პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიცრუეა, თითქოს პოლიციელები "კომენდატის საათის" დროს ავტომანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან - შსს გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირებას მოახდენს
სიცრუეა, თითქოს პოლიციელები "კომენდატის საათის" დროს ავტომანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან - შსს გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირებას მოახდენს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უარ­ყოფს ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მთავ­რო­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის დროს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია, არა­ერ­თი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, კვლავ აგ­რძე­ლებს მა­ყუ­რებ­ლის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას და ამ გზით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ლი­ცი­ის მი­მართ ნდო­ბის შე­სუს­ტე­ბას.ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და კონ­კრე­ტუ­ლად სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რის მიერ კვლავ გან­მე­ორ­და სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბა მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში, თით­ქოს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი კა­ნონს არ­ღვე­ვენ და პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩაბ­მულ მო­ქა­ლა­ქე­ებს მფარ­ვე­ლო­ბენ.

დღე­ვან­დელ სი­უ­ჟეტ­ში მათ კვლავ გა­ი­მე­ო­რეს კად­რე­ბი, სა­დაც აპე­ლი­რე­ბენ თეთ­რი ფე­რის, "შკო­დას" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე, თუმ­ცა ვერც წინა შემ­თხვე­ვებ­ში და ვერც დღეს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ მა­ყუ­რე­ბელს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ვერც ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვერ წა­რუდ­გი­ნა.

ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სი­უ­ჟეტ­ში მათ მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­და­ცე­მა­ში ნახ­სე­ნებ კონ­კრე­ტულ დროს არ იმ­ყო­ფე­ბო­და მათ მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ ად­გი­ლას და არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და კად­რებ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლით.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არ და­ტო­ვებს რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე ტე­ლე­კომ­პა­ნია ფორ­მუ­ლას მიერ არა­ერ­თხელ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მო­ახ­დენს სა­მარ­თლებ­რივ რე­ა­გი­რე­ბას და სა­კუ­თა­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ღირ­სე­ბას სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­ცავს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე.
14

ეს, ქვეყანა კი არ არის, ეს უკვე ბარდაგია. პოლიციის მოშლა, ქვეყნის მოშლას ნიშნავს. წარმოიდგინეთ პოლიციზე აბსურდული ბრალდებები და მბრალდებელი, თავისთვის გვერდზე ხითხითებს. რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი უმზგავსოება. ეს უნდათ დასავლეთელ დემოკრატ "გოგოშკებს" და "ბიჭუნებს"

იზა
0
და მხოლოდ სიტყვები...რატომ არ რეაგირებთ,რატომ არ იძიებთ ვინ გადაადგილდებოდა მაგ მანქანით? ჩვენ,ხალხი რომ დავინახავთ მართლები ხართ დაგიჯერებთ
ავტორი:

სიცრუეა, თითქოს პოლიციელები "კომენდატის საათის" დროს ავტომანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან - შსს გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირებას მოახდენს

სიცრუეა, თითქოს პოლიციელები "კომენდატის საათის" დროს ავტომანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან - შსს გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირებას მოახდენს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი ავტომანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

"აღნიშნული ტელეკომპანია, არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კვლავ აგრძელებს მაყურებლის შეცდომაში შეყვანას და ამ გზით საზოგადოებაში პოლიციის მიმართ ნდობის შესუსტებას.ტელეკომპანიის და კონკრეტულად სიუჟეტის ავტორის მიერ კვლავ განმეორდა სიცრუის გავრცელება მტკიცებით ფორმაში, თითქოს პოლიციელები კანონს არღვევენ და პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ.

დღევანდელ სიუჟეტში მათ კვლავ გაიმეორეს კადრები, სადაც აპელირებენ თეთრი ფერის, "შკოდას" მარკის ავტომობილის გადაადგილებაზე, თუმცა ვერც წინა შემთხვევებში და ვერც დღეს ტელეკომპანიამ მაყურებელს პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევის ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარუდგინა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიუჟეტში მათ მიერ დასახელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გადაცემაში ნახსენებ კონკრეტულ დროს არ იმყოფებოდა მათ მიერ დასახელებულ ადგილას და არ გადაადგილდებოდა კადრებში ნაჩვენები სახელმწიფო ნომრიანი ავტომობილით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია ფორმულას მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას და საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს" - ნათქვამია განცხადებაში.

"ნამახვანთან რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, მივიღეთ კარვების გატანის გადაწყვეტილება" - შსს

"იმართებოდა ფართომასშტაბიანი ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით - სამი პირი ჯამში 22 000 ლარით დააჯარიმეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბექა ფერაძე

"ამბობენ, რამდენიმე თვის წინ დედა გარდაეცვალა და დეპრესია ჰქონდაო..." -  მამაკაცი, რომელსაც რიონში ეძებენ, ჰესის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა