პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბასილაშვილს პირადად ვინცობ... ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად არასწორი სამიზნე შეარჩიეს" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ჩოგბურთელზე
"ბასილაშვილს პირადად ვინცობ... ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად არასწორი სამიზნე შეარჩიეს" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ჩოგბურთელზე

სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს პი­რა­დად იც­ნობს, ჩოგ­ბურ­თე­ლის შე­სა­ხებ ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ახლა ჩემ აზრს მო­გახ­სე­ნებთ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და იმე­დია, ანა­თე­მას არ გა­დამ­ცემთ:

თა­ვი­დან იმით და­ვი­წყებ, რომ ვფიქ­რობ, ქარ­თველ­მა ფე­მი­ნის­ტებ­მა მო­ძა­ლა­დე "ვაჟ­კა­ცის" ფე­ნო­მე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად საკ­მა­ოდ არას­წო­რი სა­მიზ­ნე შე­არ­ჩი­ეს. მეს­მის, რომ მო­ძა­ლა­დე ქმრე­ბის მხი­ლე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი ქე­ი­სია, რად­გან ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან გვაქვს საქ­მე, უბ­რა­ლოდ, ეჭვი მაქვს ეს შემ­თხვე­ვა თა­ნას­წო­რო­ბის­თვის ბრძო­ლის სა­ერ­თო საქ­მეს არ წა­ად­გე­ბა.

ბა­სი­ლაშ­ვილს პი­რა­დად ვინ­ცობ და მენ­ტა­ლუ­რად ალ­ბათ ყვე­ლა­ზე არა ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნია, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში შემ­ხვედ­რია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბავ­შო­ბი­დან ამ სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ და ძა­ლი­ან ბევრ სპორ­ტსმენ­თან მქო­ნია შე­ხე­ბა. ბა­სი­ლაშ­ვილ­ზე კი ყო­ველ­თვის ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბო­და, რომ ზედ­მე­ტად ბუნ­ჩუ­ლა, ცოტა ფლეგ­მა ადა­მი­ა­ნია. არა ტი­პუ­რი ქარ­თვე­ლია ნამ­დვი­ლად და თა­ნაც ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბაა. ზო­გა­დად მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ამოც­ნო­ბა არ მეშ­ლე­ბა და არ მგო­ნია ნი­კას შემ­თხვე­ვა­შიც ვცდე­ბო­დე. არ გავს ის ჩემ­თვის მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ანს, მაგ­რამ ეს, რა თქმა უნდა, არა­ფერს გა­მო­რი­ცხავს. მეს­მის, რომ 90% შემ­თხვე­ვებ­ში ქალი არის მსხვერ­პლი და კაცი არის მო­ძა­ლა­დე. ისიც ფაქ­ტია, რომ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან მწვა­ვედ დგას. უბ­რა­ლოდ რა ვქნა, ეს მარ­თლა ის შემ­თხვე­ვა მგო­ნია, რო­დე­საც ძა­ლი­ან დიდი პრო­ვო­კა­ცი­ის მსხვერ­პლი არის თა­ვად სპორ­ტსმე­ნი. თქვენ ხომ პი­რი­ქით გგო­ნი­ათ და ბრალ­დე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან მი­წა­ში ჩა­დეთ ნიკა და მე ინ­ტუ­ი­ცია ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­პი­რის­პი­როს მკარ­ნა­ხობს, უბ­რა­ლოდ სა­ნამ სი­მარ­თლე არ გა­ირ­კვე­ვა, რა თქმა უნდა, ვე­რა­ფერ­ზე თავს ვერ დავ­დებ, ჩემ აზრს გი­ზი­ა­რებთ მხო­ლოდ.

ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ამ­დე­ნი კონ­ფლიქ­ტის, სა­ჩივ­რის და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის მერე, ბა­სი­ლაშ­ვილს უნდა ცოდ­ნო­და, რომ არაფ­რის დი­დე­ბით თა­ვის ყო­ფილ ცოლს ხე­ლით არ უნდა შე­ხე­ბო­და, მი­თუ­მე­ტეს, თუ ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით ხდე­ბო­და ეს პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი. არა­ნა­ი­რი ლო­გი­კით ხელი არ უნდა და­ე­ტყა, თუმ­ცა თუ მა­ინც ასე მოხ­და და ამ საქ­ცი­ე­ლით ბა­სი­ლაშ­ვილ­მა მთე­ლი თა­ვი­სი რე­პუ­ტა­ცია და კა­რი­ე­რა წყალ­ში გა­და­ყა­რა, ძა­ლი­ან სუ­ლე­ლი ბიჭი ყო­ფი­ლა, მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. რა თქმა უნდა, თუ ასე მოხ­და, ამას არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს. ზო­გა­დად ძა­ლა­დო­ბას არ აქვს გა­მარ­თლე­ბა და პრო­ვო­კა­ცია მას არ ამარ­თლებს, რო­გო­რი ცუდი პრო­ვო­კა­ცი­აც არ უნდა იყოს. თუ ასეა, ნი­კამ პირ­ნათ­ლად უნდა მო­ი­ხა­დოს სას­ჯე­ლი. თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ რო­დე­საც სას­ჯელს მო­იხ­დის და გა­რეთ გა­მო­ვა, ისევ არ ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რებ და მისი წარ­მა­ტე­ბა არ გა­მი­ხარ­დე­ბა. და­ნა­შა­უ­ლის­თვის ადა­მი­ან­მა კა­ნო­ნის წი­ნა­შე უნდა აგოს პა­სუ­ხი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამის გამო მისი და­მუ­ნა­თე­ბა არ მგო­ნია სწო­რი.

