პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული" - რა განცხადებები გააკეთეს ოპოზიციის ლიდერებმა დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე და შემდეგ
"შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული" - რა განცხადებები გააკეთეს ოპოზიციის ლიდერებმა დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე და შემდეგ

მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მათ უნდა გად­მოდ­გან შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯი იმი­სათ­ვის, რომ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ნორ­მა­ლუ­რი წე­სით ჩა­ტარ­დეს. არ არ­სე­ბობს ნდო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ და ეს ნდო­ბა უნდა აღ­დგეს, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა აკა­კი მი­ნაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის პი­რად წარ­მო­მად­გე­ნელ­თან კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლას კარ­გად უნდა ეს­მო­დეს, რომ ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან სა­უ­ბა­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას არ შე­ე­ხე­ბა და თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის სურ­ვი­ლი რომ ჰქო­ნო­დათ, შე­იძ­ლე­ბა "პარ­ლა­მენ­ტშიც ყო­ფი­ლიყ­ვნენ თბილ კა­ბი­ნე­ტებ­ში“.

"ჩვენ გვქონ­და სა­უ­ბა­რი იმ სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც ჩა­მო­წე­რი­ლი იყო, პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის 6-პუნ­ქტი­ან გეგ­მა­ში და იმ სა­კი­თხებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის - მათ შო­რის ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­თან და პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ნიკა მე­ლია არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უნდა იყოს მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში და თუ ის გა­რეთ არ არის რთუ­ლია რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი. ეს არის ამ შეხ­ვედ­რის ზო­გა­დი შე­ფა­სე­ბა, თუმ­ცა დე­ტა­ლებ­ში ვერ შე­ვალ. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ეს იქ­ნე­ბა გან­გრძო­ბი­თი პრო­ცე­სი. ეს არის ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და ხედ­ვა რო­გორ უნდა გა­და­იჭ­რას ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე კრი­ზი­სი. ყვე­ლას კარ­გად ეს­მის, რომ სი­ტუ­ა­ცია არის მძი­მე, სჭირ­დე­ბა გა­დაჭ­რა და ჩა­მო­ყა­ლიბ­და ის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ სი­ტუ­ა­ცი­ის მო­საგ­ვა­რებ­ლად. მინ­და ყვე­ლას ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მო­დეს, რომ აქ არის სა­უ­ბა­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე ჩვე­ნი მხრი­დან. ჩვენ რომ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის სურ­ვი­ლი გვქო­ნო­და შე­იძ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტშიც ვყო­ფი­ლი­ყა­ვით თბილ კა­ბი­ნე­ტებ­ში. მე­დი­ა­ტო­რე­ბის პო­ზი­ცი­აა, რომ ჩვენ უნდა ვი­სა­უბ­როთ თე­მებ­ზე, რო­მე­ლიც ჩა­მოთ­ვლი­ლია გეგ­მა­ში, მათ შო­რის პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა, სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა და სხვა. მე­დი­ა­ტო­რებ­მა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია სა­ჯა­როდ და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ უნდა მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა. მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მათ უნდა გად­მოდ­გან შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯი იმი­სათ­ვის, რომ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ნორ­მა­ლუ­რი წე­სით ჩა­ტარ­დეს. არ არ­სე­ბობს ნდო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ და ეს ნდო­ბა უნდა აღ­დგეს“, - გა­ნა­ცხა­და აკა­კი მი­ნაშ­ვილ­მა.

ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ ოპო­ზი­ცი­ას, გვსურს, რომ ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რულ­დეს იმ შე­დე­გით, რა მო­ლო­დი­ნიც აქვს ხალ­ხს, რაც სჭირ­დე­ბა ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს და მის სტა­ბი­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას და ეს მო­ი­თხოვს ცხა­დია, კომ­პრო­მი­სებს და იმე­დია, რომ ეს ყვე­ლას ეს­მის, - ამის შე­სა­ხებ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო, თუმ­ცა სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა კი­დევ სა­ჭი­როა.

