სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას პატიმრობა მიესაჯა - რა გადაწყვიტა სასამართლომ?
ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას პატიმრობა მიესაჯა - რა გადაწყვიტა სასამართლომ?

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვილს, ბუსა ჟვა­ნი­ას, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, სა­სა­მარ­თლომ 3-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მის­ჯი­ლი 3 წლი­დან ბუსა ჟვა­ნია პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარს გა­ა­ტა­რებს, და­ნარ­ჩე­ნი წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი კი პი­რო­ბი­თად ჩა­ეთ­ვლე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბუსა ჟვა­ნი­ას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლი­დან - გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­დან 117-ე მუხ­ლით გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და, რაც სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

და­ზა­რა­ლე­ბულ ლე­ვან თო­ფა­ძის ბა­ბუა, გოგი თო­ფა­ძე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ბუსა ჟვა­ნი­ამ მის­ჯილ წლებ­ზე ადრე პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ უნდა და­ტო­ვოს.

„სამი წელი მი­უ­სა­ჯეს, წა­ვე­დი იმა­ზე, რომ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი მი­ე­ცათ, ამ წლის ბო­ლოს გავა წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი. თუ გა­ვი­გე, რომ წლის ბო­ლომ­დე ვი­ღა­ცამ გა­მო­იყ­ვა­ნა, მერე არ ვიცი, არ გა­ბე­დოს არა­ვინ!“ - გა­ნა­ცხა­და თო­ფა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2020 წლის 2 აგ­ვის­ტოს დაჭ­რეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ლე­ვან თო­ფა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის აი­ვან­ზე, ბუსა ჟვა­ნი­ამ ლე­ვან თო­ფა­ძეს გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით და­ნის რამ­დენ­ჯერ­მე დარ­ტყმით, სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, მათ შო­რის შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი სა­ხით გულ­მკერ­დის წინა და უკა­ნა ზე­და­პირ­ზე. ასე­ვე ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა კის­რის გვერ­დი­თა ზე­და­პირ­ზე და ყუ­რის ნი­ჟა­რა­ზე. მსუ­ბუ­ქად დაჭ­რი­ლი იყო თა­ვად ჟვა­ნი­აც.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
2

გენაცვალეთ სამართალში

კაცს სახლში მიუვარდა, დაჭრა, დაასახიჩრა, ცხოვრება დაუმახინჯა და 3 წელი და ისიც წელიწად ნახევარი პირბითად

მაგარია

...
3

წავედი იმაზე, რომ 3 წელი მისცესო... ესე იგი, აღიარებს, სამართალს მკლავზე ვიხვევო. მაინტერესებს, დაზარალებულმა რომ საერთოდ არ უჩივლოს, მკვლელი არ უნდა დაისაჯოს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას პატიმრობა მიესაჯა - რა გადაწყვიტა სასამართლომ?

ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას პატიმრობა მიესაჯა - რა გადაწყვიტა სასამართლომ?

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწადნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.

როგორც ცნობილია, ბუსა ჟვანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან - განზრახ მკვლელობის მცდელობიდან 117-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაზარალებულ ლევან თოფაძის ბაბუა, გოგი თოფაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბუსა ჟვანიამ მისჯილ წლებზე ადრე პენიტენციური დაწესებულება არ უნდა დატოვოს.

„სამი წელი მიუსაჯეს, წავედი იმაზე, რომ წელიწადნახევარი მიეცათ, ამ წლის ბოლოს გავა წელიწადნახევარი. თუ გავიგე, რომ წლის ბოლომდე ვიღაცამ გამოიყვანა, მერე არ ვიცი, არ გაბედოს არავინ!“ - განაცხადა თოფაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2020 წლის 2 აგვისტოს დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2 აგვისტოს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

თელავის სასამართლომ გირაო შეუფარდა 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებულს

"მე და გოგი წლებია ვმეგობრობთ... დალია,  ვერ მოზომა, ჟინის მოკვლას ცდილობდა" - რას ამბობს ქალი, რომელზე ძალადობის ბრალდებით წულაია დააკავეს

"ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე  ფიზიკურად იძალადა" - რა განცხადებას ავრცელებს გოგი წულაიას დაკავებაზე შსს?