სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2008 წლის ომი გამოვიარე... მალევე თავდაცვაში ჩემი თანამდებობა გაუქმდა. ომის შემდეგ, ეს ისეთი გულსატკენი იყო" - ქართველი ემიგრანტის გზა იტალიაში
"2008 წლის ომი გამოვიარე... მალევე თავდაცვაში ჩემი თანამდებობა გაუქმდა. ომის შემდეგ, ეს ისეთი გულსატკენი იყო" - ქართველი ემიგრანტის გზა იტალიაში

ნა­თია ზა­ზაშ­ვი­ლი, რო­გორც ბევ­რი ქარ­თვე­ლი, წლე­ბია, იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს. სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩა­სუ­ლი ნამ­დვი­ლად არ და­კარ­გუ­ლა და დიდი მონ­დო­მე­ბით და შრო­მით წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წია.

"2003-2008 წლებ­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ვიმ­სა­ხუ­რე. 2008 წლის ომი გა­მო­ვი­ა­რე და მა­ლე­ვე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გამო, კად­რე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში მო­მი­წია გა­დას­ვლა, რად­გან ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­უქ­მდა. ეს ომის შემ­დეგ, იმ­დე­ნად გულ­სატ­კე­ნი იყო, რომ სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც შე­მეც­ვა­ლა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, ძველ პრო­ფე­სი­ას დავ­ბრუ­ნე­ბო­დი. გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ბა­რე და სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­დი­ა­მე­ნე­ჯმენ­ტის გან­ხრით, მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში ჩა­ვი­რი­ცხე, ერთი წლის შემ­დეგ კი (სწავ­ლა არ და­მის­რუ­ლე­ბია), იტა­ლი­ა­ში ჩემს დას­თან, ნი­ას­თან ჩა­მო­ვე­დი და სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ დავ­ბრუ­ნე­ბულ­ვარ," - გვე­უბ­ნე­ბა, ნა­თია ზა­ზაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბა სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კო­რექ­ცი­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ის გან­ხრით აქვს მი­ღე­ბუ­ლი, გავ­ლი­ლი აქვს ასე­ვე კრი­მი­ნა­ლუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის კურ­სი, ამ­ჟა­მად კი იტა­ლი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ა­მე­ნე­ჯმენ­ტის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს.

ნა­თია ზა­ზაშ­ვი­ლი ambebi.ge-ს სტუ­მა­რია, რო­მელ­საც იტა­ლი­ა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში ადაპ­ტა­ცია და ინ­ტეგ­რა­ცია, ფაქ­ტობ­რი­ვად, ისე გა­ვი­ა­რე, ვერც კი მივ­ხვდი, იტა­ლი­ას უფრო ამი­ტომ შე­მოვ­რჩი. არა­და, აქ დარ­ჩე­ნის მიზ­ნით არ ჩა­მოვ­სულ­ვარ!

პირ­ვე­ლი, რაც აქ გა­ვა­კე­თე, რამ­დე­ნი­მე თვე­ში ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჟა­ლე­თი" და­ვა­ფუძ­ნე. ამას­თა­ნა­ვე, გავ­ხსე­ნი ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი საკ­ვი­რაო სკო­ლა. დღეს ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლია, რო­მელ­მაც ტოს­კა­ნა­ში "ქარ­თუ­ლი ფე­რე­ბის" შე­ტა­ნა მო­ა­ხერ­ხა. ის ჩარ­თუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

- ამ­დე­ნი კარ­გი საქ­მის წა­მო­წყე­ბა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა რო­გორ შე­ძე­ლით?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამას ხან­და­ხან მეც ვე­კი­თხე­ბი ჩემს თავს, არა იმი­ტომ, რომ რამე იყო შე­უძ­ლე­ბე­ლი! არა, უფრო მეტ­საც შევ­ძლებ­დი, თან­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­გან მეტი გვერ­დში დგო­მა რომ მქო­ნო­და! რა თქმა უნდა, ყვე­ლას არ შე­ე­ხე­ბა, მაგ­რამ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ერ­თიც რომ გი­ღა­ლა­ტებს და გიმტრობს, ეს შენს ქვე­ყა­ნა­ში 10-ის ღა­ლა­ტის ტოლ­ფა­სია!

ეს ცუდი თვი­სე­ბა ოდით­გან­ვე რომ არ მოგ­ვდგამ­დეს, ალ­ბათ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბო­და, ვიდ­რე დღეს არის.

- რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენ­თვის?

- "ჟა­ლე­თი" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს და ძი­რი­თა­დად დი­ას­პო­რას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ასე­ვე ახორ­ცი­ე­ლებს ქარ­თულ-იტა­ლი­ურ კულ­ტუ­რულ და შე­მეც­ნე­ბით პრო­ექ­ტებს.

მე და ჩემი და - ნია აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი ევ­რო­პის მიგ­რა­ცი­ის პრო­ექ­ტებ­შიც. რო­დე­საც პირ­ველ ფო­რუმს და­ვეს­წა­რი, რო­მელ­ზეც ტოს­კა­ნის რე­გი­ონ­ში მიგ­რა­ცი­ის სტა­ტის­ტი­კის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ (ღო­ნის­ძი­ე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი), ფრა­ზა "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე" სტა­ტის­ტი­კის გრა­ფა­ში ნახ­სე­ნე­ბიც არ იყო. იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა სის­ტე­მა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვი­თხოვ­დი ამის და­რე­გის­ტრი­რე­ბას და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამას მი­ვაღ­წიე. ამის უკან კი დგას გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბი, სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი თუ უამ­რა­ვი წე­რი­ლი.

- პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი იტა­ლი­ა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლად და­ი­წყო... რო­გორ ცხოვ­რობს დღეს ეს ქვე­ყა­ნა?

- ცნო­ბი­ლია, რომ პან­დე­მი­ამ სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სი გა­მო­იწ­ვია რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ასე­ვე იტა­ლი­ა­შიც. ყვე­ლა სფე­რო - პო­ლი­ტი­კა, ეკო­ნო­მი­კა, ჯან­დაც­ვა, კულ­ტუ­რა, სპორ­ტი, გა­ნათ­ლე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია. იტა­ლი­ის მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ალ­ბათ ნი­უ­სებს თვალ­ყურს ადევ­ნებთ. მმარ­თველ გუნდშიც ქა­ო­სია. სპორ­ტუ­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ებ­რძვის კო­ვიდს და ნაკ­ლე­ბი რე­სურ­სი რჩე­ბა სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნებს წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვთ, რო­დის შეძ­ლე­ბენ, და­უბ­რუნ­დნენ სცე­ნას და მა­ყუ­რე­ბელს.

იტა­ლია ტუ­რის­ტუ­ლი ქვე­ყა­ნაა და ეკო­ნო­მი­კის ზრდა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ტუ­რიზ­მთან პირ­და­პირ კავ­შირ­შია. წე­ლი­წა­დია, რაც უკვე და­კე­ტი­ლია ტუ­რის­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ყვე­ლა ობი­ექ­ტი. მე და ჩემი და ნია პა­ტა­რა ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ 2020 წლის თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ობი­ექ­ტე­ბი და­ხუ­რუ­ლი გვაქვს, ერთი ტუ­რის­ტიც არ მიგ­ვი­ღია. ბა­რე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­შია - ბევ­რი მათ­გა­ნი იყი­დე­ბა. შორს წა­ვე­დი, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დე, აქა­უ­რი ყო­ფის წარ­მო­სად­გე­ნად, გარ­კვე­უ­ლი სუ­რა­თი შე­მექ­მნა. იმ სფე­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვახ­სე­ნე, სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე არი­ან დარ­ჩე­ნი­ლი... ვე­ლო­დე­ბით ვაქ­ცი­ნა­ცი­ას. ვაქ­ცი­ნაც საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით არაა შე­მო­სუ­ლი და ეს პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ ნელი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ვა­რა­უ­დოდ, 2021 წელ­ში ბევ­რი არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. მოგ­ვი­წევს, შე­ვე­გუ­ოთ წელ­საც ასე­თი მდო­რე რიტ­მით სვლას...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებთ?

