სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირბადის ტარება სავალალოდ შემცირებულია.. ვთხოვოთ ყველას, რომ საკითხს შეგნებით მოეკიდონ" - კულუმბეგოვი მოსალოდნელ "მესამე ტალღაზე"
"პირბადის ტარება სავალალოდ შემცირებულია.. ვთხოვოთ ყველას, რომ საკითხს შეგნებით მოეკიდონ" - კულუმბეგოვი მოსალოდნელ "მესამე ტალღაზე"

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გის ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყოს, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ვა­ლა­ლოდ არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, 43%-მდე.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ეს ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კის წი­ნა­შე აყე­ნებს, რად­გან შე­საძ­ლოა, ვირუ­სის მე­სა­მე ტალ­ღა და­ი­წყოს.

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შემ­დეგ, კო­რო­ნა­ვირუ­სის ე.წ. მე­სა­მე ტალ­ღის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი არ­სე­ბობს. ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყოს, რად­გან პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ვა­ლა­ლოდ არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, 43%-მდე. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი უნდა იყოს, 90%-ზე მეტი.

"ოქ­როს სტან­დარ­ტად“ მი­იჩ­ნე­ვა სინ­გა­პუ­რის შემ­თხვე­ვა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის 95% შე­ნო­ბის შიგ­ნით და შე­ნო­ბის გა­რეთ პირ­ბა­დეს ატა­რებს, ამი­ტომ ეს ქვე­ყა­ნა იდე­ა­ლუ­რად მი­იჩ­ნე­ვა და სა­მიზ­ნეც ის არის. ამი­ტომ, ჩვენ 43% ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კის წი­ნა­შე გვა­ყე­ნებს. მარ­თა­ლია დღეს ტეს­ტი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ღა­ლია, მაგ­რამ დღეს 537 ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რაც ვფიქ­რობ, ბოლო პე­რი­ოდ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ციფ­რია.

ყვე­ლა ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბით უნდა მო­ვე­კი­დოთ ამ სა­კითხს. ქვე­ყა­ნამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა უნდა გა­ამ­კაც­როს, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ვგუ­ლის­ხმობ და არა შე­ზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბას. რაც არის გახ­სნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვი­წყოთ ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი, ეს იქ­ნე­ბა სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სი, ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბი თუ სხვა. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, 43%, რაც პირ­ბა­დის ტა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით გვაქვს, ზუს­ტად იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო აგ­ვის­ტოს თვე­ში, რაც აგ­ვის­ტოს თვე­ში ამ მოშ­ვე­ბით დაგ­ვე­მარ­თა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დეთ“,- გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე ვირუ­სის შე­სა­კა­ვებ­ლად ერ­თა­დერ­თი გზა კვლავ რჩე­ბა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა და მას­შტა­ბუ­რი შეკ­რე­ბე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა.

"ძა­ლი­ან უნდა ვთხო­ვოთ ყვე­ლას, რომ სა­კითხს შეგ­ნე­ბით მო­ე­კი­დონ. ვაქ­ცი­ნა­ცი­ას კი იმე­დით ვუ­ყუ­რებთ, მაგ­რამ მა­გა­ლი­თად, ნორ­ვე­გი­ა­სა და იტა­ლი­ა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის 10% აც­რი­ლია. ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 10% რომ ვი­გუ­ლის­ხმოთ, 300 ათა­სი ადა­მი­ა­ნი მა­ინც უნდა იყოს აც­რი­ლი, ჯერ ამ ციფ­რამ­დე ძა­ლი­ან შორს ვართ. ამი­ტომ, ერ­თა­დერთ ია­რა­ღად ჯერ მა­ინც გვრჩე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვის­გან თავ­შე­კა­ვე­ბა, არა შეკ­რე­ბე­ბი, არა სტუმ­რად სი­ა­რუ­ლი, სა­დაც სა­ჭი­რო არ არის და პირ­ბა­დის ტა­რე­ბა. თუ გვინ­და, რომ ქვე­ყა­ნა და ეკო­ნო­მი­კა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს, ასე უნდა მო­ვიქ­ცეთ. თუ ქვე­ყა­ნას ამა­ში არ შე­ვე­ხი­დე­ბით, მა­შინ დაგ­ვე­მარ­თე­ბა ის, რაც ორ­ჯერ უკვე გა­და­ვი­ტა­ნეთ“,-აცხა­დებს კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

მისი შე­ფა­სე­ბით, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით აწე­სე­ბენ რიგ შე­ზღუდ­ვებს, რომ ე.წ. მე­სა­მე ტალ­ღის შემ­თხვე­ვა­ში, კლი­ნი­კე­ბი არ გა­და­იტ­ვირ­თოს.