პო­ლი­ტი­კო­სებს თუ უნდა მი­ვუ­ტე­ვოთ ძვე­ლი ცოდ­ვე­ბი, ყო­ფილ მკვლე­ლებს თუ უნდა ვა­პა­ტი­ოთ და თა­ნა­მე­დორ­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­ვი­ღოთ, არც ეს მგო­ნია პრობ­ლე­მა, რომ ბა­სი­ლაშ­ვილს ვა­პა­ტი­ოთ ასე­თი საქ­ცი­ე­ლი, მას მერე თუ და­უმ­კიც­და და სას­ჯელს მო­იხ­დის, რა თქმა უნდა.

ისე მო­ძა­ლა­დე კა­ცებს თუ ეძებთ სპორ­ტი­დან დი­დად შორს წას­ვლა არ არის სა­ჭი­რო. გან­სა­კუთ­რე­ბით ძა­ლის­მი­ე­რი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბებს რომ გა­და­ხე­დოთ, ან თუნ­დაც არა ძა­ლის­მი­ერს, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის პოვ­ნა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სპორ­ტსმე­ნე­ბის უდი­დეს ნა­წილს ჭკუა არ მო­ე­კი­თხე­ბა და არც დი­დად სწო­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, დიდი ხა­ნია ამ სფე­რო­ში ვარ და სამ­წუ­ხა­როდ, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე სპორ­ტსმე­ნი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია.

შორს რომ არ წა­ვი­დეთ, სულ ცოტა ხნის წინ ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა დღი­სით, მზი­სით, კა­მე­რე­ბის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ნარ­კე­ბის კა­პი­ტა­ნი ბლაგ­ვი საგ­ნით და­ა­სის­ხლი­ა­ნა და კა­ნო­ნით დას­ჯა­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია, ეს ადა­მი­ა­ნი დღემ­დე ფე­დე­რა­ცი­ას მარ­თავს. ისიც მახ­სოვს ამ ძა­ლა­დო­ბას მერე ჩემ­თვის ძა­ლი­ან პა­ტივ­სა­ცე­მი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი რო­გორ ამარ­თლებ­დნენ - რა მოხ­და, ეგრე ჩვენც ვძა­ლა­დობთ, რო­დე­საც ტა­ტამ­ზე ვჭი­და­ობ­თო. რა­ღაც არ მახ­სოვს ამ და კი­დევ ბევრ სხვა შემ­თხვე­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ადერ­კვა­ტუ­რი რე­აქ­ცია ჰქო­ნო­და, თუნ­დაც დღეს რომ ის­ტე­რი­კა­ში არი­ან იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან. თუ მარ­ტო ქა­ლის ცემა არის ძა­ლა­დო­ბა და კა­ცის ცე­მას არა­უ­შავს?

ორ­მა­გი სტან­დარ­ტი ძა­ლი­ან ხში­რად რომ გვაქვს, თუ აფიქ­სი­რებთ, და მხო­ლოდ იმ სა­კი­თხებ­ზე ვრე­ა­გი­რებთ, რაც კონ­კრე­ტუ­ლად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჩვენ­თვის არის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი? ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­ცი­აც (ეს სი­ტყვა უკვე მე­ზი­ზღე­ბა) მარ­ტო მა­შინ გვახ­სენ­დე­ბა, რო­დე­საც ჩვენ ფა­ვო­რიტ პო­ლი­ტი­კოსს თუ ადა­მი­ანს ეხე­ბა ბრალ­დე­ბა და თა­ნაბ­რად ყვე­ლა­ზე რომ უნდა ვრცელ­დე­ბო­დეს, ეს გვა­ვი­წყდე­ბა. ესეც ორ­მა­გი სტან­დარ­ტია და ასე შორს ვერ წა­ვალთ.

მოკ­ლედ ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი აქვს და ყვე­ლა თა­ვი­სი გად­მო­სა­ხე­დი­დადნ უყუ­რებს მოვ­ლე­ნებს. სა­ნამ სა­სა­მარ­თლო სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩენს არ გა­მო­ი­ტანს, ზუს­ტი სი­მარ­თლე მა­ნამ­დე არ გვე­ცო­დი­ნე­ბა. ზო­გა­დად კარ­გი იქ­ნე­ბა თუ შე­უ­რა­ცხყო­ფის და ნიშ­ნის მო­გე­ბის გა­რე­შე შევ­ძლებთ ხოლ­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბარს. ქვეყ­ნის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე სპორ­ტსმე­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბა რომ გვი­ხა­რია და ეს გა­სა­კი­ცხი არ არის, ამა­ზე ლა­პა­რაკს აღარ და­ვი­წყებ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
9

ვეთანხმები!

პარტიზანი
9

კაცების ცემის მასშტაბები ნამდვილად საგანგაშოა, ქალებო ნუ გვცემთ გვესინია

ავტორი:

"ბასილაშვილს პირადად ვინცობ... ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად არასწორი სამიზნე შეარჩიეს" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ჩოგბურთელზე

"ბასილაშვილს პირადად ვინცობ... ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად არასწორი სამიზნე შეარჩიეს" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ჩოგბურთელზე

სპორტული ჟურნალისტი და რადიოწამყვანი გიორგი ზურაბიშვილი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ნიკოლოზ ბასილაშვილს პირადად იცნობს, ჩოგბურთელის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"ახლა ჩემ აზრს მოგახსენებთ ბასილაშვილის თემასთან დაკავშირებით და იმედია, ანათემას არ გადამცემთ:

თავიდან იმით დავიწყებ, რომ ვფიქრობ, ქართველმა ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად საკმაოდ არასწორი სამიზნე შეარჩიეს. მესმის, რომ მოძალადე ქმრების მხილებისთვის ხელსაყრელი ქეისია, რადგან ცნობილ ადამიანთან გვაქვს საქმე, უბრალოდ, ეჭვი მაქვს ეს შემთხვევა თანასწორობისთვის ბრძოლის საერთო საქმეს არ წაადგება.

ბასილაშვილს პირადად ვინცობ და მენტალურად ალბათ ყველაზე არა ქართველი სპორტსმენია, რომელიც ცხოვრებაში შემხვედრია. მოგეხსენებათ, ბავშობიდან ამ სფეროში ვმუშაობ და ძალიან ბევრ სპორტსმენთან მქონია შეხება. ბასილაშვილზე კი ყოველთვის ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ზედმეტად ბუნჩულა, ცოტა ფლეგმა ადამიანია. არა ტიპური ქართველია ნამდვილად და თანაც ძალიან ზრდილობიანი პიროვნებაა. ზოგადად მგონია, რომ ადამიანების ამოცნობა არ მეშლება და არ მგონია ნიკას შემთხვევაშიც ვცდებოდე. არ გავს ის ჩემთვის მოძალადე ადამიანს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არაფერს გამორიცხავს. მესმის, რომ 90% შემთხვევებში ქალი არის მსხვერპლი და კაცი არის მოძალადე. ისიც ფაქტია, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემა საქართველოში ძალიან მწვავედ დგას. უბრალოდ რა ვქნა, ეს მართლა ის შემთხვევა მგონია, როდესაც ძალიან დიდი პროვოკაციის მსხვერპლი არის თავად სპორტსმენი. თქვენ ხომ პირიქით გგონიათ და ბრალდების პირველი დღიდან მიწაში ჩადეთ ნიკა და მე ინტუიცია ამ შემთხვევაში საპირისპიროს მკარნახობს, უბრალოდ სანამ სიმართლე არ გაირკვევა, რა თქმა უნდა, ვერაფერზე თავს ვერ დავდებ, ჩემ აზრს გიზიარებთ მხოლოდ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამდენი კონფლიქტის, საჩივრის და შემაკავებელი ორდერის მერე, ბასილაშვილს უნდა ცოდნოდა, რომ არაფრის დიდებით თავის ყოფილ ცოლს ხელით არ უნდა შეხებოდა, მითუმეტეს, თუ ფულის გამოძალვის მიზნით ხდებოდა ეს პროვოკაციები. არანაირი ლოგიკით ხელი არ უნდა დაეტყა, თუმცა თუ მაინც ასე მოხდა და ამ საქციელით ბასილაშვილმა მთელი თავისი რეპუტაცია და კარიერა წყალში გადაყარა, ძალიან სულელი ბიჭი ყოფილა, მეტს ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, თუ ასე მოხდა, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ზოგადად ძალადობას არ აქვს გამართლება და პროვოკაცია მას არ ამართლებს, როგორი ცუდი პროვოკაციაც არ უნდა იყოს. თუ ასეა, ნიკამ პირნათლად უნდა მოიხადოს სასჯელი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც სასჯელს მოიხდის და გარეთ გამოვა, ისევ არ ვუგულშემატკივრებ და მისი წარმატება არ გამიხარდება. დანაშაულისთვის ადამიანმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. მთელი ცხოვრება ამის გამო მისი დამუნათება არ მგონია სწორი.