- ამ კი­თხვას ვე­რას­დროს ვპა­სუ­ხობ. ადრე სულ მიკ­ვირ­და, რო­გორ ტო­ვებ­დნენ სამ­შობ­ლოს და მი­დი­ოდ­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ცხოვ­რებ­ლად. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, ამას თუ შევ­ძლებ­დი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ქვე­ყა­ნა მეც თა­ვად დავ­ტო­ვე... ახ­ლაც არ ვიცი, მო­მა­ვალ­ში რა ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბი. ნე­ბის­მი­ე­რი მოქ­მე­დე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას მო­აქვს. სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის და­გეგ­მვა ნამ­დვი­ლად არ ძალ­მიძს. ამი­ტომ "ხვა­ლემ იფიქ­როს ხვა­ლი­სა". ვცდი­ლობ, დღეს ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თო და ამის შე­დე­გი იქ­ნე­ბა უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მყავს მშობ­ლე­ბი და უფ­რო­სი და - ეკა ოჯა­ხით, ხოლო მე და უმ­ცრო­სი და - ნია იტა­ლი­ა­ში ვცხოვ­რობთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ვართ ხოლ­მე. ბო­ლოს 2017 წელს ვი­ყა­ვი. შემ­დეგ წლებ­ში (2018-2019) სა­პა­ტიო მი­ზე­ზი ნამ­დვი­ლად მაქვს - 2-ჯერ დედა გავ­ხდი და ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ახლა კი პან­დე­მია გვიშ­ლის ხელს. სამ­სა­ხუ­რი­და­ნაც არ არის იოლი შვე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ სამ­შობ­ლოს წელს ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად ვეს­ტუმ­რე­ბი.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, აქ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ჟურ­ნა­ლი "ფარი" და­გი­არ­სე­ბი­ათ, სა­დაც საქ­მი­ა­ნობ­დით, რის შემ­დე­გაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეთ... ქა­ლის­თვის არ იყო რთუ­ლი ჯარ­ში სამ­სა­ხუ­რი? რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ ეს?

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან უკვე შე­ხე­ბა მქონ­და ჟურ­ნა­ლი­დან "ფარი". 22-23 წლის ვი­ყა­ვი და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლებ­ზე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით დავ­დი­ო­დით. მახ­სოვს, ჩემს და­ნიშ­ვნა­ზე მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბო­დი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბას. ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ხა­რო­და ის, რომ სას­წავ­ლო სრო­ლე­ბი გვექ­ნე­ბო­და. ეს ჩემი ჰო­ბია...

- რო­გო­რია იტა­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო და რას ეტყვით ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც ახლა ფიქ­რო­ბენ უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ გა­ემ­გზავ­რონ?

- უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო უფრო ლა­მა­ზად ჩანს, ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­შია. ეს მო­ნატ­რე­ბუ­ლი სამ­შობ­ლოა.

ჩვენ და­კარ­გუ­ლი თა­ო­ბა ვართ, რო­მელ­მაც ვერ და­ვიმ­კვიდ­რეთ თავი ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ვერ დავმკვიდ­რდით არ­სე­ბუ­ლი რე­ჟი­მის გამო... ქვე­ყა­ნა­ში იყო და არის კო­რუფ­ცია, ნე­პო­ტიზ­მი. 30 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო ვერ შედ­გა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის რელ­სებ­ზე და პრო­რუ­სუ­ლი სად­გუ­რი­დან ვერ და­იძ­რა! ჩვენ კი, რომ­ლე­ბიც ამ "მა­ტა­რებ­ლის" მგზავ­რე­ბი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, უმი­სა­მარ­თოდ და­ვი­ფან­ტეთ...

არა­სო­დეს არა­ვის ვურ­ჩევ სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წას!

უცხო ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფერს 0-დან იწყებ და ფაქ­ტობ­რი­ვად, შენი ცხოვ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წელს კარ­გავ!

სა­ქარ­თვე­ლოს ყავს ნი­ჭი­ე­რი შვი­ლე­ბი, ახა­ლი თა­ო­ბა, უნი­ჭი­ე­რე­სი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც იმი­ტომ არ ჩა­ნან, რომ არ არი­ან "ვი­ღა­ცის" შვი­ლე­ბი. 30 წე­ლია, ერთი და იმა­ვე სა­ხე­ებს, შე­ვარ­დნა­ძის "სა­ბუ­და­რი­დან" აფ­რე­ნილ "წი­წი­ლებს" ვუ­ყუ­რებთ, რომ­ლე­ბიც მო­რალს გვი­კი­თხა­ვენ. (სხვა­თა შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც) და 30 წე­ლია, "ხტუ­ნა­ო­ბენ გე­მი­დან გემ­ზე". ეს ხალ­ხი დღეს უკვე თა­ვი­ანთ შვი­ლებს გვი­პი­ა­რე­ბენ, რათა პო­ზი­ცი­ე­ბი გა­და­ა­ბა­რონ, "ვი­ღა­ცის გვირ­გვი­ნი".

ხოლო თა­ო­ბა, რო­მე­ლიც ახლა ჯერ კი­დევ სწავ­ლის პრო­ცე­შია, სწო­რედ ისი­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დნენ. უცხო ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა­ზე კი არ უნდა იფიქ­რონ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და იბ­რძო­ლონ თა­ვი­ან­თი მო­მავ­ლის გა­სა­უმ­ჯო­სებ­ლად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­საქმდე­ბი­ან არა ნაც­ნო­ბო­ბით, არა­მედ პრო­ფე­სი­უ­ლი შერ­ჩე­ვით. ქვეყ­ნის კრი­ზი­სი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის და­საქ­მე­ბის გა­მოა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

არ­სე­ბულ ჯან­საღ რე­სურსს არ ვი­ყე­ნებთ. იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა ბუ­ნებ­რივ რე­სურ­სებ­ზეც. მი­წათ­მოქ­მე­დი ქვე­ყა­ნაა და ერთ რა­ი­ონ­ში არ არის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ისე, რო­გორც სა­ჭი­როა, თუმ­ცა 30 წე­ლია, ყვე­ლა მი­ნის­ტრი ამას გეგ­მავს პოსტზე დად­გო­მი­სას. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე გული ძა­ლი­ან მტკი­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალს ვუ­სურ­ვებ!

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dato
2

Kargi adamini xar

მაია
0

გეთანხმებით. საღად აზროვნებთ. ახალგაზრდები თავიანთ სპეციალობაში პროფესიონალებად უნდა ჩამოყალიბდნენ და მაქსიმალურალურად ეცადონ საქართველოში დასაქმდნენ. ნაცნობ მეგობრობით და ნათესაური კავშირებით სანამ იქნება თანამდებობებზე და კერძო სტრუქტურებში დასაქმება, მანამ არ იქნება საშველი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"2008 წლის ომი გამოვიარე... მალევე თავდაცვაში ჩემი თანამდებობა გაუქმდა. ომის შემდეგ, ეს ისეთი გულსატკენი იყო" - ქართველი ემიგრანტის გზა იტალიაში

"2008 წლის ომი გამოვიარე... მალევე თავდაცვაში ჩემი თანამდებობა გაუქმდა. ომის შემდეგ, ეს ისეთი გულსატკენი იყო" - ქართველი ემიგრანტის გზა იტალიაში

ნათია ზაზაშვილი, როგორც ბევრი ქართველი, წლებია, იტალიაში ცხოვრობს. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ჩასული ნამდვილად არ დაკარგულა და დიდი მონდომებით და შრომით წარმატებასაც მიაღწია.