„დღეს გა­ვაგ­რძე­ლეთ სა­უ­ბა­რი ყვე­ლა იმ 6 პუნ­ქტზე, რაც არის ასა­ხუ­ლი მი­შე­ლის მიერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ გეგ­მა­ში. გარ­კვე­ულ­წი­ლად გვქონ­და პროგ­რე­სი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ გვქონ­და სა­უ­ბა­რი თე­მებ­ზე და უფრო დე­ტა­ლუ­რი მსჯე­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა სხვა­დას­ხვა ას­პექტთან და­კავ­ში­რე­ბით. ვფიქ­რობ, რომ ეს არის საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი. ჩვე­ნი მხრი­დან, ჩვენ კი­დევ ერთხელ და­ვა­დას­ტუ­რეთ ის, რომ ოპო­ზი­ცი­ის ამო­ცა­ნა, ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში, არის შე­დე­გის და­დე­ბა და ეს შე­დე­გი უკავ­შირ­დე­ბა ჩვე­ნი ქევყნის, სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს, რაც უკავ­შირ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნახ­ლე­ბას თუ აღ­დგე­ნას იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში მი­ვი­ღოთ არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა ის ფუნ­ქცია, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც აქვს არ­ჩევ­ნებს დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში. ეს მო­ი­თხოვს ძა­ლი­ან ბევრ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბას, ძა­ლი­ან ბევრ სა­კი­თხზე შე­თან­ხმე­ბას: პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ზე, ასე­ვე სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა­ზე, და ბევრ სხვა სა­კი­თხზე და ცხა­დია, ერთი შეხ­ვედ­რით ყვე­ლა ეს სა­კი­თხი ვერ მოგ­ვარ­დე­ბა.

მე ვფიქ­რობ, რომ დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა იყო პრო­დუქ­ტი­უ­ლი, მაგ­რამ ცხა­დია, რომ ჩვენ კი­დევ დაგ­ვჭირ­დე­ბა სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა. მე მინ­და კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ ოპო­ზი­ცი­ას, გვსურს, რომ ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რულ­დეს იმ შე­დე­გით რა მო­ლო­დი­ნიც აქვს ჩვენს ხალ­ხს და რაც სჭირ­დე­ბა ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს და მის სტა­ბი­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას და ეს მო­ი­თხოვს ცხა­დია, კომ­პრო­მი­სებს და იმე­დია, რომ ეს ყვე­ლას ეს­მის, მათ შო­რის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პირ­ველ რიგ­ში, რად­გან მათ ეკის­რე­ბათ მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ში.

მე ვფიქ­რობ, რომ ახლა რა­ი­მე პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა რო­გორ დას­რულ­დე­ბა ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ჯერ ად­რეა. მინ­და ვუ­თხრა ჩვენს ამომ­რჩევ­ლებს და ქარ­თველ ხალ­ხს, მინ­და და­ვარ­წმუ­ნო ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, რომ ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად გაძ­ლი­ერ­დეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, შე­სა­ბა­მი­სად თი­თო­ე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მო­მა­ვა­ლი გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს უკე­თე­სად და არა უა­რე­სად“, - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი, პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო - პო­ზი­ტი­უ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რდეს, - ამის შე­სა­ხებ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ლი­დერ­მა ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

სამ­ნი­ძემ ასე­ვე იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ასე­ვე ოპო­ზი­ცია ერ­თად მუ­შა­ო­ბას შეძ­ლებს.

„დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი იყო იმით, რომ ყვე­ლა სა­კი­თხზე დაწ­ვრი­ლე­ბით ვი­სა­უბ­რებთ. ყვე­ლა იმ სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც შარლ მი­შე­ლის მიერ იყო ჩა­მოთ­ვლი­ლი. შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო, კონ­კრე­ტი­კა­ზეც შევ­ძე­ლით ლა­პა­რა­კი, რა თქმა უნდა, მე ში­ნა­არსზე ლა­პა­რა­კი არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავ, რომ პო­ზი­ტი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ვარ, იმის­თვის რომ ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რდეს, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­თან­ხმე­ბას ნიშ­ნავს. შე­თან­ხმე­ბა ნიშ­ნავს, კომ­პრო­მის­ზე წას­ვლას და კომ­პრო­მი­სი მო­ლა­პა­რა­კე­ბის ორი­ვე მხა­რეს ეკუთ­ნის. ამი­ტომ მაქვს იმე­დი, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ასე­ვე ჩვენც შევ­ძლებთ, ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით ერ­თად მუ­შა­ო­ბას. ეს კომ­პრო­მი­სე­ბი იქ­ნე­ბა ორ­მხრი­ვი“, - გა­ნა­ცხა­და სამ­ნი­ძემ.

