სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინას ამ "ბავშვებმა“ ჩაუდეს ღარიბაშვილი" - რა შიდა სახელისუფლებო გადატრიალების გეგმაზე საუბრობს ექსპერტი?
"ბიძინას ამ "ბავშვებმა“ ჩაუდეს ღარიბაშვილი" - რა შიდა სახელისუფლებო გადატრიალების გეგმაზე საუბრობს ექსპერტი?

პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "ნი­უს­რუ­მი“ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, გა­ნა­ცხა­და:

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი"

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დღე­ვან­დე­ლი ლი­დე­რე­ბი ამ ტაქ­ტი­კით მოქ­მე­დე­ბენ - ჩვენ შევ­პირ­დეთ და მერე ბი­ძი­ნა გა­და­აგ­დებს. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ბოლო ეპი­ზო­დი რომ გა­ვიხ­სე­ნოთ, შარლ მი­შე­ლი რომ ჩა­მო­ვი­და, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი შეხ­ვედ­რებ­ზე იჯდა ძა­ლი­ან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი, მარ­თა­ლია, არ იღი­მე­ბო­და, მაგ­რამ ეს მისი პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბია, ღი­მი­ლი რომ არ იცის. რო­გორც კი გაფ­რინ­და, გა­მო­ვი­და და თვა­ლე­ბის ბრი­ა­ლი და ფე­ხე­ბის ბა­კუ­ნი და­ი­წყო. ასე იყო და­გეგ­მი­ლი ამ შემ­თხვე­ვა­შიც - ჩათ­ვა­ლეს, რომ და­ნი­ელ­სო­ნი გა­ის­ტუმ­რეს, პა­ტა­რა ფალ­სტარ­ტი მო­უ­ვი­და კო­ბა­ხი­ძეს ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ანუ ის ჯერ უნდა გაფ­რე­ნი­ლიyო და მერე ეძა­ხა, რაც უნდა ეძა­ხა. მან ჩათ­ვა­ლა, რომ ის კაცი უკვე წა­ვი­და და თა­ვის სტილ­ში გა­ა­კე­თა ნა­რა­ტი­ვი, კრი­მი­ნა­ლე­ბი უძა­ხა ოპო­ზი­ცი­ას და ა.შ. ამ ტაქ­ტი­კამ ამ­ჯე­რად არ იმუ­შა­ვა. ახლა და­ნი­ელ­სე­ლონ­მა აღარ "ჭამა“, მი­უხ­ვდა ხე­ლი­სუ­ფა­ლის ვი­რეშ­მა­კო­ბას და გა­ნა­ცხა­და, სა­ნამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მა­ნამ ვრჩე­ბიო. ამის შემ­დეგ უკვე ესე­ნი ღია თა­მაშ­ზე წა­ვიდ­ნენ. ამათ დღეს ახა­ლი წი­თე­ლი ხაზი მო­ი­ფიქ­რეს - სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და ეს მა­შინ, როცა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მუ­რუ­სი­ძე ჰყავს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში. ვინ მარ­თა­ლია, ვინ მტყუ­ა­ნი, ახლა ეს გა­სარ­ჩე­ვი არაა, უნდა ვი­ფიქ­როთ კრი­ზი­სი­დან გა­მო­სა­ვალ­ზე. როცა ერთ-ერთი მხა­რე იწყებს იმის მტკი­ცე­ბას, მე მარ­თა­ლი ვარ და ის მტყუ­ა­ნია, თან უკვე იმ ეტაპ­ზე, როცა ყვე­ლა­ფერს წერ­ტი­ლი უნდა და­ეს­ვას, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ იმ მხა­რეს არ უნდა პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა. კო­ბა­ხი­ძის გუ­შინ­დე­ლი გა­მოს­ვლა იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის აფეთ­ქე­ბის და­ა­ნონ­სე­ბა, მეტი არა­ფე­რი - როცა დღეს ლა­პა­რა­კობ იმა­ვეს, რა­ზეც ერთი თვის წინ ლა­პა­რა­კობ­დი. ეს ლა­პა­რა­კობს იმა­ზე, რომ ისი­ნი კრი­მი­ნა­ლე­ბი არი­ან. მა­შინ, შენ რას შვრე­ბი, კრი­მი­ნა­ლებ­თან ზი­ხარ და მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ? ჩა­ცუც­ქუ­ლი ლა­პა­რა­კობ, თუ რას აკე­თებ?“

ექ­სპერ­ტმა ასე­ვე ისა­უბ­რა მმარ­თველ გუნდში არ­სე­ბულ შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე და შიდა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის გეგ­მა­ზე, რო­მე­ლიც, მისი თქმით, კო­ბა­ხი­ძის დაჯ­გუ­ფე­ბას ჰქონ­და.

"კო­ბა­ხი­ძი­სა და მისი დაჯ­გუ­ფე­ბის­თვის სულ არაა პრობ­ლე­მა, თუ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ბრი­უ­სელ­ში გა­შე­შე­ბუ­ლი იჯ­დე­ბა და მერე ამა­ზე აქ ყვე­ლა იხარ­ხა­რებს. მათი ინ­ტე­რე­სე­ბი არის ზუს­ტად ასე­თი - ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, არა ძლი­ე­რი ფი­გუ­რა, არა­მედ ისე­თი, რომ­ლის მარ­თვაც ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა. ბრი­უ­სელ­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბა ამ დაჯ­გუ­ფე­ბას არაფ­რით აწყობს, პი­რი­ქით, რაც უფრო კუ­და­მო­ძუ­ე­ბუ­ლი წა­მო­ვა იქე­დან, ეს არის ამა­თი გეგ­მა. ამათ სა­ერ­თოდ არ უნ­დო­დათ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბა, მხო­ლოდ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო დას­ჭირ­დათ მისი შე­მოდ­გმა პო­ლი­ტი­კა­ში იმი­სათ­ვის, რომ გარ­კვე­უ­ლი ბუ­ფე­რი და­ედ­გათ ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, რო­დე­საც და­ი­წყო გარ­ჩე­ვე­ბი გა­ხა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გახ­სოვთ, ერთი კვი­რა იყო გამ­ქრა­ლი კო­ბა­ხი­ძე. არ გიჩ­ნდე­ბათ კი­თხვა, რა­ტომ იყო გამ­ქრა­ლი? ვფიქ­რობ, ეს იყო ერ­თგვა­რი შიდა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის გეგ­მა ცოტა სხვა სცე­ნა­რით. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ გა­ხა­რი­ამ დას­წრე­ბა­ზე იმუ­შა­ვა და მათ მო­უ­წი­ათ სცე­ნა­რის შეც­ვლა და ეში­ნო­დათ, რომ მათი ასე ვთქვათ, ხა­ლი­ჩის­ქვე­შა თა­მა­შე­ბის გამო, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან პა­სუ­ხი არ ყო­ფი­ლი­ყო მო­თხოვ­ნი­ლი. იმის­თვის დას­ჭირ­დათ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­მოდ­გმა თა­მაშ­ში, რომ გარ­კვე­უ­ლი ბუ­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ბი­ძი­ნას­თან "ხმა­ლა­ო­ბის“ და გარ­ჩე­ვე­ბის დროს. პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­გი­კით, რა­ზეც ისი­ნი დღეს სა­უბ­რო­ბენ, გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მა რაში სჭირ­დე­ბო­და? მათ მო­ახ­დი­ნეს გა­ხა­რი­ას პრო­ვო­ცი­რე­ბა, მეტ­საც გე­ტყვით, ალ­ბათ მათ და­გეგ­მი­ლი ჰქონ­დათ, რომ გა­ხა­რი­ას უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა სპე­ცო­პე­რა­ცია და კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლი გა­ეშ­ვათ სახ­ლში. გა­ხა­რი­ამ ამა­ზე ხელი არ მო­ა­წე­რა და ამის შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბა ისე, რო­გორც ვი­თარ­დე­ბა“.

