სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?
გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

79 წ. ვე­ზუ­ვის ცნო­ბი­ლი ამოფრქვე­ვის შემ­დეგ, მხო­ლოდ პომ­პეი არ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლა. სა­ნა­პი­როს სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე ჰერ­კუ­ლა­ნუ­მი - პირ­ვე­ლი ქა­ლა­ქი იყო, რო­მე­ლიც გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი სტი­ქი­ის მსხვერ­პლი გახ­და. ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთლი­ა­ნად აღი­გა­ვა პი­რი­სა­გან მი­წი­სა. ამ ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე­ობ­და იუ­ლი­უს კე­ის­რის სი­მამ­რის, ლუ­ცი­უს კალ­პურ­ნი­უს პი­სოს მა­მუ­ლი, რო­მელ­საც მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა ჰქონ­და. ის იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ ექ­სპერ­ტებ­მა მას პა­პი­რუ­სე­ბის ვილა უწო­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა გრაგ­ნი­ლი და­ნახ­ში­რე­ბუ­ლია და მეც­ნი­ე­რებს აქამ­დე, მათი წა­კი­თხვეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქო­ნი­ათ...

თუმ­ცა, ახლა სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა და მულ­ტი-სპექტრუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის წყა­ლო­ბით, პი­სოს ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან ამო­ღე­ბუ­ლი 1800-ზე მეტი გრაგ­ნი­ლის დე­შიფ­რი­რე­ბა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ეს უძ­ვე­ლე­სი გრაგ­ნი­ლე­ბი, ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი ეპო­ქი­დან შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ყვე­ლა­ზე დიდი ბიბ­ლი­ო­თე­კის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც 1749 წ. კარლ ვე­ბერ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა. მეც­ნი­ე­რი იმ დროს, პომ­პე­ი­ში და ჰერ­კუ­ლა­ნუმ­ში პირ­ველ კა­ნო­ნი­ერ გა­თხრებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. გარ­და ამი­სა, ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც გრაგ­ნი­ლე­ბის წა­კი­თხვა სცა­და და მი­უ­ხე­და­ვად დიდი სიფრ­თხი­ლი­სა, რო­მელ­საც ვე­ბე­რი გრაგ­ნი­ლე­ბის გახ­სნი­სას იჩენ­და, არ­ტი­ფაქ­ტე­ბი იმ­სხვრე­ო­და და იმა­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცია ნად­გურ­დე­ბო­და, ვიდ­რე გა­დარ­ჩე­ნი­ლი ტექ­სტის ნა­წი­ლე­ბის დე­შიფ­რი­რე­ბით იკ­რი­ბე­ბო­და.

კენ­ტუ­კის (აშშ) უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა, პროფ. ბრენტ სილ­ზის (Brent Seales) ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის და ვირ­ტუ­ა­ლუ­რი გა­რე­მოს, Diamond Light Source ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­თან ერ­თად, კვლე­ვის ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა აირ­ჩი­ეს - მათ გრაგ­ნი­ლის გახ­სნის ნაც­ვლად, მისი მა­ღა­ლი ენერ­გი­ის რენტგე­ნის სხი­ვე­ბით დას­ხი­ვე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ხოლო, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი სპე­ცი­ა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მით და­ა­მუ­შა­ვეს, რო­მე­ლიც პროფ. სილ­ზის მიერ იყო და­წე­რი­ლი.

მეც­ნი­ერ­თა გან­მარ­ტე­ბით, ამ გზით გრაგ­ნი­ლე­ბის შიდა სტრუქ­ტუ­რა ეკ­რან­ზე მა­შინ­ვე გა­მოჩ­ნდე­ბა და მისი ში­ნა­არ­სის წა­კი­თხვა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლი.

