საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის აქტივობა, რაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით გვაქვს, კარგი არ არის" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ქართველ ექიმებზე
"ის აქტივობა, რაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით გვაქვს, კარგი არ არის" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ქართველ ექიმებზე

კი­დევ ერთხელ ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ და გთხოვთ, ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცია და­წყე­ბუ­ლია, თქვენ­თან ერ­თად სა­ჭი­როა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პის მო­მა­ტე­ბა, თუ გვინ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მია და­ვას­რუ­ლოთ, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

„მარ­ტის ბო­ლოს, აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ათა­სი დოზა და­მა­ტე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად იქ­ნე­ბა. ჯგუ­ფე­ბის არე­ა­ლი, რომ­ლე­ბიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან, თან­და­თა­ნო­ბით გა­ფარ­თოვ­დე­ბა. კი­დევ ერთხელ ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ და გთხოვთ, ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცია და­წყე­ბუ­ლია, თქვენ­თან ერ­თად სა­ჭი­როა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პის მო­მა­ტე­ბა, თუ გვინ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მია და­ვას­რუ­ლოთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სე­რი­ო­ზუ­ლი დამ­ყო­ლო­ბა იქ­ნე­ბა პირ­ველ რიგ­ში ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის­გან და ისი­ნი ამა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს შეგ­ვი­წყო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი თქმით, ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის დოზა ყვე­ლა მე­დი­კოსს ყოფ­ნის.

„პირ­ვე­ლი დოზა მე­დი­ცი­ნის ყვე­ლა მუ­შაკს ყოფ­ნის. ხში­რად ასეა, პირ­ვე­ლი „სტარ­ტის“ დროს დიდი აქ­ტი­ვო­ბა არ არის და იმე­დია, ეს აქ­ტი­ვო­ბა მო­ი­მა­ტებს. შექ­მნი­ლია ელექტრო­ნუ­ლი პორ­ტა­ლი, სა­დაც ელექტრო­ნუ­ლად შე­გიძ­ლი­ათ და­რე­გის­ტრირ­დეთ ჩემი კო­ლე­გე­ბი, და­ჯავ­შნოთ თქვენ­თვის მი­სა­ღე­ბი დრო. ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში 29 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ი­წყო, ხვა­ლი­დან ემა­ტე­ბა 35 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ზე­გი­დან 24. სულ იქ­ნე­ბა 88 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ამ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. შემ­დეგ, როცა მა­სობ­რივ იმუ­ნი­ზა­ცი­ა­ზე გა­და­ვალთ, როცა მა­რაგ­ში მი­ლი­ო­ნი და მეტი დოზა გვექ­ნე­ბა, მა­შინ და­ი­წყე­ბა მა­სობ­რი­ვი იმუ­ნი­ზა­ცია, ამას ვე­ლით ზა­ფხულ­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დიდი მა­სობ­რი­ვი იმუ­ნი­ზა­ცი­ის ცენ­ტრი გა­იხ­სნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ღია, დიდი სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც დღი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ათა­სი ვაქ­ცი­ნა­ცია იქ­ნე­ბა. ის აქ­ტი­ვო­ბა, რაც დღეს და გუ­შინ გვაქვს, რა თქმა უნდა, კარ­გი არ არის. ჩვენ უფრო მეტს ვე­ლით, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის­გან, რომ­ლებ­მაც უნდა მის­ცენ მა­გა­ლი­თი“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
2

ჩაქვის სასტუმროში საძიგძიგოდ ქუდზე კაცი იყო ექიმების გაგანია პანდემიაში და ვაქცინით არ იცრებიან. რა გამოდის?

ალალი
2

არ აიცრებიან და პრემიებს დანამატებს ვერ მიიღებენ აი ესე .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ის აქტივობა, რაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით გვაქვს, კარგი არ არის" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ქართველ ექიმებზე

"ის აქტივობა, რაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით გვაქვს, კარგი არ არის" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ქართველ ექიმებზე

კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია, თქვენთან ერთად საჭიროა ვაქცინაციის ტემპის მომატება, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ეპიდემია დავასრულოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში ქვეყანაში ვაქცინების რამდენიმე ასეული ათასი დოზა დამატებით მოლაპარაკებების შედეგად იქნება. ჯგუფების არეალი, რომლებიც ვაქცინაციას ექვემდებარებიან, თანდათანობით გაფართოვდება. კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია, თქვენთან ერთად საჭიროა ვაქცინაციის ტემპის მომატება, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ეპიდემია დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, სერიოზული დამყოლობა იქნება პირველ რიგში ჩვენი კოლეგებისგან და ისინი ამაში მაქსიმალურად ხელს შეგვიწყობენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამჟამად არსებული ვაქცინების დოზა ყველა მედიკოსს ყოფნის.

„პირველი დოზა მედიცინის ყველა მუშაკს ყოფნის. ხშირად ასეა, პირველი „სტარტის“ დროს დიდი აქტივობა არ არის და იმედია, ეს აქტივობა მოიმატებს. შექმნილია ელექტრონული პორტალი, სადაც ელექტრონულად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩემი კოლეგები, დაჯავშნოთ თქვენთვის მისაღები დრო. ვაქცინაცია საქართველოში 29 დაწესებულებაში დაიწყო, ხვალიდან ემატება 35 დაწესებულება, ზეგიდან 24. სულ იქნება 88 დაწესებულება ამ ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ, როცა მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ, როცა მარაგში მილიონი და მეტი დოზა გვექნება, მაშინ დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, ამას ველით ზაფხულში, სადაც რამდენიმე დიდი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნება ქვეყანაში, ღია, დიდი სივრცეები, სადაც დღიურად რამდენიმე ათასი ვაქცინაცია იქნება. ის აქტივობა, რაც დღეს და გუშინ გვაქვს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. ჩვენ უფრო მეტს ველით, განსაკუთრებით ჩვენი კოლეგებისგან, რომლებმაც უნდა მისცენ მაგალითი“,-განაცხადა გამყრელიძემ.