კი­თხვას ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო გა­დად­გო­მა­ზე გია ხუ­ხაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

"ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კი­დევ უფრო სა­სა­ცი­ლო გა­დად­გო­მა გვახ­სოვს, გა­მო­ვი­და ერთ დღეს და იბე­რი­ის გაბრ­წყი­ნე­ბის გეგ­მა რომ გა­მო­ა­ცხა­და და სამ დღე­ში გა­დად­გა. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნამ გა­ა­ჩი­ნა გან­ცდა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა. არა­ვის სჯე­რა, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტია.

მთა­ვა­რია, რა გან­ცდაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს ეს გან­ცდა და არც თუ ტყუ­ი­ლად. ვფიქ­რობ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გაპ­რე­მი­ე­რე­ბის ერთ-ერთი ამო­ცა­ნა იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი. ბი­ძი­ნამ როცა გა­მო­ა­ცხა­და, წა­ვე­დიო, ამ გან­ცხა­დე­ბი­დან გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მამ­დე ჩრდი­ლო­ვან მმარ­თვე­ლო­ბა­ზე ხომ მოკ­ვდა სა­უ­ბა­რი? ბი­ძი­ნამ და­ის­ვე­ნა, უნ­დო­და მშვი­დად წა­სუ­ლი­ყო. წა­ვი­დო­და, თუ არ წა­ვი­დო­და, შე­იქ­მნა გან­ცდა, რომ წა­ვი­და. გა­ხა­რია იყო სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი წო­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ის კაცი და­ას­ვე­ნეს. შე­იძ­ლე­ბა ერე­ო­და კი­დეც, მაგ­რამ მას­ზე შე­ტე­ვე­ბი მორ­ჩა, ხომ? რო­გორც კი დაბ­რუნ­და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის გან­წყო­ბა დაბ­რუნ­და იმი­ტომ, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რომ რა­ღა­ცის გა­დამ­წყვე­ტია, ამის არა­ვის სჯე­რა. შე­სა­ბა­მი­სად, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი არა, ბი­ძი­ნა დაბ­რუნ­და და გა­ნახ­ლდა შე­ტე­ვე­ბი.

ვფიქ­რობ, ბი­ძი­ნას ამ "ბავ­შვებ­მა“ ჩა­უ­დეს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იმი­ტომ, რომ თავი და­ეც­ვათ ბი­ძი­ნას­გან მათ­სა და გა­ხა­რი­ას გარ­ჩე­ვებ­ში, ბუ­ფე­რი და­ი­ყე­ნეს და ეს უთხრეს ბი­ძი­ნას - წადი, ახლა ღა­რი­ბაშ­ვილ­თან არ­ჩიე საქ­მეო. ანუ მათ ღა­რი­ბაშ­ვი­ლით გარ­კვე­უ­ლი ალი­ბი შე­იქ­მნეს ბი­ძი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ისე­თი ფი­გუ­რაა, რო­მელ­საც ყვე­ლა ათა­მა­შებს ყვე­ლა მხრი­დან და ყვე­ლა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იყე­ნებს. ბი­ძი­ნას შე­ექ­მნა ამით პრობ­ლე­მა, ვი­ნა­ი­დან მას­თან მთა­ვა­რი პრე­ტენ­ზია რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე გა­რე­დან ის იყო, რომ იგი არის არა­ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პირი და აკონ­ტრო­ლებს ძა­ლა­უ­ფე­ბას. გა­ხა­რი­ას პე­რი­ოდ­ში ეს და­წო­ლა მას­ზე შე­წყდა და ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი დაბ­რუნ­და - ვნა­ხეთ, შტორ­მი წა­მო­ვი­და ბი­ძი­ნას მი­მართ, კო­ბა­ხი­ძის მი­მართ კი არა. კო­ბა­ხი­ძე არის თა­ვის­თვის კარ­გად მო­ყუ­ჩე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ თუ გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ, ვინ ისარ­გებ­ლა ჩა­ნა­წე­რე­ბით და ვინ იყო მისი წყა­რო, პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია - კო­ბა­ხი­ძის გუნ­დმა, სხვა ყვე­ლამ - ბი­ძი­ნა­მაც, ღა­რი­ბაშ­ვილ­მაც და და­ნარ­ჩე­ნებ­მაც იზა­რა­ლეს. ერ­თა­დერ­თი, ვინც ამით ისარ­გებ­ლა, კო­ბა­ხი­ძის დაჯ­გუ­ფე­ბაა. არა­ფერს ვამ­ტკი­ცებ, მაგ­რამ რო­გორც ვერ­სია, ეს გან­ხილ­ვა­დია. გა­მო­ძი­ე­ბის პრინ­ცი­პით, მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი არის კო­ბა­ხი­ძე. რაც ზე­და­პირ­ზეა იმით კი არ უნდა ვიმ­სჯე­ლოთ. ეს არც გო­გაშ­ვილს აწყობ­და, არც ნაც­ვლიშ­ვილს, ეს სრუ­ლი სი­გი­ჟე იქ­ნე­ბო­და. ან გა­ხა­რი­ას რაში აწყობ­და? - შუ­რის­ძი­ე­ბა? პო­ლი­ტი­კა­ში შუ­რის­ძი­ე­ბის ფაქ­ტო­რი და­ი­ვი­წყეთ, რა­ღაც გა­მორ­ჩე­ნას უნდა ელო­დო აქე­დან. ამით მხო­ლოდ კო­ბა­ხი­ძე-მდი­ნა­რა­ძემ ისარ­გებ­ლა“.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
252

