პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს "ტვ პირველში" შეჭრას, სიცრუეა - არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას" - პროკურატურა
"ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს "ტვ პირველში" შეჭრას, სიცრუეა - არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას" - პროკურატურა

ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გეგ­მავს „ტვ პირ­ველ­ში“ შეჭ­რას, არის სიც­რუე, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ბაია ცა­ნა­ვამ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მსგავ­სი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გეგ­მავს ტელ­ვი­ზი­ა­ში შეჭ­რას, არის სიც­რუე. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ არა­ვინ აპი­რებს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შეჭ­რას და შე­ვარ­დნას. ამის და­დას­ტუ­რე­ბას წარ­მო­ად­გენს ჩვენს მიერ ამო­ღე­ბის გან­ჩი­ნე­ბის ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის მი­წო­დე­ბა­ზე მათ­თან წი­ნას­წა­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია და გან­ჩი­ნე­ბის მათ­თვის ფოს­ტით გაგ­ზავ­ნის ფაქ­ტიც. მსგავ­სი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია ცალ­სა­ხად არას­წო­რია და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას“, - აღ­ნიშ­ნა ბაია ცა­ნა­ვამ.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­მარ­ტავს, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა „ტვ პირ­ვე­ლი­დან“ იმ ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ამო­ღე­ბა, რო­მელ­ზეც 6 მარტს "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის“ რე­პორ­ტაჟ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კერ­ძო სა­უბ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი უნდა იყოს და­ტა­ნი­ლი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბაია ცა­ნა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, „გა­მო­ძი­ე­ბის მი­ზა­ნია სწრა­ფად გან­ხორ­ცი­ელ­დეს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში გა­სუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­პო­ვე­ბა/მი­ღე­ბა, რათა დრო­უ­ლად და­ი­ნიშ­ნოს შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი მათი ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით და ჩა­ტარ­დეს სხვა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო, საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი“.

„მიმ­დი­ნა­რე წლის 9 მარტს პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბო­და "TV პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტის ში­ნა­არსს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან მი­ღე­ბუ­ლი იქნა გან­ჩი­ნე­ბა "TV პირ­ვე­ლი­დან“ იმ ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ამო­ღე­ბა­ზე, რო­მელ­ზეც და­ტა­ნი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო 6 მარტს "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის“ რე­პორ­ტაჟ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კერ­ძო სა­უბ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ჩი­ნე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­ეგ­ზავ­ნა 10 მარტს, ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით.

გა­მო­ძი­ე­ბის მი­ზა­ნია სწრა­ფად გან­ხორ­ცი­ელ­დეს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში გა­სუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­პო­ვე­ბა/მი­ღე­ბა, რათა დრო­უ­ლად და­ი­ნიშ­ნოს შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი მათი ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით და ჩა­ტარ­დეს სხვა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო, საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დღეს გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ეთერ­ში გა­სუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი არ მო­უ­თხო­ვია წარ­მო­ად­გენს სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის არას­წორ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას, რაც აჭი­ა­ნუ­რებს გა­მო­ძი­ე­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას.

გან­ვარ­ტავთ, რომ ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, მათ შო­რის აუ­დი­ო­ფა­ი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ტა­ნი­ლი იყოს ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში, რო­გო­რი­ცაა ტე­ლე­ფო­ნი, ელ.დის­კი, კომ­პი­უ­ტე­რი, გარე მყა­რი დის­კი და ა.შ. და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მხა­რეს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეს ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა იმედს იტო­ვებს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ პირ­ვე­ლი“ ითა­ნამ­შრომ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, რათა ხელი არ შეგ­ვე­შა­ლოს სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში. იმე­დი გვაქვს, „ტვ პირ­ვე­ლი“ მოგ­ვაწ­ვდის მათ­თვის წყა­როს მიერ გა­და­ცე­მულ აუ­დი­ო­ფა­ი­ლებს იმ ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბას­თან ერ­თად, რომ­ლი­თაც მათ ეს ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი მი­ე­წო­დათ“, - გა­ნუ­ცხა­და ბაია ცა­ნა­ვამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა „ტვ პირ­ვე­ლის­გან“ იმ ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მი­წო­დე­ბას ითხოვს, რო­მელ­ზეც 6 მარტს "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის“ რე­პორ­ტაჟ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კერ­ძო სა­უბ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბია და­ტა­ნი­ლი. რო­გორც ბაია ცა­ნა­ვა აცხა­დებს, „გა­მო­ძი­ე­ბის მი­ზა­ნია სწრა­ფად გან­ხორ­ცი­ელ­დეს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში გა­სუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­პო­ვე­ბა/მი­ღე­ბა, რათა დრო­უ­ლად და­ი­ნიშ­ნოს შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი მათი ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით და ჩა­ტარ­დეს სხვა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო, საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი“.

სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რას „ტვ პირ­ვე­ლი­დან“ იმ ფა­რუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ამო­ღე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძი­სა და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­უ­ბა­რია ჩა­წე­რი­ლი.

რო­გორც „ტვ პირ­ვე­ლის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, პრო­კუ­რა­ტუ­რა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­გან კონ­ვერ­ტი­სა და ელექტრო­ნუ­ლი მა­ტა­რებ­ლის წარ­დგე­ნას ითხოვს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ფა­ი­ლე­ბი მათი თქმით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას მი­ა­წო­დეს.

„ტვ პირ­ველ­მა“ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

„დაკ­მა­ყო­ფილ­დეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის გა­მომ­ძი­ებ­ლებს ნება და­ერ­თოთ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა - ამო­ღე­ბა, კერ­ძოდ, ამო­ღე­ბულ იქ­ნეს: 6 მარტს გა­და­ცე­მა „ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის“ რე­პორ­ტაჟ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი, კონ­ფი­ცენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­როს მიერ „ტვ პირ­ვე­ლის­თვის“ გა­და­ცე­მუ­ლი (გაგ­ზავ­ნი­ლი) ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მელ­ზეც ჩა­წე­რი­ლი იყო რე­პორ­ტაჟ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კერ­ძო სა­უბ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი; 6 მარტს გა­და­ცე­მა „ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის“ რე­პორ­ტაჟ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­როს მიერ „ტვ პირ­ვე­ლის­თვის“ გა­და­ცე­მუ­ლი( გაგ­ზავ­ნი­ლი) კონ­ვერ­ტი (ან/და სხვაგ­ვა­რი შე­ფუთ­ვა), რო­მელ­შიც მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის ჩამ­ტა­რე­ბელ პირს ან ორ­გა­ნოს უფ­ლე­ბა აქვს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვი­სას გა­მო­ი­ყე­ნოს იძუ­ლე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი ძალა“, - ნათ­ქვა­მია მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბა­ში.

გან­ჩი­ნე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა, ტე­ლე­წამ­ყვან­მა ინგა გრი­გო­ლი­ამ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თა:

"ანუ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში აპი­რებთ შე­მოს­ვლას ძა­ლით? შე­მოჭ­რას? იმი­ტომ რომ არ შე­მო­გიშ­ვებთ! ომი გინ­დათ? და მარ­ტო იმი­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბ­რაზ­და? რა­ტომ გა­მახ­სენ­და შე­ვარ­დნა­ძის დრო­ის "რუს­თა­ვი ორი"? და­ხურ­ვის სურ­ვი­ლით აღ­გზნე­ბუ­ლე­ბი რომ მი­ად­გნენ დო­კუ­მენ­ტე­ბით და მერე რი­თიც დამ­თავ­რდა, ყვე­ლამ ვი­ცით? აბა გა­ბე­დეთ! ვატო წე­რე­თე­ლო, ხომ იცი, მრავ­ლისმნახ­ვე­ლი ვარ და ასე­თი ამ­ბე­ბის ფი­ნა­ლიც ვიცი p.s - საბ­ჭო­თა ქო­ცო­ბის გა­სა­გო­ნად - მახ­სოვს 7 ნო­ემ­ბე­რიც და სპეც­რაზ­მიც! აქ სა­ბუ­თე­ბით შე­მოჭ­რა­ზეა სა­უ­ბა­რი!" - და­წე­რა ინგა გრი­გო­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­უ­ბა­რია „ტვ პირ­ვე­ლის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე, რომ­ლი­თაც, მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, მომ­ღე­რა­ლი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელს ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს იმ ახალ­გაზ­რდე­ბის დას­ჯას სთხოვს, რო­მელ­თაც ინ­ტერ­ნეტ­ში ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი და­წე­რეს. ამას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ სა­კი­თხზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ამ ქმე­დე­ბებს იწო­ნებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მომ­ღე­რალ­მა ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ თუ ვინ­მე მის ოჯახს შე­ე­ხე­ბა, პა­სუხს დღე­საც აუ­ცი­ლებ­ლად მოს­თხოვს.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე კერ­ძო სა­უბ­რის უნე­ბარ­თვო ჩა­წე­რის ან/და მი­ყუ­რა­დე­ბის, ასე­ვე კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ჩა­ნა­წე­რის, ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე აღიძ­რა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
15

აბა მიშა იყოს ნახავდით

ნანი
6

ნაცებს სულ შეჭრა (დიდი გამოცდილება აქვთ იმედში შეჭრით), დაყადაღება , დაპატიმრება, ღამის საათებში გადაფორმება, დარბევა, დაკაჩავება ელანდებათ. სხვა ტერმინები უბრალოდ არ იციან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს "ტვ პირველში" შეჭრას, სიცრუეა - არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას" - პროკურატურა

"ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს "ტვ პირველში" შეჭრას, სიცრუეა - არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას" - პროკურატურა

ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს „ტვ პირველში“ შეჭრას, არის სიცრუე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია ცანავამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, მსგავსი სახის ინფორმაცია საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს ტელვიზიაში შეჭრას, არის სიცრუე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას. ამის დადასტურებას წარმოადგენს ჩვენს მიერ ამოღების განჩინების ტელევიზიისთვის მიწოდებაზე მათთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც. მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არასწორია და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“, - აღნიშნა ბაია ცანავამ.

გენერალური პროკურატურა განმარტავს, რა მიზანს ემსახურება „ტვ პირველიდან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღება, რომელზეც 6 მარტს ,,ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები უნდა იყოს დატანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბაია ცანავამ განუცხადა, „გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები“.

„მიმდინარე წლის 9 მარტს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც ეფუძნებოდა ,,TV პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შინაარსს, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება ,,TV პირველიდან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს ,,ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. აღნიშნული განჩინება ტელეკომპანიას შესასრულებლად გაეგზავნა 10 მარტს, ფოსტის საშუალებით.

გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები.

ტელეკომპანიის დღეს გაჟღერებული პოზიცია, რომ საგამოძიებო ორგანოს ეთერში გასული ჩანაწერები არ მოუთხოვია წარმოადგენს სასამართლოს განჩინების არასწორ ინტერპრეტაციას, რაც აჭიანურებს გამოძიების მიერ დაგეგმილი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

განვარტავთ, რომ ელექტრონული ინფორმაცია, მათ შორის აუდიოფაილები შეიძლება დატანილი იყოს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაში, როგორიცაა ტელეფონი, ელ.დისკი, კომპიუტერი, გარე მყარი დისკი და ა.შ. და კომუნიკაციის მხარეს შეიძლება გადაეცეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობით.

საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია ,,ტვ პირველი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რათა ხელი არ შეგვეშალოს სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფაში. იმედი გვაქვს, „ტვ პირველი“ მოგვაწვდის მათთვის წყაროს მიერ გადაცემულ აუდიოფაილებს იმ ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად, რომლითაც მათ ეს ფარული ჩანაწერები მიეწოდათ“, - განუცხადა ბაია ცანავამ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურა „ტვ პირველისგან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს, რომელზეც 6 მარტს ,,ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერებია დატანილი. როგორც ბაია ცანავა აცხადებს, „გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები“.

სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ იმ ფარული აუდიოჩანაწერების ამოღების უფლება მისცა, სადაც სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძისა და ბერა ივანიშვილის საუბარია ჩაწერილი.

როგორც „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროკურატურა ტელეკომპანიისგან კონვერტისა და ელექტრონული მატარებლის წარდგენას ითხოვს, რომლის საშუალებითაც ფაილები მათი თქმით, ტელეკომპანიას მიაწოდეს.

„ტვ პირველმა“ სოციალურ ქსელში მოსამართლის განჩინება გაასაჯაროვა.

„დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, კერძოდ, ამოღებულ იქნეს: 6 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული, კონფიცენციალური წყაროს მიერ „ტვ პირველისთვის“ გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები; 6 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „ტვ პირველისთვის“ გადაცემული( გაგზავნილი) კონვერტი (ან/და სხვაგვარი შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ძალა“, - ნათქვამია მოსამართლის განჩინებაში.

განჩინების გასაჯაროვების შემდეგ ტელეკომპანიის თანამშრომელმა, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ პოსტი გამოაქვეყნა და ხელისუფლებას მიმართა:

"ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის "რუსთავი ორი"? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა, ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ! ვატო წერეთელო, ხომ იცი, მრავლისმნახველი ვარ და ასეთი ამბების ფინალიც ვიცი p.s - საბჭოთა ქოცობის გასაგონად - მახსოვს 7 ნოემბერიც და სპეცრაზმიც! აქ საბუთებით შემოჭრაზეა საუბარი!" - დაწერა ინგა გრიგოლიამ.

ცნობისთვის, საუბარია „ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს. მოგვიანებით, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც აუცილებლად მოსთხოვს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე აღიძრა.

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 65 წლის ქალზე ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა

"მაშველები, რომლებიც დაგვეხმარნენ, არ ამბობენ მთავარს, რომ იქ ფიზიკური შეურაცხყოფა იყო" - რა თქვა ვახო სანაიამ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ

"უნდათ იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა სისტემა ემხილებინა" - რას ამბობს ნოდარ მელაძე პროკურატურის განცხადებაზე?