საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მწვრთნელს ვკითხე - სექსი ყოველდღე გაქვთ-მეთქი? ვიფიქრე გამაგდებდა, მაგრამ უკან არ დავიხიე... ბიჭები გასუსულები გვისმენდნენ..." - რას იხსენებს შოთა არველაძე
"მწვრთნელს ვკითხე - სექსი ყოველდღე გაქვთ-მეთქი? ვიფიქრე გამაგდებდა, მაგრამ უკან არ დავიხიე... ბიჭები გასუსულები გვისმენდნენ..." - რას იხსენებს შოთა არველაძე

ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი შოთა არ­ვე­ლა­ძე ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნს წერს. ფეხ­ბურ­თე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წიგ­ნი­დან მო­რიგ ამო­ნა­რიდს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც "აიაქსში" თა­მა­შის პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს:

"ერთხელ, "აიაქსში" თა­მა­შის პე­რი­ოდ­ში, კო ად­რი­ან­სემ ვარ­ჯი­შის წინ იკი­თხა, ვინ არის დაღ­ლი­ლიო. მე, რი­ჩარდ ვი­ჩგემ, აა­რონ ვინ­ტერ­მა, ნი­კოს მახ­ლას­მა და ყვე­ლას­გან გა­საკ­ვი­რად, ტო­მას გა­ლა­შეკ­მა ავ­წი­ეთ ხელი, რა­საც მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა მოჰ­ყვა... ჩხუ­ბი დაგ­ვი­წყო, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი არ შე­იძ­ლე­ბა და­ი­ღა­ლოს, მი­თუ­მე­ტეს, თუ ეს საქ­მე გიყ­ვართ და თან ამ­ხე­ლა გა­სამ­რჯე­ლოს იღებ­თო. ჩემ­თვის საქ­მი­სად­მი ასე­თი მიდ­გო­მა გა­უ­გე­ბა­რი და სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი­აო.

ვთხო­ვე, შე­კი­თხვა გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნა. ბი­ჭე­ბი გა­ი­სუსნენ, გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა კომ კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რა... მე ხელი კი­დევ ერთხელ ავ­წიე და ვუ­თხა­რი, რომ დაღ­ლი­ლი იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვარ­ჯი­ში არ შე­მიძ­ლია, უბ­რა­ლოდ მის კი­თხვას გუ­ლახ­დი­ლად გა­ვე­ცი პა­სუ­ხი. რომ ეკი­თხა, შე­გიძ­ლია თუ არა ვარ­ჯი­შიო, რა თქმა უნდა, პა­სუ­ხი და­დე­ბი­თი იქ­ნე­ბო­და, რად­გან ყვე­ლას უკვე ბუ­ცე­ბი გვეც­ვა და ვარ­ჯიშ­ზე გა­სას­ვლე­ლად მზად ვი­ყა­ვით. მინ­დო­და, რომ სწო­რად გა­ე­გო ჩვე­ნი გან­წყო­ბა და არა ისე, რო­გორც თვი­თონ წარ­მო­ედ­გი­ნა. ამის შემ­დეგ მწვრთნელს ვკი­თხე - რამ­დე­ნი ხა­ნია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ხარ-მეთ­ქი? ჩემი კი­თხვით გა­ო­ცე­ბულ­მა მი­პა­სუ­ხა - დიდი ხა­ნი­აო... ყვე­ლა ჩუ­მად იჯდა და ჩვენს დი­ა­ლოგს გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უს­მენ­და. სექ­სი ყო­ველ­დღე გაქვთ-მეთ­ქი? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­სი არ გამ­ცა... ვი­ფიქ­რე ოთა­ხი­დან გა­მაგ­დებ­სთქო, მაგ­რამ უკან არ და­ვი­ხიე. გა­ვაგ­რძე­ლე - ადა­მი­ანს ცოლი რომ მოჰ­ყავს, ალ­ბათ ძა­ლი­ან უყ­ვარს და ამი­ტომ მთელ ცხოვ­რე­ბას მას უკავ­ში­რებს, მაგ­რამ ყო­ველ­დღე ხომ არ აქვთ სექ­სი, ხომ არ­სე­ბობს დღე­ე­ბი, როცა არა­ვინ გინ­და და არც არა­ფე­რი გსი­ა­მოვ­ნებს... თუ არ­სე­ბობს ვინ­მე ისე­თი, ვი­საც არც ერთი დღე არ ჩა­უგ­დია - იქ­ნებ მა­ნა­ხოთ და ჩემს პა­ტი­ვის­ცე­მას პი­რა­დად და­ვუ­დას­ტუ­რებ-თქო... ფეხ­ბურ­თი ნამ­დვი­ლად მიყ­ვარს, ვგიჟ­დე­ბი, ამი­ტო­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მას მი­ვუ­ძღვე­ნი, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს დღე­ე­ბი, როცა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვარ და მის­გან დას­ვე­ნე­ბა მსურს-მეთ­ქი...