საქართველოში, ადამიანი, რომ ბიძინაზე და ქართულ ოცნებაზე იყტვის არაფერი გაუკეთებიათო,იმათ გვარამიას და ნოდარ მელაძის გარდა მართლა არაფერი არ უყურებიათ და წაუკითხიათ ცხოვრებაში! სხვა რა უნდა თქვა ასეთ ადამიანებზე!

გოგა
137

ხუხაშვილი გადადექი !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბიძინას ამ "ბავშვებმა“ ჩაუდეს ღარიბაშვილი" - რა შიდა სახელისუფლებო გადატრიალების გეგმაზე საუბრობს ექსპერტი?

"ბიძინას ამ "ბავშვებმა“ ჩაუდეს ღარიბაშვილი" - რა შიდა სახელისუფლებო გადატრიალების გეგმაზე საუბრობს ექსპერტი?

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "ნიუსრუმი“ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას, განაცხადა:

გია ხუხაშვილი"

"ქართული ოცნების" დღევანდელი ლიდერები ამ ტაქტიკით მოქმედებენ - ჩვენ შევპირდეთ და მერე ბიძინა გადააგდებს. ღარიბაშვილის ბოლო ეპიზოდი რომ გავიხსენოთ, შარლ მიშელი რომ ჩამოვიდა, ღარიბაშვილი შეხვედრებზე იჯდა ძალიან კონსტრუქციული, მართალია, არ იღიმებოდა, მაგრამ ეს მისი პირადი პრობლემებია, ღიმილი რომ არ იცის. როგორც კი გაფრინდა, გამოვიდა და თვალების ბრიალი და ფეხების ბაკუნი დაიწყო. ასე იყო დაგეგმილი ამ შემთხვევაშიც - ჩათვალეს, რომ დანიელსონი გაისტუმრეს, პატარა ფალსტარტი მოუვიდა კობახიძეს ამ თემასთან დაკავშირებით, ანუ ის ჯერ უნდა გაფრენილიyო და მერე ეძახა, რაც უნდა ეძახა. მან ჩათვალა, რომ ის კაცი უკვე წავიდა და თავის სტილში გააკეთა ნარატივი, კრიმინალები უძახა ოპოზიციას და ა.შ. ამ ტაქტიკამ ამჯერად არ იმუშავა. ახლა დანიელსელონმა აღარ "ჭამა“, მიუხვდა ხელისუფალის ვირეშმაკობას და განაცხადა, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მანამ ვრჩებიო. ამის შემდეგ უკვე ესენი ღია თამაშზე წავიდნენ. ამათ დღეს ახალი წითელი ხაზი მოიფიქრეს - სამართლიანობა და ეს მაშინ, როცა ამ ხელისუფლებას მურუსიძე ჰყავს მართლმსაჯულებაში. ვინ მართალია, ვინ მტყუანი, ახლა ეს გასარჩევი არაა, უნდა ვიფიქროთ კრიზისიდან გამოსავალზე. როცა ერთ-ერთი მხარე იწყებს იმის მტკიცებას, მე მართალი ვარ და ის მტყუანია, თან უკვე იმ ეტაპზე, როცა ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მხარეს არ უნდა პრობლემის გადაწყვეტა. კობახიძის გუშინდელი გამოსვლა იყო მოლაპარაკებების აფეთქების დაანონსება, მეტი არაფერი - როცა დღეს ლაპარაკობ იმავეს, რაზეც ერთი თვის წინ ლაპარაკობდი. ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ ისინი კრიმინალები არიან. მაშინ, შენ რას შვრები, კრიმინალებთან ზიხარ და მოლაპარაკებას აწარმოებ? ჩაცუცქული ლაპარაკობ, თუ რას აკეთებ?“

