მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმასაც კი ვერ ხვდებით, რომ ქვეყანას ვგულშემატკივრობთ... სხვების დამუნათებით იღებთ სიამოვნებას" - რას პასუხობს სპორტული ჟურნალისტი ბასილაშვილის კრიტიკოსებს
"იმასაც კი ვერ ხვდებით, რომ ქვეყანას ვგულშემატკივრობთ... სხვების დამუნათებით იღებთ სიამოვნებას" - რას პასუხობს სპორტული ჟურნალისტი ბასილაშვილის კრიტიკოსებს

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის გუ­შინ­დელ გა­მარ­ჯვე­ბას, რო­დე­საც მან ლე­გენ­და­რუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი რო­ჯერ ფე­დე­რე­რი და­ა­მარ­ცხა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი სი­ხა­რუ­ლი მოჰ­ყვა, თუმ­ცა გა­მოჩ­დნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­მაც სპორ­ტსმენს ოჯა­ხუ­რი სკან­და­ლი და სა­სა­მარ­თლო დავა გა­უხ­სე­ნეს. სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სწო­რედ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის პოს­ტებ­მა და კო­მენ­ტა­რებ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა:

"ეს ხალ­ხი ასე რამ გა­ა­ბო­რო­ტა მარ­თლა ვერ ვხვდე­ბი. ნა­ხე­ვა­რი "ფე­ის­ბუ­ქი" წერს მო­ძა­ლა­დეს რო­გორ გულ­შე­მატ­კივ­რობ­თო და კი­დევ მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ამ­ბობს გა­უ­მარ­თლა ბა­სი­ლაშ­ვილს, ფე­დე­რე­ე­რი და­ბერ­და და ცუდ ფორ­მა­ში იყოო. კარ­გით რა, მარ­თლა და მარ­თლა... იდე­ა­ლურ ფორ­მა­ში მყოფ ფე­დე­რერს რომ ვე­რა­ვინ მო­უ­გებს სამ­ყა­რო­ში, ისე­დაც ვი­ცით და ამ ძა­ლა­დო­ბა­ზე კი­დევ რა ჩაფ­სიხ­დით მარ­თლა? ისე წერს ზოგი, გე­გო­ნე­ბა თვი­თო­ნაც იქ იყ­ვნენ, რო­დე­საც ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ცოლს ურტყამ­და. ჯერ არ დამ­ტკი­ცე­ბია არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა და სა­კი­თხი გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია. ისიც მახ­სოვს ბრალ­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან რო­გორ გა­მო­უ­ტა­ნეთ გა­ნა­ჩე­ნი, ჩა­ქო­ლეთ და აბუ­ლინ­გეთ. ცოლი რო აშან­ტა­ჟებ­და ეგ და­უ­ჯე­რე­ბე­ლია თქვენ­თვის რა­ტომ­ღაც, უფრო სწო­რად არ გინ­დათ რომ და­ი­ჯე­როთ და რომც იყოს მტყუ­ა­ნი ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, თქვენ გგო­ნი­ათ სპორ­ტს წმინ­და­ნე­ბი თა­მა­შო­ბენ და ხე­ლოვ­ნე­ბას წმინ­და­ნე­ბი აკე­თე­ბენ? მა­შინ ნუ უყუ­რებთ ნუ­რა­ფერს და თუ იდე­ა­ლურ ადა­მი­ანს ეძებთ, ქრის­ტეს სად­მე რომ ნა­ხავთ ტე­ლე­ვი­ზორ­ში, მეც მი­თხა­რით! იმა­საც კი ვერ ხვდე­ბით, რომ ქვე­ყა­ნას ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ. ეს "ფე­ის­ბუქ" ზონ­დერე­ბი რა­ღაც ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდნენ და სხვე­ბის და­მუ­ნა­თე­ბით იღე­ბენ სი­ა­მოვ­ნე­ბას. თქვენ თა­ვებს მი­ხე­დეთ რა, ამ­დე­ნი ბოღ­მის ნთხე­ვას, გირ­ჩევთ სა­კუ­თარ თა­ვებ­ზე იმუ­შა­ოთ და შე­იძ­ლე­ბა რო­დეს­მე ფე­დე­რერს თუ არა, მე­ზო­ბელს მა­ინც აჯო­ბოთ რა­მე­ში", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის დო­ჰას 250-ქუ­ლი­ა­ნი ტურ­ნი­რის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე, ქარ­თვე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ელ ლე­გენ­დას, რო­ჯერ ფე­დე­რერს და­უ­პი­რის­პირ­და. და გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. პირ­ვე­ლი სეტი ფე­დე­რე­რის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და, თუმ­ცა ნი­კო­ლოზ­მა მე­ო­რე სეტ­ში გა­ა­თა­ნაბ­რა და მე­სა­მე სე­ტიც მისი გა­მარ­ჯვე­ბით დამ­თავ­რდა. სა­ბო­ლო­ოდ ან­გა­რი­ში სამ სეტ­ში ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ - 3:6, 6:1, 7:5 და­ფიქ­სირ­და.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
7

