სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"100 000 ძლივს მიაშავა ამხელა ქონებიდან ცოლს" - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბასილაშვილი შვილს ალიმენტს არ უხდის, რას პასუხობს მას ჩოგბურთელის ადვოკატი?
"100 000 ძლივს მიაშავა ამხელა ქონებიდან ცოლს" - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბასილაშვილი შვილს ალიმენტს არ უხდის, რას პასუხობს მას ჩოგბურთელის ადვოკატი?

ჩოგ­ბურ­თის დო­ჰას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი გახ­და და ამით მან კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. და­ჯილ­დო­ვე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ქარ­თუ­ლად მი­მარ­თა შვილს: "ლუ­კას, მა­მი­კო, მინ­და და­ი­მახ­სოვ­რო, შენ ხარ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გულ­შე­მატ­კივ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიდი მად­ლო­ბა გვერ­დით დგო­მის­თვის".

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ერ­თა­დერ­თი ვაჟი, ლუ­კა­სი ჰყავს, რო­მე­ლიც დე­დას­თან, ნელი (ნეკა) დო­რო­ყაშ­ვილ­თან იზ­რდე­ბა. წყვი­ლი სკან­და­ლუ­რად და­შორ­და ერ­თმა­ნეთს. ცოლ­მა ის ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რის მერე ჩოგ­ბურ­თე­ლი და­ა­კა­ვეს კი­დეც, თუმ­ცა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. თა­ვად ბა­სი­ლაშ­ვი­ლი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს. ამ საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა ჯერ არ გა­მარ­თუ­ლა.

ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის იცავს". ყო­ფილ ცოლ-ქმარს შო­რის დავა გრძელ­დე­ბა.

გუ­შინ­დე­ლი ტრი­უმ­ფის შემ­დეგ, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის შვი­ლი­სად­მი ემო­ცი­ურ მი­მარ­თვას მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ად­ვო­კა­ტი, ანა აბა­ში­ძე გა­მო­ეხ­მუ­რა:

ასევე დაგაინტერესებთ
09:32 / 13-03-2021

"ყველა მტკიცებულება მოპოვებულია ნეკას საქმეში... "ოცნებასთან" შეკრულმა ჭკადუამ თავად შეთხზა არარსებულ წერილზე მითი" - რას წერს ბაია პატარაია

16:15 / 13-03-2021

"რატომ ატყუებს ირმა ჭკადუა ნიკოლოზს?" - რას წერს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი?

16:21 / 14-03-2021

"ბასილაშვილს პირადად ვინცობ... ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად არასწორი სამიზნე შეარჩიეს" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ჩოგბურთელზე

23:42 / 14-03-2021

"კონტრაქტით, ნელიმ მლნ-ზე მეტის ღირებულების ქონება მიიღო, სახლი და კომერციული ფართი, საიდანაც თვიურად ათასობით ლარს იღებს, დამატებით ითხოვს სხვა სახლს" - ბასილაშვილის ადვოკატი

20:29 / 15-03-2021

"ბავშვზე განახორციელეს ზეწოლა, ვიდეოები ჩააწერინეს, სადაც ამბობს, ბებია და ბაბუა თავში მირტყამენო" - ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა

"ამას არ დავ­წერ­დი ნამ­დვი­ლად, რომ არა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ეპა­ტა­ჟუ­რი სი­ტყვა შვი­ლის შე­სა­ხებ. მას შვი­ლის­თვის წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია ალი­მენ­ტი არ გა­და­უხ­დია. უფრო მე­ტიც, სა­კუ­თარ შვილს სახ­ლს არ­თმევს სა­სა­მარ­თლოს გზით", - და­წე­რა ანა აბა­ში­ძემ.

ად­ვო­კა­ტის პოსტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ი­აც:

"ესეც თქვე­ნი სა­ნა­ქე­ბო კაცი, შვილს (და არა ცოლს, ცოლს უკვე წა­არ­თვა) სახ­ლს არ­თმევს სა­სა­მარ­თლო­თი და წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია ალი­მენტს არ უხ­დის ბავ­შვს. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლო­თი აქვს აკ­რძა­ლუ­ლი შვილ­თან მი­ახ­ლო­ვე­ბა - ნეტა რატო? პ.ს. არა­ი­უ­რის­ტე­ბის­თვის და­ვა­მა­ტებ, რომ ალი­მენ­ტის არ­გა­დახ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფორ­მაა.