პოლიტიკოსებს თუ უნდა მივუტევოთ ძველი ცოდვები, ყოფილ მკვლელებს თუ უნდა ვაპატიოთ და თანამედორვე საზოგადოებაში მივიღოთ, არც ეს მგონია პრობლემა, რომ ბასილაშვილს ვაპატიოთ ასეთი საქციელი, მას მერე თუ დაუმკიცდა და სასჯელს მოიხდის, რა თქმა უნდა.

ისე მოძალადე კაცებს თუ ეძებთ სპორტიდან დიდად შორს წასვლა არ არის საჭირო. განსაკუთრებით ძალისმიერი სპორტის სახეობებს რომ გადახედოთ, ან თუნდაც არა ძალისმიერს, ასეთი ადამიანების პოვნა არ გაგიჭირდებათ. სამწუხაროდ, საქართველოში სპორტსმენების უდიდეს ნაწილს ჭკუა არ მოეკითხება და არც დიდად სწორი ფასეულობებით გამოირჩევიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი ხანია ამ სფეროში ვარ და სამწუხაროდ, საღად მოაზროვნე სპორტსმენი ძალიან იშვიათად შემხვედრია.

შორს რომ არ წავიდეთ, სულ ცოტა ხნის წინ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა დღისით, მზისით, კამერების წინ, საქართველოს ნარკების კაპიტანი ბლაგვი საგნით დაასისხლიანა და კანონით დასჯაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ეს ადამიანი დღემდე ფედერაციას მართავს. ისიც მახსოვს ამ ძალადობას მერე ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ოლიმპიური ჩემპიონები როგორ ამართლებდნენ - რა მოხდა, ეგრე ჩვენც ვძალადობთ, როდესაც ტატამზე ვჭიდაობთო. რაღაც არ მახსოვს ამ და კიდევ ბევრ სხვა შემთხვევას საზოგადოების მხრიდან ადერკვატური რეაქცია ჰქონოდა, თუნდაც დღეს რომ ისტერიკაში არიან იმ ადამიანების მხრიდან. თუ მარტო ქალის ცემა არის ძალადობა და კაცის ცემას არაუშავს?

ორმაგი სტანდარტი ძალიან ხშირად რომ გვაქვს, თუ აფიქსირებთ, და მხოლოდ იმ საკითხებზე ვრეაგირებთ, რაც კონკრეტულად ინდივიდუალურად ჩვენთვის არის პრიორიტეტული? ეს სერიოზული პრობლემაა. უდანაშაულობის პრეზუმციაც (ეს სიტყვა უკვე მეზიზღება) მარტო მაშინ გვახსენდება, როდესაც ჩვენ ფავორიტ პოლიტიკოსს თუ ადამიანს ეხება ბრალდება და თანაბრად ყველაზე რომ უნდა ვრცელდებოდეს, ეს გვავიწყდება. ესეც ორმაგი სტანდარტია და ასე შორს ვერ წავალთ.

მოკლედ ყველას თავისი აზრი აქვს და ყველა თავისი გადმოსახედიდადნ უყურებს მოვლენებს. სანამ სასამართლო საბოლოო განაჩენს არ გამოიტანს, ზუსტი სიმართლე მანამდე არ გვეცოდინება. ზოგადად კარგი იქნება თუ შეურაცხყოფის და ნიშნის მოგების გარეშე შევძლებთ ხოლმე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ერთმანეთთან საუბარს. ქვეყნის სახელით მოასპარეზე სპორტსმენის საერთაშორისო წარმატება რომ გვიხარია და ეს გასაკიცხი არ არის, ამაზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ".

"ვიცი ბევრს გაგიხარდებათ ეს კარგი ამბავი..." - რას წერს თინა ხიდაშელი საკუთარ მდგომარეობაზე?

"მკურნალობის თანხა ბავშვის დის მეუღლეს, წარმატებულ და შეძლებულ ჩოგბურთელს დაუფარავს" - ლელა რაზიკაშვილი ბასილაშვილთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს

"ვაქცინას და ამ გართულებას შორის კავშირი არ დასტურდება" - იმუნოლოგი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით ახალი აღმოჩენის შესახებ წერს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"