ექსპერტმა ასევე ისაუბრა მმართველ გუნდში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე და შიდა სახელისუფლებო გადატრიალების გეგმაზე, რომელიც, მისი თქმით, კობახიძის დაჯგუფებას ჰქონდა.

"კობახიძისა და მისი დაჯგუფებისთვის სულ არაა პრობლემა, თუ ღარიბაშვილი ბრიუსელში გაშეშებული იჯდება და მერე ამაზე აქ ყველა იხარხარებს. მათი ინტერესები არის ზუსტად ასეთი - ღარიბაშვილი, არა ძლიერი ფიგურა, არამედ ისეთი, რომლის მართვაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება. ბრიუსელში ღარიბაშვილის წარმატება ამ დაჯგუფებას არაფრით აწყობს, პირიქით, რაც უფრო კუდამოძუებული წამოვა იქედან, ეს არის ამათი გეგმა. ამათ საერთოდ არ უნდოდათ ღარიბაშვილის პრემიერობა, მხოლოდ გარემოებების გამო დასჭირდათ მისი შემოდგმა პოლიტიკაში იმისათვის, რომ გარკვეული ბუფერი დაედგათ ივანიშვილისთვის, როდესაც დაიწყო გარჩევები გახარიასთან დაკავშირებით. გახსოვთ, ერთი კვირა იყო გამქრალი კობახიძე. არ გიჩნდებათ კითხვა, რატომ იყო გამქრალი? ვფიქრობ, ეს იყო ერთგვარი შიდა სახელისუფლებო გადატრიალების გეგმა ცოტა სხვა სცენარით. გამომდინარე იქიდან, რომ გახარიამ დასწრებაზე იმუშავა და მათ მოუწიათ სცენარის შეცვლა და ეშინოდათ, რომ მათი ასე ვთქვათ, ხალიჩისქვეშა თამაშების გამო, ბიძინა ივანიშვილისგან პასუხი არ ყოფილიყო მოთხოვნილი. იმისთვის დასჭირდათ ღარიბაშვილის შემოდგმა თამაშში, რომ გარკვეული ბუფერი გაეკეთებინათ ბიძინასთან "ხმალაობის“ და გარჩევების დროს. პოლიტიკური ლოგიკით, რაზეც ისინი დღეს საუბრობენ, გახარიას გადადგომა რაში სჭირდებოდა? მათ მოახდინეს გახარიას პროვოცირება, მეტსაც გეტყვით, ალბათ მათ დაგეგმილი ჰქონდათ, რომ გახარიას უნდა ჩაეტარებინა სპეცოპერაცია და კომპრომეტირებული გაეშვათ სახლში. გახარიამ ამაზე ხელი არ მოაწერა და ამის შემდეგ მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ვითარდება“.

კითხვას ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე გია ხუხაშვილი პასუხობს:

"ღარიბაშვილის კიდევ უფრო სასაცილო გადადგომა გვახსოვს, გამოვიდა ერთ დღეს და იბერიის გაბრწყინების გეგმა რომ გამოაცხადა და სამ დღეში გადადგა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია. ღარიბაშვილის პოლიტიკაში შემოყვანამ გააჩინა განცდა, რომ ქვეყანაში არის ჩრდილოვანი მმართველობა. არავის სჯერა, რომ ღარიბაშვილი დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტია.

