სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორია
ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორია

ბიზ­ნეს­ლი­დერ­თა ფე­დე­რა­ცია „ქა­ლე­ბი მო­მავ­ლის­თვის“ გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და. მა­ის­ში და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სტარ­ტა­პებს და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბად სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ ინ­ვეს­ტო­რებ­თან ერ­თად ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პი­რე­ბიც შეხ­ვდე­ბი­ან. ფონ­დი ორ­გა­ნი­ზე­ბას უკე­თებს სტარ­ტა­პე­ბის ფი­ჩინგ დღე­ებ­სა და ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რებ­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რებს.

„ქა­ლე­ბი მო­მავ­ლის­თვის“ მხარს უჭერს ინი­ცი­ა­ტი­ვებს ქალ ბიზ­ნეს ლი­დერ­თა მხრი­დან, ქალ­თა სო­ცი­ა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბას და პრო­ფე­სი­ულ ზრდას. ფე­დე­რა­ცია ხელს უწყობს ინო­ვა­ცი­ურ ბიზ­ნეს ინი­ცი­ა­ტი­ვებს და თა­ვი­სი წვლი­ლი შე­აქვს ბიზ­ნე­სის და­წყე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­ში. ფე­დე­რა­ცი­ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ნინა კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რე­ბის­თვის გლო­ბა­ლურ სტარ­ტაპ ფონდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ვი­ტე­რეს­დით, რად­გან ის პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტარ­ტაპ ფონ­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე BTU-ს მიერ და მიზ­ნად ისა­ხავს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბის მხარ­და­ჭე­რას გლო­ბა­ლურ ბაზ­რებ­ზე მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. ჩვენ, რო­გორც ბიზ­ნეს­ლი­დერ­თა ფე­დე­რა­ცი­ას, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა დარ­გში მოღ­ვა­წე 55 მდე კომ­პა­ნი­ას და 70 მდე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პირს, რო­მელ­თაც ერ­თის მხრივ აქვთ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი და მე­ო­რეს მხრივ მუდ­მი­ვად სი­ახ­ლე­ე­ბის და ახა­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო სფე­რო­ე­ბის ძი­ე­ბა­ში არი­ან, გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ ქვეყ­ნის მო­წი­ნა­ვე სტარ­ტა­პებ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რებ­ში, მათი შემ­დგო­მი და­ფი­ნან­სე­ბი­სა და პარტნი­ო­რო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის გან­სა­ხილ­ვე­ლად. შე­სა­ბა­მი­სად ფე­დე­რა­ცი­ი­სა და მისი წევ­რე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა ფონდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, პო­ტენ­ცი­უ­რი ინ­ვეს­ტო­რის რან­გში, რომ გა­ვიც­ნოთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე სტარ­ტა­პე­ბი და წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ახა­ლი სტარ­ტა­პე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში და ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა­ში რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ბიზ­ნე­სის სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბას, რაც მთლი­ა­ნო­ბა­ში აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის სა­მე­წარ­მეო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე,“ - აცხა­დებს ნინა კო­ბა­ხი­ძე.

რო­გორც BTU-ს სა­მე­წარ­მეო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ ჯა­ფა­რი­ძე აცხა­დებს, ბიზ­ნეს­ფე­რე­და­ცი­ის „ქა­ლე­ბი მო­მავ­ლის­თვის“ მხარ­და­ჭე­რა მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტიც არა­ერთ აქ­ტი­ვო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი.

„გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის კი­დევ ერთი პარტნი­ო­რია ორ­გა­ნი­ზა­ცია "ქა­ლე­ბი მო­მავ­ლის­თვის". პარტნი­ო­რო­ბა ხელს შე­უ­წყობს ქალი სტარ­ტა­პე­რე­ბის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას ეკო­სის­ტე­მა­ში, რო­გორც უშუ­ა­ლოდ ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბის ასე­ვე ფი­ნან­სებ­თან წვდო­მის თვალ­საზ­რი­სით,“ - აცხა­დებს თა­მარ ჯა­ფა­რი­ძე.

ბიზ­ნეს­ფე­დე­რა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის და ფონ­დე­ბის, რომ­ლე­ბიც გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან და ფი­ჩინგ სე­სი­ა­ზე ქარ­თულ სტარ­ტა­პებს შემ­დგო­მი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ზე სა­სა­უბ­როდ შეხ­ვდე­ბი­ან. მათ შო­რის არი­ან: Angel ინ­ვეს­ტო­რე­ბი აშშ-ს სი­ლი­კონ ვე­ლი­დან, ის­რა­ე­ლის სი­ლი­კონ ვა­დი­დან, ინ­ვეს­ტო­რე­ბი ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, Webiz, Women in Tech, USMAC, სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცია, კე­და­რი ვენ­ჩერ­სი, GIS – Georgian Integrated Systems, რედ­ბე­რი და სხვა ფონ­დე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად, სტარ­ტა­პე­ბის რე­გის­ტრა­ცია უკვე და­წყე­ბუ­ლია მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორია

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორია

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერი გახდა. მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე სტარტაპებს დაფინანსების მისაღებად სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებთან ერთად ფედერაციის წევრი კომპანიები და ინდივიდუალური პირებიც შეხვდებიან. ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს.

„ქალები მომავლისთვის“ მხარს უჭერს ინიციატივებს ქალ ბიზნეს ლიდერთა მხრიდან, ქალთა სოციალურ ჩართულობას და პროფესიულ ზრდას. ფედერაცია ხელს უწყობს ინოვაციურ ბიზნეს ინიციატივებს და თავისი წვლილი შეაქვს ბიზნესის დაწყების წახალისებაში. ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე აღნიშნავს, რომ ფედერაციის წევრებისთვის გლობალურ სტარტაპ ფონდთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.

„გლობალური სტარტაპ ფონდთან თანამშრომლობით დავიტერესდით, რადგან ის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც შექმნილია სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე BTU-ს მიერ და მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას გლობალურ ბაზრებზე მდგრადი განვითარების პროცესში. ჩვენ, როგორც ბიზნესლიდერთა ფედერაციას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დარგში მოღვაწე 55 მდე კომპანიას და 70 მდე ინდივიდუალურ პირს, რომელთაც ერთის მხრივ აქვთ საკუთარი ბიზნესი და მეორეს მხრივ მუდმივად სიახლეების და ახალი საინვესტიციო სფეროების ძიებაში არიან, გლობალური სტარტაპ ფონდთან თანამშრომლობით, გვაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან გამართულ შეხვედრებში, მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად. შესაბამისად ფედერაციისა და მისი წევრებისთვის საინტერესოა ფონდთან თანამშრომლობა, პოტენციური ინვესტორის რანგში, რომ გავიცნოთ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე სტარტაპები და წვლილი შევიტანოთ ახალი სტარტაპების მხარდაჭერაში და ინოვაციური პროცესების სტიმულირებაში რაც უზრუნველყოფს ბიზნესის სამომავლო განვითარებას, რაც მთლიანობაში აისახება ქვეყნის სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაზე,“ - აცხადებს ნინა კობახიძე.

როგორც BTU-ს სამეწარმეო ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძე აცხადებს, ბიზნესფერედაციის „ქალები მომავლისთვის“ მხარდაჭერა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალების გაძლიერების მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიც არაერთ აქტივობაშია ჩართული.

„გლობალური სტარტაპ ფონდის კიდევ ერთი პარტნიორია ორგანიზაცია "ქალები მომავლისთვის". პარტნიორობა ხელს შეუწყობს ქალი სტარტაპერების როლის გაძლიერებას ეკოსისტემაში, როგორც უშუალოდ ბიზნესის წამოწყების ასევე ფინანსებთან წვდომის თვალსაზრისით,“ - აცხადებს თამარ ჯაფარიძე.

ბიზნესფედერაციის პარალელურად, მრავალფეროვანია ჩამონათვალი კომპანიების და ფონდების, რომლებიც გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორები არიან და ფიჩინგ სესიაზე ქართულ სტარტაპებს შემდგომი თანამშრომლობის პირობებზე სასაუბროდ შეხვდებიან. მათ შორის არიან: Angel ინვესტორები აშშ-ს სილიკონ ველიდან, ისრაელის სილიკონ ვადიდან, ინვესტორები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, Webiz, Women in Tech, USMAC, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, კედარი ვენჩერსი, GIS – Georgian Integrated Systems, რედბერი და სხვა ფონდები და ორგანიზაციები.

გლობალური სტარტაპ ფონდის ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან შესახვედრად, სტარტაპების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია მითითებულ ბმულზე

R

სილქნეტი საიუბილეო დღეებში სილქფესტის 4 აქციას სთავაზობს მომხმარებლებს!

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერი გახდა

კარფურის ექსკლუზიური პროდუქტების დღეები და სიურპრიზები კარფურის მაღაზიათა ქსელში