"ისი­ნი პრე­ვენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით აკე­თე­ბენ, რომ მე­სა­მე ტალ­ღა მას­შტა­ბუ­რი არ იყოს და კლი­ნი­კე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბა არ გა­მო­იწ­ვი­ოს. თუმ­ცა, იტა­ლი­ა­ში ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან ახ­ლოს არის შემ­ცი­რე­ბას­თან, ბრა­ზი­ლი­ა­შიც იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა. რა თქმა უნდა, ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი ამ რისკს ერთი-ორად ზრდის. ამი­ტომ, ყვე­ლას მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა მო­ე­თხო­ვე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე არის პა­სუ­ხის­მე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად, პან­დე­მია რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა, ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბაც ჩვენს ხელ­შია და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაც“,- გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის გამო, ზო­გი­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ შე­ზღუდ­ვე­ბი გა­ამ­კაც­რა. კერ­ძოდ, იტა­ლი­ა­ში აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­ზე, შა­ბათ-კვი­რის სა­ყო­ველ­თაო "ლო­ქ­და­უ­ნის“ და­წე­სე­ბა იგეგ­მე­ბა. Reuters-ის ცნო­ბით, 3 აპ­რი­ლი­დან 5 აპ­რი­ლამ­დე ყვე­ლა არა­ა­უ­ცი­ლე­ბე­ლი მა­ღა­ზია და­ი­ხუ­რე­ბა, იტა­ლი­ე­ლებს კი სახ­ლე­ბი­დან გას­ვლა მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­ში წას­ვლის, ან სხვა გა­და­უ­დე­ბე­ლი მი­ზე­ზის შემ­თხვე­ვა­ში შე­ეძ­ლე­ბათ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კულა
5

ამონასუნთქს რომ ვუსნთქავთ ეგ არაფერი ექიმო?! რაც უამრავი დაავადების გამომწვევი იქნება

აზა
15

გაამკაცრეთ ჯარიმა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"პირბადის ტარება სავალალოდ შემცირებულია.. ვთხოვოთ ყველას, რომ საკითხს შეგნებით მოეკიდონ" - კულუმბეგოვი მოსალოდნელ "მესამე ტალღაზე"

"პირბადის ტარება სავალალოდ შემცირებულია.. ვთხოვოთ ყველას, რომ საკითხს შეგნებით მოეკიდონ" - კულუმბეგოვი მოსალოდნელ "მესამე ტალღაზე"

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი სავალალოდ არის შემცირებული, 43%-მდე.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს ქვეყანას ძალიან სერიოზული რისკის წინაშე აყენებს, რადგან შესაძლოა, ვირუსის მესამე ტალღა დაიწყოს.

"რასაკვირველია, ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღის განვითარების რისკი არსებობს. ამიტომ, საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყოს, რადგან პირბადის ტარების მაჩვენებელი სავალალოდ არის შემცირებული, 43%-მდე. ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალი უნდა იყოს, 90%-ზე მეტი.

"ოქროს სტანდარტად“ მიიჩნევა სინგაპურის შემთხვევა, სადაც მოსახლეობის 95% შენობის შიგნით და შენობის გარეთ პირბადეს ატარებს, ამიტომ ეს ქვეყანა იდეალურად მიიჩნევა და სამიზნეც ის არის. ამიტომ, ჩვენ 43% ძალიან სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს. მართალია დღეს ტესტირების რაოდენობა მაღალია, მაგრამ დღეს 537 ადამიანია ინფიცირებული, რაც ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციფრია.

ყველა ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ქვეყანამ რეგულაციების აღსრულება უნდა გაამკაცროს, ზედამხედველობას ვგულისხმობ და არა შეზღუდვების შემოღებას. რაც არის გახსნითი ღონისძიებები, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამ რეგულაციების კონტროლი, ეს იქნება სარესტორნო ბიზნესი, ზამთრის კურორტები თუ სხვა. არ დაგვავიწყდეს, 43%, რაც პირბადის ტარების თვალსაზრისით გვაქვს, ზუსტად იგივე მაჩვენებელი იყო აგვისტოს თვეში, რაც აგვისტოს თვეში ამ მოშვებით დაგვემართა, ეს ყველაფერი ნოემბერ-დეკემბერში საკუთარ თავზე გამოვცადეთ“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ვირუსის შესაკავებლად ერთადერთი გზა კვლავ რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და მასშტაბური შეკრებებისგან თავის არიდება.

"ძალიან უნდა ვთხოვოთ ყველას, რომ საკითხს შეგნებით მოეკიდონ. ვაქცინაციას კი იმედით ვუყურებთ, მაგრამ მაგალითად, ნორვეგიასა და იტალიაში მოსახლეობის თითქმის 10% აცრილია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 10% რომ ვიგულისხმოთ, 300 ათასი ადამიანი მაინც უნდა იყოს აცრილი, ჯერ ამ ციფრამდე ძალიან შორს ვართ. ამიტომ, ერთადერთ იარაღად ჯერ მაინც გვრჩება სოციალური ქცევისგან თავშეკავება, არა შეკრებები, არა სტუმრად სიარული, სადაც საჭირო არ არის და პირბადის ტარება. თუ გვინდა, რომ ქვეყანა და ეკონომიკა ფუნქციონირებდეს, ასე უნდა მოვიქცეთ. თუ ქვეყანას ამაში არ შევეხიდებით, მაშინ დაგვემართება ის, რაც ორჯერ უკვე გადავიტანეთ“,-აცხადებს კულუმბეგოვი.

მისი შეფასებით, ევროპის ქვეყნები პრევენციის მიზნით აწესებენ რიგ შეზღუდვებს, რომ ე.წ. მესამე ტალღის შემთხვევაში, კლინიკები არ გადაიტვირთოს.

"ისინი პრევენციის თვალსაზრისით აკეთებენ, რომ მესამე ტალღა მასშტაბური არ იყოს და კლინიკების გადატვირთულობა არ გამოიწვიოს. თუმცა, იტალიაში ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა ძალიან ახლოს არის შემცირებასთან, ბრაზილიაშიც იგივე სიტუაციაა. რა თქმა უნდა, ვირუსის ახალი ვარიანტები ამ რისკს ერთი-ორად ზრდის. ამიტომ, ყველას მაქსიმალური ყურადღება მოეთხოვება. საქართველოს თითოეული მოქალაქე არის პასუხისმებელი სახელმწიფოსთან და ხელისუფლებასთან ერთად, პანდემია როგორ წარიმართება, ეპიდვითარების გაუარესებაც ჩვენს ხელშია და გაუმჯობესებაც“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ზოგიერთმა ქვეყანამ შეზღუდვები გაამკაცრა. კერძოდ, იტალიაში აღდგომის დღესასწაულზე, შაბათ-კვირის საყოველთაო "ლოქდაუნის“ დაწესება იგეგმება. Reuters-ის ცნობით, 3 აპრილიდან 5 აპრილამდე ყველა არააუცილებელი მაღაზია დაიხურება, იტალიელებს კი სახლებიდან გასვლა მხოლოდ სამსახურში წასვლის, ან სხვა გადაუდებელი მიზეზის შემთხვევაში შეეძლებათ.

"ერთხელ ჩამოვიხსენი პირბადე და ზუსტად მაშინ დავინფიცირდი... უიმედო იყო ჩემი მდგომარეობა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი რეანიმაციაში გატარებულ უმძიმეს 1 თვეზე

"პირველად, 4 წლის ვიყავი, მამა რომ დავხატე... ზოგიერთი ნამუშევრის შექმნას 6-7 თვე მოვუნდი" - ვინ არის ნახშირით შესრულებული რეალისტური ნახატების ავტორი?

"უკვე აღარც ვითვლით იმდენია ბრიტანული შტამის შემთხვევა" - ამირან გამყრელიძე