სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის სოლიდარობის გამოხატვა, რომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს" - ეკატერინე ტიკარაძე
"ეს არის სოლიდარობის გამოხატვა, რომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს" - ეკატერინე ტიკარაძე

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე გან­მარ­ტავს, რა­ტომ არ გა­ი­კე­თა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა.

კი­თხვა­ზე, ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა ეს იმას, რომ "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა ევ­რო­კავ­ში­რის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში დრო­ე­ბით შე­ჩერ­და, ტი­კა­რა­ძე ამ­ბობს, რომ არა.

"არა, ეს არ არის მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც არ გა­ვი­კე­თე ვაქ­ცი­ნა, თუმ­ცა, პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, თუ სა­ზო­გა­დო­ბა­ში კი­თხვებს ბა­დებს ეს ფაქ­ტი, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში გა­ვი­კე­თო აცრა.

თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა, მა­შინ, როცა ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვა სხვა ვაქ­ცი­ნე­ბი, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს კი­თხვე­ბი, მა­გა­ლი­თად, ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა, გახ­დე­ბა თუ არა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ან ნე­ბის­მი­ერ­მა სა­ჯა­რო პირ­მა, ისევ და ისევ სა­ჯა­როდ გა­ი­კე­თოს ის აც­რაც.

ჩვენ ვი­ცით, რომ აც­რე­ბი უნდა იყოს და­ცუ­ლი და არ შე­იძ­ლე­ბა მათი არე­ვა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­თვის ესეც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა,"- გა­ნა­ცხა­და "დღის კუ­რი­ერ­ში" ტი­კა­რა­ძემ.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლი დღის­თვის აც­რის­თვის 3000 მე­დი­კო­სი და­რე­გის­ტრირ­და და ამ დრო­ის­თვის 500 ექი­მი უკვე აც­რი­ლია. ტი­კა­რა­ძე იმე­დოვ­ნებს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე მზა­ო­ბა გა­იზ­რდე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო არ არის გა­მო­ნაკ­ლი­სი, სხვა ქვეყ­ნებ­საც აქვთ პრობ­ლე­მა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს პრო­ცე­სი რომ იქ­ნე­ბო­და რთუ­ლი, გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გვქონ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეტა­პობ­რი­ვად მზა­ო­ბა და სან­დო­ო­ბა ვაქ­ცი­ნის მი­მართ უფრო გა­იზ­რდე­ბა და ჩვე­ნი ექი­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან წინა ხაზ­ზე, პრი­ო­რი­ტე­ტია ეს ჯგუ­ფი. ჩვენ ვუფრ­თხილ­დე­ბით მათ ჯან­მრთე­ლო­ბას. ეს არის სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვა, რომ სა­კუ­თარ ვაქ­ცი­ნას ვუთ­მობთ ექი­მებს. ვცრით პირ­ვე­ლად მათ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ქვე­ყა­ნა, სა­დაც სწო­რად და შე­უ­ფერ­ხებ­ლად წა­რი­მარ­თე­ბა ეს პრო­ცე­სი,"- გა­ნა­ცხა­და "დღის კუ­რი­ერ­ში" ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიჭვინთა
0

სოლიდარიბის ნიშნად ერთი თვის ხელფასი რომ დამითმოს მართლა კაი საქმეს გააკეთებდა.

გიორგი
5

ანუ იმნაძე არ არის სოლიდარული?

ავტორი:

"ეს არის სოლიდარობის გამოხატვა, რომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს" - ეკატერინე ტიკარაძე

"ეს არის სოლიდარობის გამოხატვა, რომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს" - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ არ გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს იმას, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში დროებით შეჩერდა, ტიკარაძე ამბობს, რომ არა.

"არა, ეს არ არის მიზეზი, რატომაც არ გავიკეთე ვაქცინა, თუმცა, პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადობაში კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, რომ უახლოეს მომავალ პერიოდში გავიკეთო აცრა.

თუმცა, საინტერესოა, მაშინ, როცა ქვეყანაში შემოვა სხვა ვაქცინები, რომელთან დაკავშირებითაც, ასევე შეიძლება არსებობდეს კითხვები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, გახდება თუ არა აუცილებელი, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ან ნებისმიერმა საჯარო პირმა, ისევ და ისევ საჯაროდ გაიკეთოს ის აცრაც.

ჩვენ ვიცით, რომ აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესოა,"- განაცხადა "დღის კურიერში" ტიკარაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, პირველი დღისთვის აცრისთვის 3000 მედიკოსი დარეგისტრირდა და ამ დროისთვის 500 ექიმი უკვე აცრილია. ტიკარაძე იმედოვნებს, რომ ვაქცინაციაზე მზაობა გაიზრდება.

"საქართველო არ არის გამონაკლისი, სხვა ქვეყნებსაც აქვთ პრობლემა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ეს პროცესი რომ იქნებოდა რთული, გათვითცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, ეტაპობრივად მზაობა და სანდოობა ვაქცინის მიმართ უფრო გაიზრდება და ჩვენი ექიმებიც, რომლებიც იმყოფებიან წინა ხაზზე, პრიორიტეტია ეს ჯგუფი. ჩვენ ვუფრთხილდებით მათ ჯანმრთელობას. ეს არის სოლიდარობის გამოხატვა, რომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს. ვცრით პირველად მათ. დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სწორად და შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი,"- განაცხადა "დღის კურიერში" ეკატერინე ტიკარაძემ.

"ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ ყოფილიყო ვაქცინაციის შემდგომი მართვის ალერგიული რეაქციების პროტოკოლი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად" - როგორ შეაფასა, ლევან რატიანმა კომაში ჩავარდნილი ექთნის მდგომარეობა კონსილიუმის შემდეგ

როგორია 27 წლის ექთნის მდგომარეობა - ეკატერინე ტიკარაძის კომენტარი საუნივერსიტეტო კლინიკიდან