მთავარია, რა განცდაა საზოგადოებაში და საზოგადოებას აქვს ეს განცდა და არც თუ ტყუილად. ვფიქრობ, ღარიბაშვილის გაპრემიერების ერთ-ერთი ამოცანა იყო ბიძინა ივანიშვილისთვის შეექმნათ პრობლემები. ბიძინამ როცა გამოაცხადა, წავედიო, ამ განცხადებიდან გახარიას გადადგომამდე ჩრდილოვან მმართველობაზე ხომ მოკვდა საუბარი? ბიძინამ დაისვენა, უნდოდა მშვიდად წასულიყო. წავიდოდა, თუ არ წავიდოდა, შეიქმნა განცდა, რომ წავიდა. გახარია იყო საკუთარი პოლიტიკური წონის მატარებელი და შესაბამისად, ის კაცი დაასვენეს. შეიძლება ერეოდა კიდეც, მაგრამ მასზე შეტევები მორჩა, ხომ? როგორც კი დაბრუნდა ღარიბაშვილი, ჩრდილოვანი მმართველობის განწყობა დაბრუნდა იმიტომ, რომ ღარიბაშვილი რომ რაღაცის გადამწყვეტია, ამის არავის სჯერა. შესაბამისად, ღარიბაშვილი კი არა, ბიძინა დაბრუნდა და განახლდა შეტევები.

ვფიქრობ, ბიძინას ამ "ბავშვებმა“ ჩაუდეს ღარიბაშვილი იმიტომ, რომ თავი დაეცვათ ბიძინასგან მათსა და გახარიას გარჩევებში, ბუფერი დაიყენეს და ეს უთხრეს ბიძინას - წადი, ახლა ღარიბაშვილთან არჩიე საქმეო. ანუ მათ ღარიბაშვილით გარკვეული ალიბი შეიქმნეს ბიძინასთან მიმართებაში. ღარიბაშვილი ისეთი ფიგურაა, რომელსაც ყველა ათამაშებს ყველა მხრიდან და ყველა საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. ბიძინას შეექმნა ამით პრობლემა, ვინაიდან მასთან მთავარი პრეტენზია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან ის იყო, რომ იგი არის არაინსტიტუციური პირი და აკონტროლებს ძალაუფებას. გახარიას პერიოდში ეს დაწოლა მასზე შეწყდა და ახლა ეს ყველაფერი დაბრუნდა - ვნახეთ, შტორმი წამოვიდა ბიძინას მიმართ, კობახიძის მიმართ კი არა. კობახიძე არის თავისთვის კარგად მოყუჩებული. შესაბამისად, ჩვენ თუ გამოძიების მთავარი პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, ვინ ისარგებლა ჩანაწერებით და ვინ იყო მისი წყარო, პასუხი მარტივია - კობახიძის გუნდმა, სხვა ყველამ - ბიძინამაც, ღარიბაშვილმაც და დანარჩენებმაც იზარალეს. ერთადერთი, ვინც ამით ისარგებლა, კობახიძის დაჯგუფებაა. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ როგორც ვერსია, ეს განხილვადია. გამოძიების პრინციპით, მთავარი ეჭვმიტანილი არის კობახიძე. რაც ზედაპირზეა იმით კი არ უნდა ვიმსჯელოთ. ეს არც გოგაშვილს აწყობდა, არც ნაცვლიშვილს, ეს სრული სიგიჟე იქნებოდა. ან გახარიას რაში აწყობდა? - შურისძიება? პოლიტიკაში შურისძიების ფაქტორი დაივიწყეთ, რაღაც გამორჩენას უნდა ელოდო აქედან. ამით მხოლოდ კობახიძე-მდინარაძემ ისარგებლა“.

"ამ უვიცებს ჰგონიათ, რომ მორჩა, ამოისუნთქეს - აშშ-ის სენატი რომ შეუღრენს, ევროპარლამენტი ჯგუფს შექმნის, დანიელსონი რომ დაშოკეს და მიშელი გადარიეს..." - დავით ბერძენიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთად ქმნიან ლუკაშენკოს მმართველობის ქართულ ანალოგს - ვერც ერთი და ვერც მეორე მხარე ვეღარ მოიპოვებს მასობრივ მხარდაჭერას" - ზაზა ფირალიშვილი