"ქვე­ყა­ნას რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი სჭირ­დე­ბა, ახლა გა­და­სა­წყვე­ტია სა­კი­თხი, რო­გორ მი­ვი­დეთ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბამ­დე - პლე­ბის­ცი­ტი ამ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზაა", - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­თან შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე პარ­ტია “ლე­ლოს“ ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ა­კე­თა.

“მგო­ნი, ყვე­ლა უნდა წა­ვი­დეთ კომ­პრო­მის­ზე იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნას მეტი კომ­პრო­მი­სის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ აქვს. ამა­ზე მეტი კომ­პრო­მი­სი არ არ­სე­ბობს, რომ ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს ვკი­თხოთ თუ რა უნ­დათ მათ“, - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

პარ­ტი­ის კი­დევ ერ­თმა ლი­დერ­მა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ მხო­ლოდ ის აღ­ნიშ­ნა, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე იმის­თვის მო­ვიდ­ნენ, რომ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ონ.

“ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა დიდი ხა­ნია გა­კე­თე­ბუ­ლია“, - დას­ძი­ნა ჯა­ფა­რი­ძემ და­ნი­ელ­სონ­თან შეხ­ვედ­რის წინ.

"გა­მოჩ­ნდე­ბა რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხეს მე­დი­ა­ტო­რებ­მა პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა - თუ რა­ი­მე­ნა­ი­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­თან­ხმე­ბამ­დე მის­ვლა, ალ­ბათ, შე­საძ­ლე­ბე­ლია დღეს", - ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის პი­რად წარ­მო­მად­გე­ნელ­თან შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­უ­ბარს ში­ნა­არ­სი და­ე­კარ­გე­ბა, თუ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი გა­რეთ არ იქ­ნე­ბი­ან და ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ ჩა­ტარ­დე­ბა.

„ჩემი შეხ­ვედ­რა ახლა უნდა და­ი­წყოს, გა­მოჩ­ნდე­ბა რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხეს მე­დი­ა­ტო­რებ­მა პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა. ამ წუთ­ში, მე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორ ჩა­ტარ­და შეხ­ვედ­რა, მა­გი­და­ზე რა წი­ნა­და­დე­ბე­ბი დევს. რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი პრინ­ცი­პუ­ლია, მა­გა­ლი​თად, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი გა­რეთ უნდა იყ­ვნენ, ამის გა­რე­შე სა­უ­ბარს ში­ნა­არ­სი არ აქვს. მე­ო­რე, ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბია და ამა­ზე რა­მე­ნა­ი­რად უნდა მი­ვი­დეთ. ეს გზა რო­გო­რი იქ­ნე­ბა არ ვიცი... პლე­ბის­ცი­ტი, ცხა­დია, ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან კომ­პრო­მი­სია. თუ რა­ი­მე­ნა­ი­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­თან­ხმე­ბამ­დე მის­ვლა, ალ­ბათ, შე­საძ­ლე­ბე­ლია დღეს. ამა­ზე უფრო მა­ღა­ლი რან­გის ვინ უნდა ჩა­ერ­თოს მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში, უბ­რა­ლოდ, არ ვიცი“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

"ჩვე­ნი პო­ზი­ცია ყვე­ლამ კარ­გად იცის - არა­ფე­რი არ შეც­ვლი­ლა, თუმ­ცა ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მთა­ვა­რი ში­ნა­არ­სი არის, რომ ევ­რო­პულ­მა და ამე­რი­კულ­მა მხა­რემ, შე­საძ­ლოა, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა და­დოს მა­გი­და­ზე", - ამის შე­სა­ხებ კი და­ნი­ელ­სონ­თან შეხ­ვედ­რამ­დე „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ფე­რი დღე­ვან­დელ დღე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