იმ სე­ზონ­ში, 20 გო­ლით კლუ­ბის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი გავ­ხდი ეს და სხვა ის­ტო­რი­ე­ბი, დე­ტა­ლუ­რად წა­ი­კი­თხეთ ჩემს ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
6

რა კომენტარი უნდა გავაკეთო, როდესაც საქმე ძმებ არველაძეებს ეხებათ.მათთვის იუმორი,სითბო,სიყვარული უფალს უბოძებია და ამით ყველაფერი ნათქვამია.

ილია
2

ამ ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს. იმ დროს ბევრი ჩაიძირა მარტო ორს დავასახელებ, დათო ცომაია და გოჩა ჯამარაული. ცუდი დრო დაუდგათ. მე როგორც სპორტის დიდი გულშემატკივარი დიდათ ვაფასებ ძმებს.მათ, ჩემს თავს, ჩემს სამშობლოს ვუსურვებ ყოველივე კარგს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მწვრთნელს ვკითხე - სექსი ყოველდღე გაქვთ-მეთქი? ვიფიქრე გამაგდებდა, მაგრამ უკან არ დავიხიე... ბიჭები გასუსულები გვისმენდნენ..." - რას იხსენებს შოთა არველაძე

"მწვრთნელს ვკითხე - სექსი ყოველდღე გაქვთ-მეთქი? ვიფიქრე გამაგდებდა, მაგრამ უკან არ დავიხიე... ბიჭები გასუსულები გვისმენდნენ..." - რას იხსენებს შოთა არველაძე

ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს. ფეხბურთელი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წიგნიდან მორიგ ამონარიდს აქვეყნებს, სადაც "აიაქსში" თამაშის პერიოდს იხსენებს:

"ერთხელ, "აიაქსში" თამაშის პერიოდში, კო ადრიანსემ ვარჯიშის წინ იკითხა, ვინ არის დაღლილიო. მე, რიჩარდ ვიჩგემ, აარონ ვინტერმა, ნიკოს მახლასმა და ყველასგან გასაკვირად, ტომას გალაშეკმა ავწიეთ ხელი, რასაც მისი მდგომარეობიდან გამოსვლა მოჰყვა... ჩხუბი დაგვიწყო, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი არ შეიძლება დაიღალოს, მითუმეტეს, თუ ეს საქმე გიყვართ და თან ამხელა გასამრჯელოს იღებთო. ჩემთვის საქმისადმი ასეთი მიდგომა გაუგებარი და სრულიად მიუღებელიაო.

ვთხოვე, შეკითხვა გაემეორებინა. ბიჭები გაისუსნენ, გაკვირვებულმა კომ კიდევ ერთხელ გაიმეორა... მე ხელი კიდევ ერთხელ ავწიე და ვუთხარი, რომ დაღლილი იმას არ ნიშნავს, რომ ვარჯიში არ შემიძლია, უბრალოდ მის კითხვას გულახდილად გავეცი პასუხი. რომ ეკითხა, შეგიძლია თუ არა ვარჯიშიო, რა თქმა უნდა, პასუხი დადებითი იქნებოდა, რადგან ყველას უკვე ბუცები გვეცვა და ვარჯიშზე გასასვლელად მზად ვიყავით. მინდოდა, რომ სწორად გაეგო ჩვენი განწყობა და არა ისე, როგორც თვითონ წარმოედგინა. ამის შემდეგ მწვრთნელს ვკითხე - რამდენი ხანია დაქორწინებული ხარ-მეთქი? ჩემი კითხვით გაოცებულმა მიპასუხა - დიდი ხანიაო... ყველა ჩუმად იჯდა და ჩვენს დიალოგს გაკვირვებული უსმენდა. სექსი ყოველდღე გაქვთ-მეთქი? ამ კითხვაზე პასუსი არ გამცა... ვიფიქრე ოთახიდან გამაგდებსთქო, მაგრამ უკან არ დავიხიე. გავაგრძელე - ადამიანს ცოლი რომ მოჰყავს, ალბათ ძალიან უყვარს და ამიტომ მთელ ცხოვრებას მას უკავშირებს, მაგრამ ყოველდღე ხომ არ აქვთ სექსი, ხომ არსებობს დღეები, როცა არავინ გინდა და არც არაფერი გსიამოვნებს... თუ არსებობს ვინმე ისეთი, ვისაც არც ერთი დღე არ ჩაუგდია - იქნებ მანახოთ და ჩემს პატივისცემას პირადად დავუდასტურებ-თქო... ფეხბურთი ნამდვილად მიყვარს, ვგიჟდები, ამიტომაც მთელი ცხოვრება მას მივუძღვენი, მაგრამ ნამდვილად არსებობს დღეები, როცა ძალიან დაღლილი ვარ და მისგან დასვენება მსურს-მეთქი...

იმ სეზონში, 20 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი ეს და სხვა ისტორიები, დეტალურად წაიკითხეთ ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნში".

"თუ მოხალისეებია საჭირო, აგერ ჯანდაბას ჩემი მკლავი და ტანი" - რას წერს უგულავა ვაქცინაციაზე?

"მამა, რომელსაც შვილს არ ანახებენ, არ არის ვალდებული დედა და მისი მონაგარი არჩინოს" - ნინი შერმადინი

"ეს ჩემი ხელია. ილოცეთ… ტკივილს ვერ ვუძლებ!" - მამა პეტრე კოლხი ავარიაში მოყვა