პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონტრაქტით, ნელიმ მლნ-ზე მეტის ღირებულების ქონება მიიღო, სახლი და კომერციული ფართი, საიდანაც თვიურად ათასობით ლარს იღებს, დამატებით ითხოვს სხვა სახლს" - ბასილაშვილის ადვოკატი
"კონტრაქტით, ნელიმ მლნ-ზე მეტის ღირებულების ქონება მიიღო, სახლი და კომერციული ფართი, საიდანაც თვიურად ათასობით ლარს იღებს, დამატებით ითხოვს სხვა სახლს" - ბასილაშვილის ადვოკატი

ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, ირმა ჭკა­დუა AMBEBI.GE-სთან მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ოჯა­ხუ­რი სა­სა­მარ­თლო და­ვის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს. ჩოგ­ბურ­თე­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი­სა და ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­თა მიერ ბოლო დღე­ებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ის შემ­დეგ, რომ­ლე­ბიც წყვილს შო­რის ქო­ნებ­რი­ვი და­ვის დე­ტა­ლებ­საც შე­ე­ხე­ბო­და, ირმა ჭკა­დუა გან­მარ­ტე­ბებს აკე­თებს.

"მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე და ბავ­შვი სრუ­ლად უზ­რუნ­ვე­ყო­ფი­ლი არი­ან რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რად, ასე­ვე ეკო­ნო­მი­უ­რად. კონ­ტრაქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე მათ მი­ი­ღეს მი­ლი­ონ­ზე მე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა, რაც მო­ი­ცავს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს და კო­მერ­ცი­ულ ფართს. ფარ­თი­დან ყო­ველ­თვი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ათა­სი ლარი აქვთ შე­მო­სა­ვა­ლი. ასე­ვე 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში ცოლ­მა ნი­კას­გან საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა მი­ი­ღო, თან­ხის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. მერ­წმუ­ნეთ ის სრუ­ლად არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლი­სად­მი, თუ რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლია და და­ნარ­ჩე­ნის შე­ფა­სე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მიგ­ვინ­დვია. ვინ არის გულ­წრფე­ლი და ვინ არის ყალ­ბი ამ ის­ტო­რი­ა­ში, ეს აშ­კა­რად ჩანს.

რაც შე­ე­ხე­ბა ალი­მენტს, სა­ერ­თოდ არ აქვს მას და­კის­რე­ბუ­ლი ალი­მენ­ტი სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან, ვი­ნა­ი­დან მათ შო­რის სა­კონ­ტრაქ­ტო სხვა პი­რო­ბე­ბი იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. რას ქვია ალი­მენ­ტი, როცა სხვა შე­მო­სავ­ლე­ბით ხარ უზ­რულ­ველ­ყო­ფი­ლი. მას ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ალი­მენ­ტიც გა­დახ­დი­ლი, ხოლო ამ­ჟა­მად ახა­ლი სარ­ჩე­ლით მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა და ითხოვს გარ­კვე­ულ ალი­მენტს.

ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ბავ­შვს აქვს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, სა­დაც ის ცხოვ­რობს და კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი, სა­ი­და­ნაც იღე­ბენ შე­მო­სავ­ლებს და არის სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

არა ეს ტყუ­ი­ლია, რომ ამ სახ­ლის წარ­თმე­ვა­ზეა შე­ტა­ნი­ლია სა­ჩი­ვა­რი სა­სა­მარ­თლო­ში, დო­რო­ყაშ­ვი­ლი და­მა­ტე­ბით ითხოვს კი­დევ სხვა სახ­ლს. იქ­ნებ და­ინ­ტე­რეს­დეთ, ვის ნა­ყიდ სახ­ლში ცხოვ­რობს ამ­ჟა­მად ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ ლა­რამ­დეა.

კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ტყუ­ი­ლია, რომ სა­კუ­თარ შვილს სახ­ლს არ­თმევს სახ­ლი, რო­მელ­შიც ცხოვ­რო­ბენ, ნიკა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის შე­ძე­ნი­ლია, სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს რე­მონ­ტი, ასე­ვე ყო­ფილ ცოლს ჰყავს ავ­ტო­მან­ქა­ნა, მის­ცა კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თიც და საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს იქი­დან ყო­ველ­თვი­უ­რად. რაც შე­ე­ხე­ბა და­მა­ტე­ბით სახ­ლს, რო­მელ­საც ახლა დო­რო­ყაშ­ვი­ლი ითხოვს, იყო ამ სახლზე სა­უ­ბა­რი, სა­ჩუქ­რად უნდა გა­და­ე­ცა ბა­სი­ლაშ­ვილს კი­დევ ერთი სახ­ლი მის­თვის, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, მე­ო­რე სახ­ლის გა­და­ცე­მის სა­კი­თხი შე­ჩე­რე­ბუ­ლია", - აცხა­დებს ირმა ჭკა­დუა.

ცნო­ბის­თვის, ჩოგ­ბურ­თის დო­ჰას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი გახ­და და ამით მან კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ქარ­თუ­ლად მი­მარ­თა შვილს: "ლუ­კას, მა­მი­კო, მინ­და და­ი­მახ­სოვ­რო, შენ ხარ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გულ­შე­მატ­კივ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიდი მად­ლო­ბა გვერ­დით დგო­მის­თვის".

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ერ­თა­დერ­თი ვაჟი, ლუ­კა­სი ჰყავს, რო­მე­ლიც დე­დას­თან, ნელი (ნეკა) დო­რო­ყაშ­ვილ­თან იზ­რდე­ბა. წყვი­ლი სკან­და­ლუ­რად და­შორ­და ერ­თმა­ნეთს. ცოლ­მა ის ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რის მერე ჩოგ­ბურ­თე­ლი და­ა­კა­ვეს კი­დეც, თუმ­ცა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. თა­ვად ბა­სი­ლაშ­ვი­ლი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს. ამ საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა ჯერ არ გა­მარ­თუ­ლა.

ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის იცავს". ყო­ფილ ცოლ-ქმარს შო­რის დავა გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

ამ დოროყაშვილის საქციელი და საქმე უნდა აღიკვეთოს, როგორც საშინელი პრეცედენტი, რათა გადავარჩინოთ სხვა ბიჭები/კაცები გაფცქვნა-გაღლეტას!!!ეს ქალი უკვე ''დასავლური ღირებულებებით'' ცხოვრობს. თქვენ მისი ფეხის აწევა გაგიკვირდათ!!! სად გაქრა ის ვიდეო უარესს რომ აკეთებდა??? ვის აღიზიანებდა თავისი ჭკუით? არავის! უბრალოდ თავი უკეთესად გააცნო საზოგადოებას!!! აი ეს არის მისი ნამდვილი სახე! 

ნანა
0

ახლობელისგან ვიცი, რომ ნიკა ბავშვს დამატებით კიდევ ცალკე უგროვებს ქონებას, ამ ქალმა შეიძლება სრულწლოვანებისთვის არც არაფერი შეუნახოს, ნაირ-ნაირებს იცვლის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კონტრაქტით, ნელიმ მლნ-ზე მეტის ღირებულების ქონება მიიღო, სახლი და კომერციული ფართი, საიდანაც თვიურად ათასობით ლარს იღებს, დამატებით ითხოვს სხვა სახლს" - ბასილაშვილის ადვოკატი

"კონტრაქტით, ნელიმ მლნ-ზე მეტის ღირებულების ქონება მიიღო, სახლი და კომერციული ფართი, საიდანაც თვიურად ათასობით ლარს იღებს, დამატებით ითხოვს სხვა სახლს" - ბასილაშვილის ადვოკატი

ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა AMBEBI.GE-სთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახური სასამართლო დავის დეტალებზე საუბრობს. ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატებისა და ქალთა უფლებების დამცველთა მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებეის შემდეგ, რომლებიც წყვილს შორის ქონებრივი დავის დეტალებსაც შეეხებოდა, ირმა ჭკადუა განმარტებებს აკეთებს.

"მისი ყოფილი მეუღლე და ბავშვი სრულად უზრუნვეყოფილი არიან როგორც სოციალურად, ასევე ეკონომიურად. კონტრაქტის საფუძველზე მათ მიიღეს მილიონზე მეტის ღირებულების ქონება, რაც მოიცავს საცხოვრებელ სახლს და კომერციულ ფართს. ფართიდან ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ლარი აქვთ შემოსავალი. ასევე 2020 წლის დეკემბერში ცოლმა ნიკასგან საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღო, თანხის დასახელებისგან თავს შევიკავებ. მერწმუნეთ ის სრულად არის უზრუნველყოფილი. ჩვენ დავინახეთ ნიკოლოზ ბასილაშვილის დამოკიდებულება შვილისადმი, თუ რამდენად გულწრფელია და დანარჩენის შეფასება საზოგადოებისთვის მიგვინდვია. ვინ არის გულწრფელი და ვინ არის ყალბი ამ ისტორიაში, ეს აშკარად ჩანს.

რაც შეეხება ალიმენტს, საერთოდ არ აქვს მას დაკისრებული ალიმენტი სასამართლოს მხრიდან, ვინაიდან მათ შორის საკონტრაქტო სხვა პირობები იყო გათვალისწინებული. რას ქვია ალიმენტი, როცა სხვა შემოსავლებით ხარ უზრულველყოფილი. მას ჰქონდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალიმენტიც გადახდილი, ხოლო ამჟამად ახალი სარჩელით მიმართა სასამართლოს ნელი დოროყაშვილმა და ითხოვს გარკვეულ ალიმენტს.

ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვს აქვს საცხოვრებელი სახლი, სადაც ის ცხოვრობს და კომერციული ფართი, საიდანაც იღებენ შემოსავლებს და არის სრულად უზრუნველყოფილი.

არა ეს ტყუილია, რომ ამ სახლის წართმევაზეა შეტანილია საჩივარი სასამართლოში, დოროყაშვილი დამატებით ითხოვს კიდევ სხვა სახლს. იქნებ დაინტერესდეთ, ვის ნაყიდ სახლში ცხოვრობს ამჟამად ნელი დოროყაშვილი, რომლის ღირებულება დაახლოებით მილიონ ლარამდეა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ტყუილია, რომ საკუთარ შვილს სახლს ართმევს სახლი, რომელშიც ცხოვრობენ, ნიკა ბასილაშვილის შეძენილია, საკუთარი ხელით გაკეთებული აქვს რემონტი, ასევე ყოფილ ცოლს ჰყავს ავტომანქანა, მისცა კომერციული ფართიც და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვს იქიდან ყოველთვიურად. რაც შეეხება დამატებით სახლს, რომელსაც ახლა დოროყაშვილი ითხოვს, იყო ამ სახლზე საუბარი, საჩუქრად უნდა გადაეცა ბასილაშვილს კიდევ ერთი სახლი მისთვის, მაგრამ გარკვეული პირობების შეუსრულებლობის გამო, მეორე სახლის გადაცემის საკითხი შეჩერებულია", - აცხადებს ირმა ჭკადუა.

ცნობისთვის, ჩოგბურთის დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა და ამით მან კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. დაჯილდოვების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ბასილაშვილმა ქართულად მიმართა შვილს: "ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მიყვარხარ და მენატრები. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდით დგომისთვის".

საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთადერთი ვაჟი, ლუკასი ჰყავს, რომელიც დედასთან, ნელი (ნეკა) დოროყაშვილთან იზრდება. წყვილი სკანდალურად დაშორდა ერთმანეთს. ცოლმა ის ძალადობაში დაადანაშაულა, რის მერე ჩოგბურთელი დააკავეს კიდეც, თუმცა ბასილაშვილი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. თავად ბასილაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამ საქმეზე საბოლოო სასამართლო განხილვა ჯერ არ გამართულა.

ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იცავს". ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დავა გრძელდება.