სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანა პანდემიის ყველაზე ცუდ მომენტშია" - ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონირუსით 2000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
"ქვეყანა პანდემიის ყველაზე ცუდ მომენტშია" - ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონირუსით 2000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფ­ლი­ოს კვლავ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბით ცხოვ­რობს. ზი­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა წარ­მა­ტე­ბით ებ­რძვის ვირუსს, ზო­გან კი კვლავ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ამ დრო­ის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე სი­ტუ­ა­ცია ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ბრა­ზი­ლი­ა­შია.

გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ კო­რო­ნა­ვირუ­სით 2 286 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, რაც რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ქვეყ­ნის­თვის პან­დე­მი­ის და­წყე­ბის დრო­ი­დან. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბრა­ზი­ლი­ა­ში, კო­ვიდ 19-სგან და­ღუ­პულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 268 370-მდე გა­ი­ზარ­და. ამას­თან, ქვე­ყა­ნა­ში, ბოლო დღე-ღა­მე­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბის 79 876 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

ექ­სპერ­ტე­ბი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდას კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ, უფრო გა­დამ­დებ ვა­რი­ანტს უკავ­ში­რე­ბენ. ბრა­ზი­ლი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრი Fiocruz-ი აცხა­დებს, რომ შემ­თხვე­ვე­ბის მო­ზღვა­ვე­ბამ ბრა­ზი­ლი­ის უდი­დე­სი ქა­ლა­ქე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი უზარ­მა­ზა­რი ზე­წო­ლის ქვეშ და­ა­ყე­ნა.

"ქვე­ყა­ნა პან­დე­მი­ის ყვე­ლა­ზე ცუდ მო­მენ­ტშია, 2021 წელი ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბა,“ -აღ­ნიშ­ნა ცენ­ტრის ექიმ­მა და მკვლე­ვარ­მა მარ­გა­რეტ დალ­კოლ­მომ.

მე­დი­ის ცნო­ბით, ქვეყ­ნის დიდ ქა­ლა­ქებ­ში რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია. ამას­თან ბრა­ზი­ლი­ის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ყველ­გან არა. ეპი­დე­მო­ლო­გე­ბი კი მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ თუკი აცრა ყვე­ლა რე­გი­ონ­ში არ და­ი­წყე­ბა, კი­დევ უფრო დიდი ტრა­გე­დი­აა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Თეა
0

Კი ცრიან ხალხს და სულ ტყუილად

ნიკოლოზი
6

არ მორჩა ეს ზღაპარი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ქვეყანა პანდემიის ყველაზე ცუდ მომენტშია" - ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონირუსით 2000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

"ქვეყანა პანდემიის ყველაზე ცუდ მომენტშია" - ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონირუსით 2000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოს კვლავ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით ცხოვრობს. ზიგიერთი ქვეყანა წარმატებით ებრძვის ვირუსს, ზოგან კი კვლავ რთული ვითარებაა. ამ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სიტუაცია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ბრაზილიაშია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში იქ კორონავირუსით 2 286 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრაზილიაში, კოვიდ 19-სგან დაღუპულთა საერთო რაოდენობა 268 370-მდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში, ბოლო დღე-ღამეში, ინფიცირების 79 876 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ექსპერტები შემთხვევების ზრდას კორონავირუსის ახალ, უფრო გადამდებ ვარიანტს უკავშირებენ. ბრაზილიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი Fiocruz-ი აცხადებს, რომ შემთხვევების მოზღვავებამ ბრაზილიის უდიდესი ქალაქების უმრავლესობაში ჯანდაცვის სისტემები უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ დააყენა.

"ქვეყანა პანდემიის ყველაზე ცუდ მომენტშია, 2021 წელი ძალიან მძიმე იქნება,“ -აღნიშნა ცენტრის ექიმმა და მკვლევარმა მარგარეტ დალკოლმომ.

მედიის ცნობით, ქვეყნის დიდ ქალაქებში რეანიმაციული განყოფილებები გადატვირთულია. ამასთან ბრაზილიის ზოგიერთ რეგიონში ვაქცინაცია მიმდინარეობს, თუმცა ყველგან არა. ეპიდემოლოგები კი მის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თუკი აცრა ყველა რეგიონში არ დაიწყება, კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა მოსალოდნელი.

როგორი ხმები ისმის მარსზე? - მოუსმინეთ პირველ აუდიოჩანაწერს, რომელიც Perseverance-მა პლანეტიდან გამოგზავნა

"ჩვენ არ ვართ რასისტების ოჯახი...ვაპირებ ჩემს ძმას დაველაპარაკო" - პრინც უილიამის პირველი კომენტარი ჰარისა და მეგანის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

რა არის ცნობილი Astrazeneca-ს ვაქცინის შესახებ, რომლითაც მალე საქართველოში ვაქცინაცია დაიწყება -  რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ის