"2003-2008 წლებში თავდაცვის სამინისტროში ვიმსახურე. 2008 წლის ომი გამოვიარე და მალევე რეორგანიზაციის გამო, კადრების განკარგულებაში მომიწია გადასვლა, რადგან ჩემი თანამდებობა გაუქმდა. ეს ომის შემდეგ, იმდენად გულსატკენი იყო, რომ სურვილი გამიჩნდა, ჩემს ცხოვრებაში რაღაც შემეცვალა. ამიტომ გადავწყვიტე, ძველ პროფესიას დავბრუნებოდი. გამოცდები ჩავაბარე და საქართველოს უნივერსიტეტში მედიამენეჯმენტის განხრით, მაგისტრატურაში ჩავირიცხე, ერთი წლის შემდეგ კი (სწავლა არ დამისრულებია), იტალიაში ჩემს დასთან, ნიასთან ჩამოვედი და საქართველოში აღარ დავბრუნებულვარ," - გვეუბნება, ნათია ზაზაშვილი, რომელსაც განათლება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში კორექციული ფსიქოლოგიის განხრით აქვს მიღებული, გავლილი აქვს ასევე კრიმინალური ჟურნალისტიკის კურსი, ამჟამად კი იტალიაში საერთაშორისო თანამედროვე მედიამენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლობს.

ნათია ზაზაშვილი ambebi.ge-ს სტუმარია, რომელსაც იტალიაში დავუკავშირდით.

- უცხო ქვეყანაში ადაპტაცია და ინტეგრაცია, ფაქტობრივად, ისე გავიარე, ვერც კი მივხვდი, იტალიას უფრო ამიტომ შემოვრჩი. არადა, აქ დარჩენის მიზნით არ ჩამოვსულვარ!

პირველი, რაც აქ გავაკეთე, რამდენიმე თვეში ქართულ-იტალიური კულტურული ორგანიზაცია "ჟალეთი" დავაფუძნე. ამასთანავე, გავხსენი ამავე სახელწოდების პირველი ქართული საკვირაო სკოლა. დღეს ჩვენი ორგანიზაცია საკმაოდ ცნობილია, რომელმაც ტოსკანაში "ქართული ფერების" შეტანა მოახერხა. ის ჩართულია საერთაშორისო პროექტებში და ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

- ამდენი კარგი საქმის წამოწყება და განხორციელება როგორ შეძელით?

- სიმართლე გითხრათ, ამას ხანდახან მეც ვეკითხები ჩემს თავს, არა იმიტომ, რომ რამე იყო შეუძლებელი! არა, უფრო მეტსაც შევძლებდი, თანმემამულეებისგან მეტი გვერდში დგომა რომ მქონოდა! რა თქმა უნდა, ყველას არ შეეხება, მაგრამ უცხო ქვეყანაში ერთიც რომ გიღალატებს და გიმტრობს, ეს შენს ქვეყანაში 10-ის ღალატის ტოლფასია!

ეს ცუდი თვისება ოდითგანვე რომ არ მოგვდგამდეს, ალბათ ჩვენი ქვეყანაც უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, ვიდრე დღეს არის.

- რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის?

- "ჟალეთი" საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ძირითადად დიასპორას ემსახურება. ასევე ახორციელებს ქართულ-იტალიურ კულტურულ და შემეცნებით პროექტებს.

მე და ჩემი და - ნია აქტიურად ვართ ჩართულები ევროპის მიგრაციის პროექტებშიც. როდესაც პირველ ფორუმს დავესწარი, რომელზეც ტოსკანის რეგიონში მიგრაციის სტატისტიკის საკითხს განიხილავდნენ (ღონისძიება ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული), ფრაზა "საქართველოს მოქალაქე" სტატისტიკის გრაფაში ნახსენებიც არ იყო. იმ დღიდან მოყოლებული ყველა სისტემაში ოფიციალურად ვითხოვდი ამის დარეგისტრირებას და საბედნიეროდ, ამას მივაღწიე. ამის უკან კი დგას გათენებული ღამეები, საჯარო გამოსვლები თუ უამრავი წერილი.