შურიანი ადამიანებს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე, ყოჩაღ ბასილაშვილი გვეამაყები, ბოღმა დაგაღრჩობთ ხალხოო, გაიღიმეთ როცა ამის მიზეზ გვაქვს !

aguli_11
4

კარგი ხარ გიორგი 

ავტორი:

"იმასაც კი ვერ ხვდებით, რომ ქვეყანას ვგულშემატკივრობთ... სხვების დამუნათებით იღებთ სიამოვნებას" - რას პასუხობს სპორტული ჟურნალისტი ბასილაშვილის კრიტიკოსებს

"იმასაც კი ვერ ხვდებით, რომ ქვეყანას ვგულშემატკივრობთ... სხვების დამუნათებით იღებთ სიამოვნებას" - რას პასუხობს სპორტული ჟურნალისტი ბასილაშვილის კრიტიკოსებს

ნიკოლოზ ბასილაშვილის გუშინდელ გამარჯვებას, როდესაც მან ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაამარცხა საზოგადოების მხრიდან დიდი სიხარული მოჰყვა, თუმცა გამოჩდნენ ისეთებიც, რომლებმაც სპორტსმენს ოჯახური სკანდალი და სასამართლო დავა გაუხსენეს. სპორტული ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი სწორედ ასეთი ადამიანების პოსტებმა და კომენტარებმა გააღიზიანა:

"ეს ხალხი ასე რამ გააბოროტა მართლა ვერ ვხვდები. ნახევარი "ფეისბუქი" წერს მოძალადეს როგორ გულშემატკივრობთო და კიდევ მეორე ნახევარი ამბობს გაუმართლა ბასილაშვილს, ფედერეერი დაბერდა და ცუდ ფორმაში იყოო. კარგით რა, მართლა და მართლა... იდეალურ ფორმაში მყოფ ფედერერს რომ ვერავინ მოუგებს სამყაროში, ისედაც ვიცით და ამ ძალადობაზე კიდევ რა ჩაფსიხდით მართლა? ისე წერს ზოგი, გეგონება თვითონაც იქ იყვნენ, როდესაც ბასილაშვილი ცოლს ურტყამდა. ჯერ არ დამტკიცებია არანაირი ძალადობა და საკითხი განხილვის პროცესშია. ისიც მახსოვს ბრალდების პირველივე წამიდან როგორ გამოუტანეთ განაჩენი, ჩაქოლეთ და აბულინგეთ. ცოლი რო აშანტაჟებდა ეგ დაუჯერებელია თქვენთვის რატომღაც, უფრო სწორად არ გინდათ რომ დაიჯეროთ და რომც იყოს მტყუანი ბასილაშვილი, თქვენ გგონიათ სპორტს წმინდანები თამაშობენ და ხელოვნებას წმინდანები აკეთებენ? მაშინ ნუ უყურებთ ნურაფერს და თუ იდეალურ ადამიანს ეძებთ, ქრისტეს სადმე რომ ნახავთ ტელევიზორში, მეც მითხარით! იმასაც კი ვერ ხვდებით, რომ ქვეყანას ვგულშემატკივრობთ. ეს "ფეისბუქ" ზონდერები რაღაც ძალიან მომრავლდნენ და სხვების დამუნათებით იღებენ სიამოვნებას. თქვენ თავებს მიხედეთ რა, ამდენი ბოღმის ნთხევას, გირჩევთ საკუთარ თავებზე იმუშაოთ და შეიძლება როდესმე ფედერერს თუ არა, მეზობელს მაინც აჯობოთ რამეში", - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ ლეგენდას, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა. და გამარჯვება მოიპოვა. პირველი სეტი ფედერერის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ნიკოლოზმა მეორე სეტში გაათანაბრა და მესამე სეტიც მისი გამარჯვებით დამთავრდა. საბოლოოდ ანგარიში სამ სეტში ბასილაშვილის სასარგებლოდ - 3:6, 6:1, 7:5 დაფიქსირდა.

"სადაც ბავშვები თამაშობენ, წამში შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს, არ ავხსნი რამდენად საშიშია სიტუაცია იქ" - რას წერს ნინა სუბლატი?

"ევროკავშირის ვაქცინ-ფიასკო და ბრიტანელებზე "შურისძიება", ანუ რა მოხდა სინამდვილეში?" - ზურაბ გურული "ასტრაზენეკას" სკანდალს გლობალური პოლიტიკის ჭრილში განიხილავს

"...გამოდის, რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს" - რას წერს აშშ-ში მომუშავე ქართველი ინფექციონისტი ვაქცინაციასა და "ასტრაზენეკაზე"