ამ­ჟა­მად, ჰერ­კუ­ლა­ნუ­მის გრაგ­ნი­ლე­ბის (Herculaneum Papyri) უმე­ტე­სო­ბა ნე­ა­პო­ლის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში (Biblioteca Nazionale di Napoli) ინა­ხე­ბა და ბრენტ სილ­ზი, 13 წელ­ზე მე­ტია, მათი კვლე­ვის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობ­და. მაგ­რამ, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც გრაგ­ნი­ლე­ბია და­ცუ­ლი, არ­ტი­ფაქ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, მას ამის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. ბო­ლოს, 2 წლის წინ, რო­გორც იქნა, Institut de France-მ, რო­მე­ლიც 6 გრაგ­ნილს ფლობს, იმ 3 ფრაგ­მენ­ტის შეს­წავ­ლის უფ­ლე­ბა მის­ცა, რო­მე­ლიც პა­პი­რუ­სის გახ­სნის მცდე­ლო­ბი­სას იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

არა­ერ­თი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის და პროგ­რა­მის დახ­ვე­წის შემ­დეგ, მეც­ნი­ერ­მა სა­კუ­თა­რი კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცია ოქსფორდში მო­ა­წყო და და­ამ­ტკი­ცა, რომ მისი მე­თო­დი ნამ­დვი­ლად მუ­შა­ობს! მან სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა წარ­მო­ად­გი­ნა, გრაგ­ნი­ლის ცალ­კე­უ­ლი ფურ­ცლე­ბით, რომ­ლის გა­ყო­ფა აქამ­დე, წარ­მო­უდ­გენ­ლად ით­ვლე­ბო­და. ეს სა­ო­ცა­რი შე­დე­გი ბევ­რმა მეც­ნი­ერ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ურ გარ­ღვე­ვად ჩათ­ვა­ლა, იმ ათა­სო­ბით ხელ­ნა­წე­რის საქ­მე­ში, რომ­ლის კვლე­ვა, პა­პი­რუ­სე­ბის მყი­ფე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, აქამ­დე შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო.

სილ­ზის თქმით, გრაგ­ნი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ეპი­კუ­რიზ­მის სწავ­ლე­ბის პრინ­ცი­პებს შე­ი­ცავ­დეს, რო­მე­ლიც ძვ. წ. აღრ. I სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან, რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფარ­თოდ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, გრაგ­ნი­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, ლა­თი­ნურ ტექ­სტებ­საც შე­ი­ცავ­დეს, რად­გან იმ პე­რი­ო­დის კლა­სი­კურ ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში, რო­გორც ბერ­ძნუ­ლი, ისე ლა­თი­ნუ­რი სექ­ცი­ე­ბი იყო და არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კის დიდი ნა­წი­ლი, ჯე­რაც არ იყოს აღ­მო­ჩე­ნი­ლი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

79 წ. ვეზუვის ცნობილი ამოფრქვევის შემდეგ, მხოლოდ პომპეი არ განადგურებულა. სანაპიროს სიახლოვეს მდებარე ჰერკულანუმი - პირველი ქალაქი იყო, რომელიც გამანადგურებელი სტიქიის მსხვერპლი გახდა. ის, ფაქტობრივად, მთლიანად აღიგავა პირისაგან მიწისა. ამ ქალაქში მდებარეობდა იულიუს კეისრის სიმამრის, ლუციუს კალპურნიუს პისოს მამული, რომელსაც მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ის იმდენად დიდი იყო, რომ ექსპერტებმა მას პაპირუსების ვილა უწოდეს. სამწუხაროდ, ყველა გრაგნილი დანახშირებულია და მეცნიერებს აქამდე, მათი წაკითხვეს შესაძლებლობა არ ჰქონიათ...

თუმცა, ახლა სიტუაცია შეიცვალა და მულტი-სპექტრული გამოსახულების ტექნოლოგიის წყალობით, პისოს ბიბლიოთეკიდან ამოღებული 1800-ზე მეტი გრაგნილის დეშიფრირება უკვე შესაძლებელია.

