაგრამ სარგებელი ათასჯერ მეტია" - ამირან გამყრელიძე

"წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, ვაქცინასაც აქვს, მაგრამ სარგებელი ათასჯერ მეტია" - ამირან გამყრელიძე

ვაქცინის სარგებელი არის ასჯერ და ათასჯერ მეტი, ვიდრე გვერდითი მოქმედება. დღეს, მთელს მსოფლიოში დაახლოებით აცრილია 359 მილიონი ადამიანი და აცრის შემდგომი გართულებით არცერთი ფატალური შედეგი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც კორონავირუსის აცრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო „კოვაქსის“ გარდა ძალიან ბევრ ქვეყანასთან მუშაობს.

„წელს ჩვენ ვაქცინის 3,9 მილიონ დოზას უნდა გავუკეთოთ მობილიზაცია, იმისათვის, რომ ავცრათ 1 700 000 ადამიანი. ორჯერადად ეს არის 3,4 მილიონი ინექცია და კიდევ უნდა იანგარიშოთ დანაკარგი, რომელიც ყოველთვის არის იმუნიზაციის პროცესში და დაახლოებით ამდენი ვაქცინა გვჭირდება. 1 მილიონ 400 ათასი გარანტირებულია „კოვაქსით“, რომ წლის განმავლობაში შემოვა დანარჩენი, ორნახევარი მილიონი ქვეყანამ მოლაპარაკებით უნდა მოიპოვოს. ამის ბევრი კონტრაქტი უკვე არსებობს, იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს დანარჩენი, ორნახევარი მილიონი მობილიზაცია გააკეთოს. ახლა, ჯერი ჩვენზე, მედიცინის მუშაკებზეა, რომ აცრის დამყოლობა იყოს და ეს ყველაფერი ორგანიზებულად გაკეთდეს.

მინდა ხაზი გავუსვა, ხშირად არის საუბარი გვერდით მოქმედებებზე. გვერდითი მოქმედებები ყველა წამალს და ყველა ნივთიერებას აქვს. გარკვეული დოზით მიღებულმა წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი. რა თქმა უნდა ვაქცინასაც აქვს გვერდითი ეფექტი, მაგრამ ვაქცინის სარგებელი არის ასჯერ და ათასჯერ მეტი ვიდრე მისი გვერდითი მოქმედება. დღეს, მთელს მსოფლიოში დაახლოებით აცრილია 359 მილიონი ადამიანი და აცრის შემდგომი გართულებით არცერთი ფატალური შედეგი არ არის. მაშინ, როცა 120 მილიონი ადამიანი დაავადდა კოვიდიფექციით და სამწუხაროდ, 2,6 მილიონი ადამიანი, ყველა ინფიცირებულის 2,2% დაიღუპა. აქედან გამომდინარე ავწონოთ სარგებელი და რისკი. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ, რომ მივყვეთ მოწოდებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"უნდა ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკის დაცემის ტემპი გრძელდება..." - რატომ უფასურდება ლარი?

"უსიმპტომო კოვიდის დროს, ვაქცინაცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას, შესაძლებელია აცრა და ასეთ ადამიანებში ჩამოყალიბდება კარგი იმუნიტეტი" - ხათუნა ზახაშვილი

"ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ, 1-2 დღის შემდეგ ვლინდება" - რა რეკომენდაციას გვაძლევს ალერგოლოგი