პ.პ.ს. მალე ყვე­ლა გა­ი­გებს ვი­ნაა ეგ კაცი სი­ნამ­დვი­ლე­ში", - წერს ბაია პა­ტა­რა­ია.

პა­ტა­რა­ი­ას სტა­ტუსს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. ზოგ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა მას, ზო­გი­ერ­თი პი­რი­ქით, ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფილ ცოლს ადა­ნა­შა­უ­ლებს ამ სკან­დალ­ში. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლაშა ბე­ქა­უ­რი წერს:

"შვი­ლი ია­რა­ღად არ უნდა აქ­ციო ფუ­ლის მი­სა­ღე­ბად, ამ სა­ჯა­რო და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე რა თან­ხას იღებ­და ყო­ფი­ლი ცოლი? ძაან ვცდი­ლობ შენი გა­და­სა­ხე­დი­ან შევ­ხე­დო, სა­კუ­თარ ფე­მი­ნის­ტო­ბა­საც ვა­დას­ტუ­რებ და ქალ­თა უფ­ლე­ბებს, მაგ­რამ ესე­თი ქე­ი­სე­ბი გან­ცდას მი­ჩენს, რომ ქა­ლის როლს სწო­რედ ესე­თი ფულ­ზე მო­ნა­დი­რე ინ­დი­ვი­დე­ბი აკ­ნი­ნე­ბენ, ჩემს სი­ტყვებს უკან წა­ვი­ღებ თუ მაგ გო­გოს ქო­ნე­ბი­დან წილი და ათასე­ბი არ მო­უ­თხო­ვია და არ მი­უ­ღია გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ... და თან მხო­ლოდ ქარ­თველ ქალ­თან რომ აქვს ამ ბიჭს პრობ­ლე­მე­ბი, ქარ­თულ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან და ის გერ­მა­ნე­ლი გოგო მა­ზო­ხის­ტია ალ­ბათ ხომ?!".

მას ბაია პა­ტა­რა­ი­ამ ასე უპა­სუ­ხა:

"და რა თან­ხას იღებ­და? არა­ფერს, ნულს! ქო­ნე­ბაც კი არ გა­უ­ყო ნა­ხე­ვა­რი, რაის ნა­ხე­ვა­რი? ერთი 100 000 ძლივს მი­ა­შა­ვა მთე­ლი ამ­ხე­ლა ქო­ნე­ბი­დან ცოლს. შვილს კი­დევ სახ­ლს არ­თმევს. ასე­ვე ალი­მენ­ტი ბავ­შვი­საა და არა ცო­ლის, იქ­ნებ ოდეს­მე შე­იგ­ნოთ ეგ ქარ­თველ­მა კა­ცებ­მა".

თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს ასე­ვე ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის კი­დევ ერთი ად­ვო­კა­ტი, ანა თავ­ხე­ლი­ძე:

"ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ვინც შე­მა­კა­ვე­ბელ ორ­დე­რებს ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებთ, მინ­და მათ­თვის დავ­წე­რო რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა:

1. პო­ლი­ცი­ამ 6 შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი ბა­სი­ლაშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ გა­მო­წე­რა გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ.

2. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის გან­ხილ­ვის დროს ად­ვო­ა­კტებ­მა წარ­ვად­გი­ნეთ იმა­ზე მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ვიდ­რე და­კა­ვე­ბას და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას და­ე­დო სა­ფუძ­ვლად.

3. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბის სა­კითხს სა­სა­მარ­თლო იხი­ლავ­და და­ახ­ლო­ე­ბით 18 სა­ა­თი.

4. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის გან­ხილ­ვი­სას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის გარ­და, დავ­კი­თხეთ მოწ­მე­ე­ბი, გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ აუ­დიო და ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია და სხვა არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

5. ამ საქ­მე­ში შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბი­სას სა­სა­მარ­თლომ იმა­ზე უფრო მა­ღა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტი გა­მო­ი­ყე­ნა, ვიდ­რე სხვა "ჩვე­უ­ლებ­რივ" საქ­მე­ებ­ში იყე­ნებს.