ეს უძველესი გრაგნილები, ბერძნულ-რომაული ეპოქიდან შემორჩენილი, ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის ნაწილია, რომელიც 1749 წ. კარლ ვებერმა აღმოაჩინა. მეცნიერი იმ დროს, პომპეიში და ჰერკულანუმში პირველ კანონიერ გათხრებს ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გრაგნილების წაკითხვა სცადა და მიუხედავად დიდი სიფრთხილისა, რომელსაც ვებერი გრაგნილების გახსნისას იჩენდა, არტიფაქტები იმსხვრეოდა და იმაზე მეტი ინფორმაცია ნადგურდებოდა, ვიდრე გადარჩენილი ტექსტის ნაწილების დეშიფრირებით იკრიბებოდა.

კენტუკის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პროფ. ბრენტ სილზის (Brent Seales) ხელმძღვანელობით, გაერთიანებული სამეფოს ვიზუალიზაციის და ვირტუალური გარემოს, Diamond Light Source ცენტრის დირექტორთან ერთად, კვლევის ახალი მიმართულება აირჩიეს - მათ გრაგნილის გახსნის ნაცვლად, მისი მაღალი ენერგიის რენტგენის სხივებით დასხივება გადაწყვიტეს. ხოლო, მიღებული შედეგი სპეციალური კომპიუტერული პროგრამით დაამუშავეს, რომელიც პროფ. სილზის მიერ იყო დაწერილი.

მეცნიერთა განმარტებით, ამ გზით გრაგნილების შიდა სტრუქტურა ეკრანზე მაშინვე გამოჩნდება და მისი შინაარსის წაკითხვა იქნება შესაძლებლი.

ამჟამად, ჰერკულანუმის გრაგნილების (Herculaneum Papyri) უმეტესობა ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (Biblioteca Nazionale di Napoli) ინახება და ბრენტ სილზი, 13 წელზე მეტია, მათი კვლევის უფლების მოპოვებას ცდილობდა. მაგრამ, ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები, რომლებშიც გრაგნილებია დაცული, არტიფაქტების უსაფრთხოების მიზნით, მას ამის უფლებას არ აძლევდნენ. ბოლოს, 2 წლის წინ, როგორც იქნა, Institut de France-მ, რომელიც 6 გრაგნილს ფლობს, იმ 3 ფრაგმენტის შესწავლის უფლება მისცა, რომელიც პაპირუსის გახსნის მცდელობისას იყო დაზიანებული.

არაერთი კვლევის ჩატარების და პროგრამის დახვეწის შემდეგ, მეცნიერმა საკუთარი კვლევის პრეზენტაცია ოქსფორდში მოაწყო და დაამტკიცა, რომ მისი მეთოდი ნამდვილად მუშაობს! მან სამგანზომილებიანი გამოსახულება წარმოადგინა, გრაგნილის ცალკეული ფურცლებით, რომლის გაყოფა აქამდე, წარმოუდგენლად ითვლებოდა. ეს საოცარი შედეგი ბევრმა მეცნიერმა რევოლუციურ გარღვევად ჩათვალა, იმ ათასობით ხელნაწერის საქმეში, რომლის კვლევა, პაპირუსების მყიფე მდგომარეობის გამო, აქამდე შეჩერებული იყო.

სილზის თქმით, გრაგნილები შეიძლება ეპიკურიზმის სწავლების პრინციპებს შეიცავდეს, რომელიც ძვ. წ. აღრ. I საუკუნის დასაწყისიდან, რომის ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. გარდა ამისა, გრაგნილები, შეიძლება, ლათინურ ტექსტებსაც შეიცავდეს, რადგან იმ პერიოდის კლასიკურ ბიბლიოთეკებში, როგორც ბერძნული, ისე ლათინური სექციები იყო და არც ის არის გამორიცხული, რომ ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი, ჯერაც არ იყოს აღმოჩენილი. წაიკითხეთ სრულად