„მე ვფიქ­რობ, რომ ამ შეხ­ვედ­რა­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად უნდა მო­ვის­მი­ნოთ საით მივ­დი­ვართ. დღეს სა­ღა­მომ­დე, ხვალ გამ­თე­ნი­ამ­დე პირ­და­პირ ვი­ტყვით, რომ შე­თან­ხმე­ბის­კენ მივ­დი­ვართ თუ არ მივ­დი­ვართ შე­თან­ხმე­ბის­კენ. ჩვე­ნი პო­ზი­ცია ყვე­ლამ კარ­გად იცის - არა­ფე­რი არ შეც­ვლი­ლა, თუმ­ცა ამ მო­ლაპ­რა­კე­ბე­ბის მთა­ვა­რი ში­ნა­არ­სი არის, რომ ევ­რო­პულ­მა და ამე­რი­კულ­მა მხა­რემ, შე­საძ­ლოა, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა და­დოს მა­გი­და­ზე. რა იქ­ნე­ბა ეს მო­საზ­რე­ბა?! რა იქ­ნე­ბა მათ­თვის გო­ნივ­რუ­ლი, ობი­ექ­ტუ­რი შე­თან­ხმე­ბის კომ­პრო­მი­სუ­ლი ვა­რი­ან­ტი?! ჯერ ნამ­დვი­ლად არ ვიცი. ფორ­მატ­ში - და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ცი­ი­დან მე­დი­ა­ცი­ის­კენ გა­დას­ვლა ნიშ­ნავს, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მათ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა ექ­ნე­ბათ, ამ შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­ნარ­ჩე­ნი ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა და რო­გორ.

მთა­ვა­რი სა­კი­თხი არის ის, რომ რა­ღაც ნა­ბი­ჯი უნდა გა­და­იდ­გას, თუ ნა­ბი­ჯი შე­თან­ხმე­ბის­კენ არ გა­და­იდ­გა არც შარლ მი­შელს არ ექ­ნე­ბა ტყუ­ი­ლად შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი და ბრი­უ­სელ­ში ძა­ლით ვერ ჩა­ვალთ და ვერ ვე­ტყვით შეგ­ვხვდითთ­ქო, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი არის დღე­ვან­დელ დღე­ზე, ვხე­დავთ ნა­თელ მო­მა­ვალს შე­თან­ხმე­ბის თუ ვერ ვხე­დავთ?! აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ ევ­რო­პუ­ლი მხა­რე იტყვის, რა თქმა უნდა, ბრი­უ­სელ­შიც ჩა­ვალთ და შარლ მი­შელ­საც შევ­ხვდე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მი­ვე­სალ­მე­ბი, რომ მათი მხრი­დან მო­იხ­სნა ის ხე­ლოვ­ნუ­რი წი­თე­ლი ხა­ზე­ბი, რომ­ლებ­საც ატა­რებ­დნენ მთელ რიგ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შეხ­ვედ­რა გა­მო­ა­ჩენს არის ეს რი­ტო­რი­კა სი­ტყვე­ბი - სი­ტყვე­ბის­თვის, თუ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მზად­ყოფ­ნა­ში კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პრო­მი­სი­სა და შე­თან­ხმე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რო­მე­ლი მხა­რე რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ტვირთს იღებს იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა გა­მო­იყ­ვა­ნონ კრი­ზი­სი­დან.

"მი­ვე­სალ­მე­ბი იმ გან­ცხა­დე­ბე­ბის ტო­ნა­ლო­ბას, რო­მე­ლიც გა­კეთ­და დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან. მი­ვე­სალ­მე­ბი, რომ მათი მხრი­დან მო­იხ­სნა ის ხე­ლოვ­ნუ­რი წი­თე­ლი ხა­ზე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი ატა­რებ­დნენ მთელ რიგ სა­კი­თხებ­თან, მათ შო­რის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­თან და პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შეხ­ვედ­რა გა­მო­ა­ჩენს არის ეს რი­ტო­რი­კა სი­ტყვე­ბი - სი­ტყვე­ბის­თვის თუ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მზად­ყოფ­ნა­ში კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პრო­მი­სი­სა და შე­თან­ხმე­ბის­თვის. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი ასა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა მათ პო­ზი­ცი­ა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს. ჩვენ ჩვე­ნი მხრი­დან მზად ვართ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის და იმი­სათ­ვის, რომ მაქ­სი­მუ­მი დავ­დოთ, შე­დე­გი დად­გეს და ქვე­ყა­ნა კრი­ზი­სი­დან გა­მო­ვი­დეს. სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გვე­ცო­დი­ნე­ბა, რო­მე­ლი მხა­რე რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ტვირთს იღებს იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ კრი­ზი­სი­დან“, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ბაქ­რა­ძემ.

და­ვით ბაქ­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, რო­დე­საც და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის არ არ­სე­ბობს შე­თან­ხმე­ბის რე­სურ­სი და მხა­რე­ე­ბი ვერ თან­ხმდე­ბი­ან რა გზა აირ­ჩი­ონ სა­მო­მავ­ლოდ პლე­ბის­ცი­ტის და­ნიშ­ვნა სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია.

"პლე­ბის­ციტ­ზე დიდი ხა­ნია სა­უ­ბა­რი და მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. არი­ან ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, ვის­თვი­საც პლე­ბის­ცი­ტის იდეა მი­უ­ღე­ბე­ლია, მე მათ რი­ცხვს არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი. რო­დე­საც და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის არ არ­სე­ბობს შე­თან­ხმე­ბის რე­სურ­სი და მხა­რე­ე­ბი ვერ თან­ხმდე­ბი­ან რა გზა აირ­ჩი­ონ სა­მო­მავ­ლოდ, სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი გზაა მივ­მარ­თოთ ხალ­ხს და გა­ვი­გოთ, რას ფიქ­რობს მო­სახ­ლე­ო­ბა ამ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ნუ ვიჩ­ქა­რებთ, ჯერ­ჯე­რო­ბით პლე­ბის­ცი­ტის სა­კი­თხიც არ დგას მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, ამი­ტომ წი­ნას­წარ კომ­პრო­მისს ვერ ვი­ტყვით რა იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რებს აგ­რძე­ლებს. შეხ­ვედ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი, კარლ ჰარ­ცე­ლი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგ­ნა­ნი ეს­წრე­ბი­ან. ​

შარლ მი­შე­ლის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს 12 მარტს ეს­ტუმ­რა. კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის ვი­ზი­ტის მი­ზა­ნია, ჩა­ერ­თოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შე­ლის მიერ 1-ელ მარტს ინი­ცი­რე­ბულ, გა­ნახ­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კურ დი­ა­ლოგ­ში, მას­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პარ­ტი­ის ლი­დერ­თან ერ­თად.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1
7

კრემლი არ დათმობს, შეთანხმება ოცნების მხრიდან არ მოხდება.

ლეშები
53

ქვეყნის რეკეტიორ-გამტყავებლები

ავტორი:

"შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული" - რა განცხადებები გააკეთეს ოპოზიციის ლიდერებმა დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე და შემდეგ

"შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული" - რა განცხადებები გააკეთეს ოპოზიციის ლიდერებმა დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე და შემდეგ

მთავარი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, მათ უნდა გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯი იმისათვის, რომ ახალი არჩევნები ნორმალური წესით ჩატარდეს. არ არსებობს ნდობა ხელისუფლების მიმართ, ინსტიტუტების მიმართ და ეს ნდობა უნდა აღდგეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციის მხრიდან საუბარი თანამდებობების განაწილებას არ შეეხება და თანამდებობების სურვილი რომ ჰქონოდათ, შეიძლება ,,პარლამენტშიც ყოფილიყვნენ თბილ კაბინეტებში“.

"ჩვენ გვქონდა საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც ჩამოწერილი იყო, პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიან გეგმაში და იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებამ კარგად იცის - მათ შორის ვადამდელ არჩევნებთან და პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით. ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს მოლაპარაკებებში და თუ ის გარეთ არ არის რთულია რაიმე გადაწყვეტილებაზე საუბარი. ეს არის ამ შეხვედრის ზოგადი შეფასება, თუმცა დეტალებში ვერ შევალ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს იქნება განგრძობითი პროცესი. ეს არის ის ჩამონათვალი და ხედვა როგორ უნდა გადაიჭრას ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისი. ყველას კარგად ესმის, რომ სიტუაცია არის მძიმე, სჭირდება გადაჭრა და ჩამოყალიბდა ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. მინდა ყველას ძალიან კარგად ესმოდეს, რომ აქ არის საუბარი თანამდებობების განაწილებაზე ჩვენი მხრიდან. ჩვენ რომ თანამდებობების სურვილი გვქონოდა შეიძლება პარლამენტშიც ვყოფილიყავით თბილ კაბინეტებში. მედიატორების პოზიციაა, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ თემებზე, რომელიც ჩამოთვლილია გეგმაში, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და სხვა. მედიატორებმა საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება. მთავარი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, მათ უნდა გადმოდგან შემხვედრი ნაბიჯი იმისათვის, რომ ახალი არჩევნები ნორმალური წესით ჩატარდეს. არ არსებობს ნდობა ხელისუფლების მიმართ, ინსტიტუტების მიმართ და ეს ნდობა უნდა აღდგეს“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ჩვენ, საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას, გვსურს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით, რა მოლოდინიც აქვს ხალხს, რაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და მის სტაბილურ განვითარებას და ეს მოითხოვს ცხადია, კომპრომისებს და იმედია, რომ ეს ყველას ესმის, - ამის შესახებ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა პროდუქტიული იყო, თუმცა საუბრის გაგრძელება კიდევ საჭიროა.

„დღეს გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ 6 პუნქტზე, რაც არის ასახული მიშელის მიერ ჩამოყალიბებულ გეგმაში. გარკვეულწილად გვქონდა პროგრესი იმ თვალსაზრისით, რომ გვქონდა საუბარი თემებზე და უფრო დეტალური მსჯელობის შესაძლებლობა მოგვეცა სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესი. ჩვენი მხრიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის, რომ ოპოზიციის ამოცანა, ამ მოლაპარაკებების პროცესში, არის შედეგის დადება და ეს შედეგი უკავშირდება ჩვენი ქევყნის, სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს, რაც უკავშირდება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ფაქტობრივად, განახლებას თუ აღდგენას იმისთვის, რომ ქვეყანაში მივიღოთ არჩევნები, რომელსაც ექნება ის ფუნქცია, რა დანიშნულებაც აქვს არჩევნებს დემოკრატიულ სახელმწიფოში. ეს მოითხოვს ძალიან ბევრ საკითხზე მსჯელობას, ძალიან ბევრ საკითხზე შეთანხმებას: პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ მართლმსაჯულებაზე, ასევე საარჩევნო რეფორმაზე, და ბევრ სხვა საკითხზე და ცხადია, ერთი შეხვედრით ყველა ეს საკითხი ვერ მოგვარდება.

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული, მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ კიდევ დაგვჭირდება საუბრის გაგრძელება. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ, საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას, გვსურს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით რა მოლოდინიც აქვს ჩვენს ხალხს და რაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და მის სტაბილურ განვითარებას და ეს მოითხოვს ცხადია, კომპრომისებს და იმედია, რომ ეს ყველას ესმის, მათ შორის, ხელისუფლებას პირველ რიგში, რადგან მათ ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში.

მე ვფიქრობ, რომ ახლა რაიმე პროგნოზის გაკეთება როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები, ჯერ ადრეა. მინდა ვუთხრა ჩვენს ამომრჩევლებს და ქართველ ხალხს, მინდა დავარწმუნო ყველა მოქალაქე, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმების შედეგად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო, შესაბამისად თითოეული საქართველოს მოქალაქის მომავალი გამოიყურებოდეს უკეთესად და არა უარესად“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დღევანდელი შეხვედრა ძალიან სერიოზული, პროდუქტიული იყო - პოზიტიურად ვარ განწყობილი, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდეს, - ამის შესახებ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სამნიძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია ერთად მუშაობას შეძლებს.

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან სერიოზული იყო იმით, რომ ყველა საკითხზე დაწვრილებით ვისაუბრებთ. ყველა იმ საკითხზე, რომელიც შარლ მიშელის მიერ იყო ჩამოთვლილი. შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო, კონკრეტიკაზეც შევძელით ლაპარაკი, რა თქმა უნდა, მე შინაარსზე ლაპარაკი არ შემიძლია, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პოზიტიურად განწყობილი ვარ, იმისთვის რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდეს, რაც საბოლოო ჯამში, შეთანხმებას ნიშნავს. შეთანხმება ნიშნავს, კომპრომისზე წასვლას და კომპრომისი მოლაპარაკების ორივე მხარეს ეკუთნის. ამიტომ მაქვს იმედი, როგორც ხელისუფლება, ასევე ჩვენც შევძლებთ, ქვეყნის სტაბილური განვითარების მიზნით ერთად მუშაობას. ეს კომპრომისები იქნება ორმხრივი“, - განაცხადა სამნიძემ.

"ქვეყანას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება, ახლა გადასაწყვეტია საკითხი, როგორ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე - პლებისციტი ამ არჩევნებამდე მისასვლელი გზაა", - აღნიშნული განცხადება კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე პარტია “ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

“მგონი, ყველა უნდა წავიდეთ კომპრომისზე იმიტომ, რომ ქვეყანას მეტი კომპრომისის საშუალება აღარ აქვს. ამაზე მეტი კომპრომისი არ არსებობს, რომ ჩვენ მოქალაქეებს ვკითხოთ თუ რა უნდათ მათ“, - განაცხადა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძემ.

პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე იმისთვის მოვიდნენ, რომ შეთანხმებას მიაღწიონ.

“ჩვენი შეთავაზება დიდი ხანია გაკეთებულია“, - დასძინა ჯაფარიძემ დანიელსონთან შეხვედრის წინ.

"გამოჩნდება რამდენად მოახერხეს მედიატორებმა პოზიციების დაახლოება - თუ რაიმენაირად შესაძლებელია შეთანხმებამდე მისვლა, ალბათ, შესაძლებელია დღეს", - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარს შინაარსი დაეკარგება, თუ პოლიტპატიმრები გარეთ არ იქნებიან და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება.

„ჩემი შეხვედრა ახლა უნდა დაიწყოს, გამოჩნდება რამდენად მოახერხეს მედიატორებმა პოზიციების დაახლოება. ამ წუთში, მე არ მაქვს ინფორმაცია, როგორ ჩატარდა შეხვედრა, მაგიდაზე რა წინადადებები დევს. რამდენიმე საკითხი პრინციპულია, მაგალი​თად, პოლიტპატიმრები გარეთ უნდა იყვნენ, ამის გარეშე საუბარს შინაარსი არ აქვს. მეორე, ხელახალი არჩევნებია და ამაზე რამენაირად უნდა მივიდეთ. ეს გზა როგორი იქნება არ ვიცი... პლებისციტი, ცხადია, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისია. თუ რაიმენაირად შესაძლებელია შეთანხმებამდე მისვლა, ალბათ, შესაძლებელია დღეს. ამაზე უფრო მაღალი რანგის ვინ უნდა ჩაერთოს მედიაციის პროცესში, უბრალოდ, არ ვიცი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

"ჩვენი პოზიცია ყველამ კარგად იცის - არაფერი არ შეცვლილა, თუმცა ამ მოლაპარაკებების მთავარი შინაარსი არის, რომ ევროპულმა და ამერიკულმა მხარემ, შესაძლოა, საკუთარი მოსაზრება დადოს მაგიდაზე", - ამის შესახებ კი დანიელსონთან შეხვედრამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი დღევანდელ დღეზეა დამოკიდებული.

„მე ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრაზე უფრო დეტალურად უნდა მოვისმინოთ საით მივდივართ. დღეს საღამომდე, ხვალ გამთენიამდე პირდაპირ ვიტყვით, რომ შეთანხმებისკენ მივდივართ თუ არ მივდივართ შეთანხმებისკენ. ჩვენი პოზიცია ყველამ კარგად იცის - არაფერი არ შეცვლილა, თუმცა ამ მოლაპრაკებების მთავარი შინაარსი არის, რომ ევროპულმა და ამერიკულმა მხარემ, შესაძლოა, საკუთარი მოსაზრება დადოს მაგიდაზე. რა იქნება ეს მოსაზრება?! რა იქნება მათთვის გონივრული, ობიექტური შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი?! ჯერ ნამდვილად არ ვიცი. ფორმატში - დასავლელი პარტნიორების ფასილიტაციიდან მედიაციისკენ გადასვლა ნიშნავს, რომ დარწმუნებული ვარ მათ საკუთარი მოსაზრება ექნებათ, ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, დანარჩენი ვნახოთ რა იქნება და როგორ.

მთავარი საკითხი არის ის, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას, თუ ნაბიჯი შეთანხმებისკენ არ გადაიდგა არც შარლ მიშელს არ ექნება ტყუილად შეხვედრის სურვილი და ბრიუსელში ძალით ვერ ჩავალთ და ვერ ვეტყვით შეგვხვდითთქო, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული არის დღევანდელ დღეზე, ვხედავთ ნათელ მომავალს შეთანხმების თუ ვერ ვხედავთ?! აქედან გამომდინარე, თუ ევროპული მხარე იტყვის, რა თქმა უნდა, ბრიუსელშიც ჩავალთ და შარლ მიშელსაც შევხვდებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

მივესალმები, რომ მათი მხრიდან მოიხსნა ის ხელოვნური წითელი ხაზები, რომლებსაც ატარებდნენ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრა გამოაჩენს არის ეს რიტორიკა სიტყვები - სიტყვებისთვის, თუ გამოიხატება მზადყოფნაში კონკრეტული კომპრომისისა და შეთანხმებისთვის, - ამის შესახებ შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სულ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას და ტვირთს იღებს იმისათვის, რომ ქვეყანა გამოიყვანონ კრიზისიდან.

,,მივესალმები იმ განცხადებების ტონალობას, რომელიც გაკეთდა დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან. მივესალმები, რომ მათი მხრიდან მოიხსნა ის ხელოვნური წითელი ხაზები, რომლებსაც ისინი ატარებდნენ მთელ რიგ საკითხებთან, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებთან და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. შეხვედრა გამოაჩენს არის ეს რიტორიკა სიტყვები - სიტყვებისთვის თუ გამოიხატება მზადყოფნაში კონკრეტული კომპრომისისა და შეთანხმებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს განცხადებები ასახული იქნება მათ პოზიციაში მოლაპარაკებების დროს. ჩვენ ჩვენი მხრიდან მზად ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის და იმისათვის, რომ მაქსიმუმი დავდოთ, შედეგი დადგეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. სულ რამდენიმე საათში გვეცოდინება, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას და ტვირთს იღებს იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განმარტებით, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის არ არსებობს შეთანხმების რესურსი და მხარეები ვერ თანხმდებიან რა გზა აირჩიონ სამომავლოდ პლებისციტის დანიშვნა სრულიად ბუნებრივია.

"პლებისციტზე დიდი ხანია საუბარი და მსჯელობა მიმდინარეობს. არიან ოპოზიციური პარტიები, ვისთვისაც პლებისციტის იდეა მიუღებელია, მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები. როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის არ არსებობს შეთანხმების რესურსი და მხარეები ვერ თანხმდებიან რა გზა აირჩიონ სამომავლოდ, სრულიად ბუნებრივი გზაა მივმართოთ ხალხს და გავიგოთ, რას ფიქრობს მოსახლეობა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ნუ ვიჩქარებთ, ჯერჯერობით პლებისციტის საკითხიც არ დგას მოლაპარაკებებში, ამიტომ წინასწარ კომპრომისს ვერ ვიტყვით რა იქნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

“ოცნება" გვთავაზობდა, თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა" - კიდევ რა თემები განიხილებოდა მოლაპარკებებისას?

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"