მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მფრინავი გემი 2" - ინგლისში კიდევ ერთი "ჰაერში მცურავი" გემი შენიშნეს: როგორ ხსნიან სპეციალისტები უჩვეულო მოვლენას
"მფრინავი გემი 2" - ინგლისში კიდევ ერთი "ჰაერში მცურავი" გემი შენიშნეს: როგორ ხსნიან სპეციალისტები უჩვეულო მოვლენას

ინ­გლი­სის სამ­ხრე­თით, სა­ნა­პი­რო­ზე კი­დევ ერთი "მფრი­ნა­ვი გემი“ შე­ნიშ­ნეს. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. გა­სულ კვი­რა­ში მსგავ­სი რამ კორნ­ველ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს, რა­საც უიშ­ვი­ა­თე­სი ოპ­ტი­კუ­რი ილუ­ზია უწო­დეს. ახლა კი ბრი­ტა­ნე­ლე­ბი უკვე მე­ო­რედ გახ­დნენ მსგავ­სი სა­ნა­ხა­ო­ბის მოწ­მე­ნი.

ინ­გლი­სე­ლი სტი­ვენ ლო­მა­სი ამ­ბობს, რომ ის მან­ქა­ნით სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და, რო­დე­საც "მფრი­ნა­ვი გემი“ და­ი­ნა­ხა, ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ა­ჩე­რა, გად­მო­ვი­და და ფოტო ტე­ლე­ფო­ნით გა­და­უ­ღო. მისი თქმით, დი­ლის 07:30 სა­ა­თი იყო, რო­დე­საც მისი მზე­რა უჩ­ვე­უ­ლო სა­ნა­ხა­ო­ბამ მი­ი­პყრო. "ვფიქ­რობ, ეს მი­რა­ჟი იყო“, - ამ­ბობს სტი­ვე­ნი.

რო­გორც მე­ტე­ო­რო­ლოგ­მა ჯენ ბართრამ­მა გა­ნა­ცხა­და, ყო­ვე­ლი­ვე უკავ­შირ­დე­ბა ე.წ. ზედა მი­რაჟს, რაც ტემ­პე­რა­ტუ­ლი ინ­ვერ­სი­ი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, მე­ტე­ო­რო­ლო­გი გან­მარ­ტავს, რომ ტემ­პე­რა­ტუ­ლი ინ­ვერ­სია გუ­ლის­ხმობს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას სი­მაღ­ლის ზრდას­თან ერ­თად, ნაც­ვლად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კლე­ბი­სა.

ჯენ ბართრა­მის თქმით, ეს ხდე­ბა მა­შინ, როცა წყლის ზე­და­პირ­თან ახ­ლოს ჰა­ე­რი უფრო ცივი და მკვრი­ვია, ვიდ­რე მის ზე­მოთ არ­სე­ბუ­ლი მასა. შე­დე­გად, სი­ნათ­ლის სხი­ვე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გარ­და­ტე­ხა ხდე­ბა და თვა­ლიც გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღიქ­ვამს.

ეს ფოტო რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კორნ­ველ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი

ცნო­ბის­თვის, მსგავ­სი ფე­ნო­ნე­მე­ნი და­ა­ფიქ­სი­რეს ერთი კვი­რის წინ კორნ­ველ­ში. ბრი­ტა­ნე­ლი დე­ვიდ მო­რი­სის ყუ­რა­დღე­ბა "ჰა­ერ­ში მცუ­რავ­მა" გემ­მა მი­ი­პყრო. მეც­ნი­ე­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ზედა მი­რა­ჟი და მსგავ­სი სა­ნა­ხა­ო­ბა არ­ქტი­კულ ნა­წილ­ში ხში­რია, თუმ­ცა ბრი­ტა­ნეთ­ში ეს იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არაგველი
4

ჰაი დედასააა...ეგრე იცის ბულბულატორმა...

sniper
0

ეტყობა იამკებს აარიდა გემი კაპიტანმა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მფრინავი გემი 2" - ინგლისში კიდევ ერთი "ჰაერში მცურავი" გემი შენიშნეს: როგორ ხსნიან სპეციალისტები უჩვეულო მოვლენას

"მფრინავი გემი 2" - ინგლისში კიდევ ერთი "ჰაერში მცურავი" გემი შენიშნეს: როგორ ხსნიან სპეციალისტები უჩვეულო მოვლენას

ინგლისის სამხრეთით, სანაპიროზე კიდევ ერთი "მფრინავი გემი“ შენიშნეს. ამის შესახებ BBC წერს. გასულ კვირაში მსგავსი რამ კორნველში დააფიქსირეს, რასაც უიშვიათესი ოპტიკური ილუზია უწოდეს. ახლა კი ბრიტანელები უკვე მეორედ გახდნენ მსგავსი სანახაობის მოწმენი.

ინგლისელი სტივენ ლომასი ამბობს, რომ ის მანქანით სამსახურში მიდიოდა, როდესაც "მფრინავი გემი“ დაინახა, ავტომობილი გააჩერა, გადმოვიდა და ფოტო ტელეფონით გადაუღო. მისი თქმით, დილის 07:30 საათი იყო, როდესაც მისი მზერა უჩვეულო სანახაობამ მიიპყრო. "ვფიქრობ, ეს მირაჟი იყო“, - ამბობს სტივენი.

როგორც მეტეოროლოგმა ჯენ ბართრამმა განაცხადა, ყოველივე უკავშირდება ე.წ. ზედა მირაჟს, რაც ტემპერატული ინვერსიითაა გამოწვეული, მეტეოროლოგი განმარტავს, რომ ტემპერატული ინვერსია გულისხმობს ჰაერის ტემპერატურის მატებას სიმაღლის ზრდასთან ერთად, ნაცვლად ჩვეულებრივი კლებისა.

ჯენ ბართრამის თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა წყლის ზედაპირთან ახლოს ჰაერი უფრო ცივი და მკვრივია, ვიდრე მის ზემოთ არსებული მასა. შედეგად, სინათლის სხივების განსხვავებულად გარდატეხა ხდება და თვალიც გამოსახულებას განსხვავებულად აღიქვამს.

ეს ფოტო რამდენიმე დღის წინ, კორნველშია გადაღებული

ცნობისთვის, მსგავსი ფენონემენი დააფიქსირეს ერთი კვირის წინ კორნველში. ბრიტანელი დევიდ მორისის ყურადღება "ჰაერში მცურავმა" გემმა მიიპყრო. მეცნიერები განმარტავენ, რომ ზედა მირაჟი და მსგავსი სანახაობა არქტიკულ ნაწილში ხშირია, თუმცა ბრიტანეთში ეს იშვიათი მოვლენაა.

"მფრინავი გემი 3“ - კიდევ ერთი "ჰაერში მოლივლივე" ტანკერი და შთამბეჭდავი მირაჟული სანახაობა ბრიტანეთში

სომხეთი და არჩევნები - რა შანსები აქვს ფაშინიანს და პოლიტიკურ ძალას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს: "ეშინიათ, ივნისის ბოლომდე პრემიერი ვითარებას დაამშვიდებს"

როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და რუსული მედია მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტს?