სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ვაქცინა არ არის რეკომენდებული 2 შემთხვევაში" - რას წერს ეპიდემიოლოგი "ასტრაზენეკას" უსაფრთხოებასა და თრომბის განვითარებასთან მის კავშირზე
"ეს ვაქცინა არ არის რეკომენდებული 2 შემთხვევაში" - რას წერს ეპიდემიოლოგი "ასტრაზენეკას" უსაფრთხოებასა და თრომბის განვითარებასთან მის კავშირზე

ეპი­დე­მი­ო­ლო­გი თამ­რი­კო კვარ­ცხა­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ ვრცელ გან­მარ­ტე­ბას აკე­თე­ბეს. ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვა­ლი­დან სწო­რედ ამ ვაქ­ცი­ნით და­ი­წყე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია.

"და­პი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია Oxford/AstraZeneca ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ:

  • მსოფ­ლი­ო­ში ავ­ტო­რი­ზე­ბულ COVID-19 ვაქ­ცი­ნებს შო­რის AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სიხ­ში­რით მე-2 ად­გილ­ზეა:

1. Pfizer/BioNTech - 67 ქვე­ყა­ნა (აშშ)

2. Oxford/AstraZeneca - 58 ქვე­ყა­ნა (ბრი­ტა­ნე­თი)

ასევე დაგაინტერესებთ
09:21 / 13-03-2021

რა არის ცნობილი Astrazeneca-ს ვაქცინის შესახებ, რომლითაც უკვე საქართველოშია -  რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ის

18:39 / 14-03-2021

"უსინდისო ადამიანები ამბობენ, რომ "ასტრაზენეკა" დაბალხარისხიანი ვაქცინაა - "ასტრაზენეკა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა" - ცერცვაძე

11:07 / 15-03-2021

"არ ცხრება ვნებათაღელვა ასტრაზენიკას ირგვლივ... ვისმენ ათას შეთქმულების თეორიას" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი ვაქცინაზე და რა გზა გაიარა მან აცრამდე და მის შემდეგ

13:52 / 17-03-2021

რით განსხვავდება AstraZeneca-ს ვაქცინა სხვა ვაქცინებისგან და აქვს თუ არა ვაქცინაციის შიშს რეალური საფუძველი? - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებები

3. Sputnik V Gamaleya RI - 39 ქვე­ყა­ნა (რუ­სე­თი)

4. Moderna - 40 ქვე­ყა­ნა (აშშ)

5. Sinovac - 13 ქვე­ყა­ნა (ჩი­ნე­თი) კო­ვაქ­სის პლატ­ფორ­მით ამ ვაქ­ცი­ნის გა­ნა­წი­ლე­ბა მარ­ტი­დან და­ი­წყო და და­მა­ტე­ბით კი­დევ 142 ქვე­ყა­ნა­ში შევა.

  • ვაქ­ცი­ნის ტი­პთან და ტექ­ნო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა:

ვაქ­ცი­ნე­ბის 5 მთა­ვა­რი ტი­პი­დან AstraZeneca (AZ)-ს ვაქ­ცი­ნა ვირუ­სუ­ლი ვექ­ტო­რის ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ტექ­ნო­ლო­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის ინაქ­ტი­ვი­რე­ბულ კო­ვიდ-ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვევ ვირუსს არ შე­ი­ცავს, ამი­ტომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ კო­ვი­დით ვერ და­ინ­ფი­ცირ­დე­ბით.

  • ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა:

AZ-ს 2-დო­ზი­ა­ნი რე­ჟი­მის სა­შუ­ა­ლო კლი­ნი­კუ­რი ეფექ­ტუ­რო­ბა 63%-ია, მძი­მე კო­ვი­დი­სა­გან კი იცავს 85.4%-ში (მთლი­ან კოჰორ­ტა­ში გა­მოთ­ვლით 28 დღის შემ­დეგ). ეფექ­ტუ­რო­ბა ოდ­ნავ ნაკ­ლე­ბია 60 წ. ზე­ვით. ორ დო­ზას შო­რის ინ­ტერ­ვა­ლის გაზ­რდამ 8-12 კვი­რამ­დე მეტი ეფექ­ტუ­რო­ბა აჩ­ვე­ნა. აქ მრა­ვა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია პო­პუ­ლა­ცი­ის და დე­მოგ­რა­ფი­ის მი­ხედ­ვით და ამი­ტომ ამ თე­მა­ზე ნუ ვი­და­ვებთ.

  • ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა:

უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ 100%-ით უსაფრ­თხო არც ჰა­ე­რია და არც წყა­ლი. ისე­ვე რო­გორც სხვა ტი­პის ვაქ­ცი­ნებ­ში, აქაც ახა­ლი არა­ფე­რია. ამ ვაქ­ცი­ნა­საც 2 ტი­პის შე­საძ­ლო გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა ახა­სი­ა­თებს, უპი­რა­ტე­სად მსუ­ბუ­ქი, უფრო იშ­ვი­ა­თად კი სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მით გა­მო­ხა­ტუ­ლი: (1) ად­გი­ლობ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი, ინექ­ცი­ის/ჩხვლე­ტის ად­გი­ლას მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბით; (2) მსუ­ბუ­ქი ან სა­შუ­ა­ლო სის­ტე­მუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი (დაღ­ლა, თა­ვის/კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, სი­ცხე). ყვე­ლა მოვ­ლე­ნა რამ­დე­ნი­მე დღე­ში იხ­სნე­ბა.

  • მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თრომ­ბო-ემ­ბო­ლი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რა­მაც რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში დრო­ე­ბი­თი (!) შე­ჩე­რე­ბა გა­მო­იწ­ვია:

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით (და ასე­თი მხო­ლოდ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 11 მი­ლი­ო­ნია) მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რი არ დას­ტურ­დე­ბა. როცა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი იც­რე­ბა, მოვ­ლე­ნა­თა თან­ხვედ­რა ხდე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ ვაქ­ცი­ნას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი რის­კი არ გა­მოგ­ვე­პა­როს, უსაფრ­თხო­ე­ბას ვიკ­ვლევთ ყვე­ლა ეტაპ­ზე, და­წყე­ბუ­ლი პრე-კლი­ნი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი პოსტ-ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პე­რი­ო­დით, მა­ნამ სა­ნამ ვაქ­ცი­ნა მოხ­მა­რე­ბა­ში რჩე­ბა (throughout the vaccine life cycle). უსაფრ­თხო­ე­ბას კვლე­ვის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ფი­უ­რი მე­თო­დო­ლო­გი­ით და ალ­გო­რით­მე­ბით ვიკ­ვლევთ. ყვე­ლა ტი­პის რისკს ვაკ­ვირ­დე­ბით და ვსწავ­ლობთ, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში კი, გან­სა­კუთ­რე­ბით იშ­ვი­ათ და შო­რე­ულ ეფექ­ტებს ვაკ­ვირ­დე­ბით. კი­დევ ერთხელ, დღე­ი­სათ­ვის მხო­ლოდ ბრი­ტა­ნეთ­ში ვაქ­ცი­ნე­ბუ­ლია 11 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი. ეს საკ­მა­რი­სად დიდი პო­პუ­ლა­ცი­აა იმის­თვის, რომ იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნა არ გა­მოგ­ვე­პა­როს.

ბრი­ტა­ნე­თი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ბა­მის­მა სა­ა­გენ­ტო­ებ­მა (MMHRA/EMA) უკვე შე­ა­ფა­სეს თრომ­ბო-ემ­ბო­ლი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი და და­ა­დას­ტუ­რეს, რომ არა­ვი­თა­რი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ეს მოვ­ლე­ნა ვაქ­ცი­ნამ გა­მო­იწ­ვია, არ არ­სე­ბობს. გა­იხ­სე­ნეთ იან­ვარ­ში ნორ­ვე­გი­ა­ში ფა­ი­ზე­რის ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ 23 სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ მე­დი­ას­კან­და­ლი. კვლე­ვის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ მსგავს პო­პუ­ლა­ცი­ა­ში ნორ­ვე­გი­ა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე სიკ­ვდი­ლო­ბის ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იყო. მე­ო­რე ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი ავტრი­ზა­ცი­ის შემ­დგომ რის­კე­ბის კვლე­ვი­სა არის მძი­მე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, რომ­ლის შეს­წავ­ლის შე­დე­გად და­დას­ტურ­და, რომ დიახ, რის­კი არ­სე­ბობს ისე­ვე რო­გორც სხვა ვაქ­ცი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ არის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი, მაქ­სი­მუმ 4-5 შემ­თხვე­ვა აღი­ნიშ­ნე­ბა ერთ მი­ლი­ონ აც­რილ­ზე (ფა­ი­ზე­რის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რი იყო) და ეს რის­კი არის მარ­თვა­დი. სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად მო­ხერ­ხდა ამ რის­კის მარ­თვა რე­კო­მენ­და­ცი­ის შეც­ვლით, თრე­ი­ნინ­გით და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მედ­კა­მე­ტე­ბით აღ­ჭურ­ვით.

წარ­სულ­ში მძი­მე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს თხო­ვენ აც­რის შემ­დეგ 30 წუთი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ი­ცა­დონ, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია კვა­ლი­ფი­ცუ­რი პერ­სო­ნა­ლით და შე­სა­ბა­მი­სი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის­თვის. მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის გამო მოვ­ლე­ნა­თა თან­ხვედ­რაც შე­საძ­ლოა, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ, დაკ­ვირ­ვე­ბა, კვლე­ვა და შე­სა­ბა­მი­სი რის­კის მარ­თვა გრძელ­დე­ბა.

ვაქ­ცი­ნა რე­კო­მე­დე­ბუ­ლია >18 წ. ზე­ვით ასაკ­ში.

  • რაც შე­ე­ხე­ბა უკუჩ­ვე­ნე­ბას, ეს ვაქ­ცი­ნა არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი 2 შემ­თხვე­ვა­ში:

(1) თუ მძი­მე ალერ­გი­უ­ლი რექ­ცია გქონ­დათ პირ­ველ დო­ზა­ზე;

(2) თუ მძი­მე ალერ­გი­უ­ლი რექ­ცი­ის გამო წარ­სულ­ში კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა დაგ­ჭირ­დათ (ეპი­ნეფ­რი­ნით, პრედ­ნი­ზო­ლო­ნით და ა.შ.). ამ შემ­თხვე­ვა­შიც გირ­ჩევთ მი­მარ­თოთ ალერ­გო­ლოგს იმის გა­სარ­კვე­ვად, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა მსგავ­სი რე­აქ­ცია გქო­ნო­დათ ამ ვაქ­ცი­ნის რო­მე­ლი­მე შე­მად­გე­ნელ კომ­პო­ნენტზე (აქ­ტი­უ­რი ინ­გრე­დი­ენტზე).

კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­რებ, რას ნიშ­ნავს სა­გან­გე­ბო ავ­ტო­რი­ზა­ცია.

ეს ვაქ­ცი­ნა 44,000 პო­პუ­ლა­ცი­ა­ში იქნა შეს­წავ­ლი­ლი და ეს პო­პუ­ლა­ცია საკ­მა­რის­ზე მე­ტია, თუ შე­ა­და­რებთ სხვა წარ­სულ­ში ავ­ტო­რი­ზე­ბულ ვაქ­ცი­ნებს. გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ საკ­მა­რი­სი გა­მოკ­ვლე­ვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, მცდა­რია. ვინც მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, ჰკი­თხეთ თვი­თონ რო­დის ჩა­ა­ტა­რა ბოლო კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვა, რო­მელ­მა სა­ა­გენ­ტომ გა­ნი­ხი­ლა და რას აჩ­ვე­ნებს გა­მოც­დი­ლე­ბა. დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი რე­გუ­ლა­ტო­რე­ბის მიერ შექ­მნი­ლია იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ან გლო­ბა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის კრი­ზი­სის სა­მარ­თა­ვად შე­ამ­ცი­რონ ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ეტა­პე­ბი და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მეტი კონ­ტრო­ლი იქო­ნი­ონ სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით ვაქ­ცი­ნის ან წა­მა­ლის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე (რომ არ და­უ­ტო­ვონ კერ­ძო სექ­ტორს და კო­მერ­ცი­ულ ინ­ტე­რე­სებს სრუ­ლი კონ­ტრო­ლი)", წერს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი.

ცნო­ბის­თვის, 13 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი პარ­ტია შე­მო­ვი­და. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი ხვა­ლი­დან და­ი­წყე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ნელი
8

Მაშინ რატომ აიკრძალა ზოგ ქვეყანაში?

123
13

რა ტვინი წაიგეთ რა მაგ აცრით მე პირადად არ ავიცრები 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ეს ვაქცინა არ არის რეკომენდებული 2 შემთხვევაში" - რას წერს ეპიდემიოლოგი "ასტრაზენეკას" უსაფრთხოებასა და თრომბის განვითარებასთან მის კავშირზე

"ეს ვაქცინა არ არის რეკომენდებული 2 შემთხვევაში" - რას წერს ეპიდემიოლოგი "ასტრაზენეკას" უსაფრთხოებასა და თრომბის განვითარებასთან მის კავშირზე

ეპიდემიოლოგი თამრიკო კვარცხავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ასტრაზენეკას" ვაქცინის შესახებ ვრცელ განმარტებას აკეთებეს. ცნობისთვის, საქართველოში ხვალიდან სწორედ ამ ვაქცინით დაიწყება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

"დაპირებული ინფორმაცია Oxford/AstraZeneca ვაქცინის შესახებ:

  • მსოფლიოში ავტორიზებულ COVID-19 ვაქცინებს შორის AstraZeneca-ს ვაქცინა ავტორიზაციის სიხშირით მე-2 ადგილზეა:

1. Pfizer/BioNTech - 67 ქვეყანა (აშშ)

2. Oxford/AstraZeneca - 58 ქვეყანა (ბრიტანეთი)

3. Sputnik V Gamaleya RI - 39 ქვეყანა (რუსეთი)

4. Moderna - 40 ქვეყანა (აშშ)

5. Sinovac - 13 ქვეყანა (ჩინეთი) კოვაქსის პლატფორმით ამ ვაქცინის განაწილება მარტიდან დაიწყო და დამატებით კიდევ 142 ქვეყანაში შევა.

  • ვაქცინის ტიპთან და ტექნოლოგიასთან დაკავშირებული უსაფრთხოება:

ვაქცინების 5 მთავარი ტიპიდან AstraZeneca (AZ)-ს ვაქცინა ვირუსული ვექტორის ჯგუფს განეკუთვნება. ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ის ინაქტივირებულ კოვიდ-ინფექციის გამომწვევ ვირუსს არ შეიცავს, ამიტომ ვაქცინაციის შემდეგ კოვიდით ვერ დაინფიცირდებით.

  • ვაქცინის ეფექტურობა:

AZ-ს 2-დოზიანი რეჟიმის საშუალო კლინიკური ეფექტურობა 63%-ია, მძიმე კოვიდისაგან კი იცავს 85.4%-ში (მთლიან კოჰორტაში გამოთვლით 28 დღის შემდეგ). ეფექტურობა ოდნავ ნაკლებია 60 წ. ზევით. ორ დოზას შორის ინტერვალის გაზრდამ 8-12 კვირამდე მეტი ეფექტურობა აჩვენა. აქ მრავალი მაჩვენებელია პოპულაციის და დემოგრაფიის მიხედვით და ამიტომ ამ თემაზე ნუ ვიდავებთ.

  • ვაქცინის უსაფრთხოება:

უნდა გვახსოვდეს, რომ 100%-ით უსაფრთხო არც ჰაერია და არც წყალი. ისევე როგორც სხვა ტიპის ვაქცინებში, აქაც ახალი არაფერია. ამ ვაქცინასაც 2 ტიპის შესაძლო გვერდითი მოვლენა ახასიათებს, უპირატესად მსუბუქი, უფრო იშვიათად კი საშუალო სიმძიმით გამოხატული: (1) ადგილობრივი მოვლენები, ინექციის/ჩხვლეტის ადგილას მომატებული მგრძნობელობით; (2) მსუბუქი ან საშუალო სისტემური რეაქციები (დაღლა, თავის/კუნთების ტკივილი, სიცხე). ყველა მოვლენა რამდენიმე დღეში იხსნება.

  • მედიაში გავრცელებული თრომბო-ემბოლიური მოვლენების შესახებ, რამაც რამდენიმე ქვეყანაში დროებითი (!) შეჩერება გამოიწვია:

არსებული მონაცემებით (და ასეთი მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 11 მილიონია) მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დასტურდება. როცა მილიონობით ადამიანი იცრება, მოვლენათა თანხვედრა ხდება. იმისათვის, რომ ვაქცინასთან ასოცირებული რეალური რისკი არ გამოგვეპაროს, უსაფრთხოებას ვიკვლევთ ყველა ეტაპზე, დაწყებული პრე-კლინიკური ცხოველების ექსპერიმენტებით, დამთავრებული პოსტ-ავტორიზაციის პერიოდით, მანამ სანამ ვაქცინა მოხმარებაში რჩება (throughout the vaccine life cycle). უსაფრთხოებას კვლევის სხვადასხვა ეტაპზე შესაბამისი სპეციფიური მეთოდოლოგიით და ალგორითმებით ვიკვლევთ. ყველა ტიპის რისკს ვაკვირდებით და ვსწავლობთ, ავტორიზაციის შემდგომ პერიოდში კი, განსაკუთრებით იშვიათ და შორეულ ეფექტებს ვაკვირდებით. კიდევ ერთხელ, დღეისათვის მხოლოდ ბრიტანეთში ვაქცინებულია 11 მილიონი ადამიანი. ეს საკმარისად დიდი პოპულაციაა იმისთვის, რომ იშვიათი მოვლენა არ გამოგვეპაროს.

ბრიტანეთისა და ევროკავშირის შესაბამისმა სააგენტოებმა (MMHRA/EMA) უკვე შეაფასეს თრომბო-ემბოლიური მოვლენები და დაადასტურეს, რომ არავითარი ნიშანი იმისა, რომ ეს მოვლენა ვაქცინამ გამოიწვია, არ არსებობს. გაიხსენეთ იანვარში ნორვეგიაში ფაიზერის ვაქცინის შემდეგ 23 სიკვდილის შემთხვევის შესახებ მედიასკანდალი. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მსგავს პოპულაციაში ნორვეგიაში ვაქცინაციის დაწყებამდე სიკვდილობის ყოველკვირეული მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო. მეორე ნათელი მაგალითი ავტრიზაციის შემდგომ რისკების კვლევისა არის მძიმე ალერგიული რეაქცია, რომლის შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ დიახ, რისკი არსებობს ისევე როგორც სხვა ვაქცინების შემთხვევაში, მაგრამ არის ძალიან იშვიათი, მაქსიმუმ 4-5 შემთხვევა აღინიშნება ერთ მილიონ აცრილზე (ფაიზერის შემთხვევაში ყველაზე ხშირი იყო) და ეს რისკი არის მართვადი. სწრაფად და ეფექტურად მოხერხდა ამ რისკის მართვა რეკომენდაციის შეცვლით, თრეინინგით და ვაქცინაციის ცენტრების შესაბამისი მედკამეტებით აღჭურვით.

წარსულში მძიმე ალერგიული რეაქციის მქონე ადამიანებს თხოვენ აცრის შემდეგ 30 წუთი დაწესებულებაში მოიცადონ, რომელიც აღჭურვილია კვალიფიცური პერსონალით და შესაბამისი მედიკამენტებით სწრაფი რეაგირებისთვის. მასობრივი ვაქცინაციის უპრეცედენტო მასშტაბის გამო მოვლენათა თანხვედრაც შესაძლოა, მაგრამ კიდევ ერთხელ, დაკვირვება, კვლევა და შესაბამისი რისკის მართვა გრძელდება.

ვაქცინა რეკომედებულია >18 წ. ზევით ასაკში.

  • რაც შეეხება უკუჩვენებას, ეს ვაქცინა არ არის რეკომენდირებული 2 შემთხვევაში:

(1) თუ მძიმე ალერგიული რექცია გქონდათ პირველ დოზაზე;

(2) თუ მძიმე ალერგიული რექციის გამო წარსულში კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა დაგჭირდათ (ეპინეფრინით, პრედნიზოლონით და ა.შ.). ამ შემთხვევაშიც გირჩევთ მიმართოთ ალერგოლოგს იმის გასარკვევად, ხომ არ შეიძლება მსგავსი რეაქცია გქონოდათ ამ ვაქცინის რომელიმე შემადგენელ კომპონენტზე (აქტიური ინგრედიენტზე).

კიდევ ერთხელ გავიმერებ, რას ნიშნავს საგანგებო ავტორიზაცია.

ეს ვაქცინა 44,000 პოპულაციაში იქნა შესწავლილი და ეს პოპულაცია საკმარისზე მეტია, თუ შეადარებთ სხვა წარსულში ავტორიზებულ ვაქცინებს. განცხადებები იმის შესახებ, რომ საკმარისი გამოკვლევა არ ჩატარებულა, მცდარია. ვინც მსგავს ინფორმაციას ავრცელებს, ჰკითხეთ თვითონ როდის ჩაატარა ბოლო კლინიკური კვლევა, რომელმა სააგენტომ განიხილა და რას აჩვენებს გამოცდილება. დაჩქარებული ავტორიზაციის პროცესი რეგულატორების მიერ შექმნილია იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ან გლობალური ჯანდაცვის კრიზისის სამართავად შეამცირონ ბიუროკრატიული ეტაპები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტი კონტროლი იქონიონ საჭიროების მიხედვით ვაქცინის ან წამალის განაწილებაზე (რომ არ დაუტოვონ კერძო სექტორს და კომერციულ ინტერესებს სრული კონტროლი)", წერს ეპიდემიოლოგი.

ცნობისთვის, 13 მარტს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა. ვაქცინაციის პროცესი ხვალიდან დაიწყება.

"სადაც ბავშვები თამაშობენ, წამში შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს, არ ავხსნი რამდენად საშიშია სიტუაცია იქ" - რას წერს ნინა სუბლატი?

"ევროკავშირის ვაქცინ-ფიასკო და ბრიტანელებზე "შურისძიება", ანუ რა მოხდა სინამდვილეში?" - ზურაბ გურული "ასტრაზენეკას" სკანდალს გლობალური პოლიტიკის ჭრილში განიხილავს

"...გამოდის, რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს" - რას წერს აშშ-ში მომუშავე ქართველი ინფექციონისტი ვაქცინაციასა და "ასტრაზენეკაზე"