- პანდემიის პერიოდი იტალიაში ძალიან რთულად დაიწყო... როგორ ცხოვრობს დღეს ეს ქვეყანა?

- ცნობილია, რომ პანდემიამ სერიოზული კრიზისი გამოიწვია როგორც მსოფლიოში, ასევე იტალიაშიც. ყველა სფერო - პოლიტიკა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი, განათლება დაზარალებულია. იტალიის მთავრობის საქმიანობის შესახებ ალბათ ნიუსებს თვალყურს ადევნებთ. მმართველ გუნდშიც ქაოსია. სპორტული, კულტურული ღონისძიებები შეჩერებულია. ჯანდაცვის სისტემა ებრძვის კოვიდს და ნაკლები რესურსი რჩება სხვა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს წარმოდგენაც არ აქვთ, როდის შეძლებენ, დაუბრუნდნენ სცენას და მაყურებელს.

იტალია ტურისტული ქვეყანაა და ეკონომიკის ზრდა მოგეხსენებათ, ტურიზმთან პირდაპირ კავშირშია. წელიწადია, რაც უკვე დაკეტილია ტურისტული მომსახურების ყველა ობიექტი. მე და ჩემი და ნია პატარა ტურისტული კომპანიის მფლობელები ვართ, მაგრამ 2020 წლის თებერვლიდან დღემდე, ფაქტობრივად, ობიექტები დახურული გვაქვს, ერთი ტურისტიც არ მიგვიღია. ბარები, რესტორნები კრიზისულ ვითარებაშია - ბევრი მათგანი იყიდება. შორს წავედი, მაგრამ შევეცადე, აქაური ყოფის წარმოსადგენად, გარკვეული სურათი შემექმნა. იმ სფეროების წარმომადგენლები, რომლებიც ვახსენე, სამსახურის გარეშე არიან დარჩენილი... ველოდებით ვაქცინაციას. ვაქცინაც საკმარისი რაოდენობით არაა შემოსული და ეს პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. სავარაუდოდ, 2021 წელში ბევრი არაფერი შეიცვლება. მოგვიწევს, შევეგუოთ წელსაც ასეთი მდორე რიტმით სვლას...

- საქართველოში დაბრუნებას არ აპირებთ?

- ამ კითხვას ვერასდროს ვპასუხობ. ადრე სულ მიკვირდა, როგორ ტოვებდნენ სამშობლოს და მიდიოდნენ საზღვარგარეთ საცხოვრებლად. ვერ წარმომედგინა, ამას თუ შევძლებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქვეყანა მეც თავად დავტოვე... ახლაც არ ვიცი, მომავალში რა ვითარებაში აღმოვჩნდები. ნებისმიერი მოქმედება სიტუაციას მოაქვს. სიტუაციების დაგეგმვა ნამდვილად არ ძალმიძს. ამიტომ "ხვალემ იფიქროს ხვალისა". ვცდილობ, დღეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო და ამის შედეგი იქნება უკეთესი ხვალინდელი დღე.

საქართველოში მყავს მშობლები და უფროსი და - ეკა ოჯახით, ხოლო მე და უმცროსი და - ნია იტალიაში ვცხოვრობთ. საქართველოში ჩამოვდივართ ხოლმე. ბოლოს 2017 წელს ვიყავი. შემდეგ წლებში (2018-2019) საპატიო მიზეზი ნამდვილად მაქვს - 2-ჯერ დედა გავხდი და ვერ მოვახერხე. ახლა კი პანდემია გვიშლის ხელს. სამსახურიდანაც არ არის იოლი შვებულების აღება და ვიმედოვნებ, რომ სამშობლოს წელს ახალი პროექტებით აუცილებლად ვესტუმრები.