6. სა­სა­მარ­თლომ ჯერ და­ად­გი­ნა, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქტს და შემ­დეგ იმ­სჯე­ლა ხე­დავ­და თუ არა ძა­ლა­დო­ბის გან­მე­ო­რე­ბის რის­კებს. ვი­ნა­ი­დან რის­კე­ბი და­ი­ნა­ხა, მან ძა­ლა­ში და­ტო­ვა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბი.

7. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­სა­მარ­თლო ვერ და­ი­ნა­ხავ­და ძა­ლა­დო­ბის გან­მე­ო­რე­ბის რის­კებს, შე­ეძ­ლო შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის პი­რო­ბე­ბი შე­ეც­ვა­ლა, მა­გა­ლი­თად, შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა ვადა, და­ერ­თო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის აღ­დგე­ნის ნება და ა.შ. რაც არ გა­ა­კე­თა სა­სა­მარ­თლომ.

8. თუ მხა­რე ხე­დავს, რომ სა­სა­მარ­ლო იღებს უკა­ნო­ნო ან/და და­უ­სა­ბუ­თე­ბელ გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბას, შე­უძ­ლია ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­როს, რაც მხა­რემ არ გა­ა­კე­თა. ცხა­დია, გა­სა­ჩივ­რე­ბა მათი უფ­ლე­ბაა და არა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

9. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის გა­მო­ცე­მის შემ­დეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს და­ე­მა­ტა ძა­ლი­ან ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბის, მოწ­მე­ე­ბის და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით.

შე­ვე­ცა­დე შე­მა­კა­ვე­ბელ ორ­დე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­კი­თხვე­ბი შე­მე­ჯა­მე­ბი­ნა. აი, ამი­ტომ ვამ­ბობთ, რომ სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი და ამის შემ­დეგ და­ტო­ვა ძა­ლა­ში შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბი".

და­ვინ­ტე­რეს­დით გაგ­ვე­გო რა­ტომ არ­თმევს შვილს სახ­ლს სპორ­ტსმე­ნი და რა­ტომ არ უხ­დის ალი­მენტს? - ვე­სუბ­რე­ბით ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ ირმა ჭკა­დუ­ას.

- ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, ეპა­ტა­ჟურს უწო­დე­ბენ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას ნელა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი და ამ­ბო­ბენ, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია მას შვი­ლის­თვის ალი­მენ­ტი არ გა­და­უხ­დი­აო, რა­ტომ არ უხ­დის ალი­მენტს შვილს?

- ერ­თა­დერ­თი რაც შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე და ბავ­შვი სრუ­ლად უზ­რუნ­ვე­ყო­ფი­ლი არი­ან რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რად, ასე­ვე ეკო­ნო­მი­უ­რად. კონ­ტრაქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე მათ მი­ი­ღეს მი­ლი­ონ­ზე მე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა, რაც მო­ი­ცავს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს და კო­მერ­ცი­ულ ფართს. ფარ­თი­დან ყო­ველ­თვი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ათა­სი ლარი აქვთ შე­მო­სა­ვა­ლი. ასე­ვე 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში ცოლ­მა ნი­კას­გან საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა მი­ი­ღო, თან­ხის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. მერ­წმუ­ნეთ ის სრუ­ლად არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლი­სად­მი, თუ რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლია და და­ნარ­ჩე­ნის შე­ფა­სე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მიგ­ვინ­დვია. ვინ არის გულ­წრფე­ლი და ვინ არის ყალ­ბი ამ ის­ტო­რი­ა­ში, ეს აშ­კა­რად ჩანს.

- რაც შე­ე­ხე­ბა ალი­მენტს, რა თან­ხის გა­დახ­და აქვს მას და­კის­რე­ბუ­ლი ალი­მენ­ტის სა­ხით და რა­ტომ არ იხ­დის?

- ალი­მენ­ტი ცალ­კე მას და­კის­რე­ბუ­ლი არ აქვს, ვი­ნა­ი­დან მათ შო­რის სა­კონ­ტრაქ­ტო სხვა პი­რო­ბე­ბი იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. რას ქვია ალი­მენ­ტი, როცა სხვა შე­მო­სავ­ლე­ბით ხარ უზ­რულ­ველ­ყო­ფი­ლი. მას ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ალი­მენ­ტიც გა­დახ­დი­ლი, ხოლო ამ­ჟა­მად ახა­ლი სარ­ჩე­ლით მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა და ითხოვს გარ­კვე­ულ ალი­მენტს.