- როგორც შევიტყვე, აქ ძალოვანი სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის ჟურნალი "ფარი" დაგიარსებიათ, სადაც საქმიანობდით, რის შემდეგაც შეიარაღებულ ძალებში გადაინაცვლეთ... ქალისთვის არ იყო რთული ჯარში სამსახური? რამ გადაგაწყვეტინათ ეს?

- როგორც აღნიშნეთ, ძალოვან სტრუქტურებთან უკვე შეხება მქონდა ჟურნალიდან "ფარი". 22-23 წლის ვიყავი და შემთხვევის ადგილებზე მთელი საქართველოს მასშტაბით დავდიოდით. მახსოვს, ჩემს დანიშვნაზე მოუთმენლად ველოდებოდი თავდაცვის მინისტრის ბრძანებას. ყველაზე მეტად მიხაროდა ის, რომ სასწავლო სროლები გვექნებოდა. ეს ჩემი ჰობია...

- როგორია იტალიდან დანახული საქართველო და რას ეტყვით ქართველებს, რომლებიც ახლა ფიქრობენ უცხოეთში სამუშაოდ გაემგზავრონ?

- უცხოეთიდან საქართველო უფრო ლამაზად ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ეს მონატრებული სამშობლოა.

ჩვენ დაკარგული თაობა ვართ, რომელმაც ვერ დავიმკვიდრეთ თავი ქვეყანაში, მაგრამ ვერ დავმკვიდრდით არსებული რეჟიმის გამო... ქვეყანაში იყო და არის კორუფცია, ნეპოტიზმი. 30 წელია, საქართველო ვერ შედგა ცივილიზაციის რელსებზე და პრორუსული სადგურიდან ვერ დაიძრა! ჩვენ კი, რომლებიც ამ "მატარებლის" მგზავრები უნდა ვყოფილიყავით, უმისამართოდ დავიფანტეთ...

არასოდეს არავის ვურჩევ სამშობლოდან გადახვეწას!

უცხო ქვეყანაში ყველაფერს 0-დან იწყებ და ფაქტობრივად, შენი ცხოვრებიდან რამდენიმე წელს კარგავ!

საქართველოს ყავს ნიჭიერი შვილები, ახალი თაობა, უნიჭიერესი ახალგაზრდები, რომლებიც იმიტომ არ ჩანან, რომ არ არიან "ვიღაცის" შვილები. 30 წელია, ერთი და იმავე სახეებს, შევარდნაძის "საბუდარიდან" აფრენილ "წიწილებს" ვუყურებთ, რომლებიც მორალს გვიკითხავენ. (სხვათა შორის ჟურნალისტებიც) და 30 წელია, "ხტუნაობენ გემიდან გემზე". ეს ხალხი დღეს უკვე თავიანთ შვილებს გვიპიარებენ, რათა პოზიციები გადააბარონ, "ვიღაცის გვირგვინი".

ხოლო თაობა, რომელიც ახლა ჯერ კიდევ სწავლის პროცეშია, სწორედ ისინი მაქსიმალურად უნდა გააქტიურდნენ. უცხო ქვეყანაში წასვლაზე კი არ უნდა იფიქრონ, საქართველოში შექმნან ორგანიზაციები და იბრძოლონ თავიანთი მომავლის გასაუმჯოსებლად, დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეები დასაქმდებიან არა ნაცნობობით, არამედ პროფესიული შერჩევით. ქვეყნის კრიზისი არაპროფესიონალების დასაქმების გამოა გამოწვეული.

არსებულ ჯანსაღ რესურსს არ ვიყენებთ. იგივე შემიძლია ვთქვა ბუნებრივ რესურსებზეც. მიწათმოქმედი ქვეყანაა და ერთ რაიონში არ არის სოფლის მეურნეობა განვითარებული ისე, როგორც საჭიროა, თუმცა 30 წელია, ყველა მინისტრი ამას გეგმავს პოსტზე დადგომისას. ამ ყველაფერზე გული ძალიან მტკივა. საქართველოს წარმატებულ მომავალს ვუსურვებ!