- მა­ინც რა თან­ხა აქვს და­კის­რე­ბუ­ლი მას სა­სა­მარ­თლოს მიერ?

- სა­ერ­თოდ არ აქვს მას და­კის­რე­ბუ­ლი ალი­მენ­ტი სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან.

- ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი - ანა აბა­ში­ძე და ბაია პა­ტა­რა­ია წე­რენ, ბა­სი­ლაშ­ვი­ლი შვილს სახ­ლს არ­თმევ­სო, ამა­ზე რას იტყვით?

- მარ­თა­ლი გი­თხრათ, ვცდი­ლობ სა­ერ­თოდ არ წა­ვი­კი­თხო აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტუ­სე­ბი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ისი­ნი არ ამ­ბო­ბენ სი­მარ­თლეს. ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ბავ­შვს აქვს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, სა­დაც ის ცხოვ­რობს და კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი, სა­ი­და­ნაც იღე­ბენ შე­მო­სავ­ლებს და არის სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

- ამ სახ­ლის წარ­თმე­ვა­ზე შე­ტა­ნი­ლია სა­ჩი­ვა­რი სა­სა­მარ­თლო­ში?

- არა ეს ტყუ­ი­ლია, დო­რო­ყაშ­ვი­ლი და­მა­ტე­ბით ითხოვს კი­დევ სხვა სახ­ლს.

- ბაია პა­ტა­რა­ია წერს, მა­მას შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი აქ­ვსო, რა­ტომ?

- ესეც არის ტყუ­ი­ლი, რომ მას აქვს სა­სა­მარ­თლო­თი აკ­რძა­ლუ­ლი შვილ­თან მი­ახ­ლო­ვე­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცია. ყვე­ლამ გა­ი­გო, ვინ არის სი­ნამ­დვი­ლე­ში მარ­თა­ლი ამ ის­ტო­რი­ა­ში. იქ­ნებ და­ინ­ტე­რეს­დეთ, ვის ნა­ყიდ სახ­ლში ცხოვ­რობს ამ­ჟა­მად ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ ლა­რამ­დეა.

- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­და­უ­ხა­და დე­კემ­ბერ­შიო, ეს იყო შვი­ლის­თვის გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა?

- ეს არის კონ­ტრაქ­ტის შე­დე­გად გა­დახ­დი­ლი თან­ხა.

- რა წე­რია კონ­ტრაქ­ტში?

- ამის თქმა არ შე­მიძ­ლია. ამ სა­კი­თხებ­ზეც ზო­გა­დად არა­ვის­თან გვი­სა­უბ­რია, რად­გან ნიკა ბა­სი­ლაშ­ვილს არ უნდა ეკო­ნო­მი­კურ თე­მებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ. ხე­დავთ ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი ყო­ველ­თვის აპე­ლი­რებ­დნენ, რომ ამ ის­ტო­რი­ა­ში ფი­ნან­სე­ბი არა­ფერ შუ­ა­ში არ იყო, მაგ­რამ მათი კო­მენ­ტა­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდა, რა არის ამ ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ტყუ­ი­ლია, რომ სა­კუ­თარ შვილს სახ­ლს არ­თმევს. სახ­ლი, რო­მელ­შიც ცხოვ­რო­ბენ, ნიკა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის შე­ძე­ნი­ლია, სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს რე­მონ­ტი, ასე­ვე ყო­ფილ ცოლს ჰყავს ავ­ტო­მან­ქა­ნა, მის­ცა კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თიც და საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს იქი­დან ყო­ველ­თვი­უ­რად. რაც შე­ე­ხე­ბა და­მა­ტე­ბით სახ­ლს, რო­მელ­საც ახლა დო­რო­ყაშ­ვი­ლი ითხოვს, იყო ამ სახლზე სა­უ­ბა­რი, სა­ჩუქ­რად უნდა გა­და­ე­ცა ბა­სი­ლაშ­ვილს კი­დევ ერთი სახ­ლი მის­თვის, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, მე­ო­რე სახ­ლის გა­და­ცე­მის სა­კი­თხი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ეს დღე­ე­ბია ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­წო­დე­ბე­ბი ის­მის. ბა­ტონ ნი­კო­ლოზს მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ სურ­და. მაგ­რამ იმ აღ­ვი­რახ­სნი­ლი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კამ­პა­ნი­ის გამო, რო­მე­ლიც მის ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბას მოჰ­ყვა, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, გან­ცხა­დე­ბა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა.

ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი მას მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც მო­ძა­ლა­დეს. ეს ადას­ტუ­რებს, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ თავს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს უწო­დე­ბენ, ცალ­სა­ხად არ­ღვე­ვენ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას და კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბებს, ვი­ნა­ი­დან არც ერთ სა­სა­მარ­თლოს არ და­უდ­გე­ნია, რომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი გახ­ლავთ მო­ძა­ლა­დე ან დამ­ნა­შა­ვე. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ყვე­ლა­ფერს ეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი საგ­რან­ტო პროგ­რა­მე­ბის მი­სა­ღე­ბად იყე­ნე­ბენ. მინ­და, მივ­მარ­თო სა­ხალ­ხო დამ­ცველს, რომ და­იც­ვას მისი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, რომ­ლის მი­მარ­თაც ირ­ღვე­ვა უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია და არა­ერ­თხელ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის ენა.

- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი დო­ჰას ტურ­ნი­რი­დან ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მოხ­სნას მო­ი­თხოვ­დნე­ნო, თუმ­ცა დო­რო­ყაშ­ვი­ლის დაც­ვის მხა­რე აცხა­დებს, რომ თქვე­ნი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის ცრუ და ემ­სა­ხუ­რე­ბა ერ­თის მხრივ ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბას და სიც­რუ­ე­ში შეყ­ვა­ნას, არ­სე­ბობს ასე­თი დო­კუ­მენ­ტი მარ­თლა და ვინ ითხოვ­და კონ­კრე­ტუ­ლად ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ტურ­ნი­რი­დან მოხ­სნას?

- ამა­ზე მე გა­ვა­კე­თე კო­მენ­ტა­რი. უფრო მეტს ვერ გე­ტყვით. ად­ვო­კა­ტებს გვაქვს უფ­ლე­ბა არ და­ვა­სა­ხე­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი, უფრო მეტი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. მე რაც მინ­დო­და და რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, ის ვთქვი. ვინ რას უარ­ყოფს ეს ერ­თია, მაგ­რამ სი­მარ­თლე სხვაა.

მკითხველის კომენტარები / 190 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tbiliseli
14

რას გადაეკიდენ ამ ბიჭს ეს წურბელები, დაანებონ თავი, ნუ უნგრევენ წარმატებებს!!!

aburjga
18

არასამთავრობო გიენებმა და ფემინისტმა სვავებმა მსუყე ლუკმის სუნი იკრეს და განუწყვეტლივ უტრიალებენ ირგვლიცვ ბასილაშვილის ოჯახს!

ავტორი:

"100 000 ძლივს მიაშავა ამხელა ქონებიდან ცოლს" - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბასილაშვილი შვილს ალიმენტს არ უხდის, რას პასუხობს მას ჩოგბურთელის ადვოკატი?

"100 000 ძლივს მიაშავა ამხელა ქონებიდან ცოლს" - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბასილაშვილი შვილს ალიმენტს არ უხდის, რას პასუხობს მას ჩოგბურთელის ადვოკატი?

ჩოგბურთის დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა და ამით მან კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. დაჯილდოვების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ბასილაშვილმა ქართულად მიმართა შვილს: "ლუკას, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მიყვარხარ და მენატრები. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს საქართველოში, დიდი მადლობა გვერდით დგომისთვის".

საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთადერთი ვაჟი, ლუკასი ჰყავს, რომელიც დედასთან, ნელი (ნეკა) დოროყაშვილთან იზრდება. წყვილი სკანდალურად დაშორდა ერთმანეთს. ცოლმა ის ძალადობაში დაადანაშაულა, რის მერე ჩოგბურთელი დააკავეს კიდეც, თუმცა ბასილაშვილი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. თავად ბასილაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამ საქმეზე საბოლოო სასამართლო განხილვა ჯერ არ გამართულა.

ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იცავს". ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დავა გრძელდება.

გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის შვილისადმი ემოციურ მიმართვას მისი ყოფილი მეუღლის ადვოკატი, ანა აბაშიძე გამოეხმურა:

"ამას არ დავწერდი ნამდვილად, რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით", - დაწერა ანა აბაშიძემ.

ადვოკატის პოსტს გამოეხმაურა უფლებადამცველი ბაია პატარაიაც:

"ესეც თქვენი სანაქებო კაცი, შვილს (და არა ცოლს, ცოლს უკვე წაართვა) სახლს ართმევს სასამართლოთი და წელიწადნახევარია ალიმენტს არ უხდის ბავშვს. ასევე, სასამართლოთი აქვს აკრძალული შვილთან მიახლოვება - ნეტა რატო? პ.ს. არაიურისტებისთვის დავამატებ, რომ ალიმენტის არგადახდა ეკონომიკური ძალადობის ფორმაა.

პ.პ.ს. მალე ყველა გაიგებს ვინაა ეგ კაცი სინამდვილეში", - წერს ბაია პატარაია.

პატარაიას სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. ზოგმა მხარი დაუჭირა მას, ზოგიერთი პირიქით, ბასილაშვილის ყოფილ ცოლს ადანაშაულებს ამ სკანდალში. ინტერნეტმომხმარებელი ლაშა ბექაური წერს:

"შვილი იარაღად არ უნდა აქციო ფულის მისაღებად, ამ საჯარო დაპირისპირებამდე რა თანხას იღებდა ყოფილი ცოლი? ძაან ვცდილობ შენი გადასახედიან შევხედო, საკუთარ ფემინისტობასაც ვადასტურებ და ქალთა უფლებებს, მაგრამ ესეთი ქეისები განცდას მიჩენს, რომ ქალის როლს სწორედ ესეთი ფულზე მონადირე ინდივიდები აკნინებენ, ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ თუ მაგ გოგოს ქონებიდან წილი და ათასები არ მოუთხოვია და არ მიუღია განქორწინების შემდეგ... და თან მხოლოდ ქართველ ქალთან რომ აქვს ამ ბიჭს პრობლემები, ქართულ პროკურატურასთან და ის გერმანელი გოგო მაზოხისტია ალბათ ხომ?!".

მას ბაია პატარაიამ ასე უპასუხა:

"და რა თანხას იღებდა? არაფერს, ნულს! ქონებაც კი არ გაუყო ნახევარი, რაის ნახევარი? ერთი 100 000 ძლივს მიაშავა მთელი ამხელა ქონებიდან ცოლს. შვილს კიდევ სახლს ართმევს. ასევე ალიმენტი ბავშვისაა და არა ცოლის, იქნებ ოდესმე შეიგნოთ ეგ ქართველმა კაცებმა".

თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ასევე ნეკა დოროყაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ანა თავხელიძე:

"ბასილაშვილის საქმეზე ვინც შემაკავებელ ორდერებს ეჭვის თვალით უყურებთ, მინდა მათთვის დავწერო რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:

1. პოლიციამ 6 შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოწერა გამოძიების დაწყების შემდეგ.

2. შემაკავებელი ორდერების განხილვის დროს ადვოაკტებმა წარვადგინეთ იმაზე მეტი მტკიცებულებები, ვიდრე დაკავებას და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას დაედო საფუძვლად.

3. შემაკავებელი ორდერების ძალაში დატოვების საკითხს სასამართლო იხილავდა დაახლოებით 18 საათი.

4. შემაკავებელი ორდერების განხილვისას დაზარალებულის ჩვენების გარდა, დავკითხეთ მოწმეები, გამოვიკვლიეთ აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სამედიცინო დოკუმენტაცია და სხვა არაერთი მტკიცებულება.

5. ამ საქმეში შემაკავებელი ორდერების ძალაში დატოვებაზე მსჯელობისას სასამართლომ იმაზე უფრო მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტი გამოიყენა, ვიდრე სხვა "ჩვეულებრივ" საქმეებში იყენებს.

6. სასამართლომ ჯერ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის ფაქტს და შემდეგ იმსჯელა ხედავდა თუ არა ძალადობის განმეორების რისკებს. ვინაიდან რისკები დაინახა, მან ძალაში დატოვა შემაკავებელი ორდერები.

7. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ დაინახავდა ძალადობის განმეორების რისკებს, შეეძლო შემაკავებელი ორდერის პირობები შეეცვალა, მაგალითად, შეემცირებინა ვადა, დაერთო კომუნიკაციის აღდგენის ნება და ა.შ. რაც არ გააკეთა სასამართლომ.

8. თუ მხარე ხედავს, რომ სასამარლო იღებს უკანონო ან/და დაუსაბუთებელ გადაწვეტილებას, შეუძლია ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს, რაც მხარემ არ გააკეთა. ცხადია, გასაჩივრება მათი უფლებაა და არა ვალდებულება.

9. შემაკავებელი ორდერების გამოცემის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეს დაემატა ძალიან ბევრი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნების, მოწმეების და სხვა მტკიცებულებების სახით.

შევეცადე შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით შეკითხვები შემეჯამებინა. აი, ამიტომ ვამბობთ, რომ სასამართლომ დაადგინა ოჯახში ძალადობის ფაქტი და ამის შემდეგ დატოვა ძალაში შემაკავებელი ორდერები".

დავინტერესდით გაგვეგო რატომ ართმევს შვილს სახლს სპორტსმენი და რატომ არ უხდის ალიმენტს? - ვესუბრებით ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატ ირმა ჭკადუას.

- ქალბატონო ირმა, ეპატაჟურს უწოდებენ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამოსვლას ნელა დოროყაშვილის ადვოკატები და ამბობენ, წელიწადნახევარია მას შვილისთვის ალიმენტი არ გადაუხდიაო, რატომ არ უხდის ალიმენტს შვილს?

- ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ მისი ყოფილი მეუღლე და ბავშვი სრულად უზრუნვეყოფილი არიან როგორც სოციალურად, ასევე ეკონომიურად. კონტრაქტის საფუძველზე მათ მიიღეს მილიონზე მეტის ღირებულების ქონება, რაც მოიცავს საცხოვრებელ სახლს და კომერციულ ფართს. ფართიდან ყოველთვიურად რამდენიმე ათასი ლარი აქვთ შემოსავალი. ასევე 2020 წლის დეკემბერში ცოლმა ნიკასგან საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღო, თანხის დასახელებისგან თავს შევიკავებ. მერწმუნეთ ის სრულად არის უზრუნველყოფილი. ჩვენ დავინახეთ ნიკოლოზ ბასილაშვილის დამოკიდებულება შვილისადმი, თუ რამდენად გულწრფელია და დანარჩენის შეფასება საზოგადოებისთვის მიგვინდვია. ვინ არის გულწრფელი და ვინ არის ყალბი ამ ისტორიაში, ეს აშკარად ჩანს.

- რაც შეეხება ალიმენტს, რა თანხის გადახდა აქვს მას დაკისრებული ალიმენტის სახით და რატომ არ იხდის?

- ალიმენტი ცალკე მას დაკისრებული არ აქვს, ვინაიდან მათ შორის საკონტრაქტო სხვა პირობები იყო გათვალისწინებული. რას ქვია ალიმენტი, როცა სხვა შემოსავლებით ხარ უზრულველყოფილი. მას ჰქონდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალიმენტიც გადახდილი, ხოლო ამჟამად ახალი სარჩელით მიმართა სასამართლოს ნელი დოროყაშვილმა და ითხოვს გარკვეულ ალიმენტს.

- მაინც რა თანხა აქვს დაკისრებული მას სასამართლოს მიერ?

- საერთოდ არ აქვს მას დაკისრებული ალიმენტი სასამართლოს მხრიდან.

- ქალთა უფლებების დამცველები - ანა აბაშიძე და ბაია პატარაია წერენ, ბასილაშვილი შვილს სახლს ართმევსო, ამაზე რას იტყვით?

- მართალი გითხრათ, ვცდილობ საერთოდ არ წავიკითხო აღნიშნული სტატუსები, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ ამბობენ სიმართლეს. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვს აქვს საცხოვრებელი სახლი, სადაც ის ცხოვრობს და კომერციული ფართი, საიდანაც იღებენ შემოსავლებს და არის სრულად უზრუნველყოფილი.

- ამ სახლის წართმევაზე შეტანილია საჩივარი სასამართლოში?

- არა ეს ტყუილია, დოროყაშვილი დამატებით ითხოვს კიდევ სხვა სახლს.

- ბაია პატარაია წერს, მამას შვილთან ურთიერთობა აკრძალული აქვსო, რატომ?

- ესეც არის ტყუილი, რომ მას აქვს სასამართლოთი აკრძალული შვილთან მიახლოვება და კომუნიკაცია. ყველამ გაიგო, ვინ არის სინამდვილეში მართალი ამ ისტორიაში. იქნებ დაინტერესდეთ, ვის ნაყიდ სახლში ცხოვრობს ამჟამად ნელი დოროყაშვილი, რომლის ღირებულება დაახლოებით მილიონ ლარამდეა.

- თქვენ აღნიშნეთ სოლიდური თანხა გადაუხადა დეკემბერშიო, ეს იყო შვილისთვის გაწეული დახმარება?

- ეს არის კონტრაქტის შედეგად გადახდილი თანხა.

- რა წერია კონტრაქტში?

- ამის თქმა არ შემიძლია. ამ საკითხებზეც ზოგადად არავისთან გვისაუბრია, რადგან ნიკა ბასილაშვილს არ უნდა ეკონომიკურ თემებზე ვილაპარაკოთ. ხედავთ ნეკა დოროყაშვილის ადვოკატები ყოველთვის აპელირებდნენ, რომ ამ ისტორიაში ფინანსები არაფერ შუაში არ იყო, მაგრამ მათი კომენტარებით ყველაფერი გამოჩნდა, რა არის ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ტყუილია, რომ საკუთარ შვილს სახლს ართმევს. სახლი, რომელშიც ცხოვრობენ, ნიკა ბასილაშვილის შეძენილია, საკუთარი ხელით გაკეთებული აქვს რემონტი, ასევე ყოფილ ცოლს ჰყავს ავტომანქანა, მისცა კომერციული ფართიც და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვს იქიდან ყოველთვიურად. რაც შეეხება დამატებით სახლს, რომელსაც ახლა დოროყაშვილი ითხოვს, იყო ამ სახლზე საუბარი, საჩუქრად უნდა გადაეცა ბასილაშვილს კიდევ ერთი სახლი მისთვის, მაგრამ გარკვეული პირობების შეუსრულებლობის გამო, მეორე სახლის გადაცემის საკითხი შეჩერებულია. ეს დღეებია ნიკოლოზ ბასილაშვილის საწინააღმდეგო მოწოდებები ისმის. ბატონ ნიკოლოზს მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურდა. მაგრამ იმ აღვირახსნილი, შეურაცხმყოფელი კამპანიის გამო, რომელიც მის ისტორიულ გამარჯვებას მოჰყვა, იძულებული გავხდით, განცხადება გაგვეკეთებინა.

ჩვენი ოპონენტები მას მოიხსენიებენ, როგორც მოძალადეს. ეს ადასტურებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უფლებადამცველებს უწოდებენ, ცალსახად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციურ უფლებებს, ვინაიდან არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ბასილაშვილი გახლავთ მოძალადე ან დამნაშავე. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები საგრანტო პროგრამების მისაღებად იყენებენ. მინდა, მივმართო სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და არაერთხელ იქნა გამოყენებული სიძულვილის ენა.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები დოჰას ტურნირიდან ნიკოლოზ ბასილაშვილის მოხსნას მოითხოვდნენო, თუმცა დოროყაშვილის დაცვის მხარე აცხადებს, რომ თქვენი გავრცელებული ინფორმაცია არის ცრუ და ემსახურება ერთის მხრივ ხალხის მოტყუებას და სიცრუეში შეყვანას, არსებობს ასეთი დოკუმენტი მართლა და ვინ ითხოვდა კონკრეტულად ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნას?

- ამაზე მე გავაკეთე კომენტარი. უფრო მეტს ვერ გეტყვით. ადვოკატებს გვაქვს უფლება არ დავასახელოთ ყველაფერი, უფრო მეტი გარემოებები. მე რაც მინდოდა და რაც დადასტურებულია, ის ვთქვი. ვინ რას უარყოფს ეს ერთია, მაგრამ სიმართლე სხვაა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"